Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. ერთ-ერთი რუსული რაკეტა ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. „დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე. ასევე, დონალდ ტუსკმა მისი წინამორბედი, მატეუშ მორავეცკი უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. „ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. იპნ
  3. "მე არ ვიცი, ღირს თუ არა ამის დაწერა ახლა, მაგრამ იქნებ ერთმა მაინც გაიგოს, მხოლოდ ერთმა მაინც… ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი. მაშინაც, როცა ჰგონია, რომ არ აქვს. ცხოვრებაში დგება ძალიან რთული არჩევანის გაკეთების მომენტებიც. ჩემი არჩევანის გამო შეურაცხყოფაც ბევრი მომითმენია, მუქარაც, მოსყიდვაც უცდიათ, ოჯახზე ზეწოლაც… მაგრამ როცა იაზრებ, რომ შენი არჩევანი სწორია, არაფერს, საერთოდ არაფერს აქვს მნიშვნელობა. არაფერს აქვს იმის ფასი, როცა იცი, რომ სწორ მხარეს დგახარ. არაფერს. მე არ ვიცი, ამ სიტყვებს ოცნებაში ჩარჩენილი რომელიმე ადამიანისთვის აქვს თუ არა რაიმე ფასი, მაგრამ კოლეგებო, თქვენ ახლა ისეთ სიმძიმეზე აწერთ ხელს, ისეთ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე, ისტორიის ისეთ ბნელ მხარეს აღმოჩნდებით, მე მართლა არ ვიცი, რად გიღირთ ეს. დრო კიდევ გაქვთ, ორშაბათამდე. არჩევანი ყოველთვის არსებობს. მაშინაც, როცა გგონიათ, რომ არ არსებობს." ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ბმული: https://www.facebook.com/anna.buchukuri.585/posts/862887849216613
  4. აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ტოვებს ქვეყანას მეგობრების გარეშე, ართმევს განვითარების პერსპექტივას, ამკვიდრებს რუსული ტიპის ავტორიტარიზმს და ქვეყანა მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. "ხელისუფლება საქართველოს მეგობრებს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დამცველებს - აცხადებს მტრებად, რითაც ღიად არღვევს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გვაბრუნებს რუსულ ორბიტაზე. მივმართავთ ხელისუფლებას - გაიწვიეთ კანონი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დააბრუნეთ ქვეყანა ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზაზე.", - ვკითხულობთ განცხადებაში.
  5. ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო. ცოტა ხნით ადრე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა. დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა. ავტორი - დავით კუჭავა
  6. ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ კანონს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს. „ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. რუსული იქნება თუ რა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გაცხადებული სურვილია, რომ გინდა თუ არა, უნდა აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობით მოსულმა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს კანონპროექტი ორ ძირითად პრინციპს არღვევს: ადამიანებს უნდა მიაწერონ, რომ ისინი არიან უცხოური გავლენის თუ უცხოური დაფინანსების მქონე საეჭვო პირები და მეორე — უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან მან, ვისზეც ეჭვია მიტანილი, უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ბრალეული“, — ამბობს ჩიტაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში და დასძენს, რომ კანონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მუხლი არის ჩანაწერი ანონიმური დასმენის შესახებ. ის სიცრუეს უწოდებს მთავარ არგუმენტს, რომლითაც „ქართული ოცნება“ კანონის საჭიროების ახსნას ცდილობს. ჩიტაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციები ისედაც ხელმისაწვდომია და თუ ცალკეულ შემთხვევებში მათი გამჭვირვალობის პრობლემა შეიქმნება, ამის მოსაგვარებლად უკვე არსებობს შესაბამისი უწყებები. „იმის თქმა, რომ ფული არის გაუმჭვირვალე, არის ტყუილი. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველწლიურად ვალდებულია, მოიწვიოს გარე აუდიტი, ჩაატაროს ეს აუდიტი და საჯაროდ დადოს შეფასება. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, საგადასახადოში გადაიხადოს ხელფასების ან ჰონორარების სახით გაცემული თანხების 20%. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ეს თავისი ფინანსები აქვს გამჭვირვალე. თუ მაინცდამაინც საჭირო იყო, რომ კიდევ დამატებით დეკლარაცია შეევსოთ, ამისთვის სულ არ იყო საჭირო ახალი კანონის შემოტანა. გარდა ამისა, თუ რომელიმე ორგანიზაცია არაჯეროვნად იყენებს მისთვის მიცემულ თანხებს, ასეთი შემთხვევებისთვის უსაფრთხოების სამსახურში არსებობს კონტრდაზვერვის განყოფილება, რომლის პირდაპირ მოვალეობაში შედის არაკონტროლირებული ფულის აღრიცხვა საქართველოში. ამის შემდეგ რომელ გამჭვირვალობის პრობლემაზეა ლაპარაკი?! თუ ვინმე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ეგ სხვა თემაა“ ,— ამბობს ჩიტაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას. ის ტყუილს უწოდებს იმ მტკიცებასაც, თითქოს კანონი არ შეეხება რიგით ადამიანებს. ჩიტაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდათ ამ კანონის მიღება, პროტესტი ორი ფორმით შეუძლიათ გამოხატონ: მშვიდობიანი აქციებითა და არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებით. „აბსოლუტური ტყუილი გახლავთ ის, თითქოს კანონი კერძო პირებს არ ეხება. ორგანიზაცია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, ან პროფესიული გაერთიანება. შესაბამისად, ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციებში, აღმოჩნდება ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. პროტესტის გამოხატვის ორი ფორმა არსებობს. ერთი, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, რაც ხდება კიდეც. მეორე – არჩევნების დღემდე გადავადება იმისა, რომ მე ვინც არ მომწონს, იმ პოლიტიკურ პარტიას არ დავუჭირო მხარი“ ,— ამბობს ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე ჩიტაშვილი. ამავე თემაზე: “ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ მონობაზე ხარ თანახმა” – ლელა გაფრინდაშვილი რუსულ კანონზე თამუნა მუსერიძე: საქართველოში ამ კანონის მიღების მიზანი არის იგივე, რაც რუსეთში – ადამიანების კონტროლი „წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ქრისტიანულ მოძღვრებასთან“ — მთავარეპისკოპოსი „რუსულ კანონზე“ 2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. მეორე მოსმენა პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 30 აპრილს იქნება. იქამდე კი, 29 აპრილს, კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.რუსული კანონის დღის წესრიგში მეორედ დაყენების დღიდან მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან უწყვეტად მართავენ საპროტესტო აქციებს. რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ნეტგაზეთი
  7. BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black. კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ. Uber-ის აპლიკაცია, სახელწოდებით Uber GE, ქართულ App Store-სა და Google Play-ში უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. თავად აპლიკაცია ქართულადაც არის ხელმისაწვდომი და შიგნით, ავტომობილების დანახვაც შეიძლება, მაგრამ ტაქსის გამოძახება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. 2009 წელს სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Uber-ი ამჟამად 70 ქვეყანაში ოპერირებს, 6 მილიონამდე მძღოლს აერთიანებს და ყოველდღიურად 131 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. დაფუძნებიდან დღემდე Uber-ის ტაქსებს რამდენიმე მილიარდი შეკვეთა აქვთ შესრულებული, ზოგიერთი მათგანი კი ქვეყნებს შორის მოგზაურობასაც მოიცავდა. ტაქსის სერვისის გარდა, Uber-ის დახმარებით შესაძლებელია ამანათის მიტანა, საკვების გამოძახება და ცხოველის გადაყვანა. Uber-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება - კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $144 მილიარდს აღემატება. bm.ge
  8. Yesterday
  9. მთავარი არ არის 29 ში ეს ადამიანები სად იდგებიან, მთავარია 26 ოქტომბერს რა არჩევანს გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ადამიანები გაისტუმრებენ “ოცნებას” ოპოზიციაში, ეს იქნება მოცემულობა, რომელიც დადგება, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანზე მორალურად იძალადო. არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეები, ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რისკის ქვეშ დააყენო. ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2222659551403870/
  10. აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა. „ასევე მოხარული ვარ დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ვალდებულების შესახებ გამოვაცხადო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვითი მრეწველობისგან შევიძინოთ. ამგვარად, განცხადებები, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში გაკეთდა, ხაზს უსვამენ უკრაინისთვის თავდაცვის საქმისადმი აშშ-ის ურყევ ერთგულებას”, - განაცხადა ოსტინმა. მან აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც დღეისთვის არის გამოცხადებული. ოსტინმა დააკონკრეტა, რომ მასში შევა Patriot და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, და საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო საბრძოლო მასალის “მნიშვნელოვანი რაოდენობა”. იპნ
  11. „ამერიკის ხმის” ცნობით, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. ამერიკის ხმა წერს, რომ „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია”. ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი“. „ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა“, ნათქვამია პრემიერ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში. პოლიტიკის ცვლილებაში კი ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა. ევროკავშირის არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, სენატორები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებიც „ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო არტერიაა“. ამასთან, კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოს იმ პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდასაჭერად 1991 წლის შემდეგ. „ჩვენ, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება“,- აცხადებენ სენატორები. სენატორები უარყოფენ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთწოდებული „ფარას“ მსგავსია. „ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს“. წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა“. მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“. წერილში ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტუტიციის უგულვებელყოფა იქნება. სენატორები ასევე აცნობიერებენ საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეებს და ამბობენ, რომ ამერიკა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავი გაითავისუფლოს რუსეთისგან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფართომასშტაბიანი მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე ოქტომბერში დადგეგმილი, მომავალი არჩევნების წინ. წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი. პუბლიკა
  12. საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩევლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოსთვის გაფრთხილებაა და პირველი შედეგი, რაც შესაძლოა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას მოჰყვეს, არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა იქნება. საბანაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უახლოეს მომავალში შეუჩერებს და ფიქრობს, რომ ეს, უკანასკნელი ინსტრუმენტი იქნება. როგორც ნატალი საბანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რეზოლუციაშიც ჩანს იმედი იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, პარტნიორებთან დადებულ პირობებს და არ წავა ამ ნაბიჯზე [კანონპროექტს არ მიიღებს]“. „სანამ ვიზალიბერალიზაცია მოგვცემდნენ, ბევრი წინაპირობა იყო დასაკმაყოფილებელი, რაც მოიცავდა უვიზო რეჟიმის გეგმის შესრულება, რომელიც საქართველომ შეასრულა: ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა. სწორედ ეს მომენტი იყო აღნიშნული რეზოლუციაშიაც - გაფრთხილების სახე ჰქონდა, რომ თუ ქვეყანაში დაინახეს უკუსვლა, რომ ფუნდამენტური უფლებების და დემოკრატიული პრინციპების შელახვა ხდება, რომელიც ასევე გულისხმობს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, მთავარი საფუძველი, რაზეც ვიზალიბერალიზაციის გეგმის გადმოცემა დაეფუძნა, შეირყევა და დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. არ ველი, რომ ეს იქნება უახლოეს დროს მიღებული გადაწყვეტილება. ასევე, ვთვლი, რომ ეს იქნება ალბათ, ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს. ძირითადად იმიტომ, რომ უპირველესად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით დაზარალდება საქართველოს მოსახლეობა და ხალხი, რომელსაც ეს რეზოლუციაც უჭერს მხარს. ამიტომ, რამდენადაც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების შიდა პროცედურები მესმის, ეს არ იქნება პირველი, რასაც მიმართავენ. ჩემი აზრით, პირველი, რაც იქნება, ისაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება. კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და შემდეგ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები - ცალსახადაა ნათქვამი, რომ მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას ამ კანონის მიღების შემთხვევაში და ეს ალბათ, ნამდვილად იქნება შესრულებული. შემდეგ პროცესი უკვე დამოკიდებულება იმაზე, რა შედეგი მოჰყვება ამ კანონის იმპლემენტაციას და როგორი იმპლემენტაცია იქნება - რუსული კანონია თავისი სულისკვეთებით, მოტივაციით, ტექსტით და თუ რუსული ტიპის იმპლემენტაცია წავიდა, რეალური რეპრესიისა და წნეხის ინსტრუმენტად იქცა, რა თქმა უნდა, დაბრუნება ეს საკითხი და მაშინ როგორი გადაწყვეტილება იქნება, ძნელი სათქმელია“,- განაცხადა ნატალი საბანაძემ. მისივე თქმით, ზოგადად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას „ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა არ სჭირდება“, თუმცა სჭირდება ევროპული საბჭოს თანხმობაც, რომელიც 27 ქვეყანას მოიცავს. „ევროპარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა არ სჭირდება, მაგრამ პროცედურა საკმაოდ რთულია. წინადადება ჯერ კომისიამ უნდა დააყენოს. როგორც მიღება იყო, გაუქმებასაც იგივე პროცედურები აქვს - სჭირდება პარლამენტის თანხმობაც და საბჭოს თანხმობაც, რომელიც მოიცავს 27 ქვეყანას“,- განაცხადა ნატალი საბანაძემ. რაც შეეხება რეზოლუციის დანარჩენ ნაწილს და ხელისუფლების შეფასებებს, რომ ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, ნატა საბანაძე ამბობს, რომ რეზოლუციის იგნორირება არ ხდება და ის ევროპული საბჭოსა და კომისიისთვის რეკომენდაციაა. „ხელისუფლებას სჩვევია იმ რეზოლუციების დაკნინება, რომელიც არ აწყობს და იმ რეზოლუციების აღიარება, რომელიც აწყობს. რეალურად, რა ფასი აქვს რეზოლუციას - დიდი უმრავლესობით მიღებული რეზოლუციაა. ის არის სარეკომენდაციო ტიპის, არ მოიცავს ვალდებულებას. როგორც წესი, ევროპარლამენტის რეზოლუციები არ არის იურიდიულად დამავალდებულებელი, მაგრამ ევროპარლამენტს, განსაკუთრებით ლისაბონის ცვლილებების შემდეგ ევროკავშირის სტრუქტურებში, ევროპარლამენტს აქვს ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა. არ ხდება იგნორირება ევროპარლამენტის რეზოლუციისაა, რომელიც რეალურად აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის - კომისიისთვის და საბჭოსთვის, რეკომენდაციას ნიშნავს. ამას მოჰყვება რაღაც რეაგირება და პასუხი. მით უმეტეს, როდესაც კომისიის და წევრი სახელმწიფოების, ასევე პარლამენტარების პოზიცია აბსოლუტურად ემთხვევა, ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ, ევროპარლამენტმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მოუწოდა კომისიას, რომ ძალიან ახლოს დააკვირდეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. აზრთა სხვადასხვაობა რომ იყოს აღმასრულებელსა და საკანონმდებლო სტრუქტურებს შორის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დებატების საგანი გახდება და ლავირების სივრცე გამოჩნდება, მაგრამ რეალურად კომისიას, საბჭოს და ევროპარლამენტს შორის პოზიციების სრული თანხვედრაა. ამიტომ, იმ განცხადებებიდან გამომდინარეც, რომელიც გაკეთდა, უნდა ველოდოთ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, როგორც მინიმუმ, გაიყინება. რაც შეეხება სანქცირებას, ეს დადგება დღის წესრიგში. ეს არ იქნება ადვილად მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რეალურად, კომისიას და საბჭოს მწვანე შუქი აქვს პარლამენტისგან, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, თუ საჭიროდ ჩათვლის, მიიღოს. ანუ, საფუძველი შექმნილია“,- განაცხადა ნატალი საბანაძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ. იპნ
  13. პარლამენტში რუსული კანონის განხილვა 29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განახლდება. კომიტეტი 09:00-ზე დაიწყება. მეორე მოსმენის დროს კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ. კომიტეტზე განხილვის შემდეგ კანონპროექტი, შესაბამისი დასკვნებით, გადაეცემა ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. აღნიშნულს რეგლამენტის 88-ე მუხლი არეგულირებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ეს ჩანაწერი იძლევა შესაძლებლობას, პლენარული სხდომა ბიურომ ორშაბათს ჩანიშნოს. „პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახურს და საორგანიზაციო დეპარტამენტს. ორივე განყოფილებაში განგვიცხადეს, რომ უდიდესი ალბათობით, სხდომა ორშაბათს არ ჩაინიშნება. მათი თქმით, პრაქტიკით, ორშაბათს ჩანიშნულა რიგგარეშე სხდომები ან საგანგებო ვითარების დროს გამართული სხდომები. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, 26 აპრილს ზუგდიდში მედიასთან განაცხადა, რომ რუსულ კანონს პლენარულ სხდომაზე სამშაბათს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების“ ორგანიზებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს. 29 აპრილს, ორშაბათს „ქართული ოცნება“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციას აწყობს. არსებული ინფორმაციით, შეკრება საღამოს 6 საათიდან დაიწყება, ხოლო 8 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პუბლიკა
  14. "რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში და როგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია ერთმნიშვნელოვნად მწვავეა. ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია. ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც, ან ვერ აკეთებს, ან შეიძლება არაფერს აკეთებს, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიცირებული, რასაც შემდგომ ძალიან კარგად პიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს. მეც მიმუშავია და მსგავსი რეზოლუციები ხშირად ყოფილა ინიცირებული, მაგრამ საგარეო უწყების მუშაობის შედეგად ეს ყველაფერი ნორმალურ დიპლომატიურ ფორმებში გადასულა. ეს აზიანებს ქვეყანას და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს ეხება, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. მესმის, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება ქართველი ხალხის ეს მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ რეზოლუცია არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ეს რეზოლუცია. "ოცნება" იყენებს მსგავს რეზოლუციებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე. საქართველოს ევროინტეგრაცია, ვერც მიშა სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ვერ გაივლის, რადგან ეს არის ქართველი ხახლის მიზანი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არჩევნებამდე გვაქვს დარჩენილი ექვსი თვე. მეგობრებო, მოგვეხმარეთ იმაში, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, კონკურენტული და დემოკრატიული. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი მიზანი. ვინმეს თუ ეგონა, ან ჰგონია, რომ დარჩენილ შვიდ თვეში, ან ექვს თვეში ცხრა პუნქტიან გეგმას ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება შეასრულებდა, რა თქმა უნდა, ეს ილუზია იყო. ვფიქრობ, რომ - ჩვენ, ქართველებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ - ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია. " გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  15. "შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, როდესაც პრემიერი თავისი ნებით გადადგა მხარდაჭერის პიკში, ამასთან, დარჩა ისევ პოლიტიკაში, მოითმინა, რასაც ეს პატარა მშიშარა ბიჭები, ივანიშვილის მიერ გაგულიანებულები, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ?! ამას რატომ ვაკეთებ იცით? მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული ის შეცდომებიც და ის ვალდებულებაც, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვაქვს ამ შეცდომების გამოსასწორებლად - ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ. ვაბრუნებთ მარტივი მიზეზის გამო - ვიცით, ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენზე სწრაფად მიიყვანს ევროკავშირში ამ ქვეყანას, ან ჩვენზე უკეთესად შეძლებს “ოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ საპატიო პენსიაში, ძალიან ცდება. “ნაციონალურ მოძრაობას” ამის შესაძლებლობა, რომ ჰქონოდა, გააკეთებდა. “ნაციონალური მოძრაობა” არც ცდილობს, რომ “ოცნება” დაამარცხოს , რადგან იცის, ამის ძალა არ აქვს.ახლა ზიან და ელოდებიან როდის გაცვდება “ოცნება” და სანამ “ოცნება “ ცვდება და ივანიშვილი ცვდება, ჩვენი ქვეყანა ხელიდან უშვებს შესაძლებლობების დიდ შანსს. ოპოზიციური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ არის ყველაზე დიდი, რომელიც თვლის, რომ მას აქვს მისია ქვეყანაში “ოცნება“ დაამარცხოს, ეს ოპოზიციური პარტია ერთიანობას, რომ ვერ ინარჩუნებს, ეს სერიოზული პრობლემაა. ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს ოპოზიციური პარტია,რომელსახ ვერ გაურკვევია არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე - სამადაა გაყოფილი თუ ოთხად, მიდის არჩევნებზე. აი ეს არის პრობლემა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  16. გოგოლაშვილი: EU-სთან უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის ქვეყნების უმრავლესობის მიმართვა საკმარისია. კახა გოგოლაშვილი ხსნის, რა შემთხვევაში შეიძლება, ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ამას ევროკავშირის ყველა წევრის ქვეყნის თანხმობა სჭირდება, არასწორია. 25 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მის 2 შესწორებას. ერთ-ერთ პროექტში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წერია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, „დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი „უცხოური აგენტების” კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კონკრეტულად, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმების მხრივ, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაში არსებითი კომპონენტია”. მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, მსგავსი საკითხის „ინიციირებასა და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კონსენსუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა”. მამუკა მდინარაძის შეფასებით, რეზოლუციაში მსგავსი ჩანაწერი „შანტაჟია”. თუმცა, კახა გოგოლაშვილი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ალბანეთს და ვანუატუს, ამავე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს. ევროკავშირის თანახმად:
  17. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“ და არ არსებობს გადაუჭრელი პუნქტები. „შეთანხმებების შესახებ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არის მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ეს ასეა, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას, არ მიგვაჩნია საჭიროდ. ზოგიერთს ეს არ გაუხარდა. ხალხი ეძებს თემებს, რომ შეარყიოს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში მომავალი არჩევნების წინ. ამას მე ვეძახი იაფფასიან პოპულიზმს და დემაგოგიას. ხალხის გარკვეული რაოდენობა სწორედ ამას აკეთებს. ეს მათი უფლებაა, დაე, ასე მოიქცნენ. ეს არაფერს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებულია — სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდა, გადაწყვეტილება, რომელსაც აფხაზეთის ყველა ლიდერი თავის დროზე დაეთანხმა,“ — განაცხადა ასლან ბჟანიამ ინტერვიუში. აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 2023 წლის 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას დამსწრე 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში, სულ, 35 დეპუტატია. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთანხმების შესახებ კანონის რატიფიცირებას ერთ წელიწადზე მეტი დასჭირდა. ნეტგაზეთი
  18. 29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათისთვის ჩაინიშნა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. იპნ
  19. "ოცნება" დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ გაანადგუროს მის მიერვე მიღწეული თითოეული მონაპოვარი. იმ 83 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის ბრალეულობას ამოეფარება, ცდებიან. პასუხისგებლობები პერსონალიზირებული იქნება. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1535722120321236/
  20. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და მაღალი რანგის წარმომადგენელმა სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გაიწვიოს „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტი“ და უარი თქვას დესტრუქციულ გზაზე. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულის ბრძოლის შემდეგ, რუსული გავლენა საქართველოში ბრუნდება. სამარცხვინოა, რომ საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და მისი უახლოესი მეგობრების რჩევას, კვლავ აყენებს რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს. ეს კანონპროექტი, საქართველოს დაქვეითებულ დემოკრატიაზე სულ უფრო და უფრო მეტ თავდასხმებთან ერთად, მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაახშოს თავისუფალი აზრი და არადემოკრატიულად ჩააცემენტოს რეჟიმის ძალაუფლება“, — ნათქვამია განცხადებაში. ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობისთვის, „შემაძრწუნებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან“. „შეერთებული შტატები იყო საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონკრეტულ მხარდაჭერას, პოლიტიკურ თანადგომას და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთმა, პირიქით, მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოუტანა. FARA-სთან ან დასავლეთის უცხოური გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც კრემლის მოძველებულ ნარატივებს იმეორებს. შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადაუხვიოს ამ დესტრუქციულ გზას”, – ნათქვამია განცხადებაში. ჰელსინკის კომისია აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა. ჰელსინკის კომისიამ 5 აპრილსაც გაავრცელა განცხადება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უარი ეთქვა ხელახლა დაინიციირებულ რუსულ კანონზე. ნეტგაზეთი
  21. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  22. Last week
  23. ხელისუფლებას, გარდა რუსეთისა და საკუთარი თავისა, თანამოაზრე არავინ ჰყავს. მთავარი არ არის ვის რომელ აქციაზე მოუწევს დადგომა, მთავარია ისტორიის რომელ მხარეს დავდგებით 26 ოქტომბერს, სადაც არანაირი კონტროლი, არანაირი გავლენა თქვენზე ხელისუფლებას არ ექნება. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/435857342359595/
  24. სანდრო ჯოხაძეს, 18 წლის მეთორმეტე კლასელ მოსწავლეს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 16 აპრილს დააკავეს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება, როგორც “ლელო საქართველოსთვის” დაკავებული ლიდერის, ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში, აქაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სანდროს უფროსი ძმის, გიგა ჯოხაძის სასამართლო პროცესი. ძმების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს. ძმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე, 166-ე მუხლს – წვრილმანი ხულიგნობა. სანდრო ჯოხაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ვერც პოლიციური სისტემა და ვერც უსამართლო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლ მოქალაქეებს ვერ დააშინებს. “ორი მოწმე, ორი პოლიციელი ჰყავდათ. ერთი, მანქანაში რომ ჩამსვეს, მაშინ ვნახე და მეორე საერთოდ თვალით არ მინახავს აქამდე. ჩვენ მტკიცებულებებად ვიდეოები გვქონდა, მოწმეებიც გვყავდა ოთხი. შსს-ს ვიდეოებზეც კი ჩანდა, რომ ეს პოლიციელები იტყუებოდნენ და საერთოდ არ ყოფილან ახლო-მახლო. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, სასამართლომ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც შსს-ს უნდოდა და 2200 ლარი დამაკისრეს. ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, რომ შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის. პირიქით, ბევრად მეტი შემართებით გავაგრძელებ. სხვა დაჯარიმებულებსაც ვესაუბრე და ყველა ამ აზრზე ვართ. პოლიციური სახელმწიფო და უსამართლო სასამართლო ხელს ვერ შეგვიშლის”, – ამბობს 18 წლის სანდრო ჯოხაძე. სანდრო ჯოხაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმელებთან საუბარს ცდილობდა. ის ძმასთან, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ გიგა ჯოხაძესთან ერთად, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს. “მოქალაქეების დარბევა დაიწყეს, სანდრომ მიმართა პოლიციელებს, რომ არ დაეკავებინათ ადამიანები, რადგან ისინი გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას. ამ დროს დააკავეს ისიც. ეს დაინახა მისმა ძმამ, გიგამ, რომელმაც ჰკითხა პოლიციელს, რატომ აკავებდნენ მის ძმას, პოლიციამ ისიც დააკავა ისე, რომ არ განუმარტავთ, რატომ აკავებდნენ ან ერთს, ან მეორეს”, – განმარტავდა ძმების ინტერესების დამცველი, საია-ს იურისტი, ჯანო ჭკადუა. მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში. დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს ანიჭებს. ნეტგაზეთი
  25. გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 აპრილს, ბათუმში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რასაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის შემოღება იწვევს. „ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. ეთერ თურაძემ ისაუბრა იმ წნეხსა და დევნაზეც, რა პირობებშიც მუშაობა უწევდა 2012 წლამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. შესაბამისად, რედაქციისთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან დადანაშაულება იმაში, რომ „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ამ ოპოზიციური პარტიის ინტერესებს ემსახურებიან. ეთერ თურაძის გამოსვლა სრულად: ნეტგაზეთი
  26. სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა. „ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც მოქალაქე, ამას აღვიქვამ, როგორც თაღლითობას და შულერობას. უნდათ შემოგვტენონ ის, რაზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე თქვა უარი. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ლინკოლნ მიტჩელის შეფასება, რომელიც, თავის დროზე იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი. ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს: აბსოლუტურად მშვიდ პოლიტიკურ ველზე შეეძლოთ წყნარად და ღიმილით გასულიყვნენ არჩევნებზე, სადაც, დიდი ალბათობით, უმრავლესობას მოიპოვებდნენ. მე არ ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნებამდე ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ რამე სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა. რაში დასჭირდათ ამის შემოტრიალდება, გაუგებარია,“ — უთხრა ნეტგაზეთს ირა ჭელიძემ. ის ამბობს, რომ იმ დაშვებითაც კი, რომ გამჭვირვალობის პრობლემა მართლა არსებობს, ხელისუფლებას ამის მოგვარება უკვე არსებულ კანონში მარტივი ცვლილებით შეეძლო, თან ისე, რომ ამხელა ყურადღება არ მიექცია და არც ამხელა ხმაური გამოეწვია. ჭელიძე განიხილავს ორ ვერსიას, რაც შეიძლება იყოს მმართველი პარტიის „ფიქრის ლოგიკა“. „ახსნა, რომლითაც შეიძლება მათი ფიქრის მიმართულების გაგება, არის ის, რომ მოინდომეს საზოგადოების დაყოფა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ისევ დავხოცავთ ერთმანეთს სოციალურ სივრცეში და გარეთ. ისევ პოლარიზაციით მოვიგოთ არჩევნები. რამდენად გამოუვა, ეჭვი მეპარება. ექსპერტები მთელ მსოფლიოში ე.წ. მარჯვენა მოსახვევს ელოდებიან — ამერიკაში ტრამპს და ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში, მემარჯვენე პარტიების უფრო სოლიდურად წარმოჩენას. ის ნარატივები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახმოვანებს, არც ამ მემარჯვენეებისთვისაა უცხო. ჰგონიათ, რომ ეს თუ მოხდა, დასავლეთიდან აღარ წამოვა შენიშვნები და გაძვრებიან. თუმცა, ევროკავშირის იდეოლოგია არის ერთიანი, მწყობრი და შეიძლება, მემარჯვენეების მოსვლამაც არ უშველოს ამ ამბავს,“ — ამბობს ჭელიძე. ის საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც კანონის მიღების შემთხვევაში შეიქმნება. „ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვთქვათ, არ მაქვს წაკითხული კანონი, ეჭვი მეპარება პირადად მე დავზარალდები თუ არ დავზარალდები და ა.შ. რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გვაქვს და გვეუბნებიან, თუ ამ კანონს მიიღებთ, წევრობაზე მოლაპარაკებას არ გაგიხსნითო, მხოლოდ ამიტომ არის ცუდი ეს კანონი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალდებიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. დავუშვათ, რომელიღაც არასამთავრობო მართლა იღებს დაფინანსებას ერთი რაღაცისთვის და ამ ფულს უშვებს სხვაგან. თუმცა პარალელურად არსებობს ორგანიზაცია, რომელიც, მაგალითად, ადვოკატირებას უწევს შშმ პირებს, ან იცავს გაუპატიურებული ბავშვების უფლებებს. ესეც და ისიც ერთნაირად დაზარალდება,“ — ამბობს ჭელიძე. 2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ. რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ნეტგაზეთი
  27. დღეს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია დააანონსეს, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შეაჩერებენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით აცხადებენ, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ხელმომწერი ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში. პუბლიკა
  28. ევროპარლამენტმა რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მისი ორივე შესწორებით მიიღო. შეჯერებულ პროექტში, რომელსაც მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია. რაც შეეხება ორ შესწორებას – ის მოიცავდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან რუსული კანონის შესაბამისობის შეფასებას, ჰომოფობიური საკონსტიტუციო კანონპროექტის გაწვევას, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებას. რეზოლუციის წინააღმდეგ 25-მა მისცა ხმა, ხოლო თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი: კატეგორიულად გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კონტროვერსიული კანონის ხელახლა ინიციირებას. კანონი დააწესებს დამამცირებელ შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე და ამასთან, ძირს გამოუთხრის მათი თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას. ამ კანონს უკვე მოჰყვა პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, საზოგადო მოხელეების და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია; შესაბამისად, დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს საპარლამენტო პროცედურები, რომელიც ამ კანონის მისაღებად ხორციელდება. დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ვალდებულებებს, რომელიც მან 2023 წლის მარტში აიღო, როცა გააკეთა განცხადება, რომ უპირობოდ გაიწვევდა კანონპროექტს, რომელიც შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას და თქვა, რომ მსგავს კანონს აღარ დააინიციირებდა. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და დაადგეს ევროკავშირში გაწევრების გზაზე; ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლება და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრება; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ კონტრავერსიული კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე; ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელს მედიას შეუძლია, განვითარდეს. გმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინსპირაციას ანალოგიური რუსული კანონმდებლობიდან იღებს, როგორიცაა „რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონი”, რომელიც მიზანმიმართულად აკრავს იარლიყს და ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე, გამოიყენება უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგობის ჩასახშობად და ქვეყანაში შემორჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. იხსენებს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გაგებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს; შეახსენებს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადისას აღებული ვალდებულებების შესახებ და მოუწოდებს, იგივე გააკეთონ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა გაფართოების საკითხებში; იწვევს კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მკაფიოდ განუმარტონ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს კანონპროექტის შესაძლო შედეგები ევროკავშირის დაფინანსებაზე. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეინარჩუნოს ვალდებულება, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და რეალურად უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირში გაწევრების პირობების სრულად განხორციელება; იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მისი სურვილისადმი, იცხოვროს აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოტივირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერის აღიარების სურვილით; მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნას ეუთო/ოდირის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრძელვადიანი საერთაშორისო მისია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად; შესწორებებში კი: პირველი შესწორება – ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლზე არსებულ პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობაზე, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლეთისკენ ორიენტირებულ კურსს რუსეთისკენ გადახვევის სასარგებლოდ. ის აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა და გახდა „ქართული ოცნების” პარტიის „საპატიო თავმჯდომარე”. იმეორებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორებისადმი მოწოდებას, რომ განიხილოს პერსონალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში არსებული როლისა და საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ საქმიანობისთვის; იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძვლებზე და მისცეს მას საშუალება მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე აჩვენებს სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობას. მეორე შესწორება – მოუწოდებს კომისიას, რომ დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი „უცხოური აგენტების” კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კონკრეტულად, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმების მხრივ, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაში არსებითი კომპონენტია; მოუწოდებს „ქართული ოცნების” უმრავლესობას, რომ გაიწვიოს წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ლგბტქ+ უფლებებს ეხება და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტქ თემზე, არამედ გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო სექტორზე; იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს და მისცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე აჩვენებს სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობას. პუბლიკა
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...