Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. გამარჯობა, ქართული კომპანიები მითხარით რა რომლებიც უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით მუშაობენ
  3. გამარჯობა, თელმიკოს გადასახადს რომელი საიტიდან იხდით ხოლმე?
  4. გამარჯობა, რომელი ბანკიდან ჯობია ავტო სესხის აღება, სადაა შედარებით დაბალი პროცენტი?
  5. გამარჯობა, რომელ ქართულ სამშენებლო კომპანიას აქვს დასრულებული ბინები ჭავჭავაძეზე?
  6. Today
  7. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ გაქვთ მცირე ბიზნესი და გჭირდებათ საბუღალტრო სერვისი ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ ants.ge-ის
  8. გამარჯობა სად შეიძლება დავდო განცხადება? ვაქირავებ ბინებს დღიურად ბათუმში
  9. Yesterday
  10. ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს. მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“ „ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. იგი რუსული კანონია!“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი. შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. იპნ
  11. MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა. კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება - მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე - შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში. "ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს 'უცხოური აგენტების' კანონპროექტით". წყარო რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია." ასევე ნახეთ „ოცნებას“ არ სურს, იყოს ვაშინგტონის MEGOBARI რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, აშშ-ის სანქციები ცალკეულ ადამიანებსა და მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებთან საქმის დაჭერას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებსა და მათ კომპანიებს უკრძალავს, აწარმოონ ფინანსური ოპერაციები ამერიკულ დოლარში - ყველაზე ფართო სარგებლობის ვალუტაში. წყაროს თქმით, სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს წახალისებებს, მათ შორის სავაჭრო შეზღუდვების შემცირებას, გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ეკონომიკურ მხარდაჭერას. 20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში - „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) - გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს მიმდინარე კვირაში წარედგინება კანონპროექტი - MEGOBARI აქტი. კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act) კანონპროექტი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში. ასევე ნახეთ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს მსგავსი შინაარსის აქტის შეტანას ელიან კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც. ჯო ვილსონის კანონპროექტი ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა კონგრესმენი ადასტურებს, რომ შინაარსი ისეთია, როგორზეც მედია წერს. კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ - მოიცავს სამხედრო დახმარებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც. შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება. „ქართული ოცნება“ აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს.“ „აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". სამივე მოსმენით მიღებული "აგენტების კანონი", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. რადიო თავისუფლება
  12. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში ხედავს, არ არის მეგობრობა და არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, სადაც გამოვიდა ხალხი და გააკეთა თავისი გასაკეთებელი და სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთონ თავისი გასაკეთებელი. არაერთი ომი გამოგვივლია და საერთაშორისო მისიებში მიგვიღია მონაწილეობა, არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში, ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობები და ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. რომ გამოდიოდით, თქვე დალოცვილებო და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდითო, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის, თქვენ არ იყავით, რომ მოგვიწოდებდით ამ ყველაფერს? თქვენ არ იყავით სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ესე იგი ევროპულ ღირებულებებს ვშორდებოდით თითქოს? ეს არის დემოკრატია, ეს არის ევროპულობა ? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს, თქვენი განცხადებებით. რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთ ქვეყნის, ანტისამთავრობო მიტინგზე რომ გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა ერთი ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს! თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და თქვენს ქვეყანაში მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით და დაანებეთ თავი. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობა. ამისთვის საქართველო მზად არის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ახლა ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება და მდგომარეობა იყოს, რაც უკრაინაში ხდება, არ გამოვა ეს, მეგობრებო! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რამხელა უბედურება შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ომმა. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები და დღესაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ 2008 წლის ომის შემდეგ. აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, თქვენც გიფრთხილდებით. რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს, მაგრამ იცოდეთ ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ, მზად ვართ იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს და პარტნიორობა იყოს. დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება.“- განაცხადა კახა კალაძემ. იპნ
  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს საარჩევნო კოდექსში დაინიციირებული ცვლილებები. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა გააუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები დააანონსა. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საია-ს შეფასებით, ეს ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართულობის ხარისხს. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგებოდა. კიდევ ერთი ცვლილებით, რომელიც კანონში შედის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ პაკეტს, შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება. ამავე თემაზე: არჩევნებამდე 5 თვით ადრე „ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს ნეტგაზეთი
  14. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. „პუბლიკის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. პუბლიკა
  15. მთავარია არჩევნების შედეგები იყოს დაცული და "ოცნებას" არ მივცეთ უფლება, ჩვენი მოქალაქეების ხმები მიითვისოს. მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1610075683164623/
  16. Last week
  17. POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, ივნისში დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, ევროკავშირში მისი გაწევრების შესახებ. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით მოითხოვს, 25 ივნისიდან დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკება. უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ „კულისებში“ და ცდილობენ უნგრეთის დარწმუნებას. POLITICO-ს ცნობით, უკრაინა და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში ითხოვენ კიევსა და ბრიუსელს შორის მთავრობათაშორისი კონფერენციის ჩატარებას მანამ, სანამ პირველ ივლისს უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის საბჭოს როტაციულ თავმჯდომარეობას. გამოცემის ცნობით, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირში ყველაზე დიდ დაბრკოლებას ქმნიდა. უნგრეთი რამდენჯერმე დაემუქრა ევროკავშირის მიერ უკრაინის დაფინანსების შესახებ, ასევე გაწევრების მოლაპარაკებების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმებით. POLITICO-ს ინფორმაციით, მანამ სანამ ბუდაპეშტი მოლაპარაკებების ჩარჩოზე დათანხმდება, სურს უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობების სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესების გარანტიებს. პუბლიკა
  18. ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი. როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა, რატომ არ არის არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ვენეციის კომისია მიიჩნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებული კანონმდებლობა და პირობები საკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არსებულ კანონებში ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ. კერძოდ, ვენეციის კომისიის თანახმად, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპულ სტანდარტებთან. “ამ კანონის ფარგლებში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად განსაზღვრას სერიოზული შედეგები აქვს, ვინაიდან, ის ძირს უთხრის სამიზნეში ამოღებული ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე , მათ ოპერაციებს. მძიმე რეგისტრაციისა და ანგარიშების მოთხოვნების (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამხელა), რომელიც სტიგმატიზებული ორგანიზაციებისთვის ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომას ზღუდავს, იმ მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, მუდმივ თვალთვალთან ერთად კომბინირებული ეფექტი, უდავოდ, გაართულებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული ორგანიზაციების ეფექტიან ოპერაციებსა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზებადი შეფერხებები შემაკავებელ ეფექტს ქმნის. ამ კანონს, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის დასახელებული მიზნის ქვეშ, სტიგმატიზების, გაჩუმებისა და, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურების ობიექტური ეფექტი აქვს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების თუნდაც მცირე ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. ძლიერი რისკია შექმნილი, რომ ორგანიზაციები და მედია, რომლებსაც [ეს კანონი] შეეხება, იქნებიან ისინი, ვინც მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, საქართველოს მთავრობამ თავი დაანებოს რეგისტრაციის, ანგარიშების ჩაბარებისა და გასაჯაროების მოთხოვნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვისა და მაუწყებლებისთვის, რომლებიც უცხოურ დახმარებას იღებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა შეიცავს პირობებს, რომლებიც ამ კანონის მიერ სამიზნეში ამოღებულ ორგანიზაციებს რეგისტრაციისა და ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, ვალდებულებებს აკისრებს, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში თუ არსებული პირობები არასაკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არსებულ კანონებში შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარერეგულდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა საკმარისი არ აღმოჩნდება“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  19. კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში. ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს კანონპროექტის მიღების პროცედურას და წუხილს გამოთქვამს, რომ პროცედურამ გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა. კომისია აღნიშნავს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს“ არ აკმაყოფილებს. “უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ძალზედ კონტორვერსიულია ქართულ საზოგადოებაში, რასაც ქვეყანაში მასიური რეაქციები აჩვენებს, მიღებულ იქნა ისეთ პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა - ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთებების ღია უგულებელყოფით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, ვინაიდან, 2023 წელს მსგავს კანონპროექტზე რეაქციებმა აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იყო შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება იმ პირებთან, რომლებსაც კანონი შეეხებოდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებთან და მაუწყებლებთან. პროცედურების ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის თავსებადობა შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც გამომუშავებულ იქნა ბევრ წინა მოსაზრებებში მსგავს საკითხებზე. შედეგად, ამ კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც აღნიშნულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” (ECHR) მუხლებში 8(2), 10(2) და 11(2), ასევე “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” (ICCPR) მუხლებში 17(2), 19(2) და 22(2), ვინაიდან, ისინი არ აკმაყოფილებენ ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც ECHR-ის მე-14 მუხლში აღნიშნული არადისკრიმინაციის პრინციპს”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  20. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭოს მზად არის დახმარებისთვის”, - წერს პეიჩინოვიჩ-ბურიჩი. იპნ
  21. როდესაც შენ ფაქტობრივად ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანასთან უარს ამბობ სავაჭრო ურთიერთობების შემსუბუქებაზე, უარს ამბობ ვიზალიბერალიზაციაზე და შენი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ეს არის პირდაპირ სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვა. ყველასთან, ყველანაირ პლათფორმასთან ვითანამშრომლებთ, იმისათვის, რომ დავიცვათ არჩევნების შედეგები. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/442257328405493/
  22. რუსუდან თევზაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. პროტესტი - რა ხდება სასწავლებლებში
  23. ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. „ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, - ნათქვამია დასკვნაში. იპნ
  24. ევროკავშირმა და მოლდოვამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას. შეთანხმებას ბრიუსელში, ევროკავშირ-მოლდოვას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა მოაწერეს ხელი. ბორელის თქმით, მსგავსი შეთანხმება ევროკავშირისთვის პირველია. „მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის შეთანხმებას. ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას და საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვუპასუხოთ ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებს, გავხადოთ ჩვენი ქმედებები უფრო ეფექტური და დავიწყოთ თანამშრომლობა ახალ სფეროებში“, — განაცხადა ბორელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვა, მიუხედავად შიდა და გარე წინააღმდეგობისა, წინ მიიწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებთან ერთად ამზადებს უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას, როგორც ვილნიუსის G7-ის სამიტის დეკლარაციის გაგრძელებას. დღესვე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების წმინდა მოგებიდან შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე. ევროკავშირის შემზღუდავი ზომები გამოყენებული იქნება უკრაინის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისთვის, ასევე, მისი თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებისა და რეკონსტრუქციისთვის. საუბარია მოგებაზე, რომელიც 2024 წლის 15 თებერვლიდან გროვდება. netgazeti
  25. გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ რუსული კანონი მიღებული იქნება იმ ფორმით, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. “ეს დინამიკური პროცესია. ალბათ, წაიკითხავდით განცხადებასაც, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს. საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა. რაც შეეხება ევროკომისიის მიერ დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ეს კანონი თუ იქნება მიღებული იმ სახით, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას ევროკავშირში გასაწევრებლად. თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ სტანდარტებს, თუ არადა წინ ვერ წახვალთ,” – ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში (ტვ პირველის თარგმანი). 19 მაისს გამოქვეყნდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ შოლცის ერთობლივი წერილი, სადაც მათ სინანული გამოთქვეს, რომ “ქართული ოცნება” რუსული კანონით ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მიდის. აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ესაა MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით). თუმცა მთავრობამ კანონპროექტს, რომელიც დაპირებებთან ერთად, სანქციებსაც შეიცავს, „შეურაცხმყოფელი შანტაჟი“ უწოდა. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა. netgazeti
  26. საქართველოში ესტონეთის ელჩის, რინა კალიურანდის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნაზე მხარს არ დაუჭერს. „ტვ პირველთან“ საუბრისას ესტონეთის ელჩმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის დამტკიცემის მიზეზი არ აქვს. ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს, გერმანია, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას, არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას. publika
  27. ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. გრიგალაშვილს ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალი აქვს მოპოვებული, მათგან 3 ოქრო და ერთი ვერცხლი. “მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს. ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია”, - აღნიშნავს ფედერაცია "ფეისბუქზე". ipn
  28. „საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს,“ — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიმონას შატუნასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე. „ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის სწორი დროა. და ივნისში უნდა გვქონდეს სამთავრობოთაშორისი კონფერენციები უკრაინასა და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს. მათი უცხოელი აგენტების კანონი ევროპული პრინციპებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოა,“ — განაცხადა შატუნასმა. ლიეტუვის პოზიციაა, ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები და მათი შედეგები საქართველოს ევროპულ გზაზე. საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. ნეტგაზეთი
  29. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შეერთებულ შტატებში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისა და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს. „ოცნება“ აცხადებს, რომ კანონპროექტი მიღებული არაა და მისი მიღების პერსპექტივა ბუნდოვანია. მმართველი გუნდი განცხადებაში წერს, რომ საჭიროა აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის პატივისცემის გამოვლენა და არა ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი. გთავაზობთ სრულ განცხადებას: პუბლიკა
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...