ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ხალხის ძალის“ წევრები აცხადებენ, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიან
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მტირალას ეროვნულ პარკში წარმატებული სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს.
სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს შვი
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა“, - აღნიშნა ჯონსონმა.
მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ პუტინი "მყისიერად შეიტანს განაცხადს ცივილიზებული ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გასვლის შესახებ".
„ეს იქნება სრული კატასტროფა რუსეთისთვის, რომელიც აღმოჩნდება კრიოგენურ ეკონომიკურ ყინვაში“, - აღნიშნა ჯონსონმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, ხოლო დაშავდა 5 746 ადამიანი.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალ
რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას“, - განაცხადა ლავროვმა დე ფაქტო მინისტრთან შეხვედრის დასაწყისში.
გაერო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული დერეფანი ხვალ, 2 ნოემბერს დახურული იქნება.
როგორც სტამბოლში მდებარე საკოორდინაციო ცენტრში განაცხადეს, ჰუმანიტარული დერეფნის გავლით 2 ნოემბერს ხომალდების გადაადგილება შეჩერდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობის შეჩერების შემდეგ გემების გადაადგილდება და შემოწმება გაგრძელდება, ეს იქნება დროებითი და ექსტრაორდინალური ზომა.
ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს დილით სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა.
“ამ დილით პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე: ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვა.
უკრაინის
“ოცნებამ” პირდაპირი მნიშვნელობით ადგილობრივი თვითმმართველობის “გაჩანაგება” დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები წააგო რამდენიმე მუნიციპალიტეტში - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ბერდია სიჭინავა ეხმაურება “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ „დიდ ოცეულს“ (G20) მოუწოდა, გარიცხოს რუსეთი და გააუქმოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება ბალიში.
ნიკოლენკომ 1 ნოემბერს ტვიტერში დაწერა, რომ პუტინის საჯარო აღიარება, რომ მან განკარგულება გასცა, სარაკეტო დარტყმები განეხორციელებინათ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ნიშნავს, რომ „მისი ხელები ს
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში აღდგა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ, რაც ორშაბათს რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტებზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებზე, რის გამოც შეწყვეტილი იყო დენის მიწოდება, მობილური სატელეფონო ქსელების მუშაობა და შეზღუდული იყო წყლით მომარაგება.
„კიეველთა ოჯახების წყლით მომარაგება სრულად აღდგა. მადლობა ‘კიივვოდოკანალსა’ და DTEK-ს, რომლებიც თითქმის ერთი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დედაქალაქის მოსახლეობისთვის წყ
ავტორი
ლუკა ბერიძე
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიათი და მთლიანად "ნაპოლით" აღფრთოვანებულმა Garage Italia-მ Lamborghini Aventador SVJ-სთვის სპეციალური შეფუთვა შექმნა.
მანქანის მაკეტში, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა, ის "ნაპოლის" ფორმის დიზაინშია და ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა "აცვია".
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, მაღაზიებში ქართული პროდუქციის გადამოწმების პროცედურა დაასრულა. დე ფაქტო „უწყების“ ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი, რომლის ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და საქართველოს რუკა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას. გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“ აღმოაჩინეს.
აფხაზეთის „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმ
მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს.
პარლამენტში ინიცირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.
კოდექსში ცვლილებები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა და მასთან ერთა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“განმარტავს, რომ დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა
„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდები
ჩეჩნეთის ვედენოს რაიონის სასამართლომ შამილ ბასაევის რაზმის ორ წევრს, სტავროპოლელ მაქსიმ პონარინსა და ყარაჩაევო-ჩერქეზელ რაშიდ ატუოვს 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ფედერალური ჯარების წარმომადგენლების სიცოცხლის მოსპობისთვის.
აქედან მაქსიმ პონარინი უკვე იმყოფება სამუდამო პატიმრობაში, ხოლო რაშიდ ატუოვს 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გამოძიების ვერსიით, ატუოვი და პონარინი ბასაევისა და ხატაბის მეთაურობით 2000 წლის 29 მარტს ვედენოს რაიონის სოფელ ჯანი-ვედენოს მახლობლად თავს დაესხნენ ჩეჩნეთის კომენდა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.
"ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობ
ვინც ამბობს, პარლამენტის წევრის მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდება - სასაცილოა ეს ყველაფერი! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ვიღაცებს კერძო პარტიული ინტერესი აქვთ, რადგან თავად პარლამენტში არ არიან და არ აწყობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 30 კაცით იყოს წარმოდგენილი.
„მათ ურჩევნიათ ვიყოთ ქუჩაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობებს მოვწყდეთ. თუკი დეპუტა
უკრაინაში დაიღუპა ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე, ვიქტორ ჟიდაევი, რომლის სიკვდილის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.
ტელეგრამის არხ "ალანიაში" გამოქვეყნებული ნეკროლოგის თანახმად, ჟიდაევი, რომელსაც სამხედროები „ვიტოსის“ მეტსახელით იცნობდნენ, ორი კვირის წინ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიალომ დააჯილდოვა მედლით „ოსეთის დიდებისათვის“.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი InformNapalm-ი 2018 წელს აღნიშნავდა, რომ ასეთი სახელისა და გვარის კაცი, ასევე ჩრდილოეთ ოს
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „მიგ 31კა“-ს ტიპის გამანადგურებლები და გალავანით გამაგრებული დიდი კონტეინერი ჩანს.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, მასში რაკეტები ინახება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსეთი ამ რაკეტებს 2018 წლიდან
ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, ოპოზიციამ კონკრეტული საკითხების გარშემო უნდა ითანამშრომლოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად ს
ემირატებში ვიზიტის დროს განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძ