Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებელი - ჩვენი ინტერესია, სიმართლე დადგინდეს, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დოკუმენტები არ გაყალბებულა

„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლის, კობა ხარშილაძის განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკის პარკში მომხდარზე სიმართლე დადგინდეს. ხარშილაძის თქმით, არანაირი დოკუმენტი არ გაყალბებულა. „ჩვენი ინტერესია, დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. გამოძიება მიმდინარეობს და იტყვის თავის სიტყვას. დოკუმენტები რა თქმა უნდა არ გაყალბებულა. ვინც ამ საქმესთან ოდნავ შემხებლობაშია, იტყვის, რომ ეს წარმოუდგენელი იყო. მინდა, სიმართლე დადგინდეს. დაახლოებით ორი თვის განმავლ

მიხეილ დაუშვილი - კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და მერიაში სისტემური პრობლემების შესახებ საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს

კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ იხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ცხრა პირის დაკავების შესახებ, სამწუხაროდ, „ოცნება“ ცალკეული პირების დაკავებით, ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა

იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას, საქართველო ჩვენი მჭიდრო პარტნიორია

უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა. საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში ალიანსის გენერალურმა მდივანმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური, ნაწილობრივ კი სამხედრო რეაგირება არსებობს.

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობა სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს

რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის რაიონებიდან მასობრივად გაიყვანენ სამოქალაქო მოსახლეობას. მისი სიტყვებით, ეს აუცილებელია საომარი მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავების გამო. „მივიღე მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება... იქ, სადაც სამხედროები მოქმედებენ, სამოქალაქო ადამიანების ადგილი არ არის“, - თქვა მან. მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ოლქის ცენტრი ხერსონიც. დღესვე უკრაი

აღდგა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზთან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღდგა კავშირი ერთადერთ დარჩენილ, 750-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან. კავშირის აღდგენა სადგურის უკრაინელმა თანამშრომლებმა 18 ოქტომბერს დაუდასტურეს ადგილზე მყოფ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს. რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ბოლო ათ დღეში სადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის კავშირი სამჯერ შეწყდა, რაც აჩვენებს რამდენად არასტაბილურია ბირთვული უს

გაერო: რუსეთის ჯარებმა ომის დასაწყისში უკრაინის ოთხ რეგიონში ჩაიდინეს დანაშაულების დიდი უმრავლესობა

გაეროს ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან უკრაინის ოთხ რეგიონში ომის პირველი კვირების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევათა „დიდი უმრავლესობისთვის“, მათ შორის სამხედრო დანაშაულებისთვის. უკრაინის საკითხების დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა მოვლენათა დოკუმენტაცია კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში 2022 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში. კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარები გან

ლავროვი: რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს „მესამე მსოფლიოზე“

რუსეთისთვის აზრი არა აქვს დასავლეთის ქვეყნებში ადრინდელი დიპლომატიური ყოფნის შენარჩუნებას, განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ თანამშრომლებთან შეხვედრაზე. ლავროვს მიაჩნია, რომ პირობებს, რომლებშიც მუშაობენ დასავლეთში რუსეთის დიპლომატები, „ძნელია ვუწოდოთ ადამიანური“, ამასთან ევროპა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთთან თანამშრომლობა. ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ყურადღება უნდა გადაერთოს „მესამე

ენერგოდარიდან ვრცელდება ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარიდან ვრცელდება ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ. რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ენერგოდართან მდებარეობს ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ქალაქის ლეგიტიმური მერის, დმიტრო ორლოვის ცნობით, გასული ღამიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ენერგოდარი რამდენჯერმე დაცხრილეს. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ორლოვის წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი ელექტროქვესადგური და საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კო

პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებისთვის საჭირო იყო 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. კერძოდ, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“,  „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „საქართველოსთვის“, „გირჩისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ პარტია „მოქალაქეების“ წევრები. კანონ

კარენ დონფრიდი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, მის გასაკეთებლად

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, მის გასაკეთებლად, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მოლდოვასთან და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებაში. „ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი სიგნალები გვაქვს ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირშ

სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს

ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თქვა 18 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ავიადარტყმების შედეგად, რაც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, განადგურებულია უკრაინის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი. ბერლინში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას დაეხმარება, თავი დაიცვას ავიადარტყმებისგან, მათ შორის ირანული

მხოლოდ ბოლო 4 წელში "გრინსერვის+-ს" თბილისში 86 მილიონ ლარზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული

კომპანია "გრინსერვის+", რომლის დირექტორიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე დააკავა, თბილისის მერიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, მისი შესრულებულია პარლამენტის წინ მოედნის განახლების სამუშაოები, მელიქიშვილის ქუჩის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ კომპანიას 86 მილიონ

ქედაში უფუნქციო ტანკს უვლიან. ხელისუფლებამ ტანკის დამლაგებლად 2 ადგილობრივი დაიქირავა

ქედაში უფუნქციო ტანკს უვლიან. ხელისუფლებამ ტანკის დამლაგებლად 2 ადგილობრივი დაიქირავა, რისთვისაც ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 200 ლარი იხარჯება. სოფელ წონიარისში მცხოვრებლები "დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში აიყვანეს.  დასაქმებულებმა TV25.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ ტანკს კვირაში ერთხელ ალაგებენ, რისთვისაც მათ ყოველთვიურად 300 ლარს უხდიან.  უფუნქციო ტანკი სოფელ წონიარისის ცენტრში 1983 წლიდან დგას. იგი ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები პირი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მიიყვანეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები პირი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება. დაკავებულები პოლიციის სამმართველოში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის

შმიჰალი: უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კიევმა 18 ოქტომბერს ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება - პირველი ტრანში 5-მილიარდიანი პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო. „ეს დამატებითი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - დაწერა შმიჰალმა „ტელეგრამში“. შმიჰალის თქმით, უკრაინამ წელს მთლიანობაში 4,2 ევროს მოცულობის მაკრო-სა

კირილ ბუდანოვი - ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ

ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული უპილოტო საფრენის აპარატების პირველი პარტია 1 750 დრონს ითვლიდა. “პირველი პარტია 1 750 დრონის რაოდენობით იყო შეკვეთილი, შემდეგ ახალი შეკვეთები გაკეთდა, მაგრამ მათი წარმოებისა და რუსეთისთვის მიწოდების სისწრაფე, უნდა გესმოდეთ, ერთმომენტიანი პროცესი არ არის. მათ ნელ-ნელა ეწურებათ ისინი, ირანელები ახლებს აკე

შსს-ს განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კერძოდ, უწყების ცნობით, „2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონ

შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა. კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით? მურადაშვილმა აღნიშნა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლო

შსს-ს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი

შინაგან საქმესთა სამინისტროს ინფორმაციით, შესწავლის შედეგად გამოკვეთილია, რომ ვაკის პარკში შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პ

შპს „ელემსის“ ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანიის პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული

კომპანია „ელემსის“ ადვოკატი ზაზა ნაჭყებია აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული. მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც აღნიშნული შადრევანი მოეწყო, ჩაძირული ტუმბოებისთვის ადგილი გამოყოფილი იყო შადრევნის წრიული სიბრტყის გარეთ, დაახლოებით ერთნახევარი მეტრის დაშორებით. „პროექტის მიხედვით, შპს „ელემსის“ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული შადრევნის რეაბილიტაცია ისე, რომ არ მომხდარიყო მისი ვიზუალურ

ნათია მეზვრიშვილი - თავის მართლებები, რომ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ, რადგან რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხი გაჩნდა, მინიმუმ ძალიან არასერიოზულია

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მხარის არდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არ აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები უნდა დააყენოს. "ზოგადად, ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის სახელმწიფოს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინ

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექს

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძესა და ნაზი ჯანეზაშვილს წარადგენენ

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „მათთვის ამოცანაა, რომ იყვნენ თანმიმდევრული, ხოლო დანარჩენს პროცესი აჩვენებს“. „არავის ვურჩევ „ქართულ ოცნებას“ შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია.
×
×
  • შექმენი...