„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად იბრძოლებს და ამისთვის კანონპროექტის ინიციირებასაც აანონსებს.
იაგო ხვიჩიას თქმით, ის უკვე წარდგენილია მისი პოლიტიკური პარტიის მიერ ოფიციალურად პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატად და სურს კოლეგებს გააცნოს რიგ საკითხებზე მისი ხედვა, სანამ მხარდაჭერას სთხოვს ომბუდსმენად არჩევისთვის. პირველი საკითხი, რაზეც დღეს იაგო ხვიჩიამ პარლამენტარებს
მაშველებმა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი დაღუპულის, ხანდაზმული ქალის ცხედარი.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ „ეს არის დედაქალაქზე რუსეთის ბარბაროსული შეტევის მეხუთე მსხვერპლი“.
რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კიევის შევჩენკოს რაიონზე შეტევა მიიტანეს გუშინ, 17 ოქტომბერს. დღის ბოლოსთვის დადასტურებული იყო 4 ადამიანი
ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან ტელეკომპანიების, "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს. ინფორმაცია მედიას ამ არხის ჟურნალისტებმა მიაწოდეს.
"მთავარი არხის" კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მედიაცენტრში მისულს აღარ დახვდა ლეპტოპი და ასევე "TV პირველის" კამერა.
"შენობის ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებით ირკვევა, კაცმა შენობის ფასადზე მდებარე ფანჯარა შეამტვრია დაახლოებით დილის 7:15 საათზე და პირადი კომპიუტერი და ტექნიკა მოიპარა", - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება.
გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენე
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ადამიანი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად იყვნენ აღიარებული. მათ უფლებებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა, სასამართლოს შუამდგომლობით კი საქართველოს პროკურატურამ მიმართა.
2011 წლის ივლისის განაჩენებით, ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებულ 24 პირს ბრალად ედებოდა "კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა", სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
კრემლმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელთა მიერთების შესახებაც რუსეთმა გასულ თვეში გამოაცხადა, რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს, იტყობინება Reuters-ი.
არსებული ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცავს თუ არა ამ რეგიონებს რუსეთის ბირთვული ფარი, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა: „ყველა ეს ტერიტორია რუსეთის განუყოფელი ნაწილია და ისინი დაცვის ქვეშ არიან. მათი უსაფრთხოებაც იმ დონეზეა უზრუნველყოფილი, როგორც რუსეთის დანარჩენი ტერიტორია“.
რუსეთის პრეზიდენტმ
დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დავით ზილფიმიანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო.
„ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.
პარტიის დატოვების იმ
20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრც
საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას - მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,- ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო.
ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალება
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების კიდევ ერთხელ ხაზგასმა და სტრ
ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაუტარა. ვარკეთილის მეტროს გარემონტებული ჭერი განახლებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა, ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, წყალში ჩასულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა.
ვაკის პარკის შადრევნის და ვარკეთილის მეტროს სადგურის შემთხვევაში სხვადასხვა ეტაპის სამუშაოები რამდენიმე კომპანიამ შეაფასა, მათ შორის, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურ