ისრაელში იმართება აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ - დემონსტრაციებს უკვე შეუერთდა ნახევარი მილიონი ადამიანი (ისრაელში დაახლოებით 8 მილიონიანი მოსახლეობაა) და ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი ისრაელის ისტორიაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასიური პროტესტი უკვე 10 კვირაა გრძელდება.
რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს რეალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევანს, ხოლო თავად სასამართლო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში.
მისივე თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერით, უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი მიმდინარე წელს.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომში, რომელიც მას არ დაუწყია, ყოველდღიურად კარგავს თავის შვილებს.
„ამ კრიმინალურმა ომმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გაანადგურა. მთელი ოჯახები იღუპება რუსული საარტილერიო დარტყმებითა და სასიკვდილო ირანული დრონებით“, - განა
მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი, რუს პიოტრ იანი UFC-ის მთავარ ბრძოლაში დაამარცხა.
ქართველი და რუსი სპორტსმენის დაპირისპირება ხუთი რაუნდის მანძილზე მიმდინარეობდა და ხუთივეში დვალიშვილს უპირატესობა ჰქონდა. სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.
ქართველ სპორტსმენს 16 ორთაბრძოლა აქვს მოგებული.
IPN
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" ჩინებული გოლით დააწინაურა, ბერგამოელთა კარი კი მეორედ 77-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ აიღო.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის მოედნიდანაა გადაღებული.
ავტორი :გიორგი ღვინიაშვილი
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" ეთამაშება.
მატჩის 58-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" დააწინაურა.
ავტორი :გიორგი ღვინიაშვილი
kvara-451359.mp4
რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, იგი კიევში კრემლის პოზიციის გამო არ ჩადის. ამის შესახებ მან არგენტინულ გამოცემა La Nacion-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მზადაა კიევში ჩავიდეს იმ პირობით, რომ ამ მოგზაურობის მეორე დანიშნულების პუნქტი მოსკოვი იქნება. თუმცა, კრემლი ასეთ ვიზიტზე თანახმა არაა.
„მზად ვარ კიევში წავიდე. მინდა კიევში, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობითაც. ორივე ადგილში წავალ ან არცერთში”, - თქვა რომის პაპმა.
ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ მოსკოვში ჩასვლა დღეისთვის შეუ
ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ
სიმბოლოდ იქცა, 47 წლის ნანა მალაშხიაა. პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა მოიარა მსოფლიო მედიის გვერდები. ნანა ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს. 7 მარტს, აქციაზე ქმართან და დასთან ერთად იყო.
რატომ გავიდა ის აქციაზე და როგორ არ შეუშინდა წყლის ჭავლს, რომლისგან მიყენებულ დაზიანებებს ახლაც იშუშებს. ამ ყველაფერზე ნანამ "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა.
"მე ვარ ქალი დროშით,
თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და გვერდის ავლის გზად“.
„მათ [ზურაბიშვილმა და სალივანმა] განიხილეს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ რუსეთმა სრულად შეიგრძნოს სანქციების ეკონომიკური ფასი, ექსპორტის კონტროლი და სხვა ეკონომიკური შეზღუდვე
მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბრეგაძე აცხადებს, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად.
„საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია.
საქ
ბრიტანელი ტელეწამყვანი და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს.
ცოტა ხნით ადრე, ლინეკერმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ ბრიტანეთის მთავრობის მკაცრი ანტიემიგრანტული რიტორიკა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას შეადარა. საუბარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, სუელა ბრავერმანის ინიციატივაზე, რომელმაც წამოაყენა საკითხი, იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის თხოვნის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რომლებიც გაერთიანებულ სამეფ
პოლიტიკუირ მოძრაობა ,,დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, პარტიის წევრი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ხოშტარია განმარტავს, ამის მიზეზი უკრაინის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ქუჩაში 5 სტიკერის გაკვრაა.
,,5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის.
დღეს ,,დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს, ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის ,,თვითნებურად განთავსების" გამო.
პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დ
ინდონეზიის კუნძულ იავაზე, ვულკანი ,,მერაპი“ ამოიფრქვა, რომელსაც „განკითხვის დღის ვულკანსაც“ ეძახიან, რადგან მის ამოფრქვევას შეიძლება მოჰყვეს კლიმატური ანომალიები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შიმშილობა.
ლავის ნაკადები კრატერიდან 1,5 კმ მანძილზე ვრცელდება. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებს შვიდ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე ვულკანთან მიახლოება ეკრძალებათ. რაც შეეხება კვამლის სვეტის სიმაღლეს, რომელიც ვულკანის შედეგად წარმოიქმნა
ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს.
როგორც ვინიკოვი აღნიშნავს, საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობ
ის არასწორი პრაქტიკა, რაც დღეს გვაქვს, როცა წვევამდელები გადიან სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში, აღარ იქნება და, რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ შეიქმნა ისეთი პირობები, რომ გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება სტუდენტების მხრიდან.
„ჩვენ გავითვალისწინეთ უმაღლე
ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტს, ნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინი
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ,,ქართული ოცნების“ გუნდს აქვს პოლიტიკური ბუნება, რომელიც არის ჰუმანური. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედთან“ საუბარში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შეეძლოთ გარკვეული პროცესების გაგრძლება, მაგრამ ანგარიში გაუწიეს საზოგადოების აღქმებს.
,,ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონის გამოხმობის თაობაზე. ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი - ეს არის ის, რომ ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს. ერთი ადამიანს სიცოცხლე და ჯ
თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.
„ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან ევ
დიდ ბრიტანეთში, უვიზო რეჟიმით მოსარგებლეების გარდა, წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია (ETA) ყველა მოგზაურისთვის სავალდებული ხდება, რაც ათწლეულების განმავლობაში სასაზღვრო წესების ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ქვეყანაში.
ცვლილება ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ და ძალაში 2024 წლის ბოლოდან შევა. გამონაკლისი იქნებიან ბრიტანული და ირლანდიური პასპორტის მქონეები, ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულების სტატუსის მქონენ
ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს წვრთნებს ჩაუტარებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ნორვეგიელ კოლეგასთან, ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ბიორნ არილდ გრამს. მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. კარგი სიახლე: NASAMS-ის ორი სისტემა დამატებით, პლუს უკრაინული პერსონალის გაწვრთნა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.
იპნ
ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა.
30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამ
უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გუშინ Facebook-ის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო და მანაც შეცდომა დაუშვა.
„ოცნების“ დეპუტატის პოსტი უკვე წაშლილია, ის მის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა, რამდენიმე ონლაინგამოცემამ პოსტის შინაარსი მალევე გამოაქვეყნა.
დავით სონღულაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსული კანონპროექტის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რას წერდა დეპუტატი – წაშლამდე
კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსული ალუმინის და ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
მათი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, კანადა უარს ამბობს რუსეთისთვის შემოსავლის მიწოდებაზე, რომელსაც ის უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს.
„კანადამ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკს და დააწესეს რუსული ნავთობისა და გაზის ფასის ზედა ზღვარი. ახლა კი ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინმა ვერ დააფინანსოს ომი კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით
„ნაციონალური მოძრობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც არახამია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლის შესახებ.
როგორც არახამია აცხადებს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზ