"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს. გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა:
76 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკან დახევის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო.
კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროპის საბჭოს შესაბა
„ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ჯარისა და გაა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს მტკიცებულებები, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი არ არის.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივით.
მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიას გააჩნია მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ ცესკო დამოუკიდებელი არ არის და პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული.
„დღეს ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, რომელიც ა
ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა...
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8572801599452672/
რამდენსაც გამოვლენ, რამდენსაც დაემუქრებიან ადამიანებს არ იქნება ეფექტური, უკუშედეგს გამოიღებს, რაც მეტს დაემუქრები ადამიანებს, უფრო მეტ პროტესტს მიიღებ.
ევროპულ საქართველოში ადამიანები მიუხედავად თავიანთი პარტიული კუთვნილებისა თუ არაკუთვნილებისა, საკუთარ თავს მოძებნიან და საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ, რუსულ საქართველოში ამას ვერ შეძლებენ.
მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს ევროპამ, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები.
ლევან გოგიჩაიშვილი, პა
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ თავმჯდომარე, ჯო უილსონი, ასევე, კომისიის წარმომადგენლები, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ ვეისი და დაფნა რენდი.
განცხადებაში ასევე ნახსენებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები და MEGOBARI ACT, რომლის ინიციატორიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვ
თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, რათა მათთან ერთად ეს ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭოზე მივიტანოთ და მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველვყოთ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო - და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია”, -
ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, - აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.
არ უნდა შეგვეშინდეს, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ. ვერავინ ჩვენ ხმებს ვერ აკონტროლებს.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1696565177788920/
დღევანდელი სუსის განცხადება იყო ივანიშვილის შიშების გამოძახილი, ისევე როგორც, შიშის გამოძახილია მათი მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმები ჩვენი პარტიის წევრებზე. ეს ყველაფერი გამოხატავს რამდენად სუსტია ივანიშვილის “ოცნება” და ეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად დამტკიცებდა.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066560425154378/
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ნათენაძე იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებს ადგენდნენ.
გუშინ, 15 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი გურიანთაში, მივიდნენ ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც, მათი ინფორმაციით, მერის წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატ
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკების პროცესში შეხვედრის შემდეგ, შუქრუთელი გიორგი ნეფარიძის განცხადებით, განცდა დარჩა, რომ ეს ყველაფერი პროცესების არჩევნებს იქით გადაგორებას ემსახურება.
შუქრუთელებს, „ჯორჯიან მანგანეზსა“ და სახელმწიფოს შორის შეხვედრა დღეს, 16 ოქტომბერს, გაიმართა.
ამის შესახებ მან „მაუწყებელთან“ ისაუბრა.
„ამ შეხვედრაზე ერთადერთი დადებითი, რაც ამ შეხვედრაზე შემიძლია აღვნიშნო, სახელმწიფო წარმომადგენლის ჩართვაა ამ პროცესებში. ამ ორი შეხვედრიდან სხვა დადებითი და
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს.
როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება.
6-წლიანი პაუზის შემდეგ, მოდის ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური შოუ კვლავ გაიმართა - Victoria's Secret თავის ანგელოზებთან ერთად დაბრუნდა.
ქართველებისთვის კი ეს განსაკუთრებული იმით იყო, რომ ისტორიაში პირველად ყველაზე ბრჭყვიალა და შთამბეჭდავ შოუზე ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა.
წელს VS დიდი დაბრუნებისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და ყველა დროის ვარსკვლავი შეკრიბა.
სინამდვილეში ნამდვილი აგენტები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან არიან ჩანერგილები საქართველოს სხვადასხვა სოციუმებსა და სამთავრობო აპარატებში,მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში.
ეს ხალხი არის სწორედ იმ წრეში, რომლებიც პირდაპირ ასაზრდოებენ, ერთი მხრივ, “ოცნებას” და ,მეორე მხრივ ,პირდაპირ კვებავენ ბიძინა ივანიშვილს.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8592246164203769/
ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილმა კვლავ დააბრალა საკუთარ ქვეყანას რუსეთთან ომის დაწყება, ხოლო ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელი სეპარატისტებისთვის ცალმხრივი სამარცხვინო ბოდიშის შემდეგ, კვლავ მოითხოვა ქვეყნის ილუზორული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისე, რომ კვლავ არ ხსნის, თუ როგორ და რა გზით აერთიანებს ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
აქუბარდიამ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით დამაჯერებელი ფეიქ-ჩანაწერები, რომლის შესახებაც დღეს სუს-მა განაცხადა, ჯერჯერობით ვერ იქმნება.
ასე ეხმაურება ქემოკლიძე სუს-ის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებას, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ყალბი აუდიო-ვიდეო მასალის გავრცელება იგეგმება.
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც სრულად აპოლიტიკური იქნება. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დროებით მთავრობაში ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან” „აფილირებული” პირი იქნება, ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ.
ის, ასევე, საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილ და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმოწერილ „ქართულ ქარტიაზე” და აღნიშნავს, რომ მისთვის რიგგარეშე არჩევნები გაუგებარი და აუხსნელია.
„ტექნიკური მთავ
რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, - აღნიშნა ალექსანდრა პანინამ.
მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია.
იპნ
ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, - ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება.
მეზვრიშვილის თქმით, ასეთი დაშინების ინსტრუმენტები არჩევნებამდე მრავლად იქნება, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს.
„სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტ ტვსთან
- ყველაზე მძაფრად ხელისუფლების უსამართლობა იგრძნობა რეგიონებში.
- ახლა დიდი აქცენტი არის მიტანილი იმაზე, რომ მოქალაქეები არ მივიდნენ არჩევნებზე.
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/851612703441103/
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე დაპატიჟა.
ამის შესახებ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, - წერს მიშელი.
იპნ