Jump to content
Planeta.Ge

Blogs

#2 ეპიზოდი: Პრეზიდენტის ბუნდოვანი წინადადება, ნარკოპოლიტიკა, მედიის არაადეკვატური რეაქციები (ვიდეო)

#2 ეპიზოდი: Პრეზიდენტის ბუნდოვანი წინადადება, ნარკოპოლიტიკა, მედიის არაადეკვატური რეაქციები ვიდეო: 

პოლონეთიდან დეპორტირებულია საქართველოს 15 მოქალაქე

პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ საქართველოში ჩარტერული რეისით 15 მოქალაქე გამოუშვა. უწყების ცნობით,  დეპორტირებულებიდან 3, საზღვრის უკანანო კვეთის გამო, საშიშროებას წარმოადგენდა  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის. უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დეპორტაციის ოპერაცია, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მოიცავდა უცხოელებს, რომლებიც გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს. პოლონური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ოპერ

2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა

გასულ, 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა. ყველაზე ბევრმა 3 808 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა. მათ შორის 2 439 ბიჭი და 1 369 გოგო იყო. სხვა კლასებში კი მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა ასეთია: 1-ელი კლასი - 832 (449 ბიჭი, 383 გოგო); მე-2 კლასი - 1 137 (600 ბიჭი, 537 გოგო); მე-3 კლასი 1 008 (547 ბიჭი, 461 გოგო); მე-4 კლასი - 1 015 (523 ბიჭი, 492 გოგო); მე-5 კლასი 1 032 (573 ბიჭი, 459 გოგ

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუ

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ

კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. "ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნი

ფინეთის ახალი პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ - ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ ახლა ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი. სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრე

ბერდია სიჭინავა ნინო ჟიჟილაშვილს: გახსოვთ იმ პოლიციელის სახელი და გვარი, ვინც 20 ივნისს თვალი დაკარგა? (ვიდეო)

ბერდია სიჭინავა ნინო ჟიჟილაშვილს: გახსოვთ იმ პოლიციელის სახელი და გვარი, ვინც 20 ივნისს თვალი დაკარგა? ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1441059273199596/

ბექა ლილუაშვილი - დღეს თუ ვინმეს აწყობს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგი, მათ შორის პოლიტიკაში, ეს არის- ივანიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", მათ ეს საერთო თანამშრომლობის ამოცანა აქვთ (ვიდეო)

"დღეს თუ ვინმეს აწყობს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგი, მათ შორის პოლიტიკაში, ეს არის- ივანიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", მათ ეს საერთო თანამშრომლობის ამოცანა აქვთ."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1049911019401097/

მარია ზახაროვა - გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - მიზნად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „თავის მხრივ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რამაც ადამიანებს შორის კონტაქტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისა

9 მუნიციპალიტეტში თოვლის დნობამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია სტიქიური პროცესი - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ გეოლოგების 8 ჯგუფი საქართველოს მასშტაბით სტიქიის ზონებში სწავლობს ვითარებას. მათი ცნობით, 6 თებერვლიდან გეოლოგების ჯგუფმა შეაფასა 189 ოჯახი. „სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება. აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთშ

რატომ დადგეს ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება

ფოტო ჯგუფიდან „თბილისური ფოლორცი“/ტიმოთე მერქელი თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 9 თებერვალს ახალი ინსტალაცია დაიდგა. „დროის ნაწნავები“ გიორგი ხანიაშვილის პროექტია და ის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ პროექტის ფარგლებში, წელიწადზე მეტი ხნით განთავსდა. „დროის ნაწნავები“ წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვ

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კოტე ჭილაიამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებული 80 წლამდე კაცია. პროკურორ ანა როყვას ცნობით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა. უწყება მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ანა როყვას თქმით, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომტკიცებულ

ბუჩუკური - "ოცნება" დაშლილი "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენას ცდილობს, ამას ემსახურება, კანონმდებლობის სრულად დარღვევით უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილისთვის პარტიული საქმიანობის განხორციელება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

"ოცნება" ცდილობს დაშლილი, მიშლილი, მოშლილი "ნაც.მოძრაობა"როგორმე გადაარჩინოს, ამას ემსახურება კანონმდებლობის სრულად დარღვევით უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილისთვის პარტიული საქმიანობის განხორციელება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან. მოსამართლე სხვა პატიმრებისგან განსხვავებით სააკაშვილს აძლევს უფლებას ილაპარაკოს პოლიტიკურ პროცესებზე, 7 ნოემბრის უმძიმესი საქმის ნაცვლად.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.

ქართველური ენები მინიმუმ 2500 წლით „დაძველდა“ | რა გავიგეთ ახალი კვლევიდან

„მეტალურგია აქ დაახლოებით 7000 წლის წინ და უფრო ადრეც გამოჩნდა. ესე იგი, საერთო ქართველური ენის დაყოფის დრო მანამდე უნდა ვეძებოთ.“ „მიწათმოქმედმა ხალხებმა, პირველ რიგში, აითვისეს მტკვრის და ჭოროხის აუზები. ხოლო დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით, 4 000 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად არსებობას განაგრძობდნენ მონადირე-შემგროვებლები.“ „მეგრელები გენეტიკურად უფრო ახლოს არიან სვანებთან. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი მეგრელებისა, მეტყველებენ სვანურად თავის დროზე. შემდეგ ზანურმა, რომლისგანაც

ხარკოვზე მორიგ თავდასხმას სამი ბავშვი ემსხვერპლა – ოლქის გუბერნატორი

სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გასულ ღამით რუსების მხრიდან ხარკოვზე დრონებით თავდასხმას. მათ შორის სამი ბავშვია – ჩვილი, 4 და 7 წლის ბავშვები. ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის გუბერნატორ ოლეგ სინიეგუბოვზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ, ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო. Ukrainska Pravda-ს ცნობით, 15-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ რუსული აგრესია მათი ქალაქის მიწასთან გასწორებას ცდილობს. “მაგრამ ჩვენ ამა

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ვიზიტისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა და ორივე ლიდერმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსება სწრაფად დაამტკიცოს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს.

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. The Hill-ის ცნობით, 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვას მხარი 64-მა სენატორმა, მათ შორის, 14-მა „რესპუბლიკელმა“ დაუჭირა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც კანონპროექტი „რესპუბლიკელმ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მიწის გატანა დატერასების სამუშაოები დასრულებულია, ასევე აღდგენილია კომუნიკაციები. მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. რაც შეეხება სტიქიის ზონიდან გაყვანილ ოჯახებს, გეოლოგების დასკვნის მიხედვით გახდება ცნობილი დაბრუნდებიან სახლებში, თუ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკავებული პირი 21-წლამდეა და მასთან ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოსანახულებლად ახლა შედის. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. მამაკაცის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის

კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს

კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საკრებულო ავრცელებს. „უკრაინის დედაქალაქი აგრძელებს დასახელებების მოშორებას, რომლებიც ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე მოქმედებდნენ. დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის პროცესი საკმაოდ გრძელია, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლებთან ერთობლივი ძალისხმევებით ქალაქი აქტიურად მიიწევს ამ მიმართულებით. მრავალსაუკუნოვან კიევში არ უნდა რჩებოდეს დასახელებე

პროკურატურა: დუშეთთან შსს-ს თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა და მიიმალა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ვერსიით ქვეითს პირადი ავტომობილით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, დაშავებული, რომელიც ბრალდებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა, დაიღუპა: „ქალაქ დუშეთის შესასვლელთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთ

ვაჟა აზარაშვილს 10 თებერვალს, მახათას პანთეონში დაკრძალავენ

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ხვალ, 10 თებერვალს დაკრძალავენ. მას ქაშუეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში დაიკრძალება. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ცნობისთვის, ვაჟა აზარაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღ

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ტაქსით მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება

საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება. პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება. აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტე
×
×
  • შექმენი...