Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.671

Entries in this blog

თაროზე შემოწყობილი კანონები

ძალიან მაწუხებს ერთი კითხვა და თქვენც უნდა გაგიზიაროთ. მაინტერესებს, თუ არსებობს სადმე, სხვაგან, განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ამათუ იმ საკითხზე, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის აღსრულებაზე არც მისი მიმღები ზრუნავს და მით უარესი, არ არსეობს უწყება, რომელსაც ამ კანონის დარღვევაზე რეაგირება ევალება? ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ჩვენ რომ ვართ, ამის დამადასტურებელი ფაქტები, სამწუხაროდ ბლომად გვაქვს. შორს რომ არ წავიდეთ და ბევრი არ ვილაპარაკოთ, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის პიროტექ

,,მთაწმინდელობა ჩემი სულის მდგომარეობაა“ - ვაჟა თოფურია

ქართველი არქიტექტორი ვაჟა თოფურია, მთაწმინდაზე, ვერის უბანში დაიბადა და გაიზარდა, დღემდე იქ ცხოვრობს, სახელოსნოც ვერაზე აქვს მოწყობილი, სადაც თავის პროექტებზე მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მრავალსართულიან კორპუსებს პრინციპულად არ აშენებს. დიდ პროექტებზე, ახალგაზრდობაში, ზურაბ წერეთელის სახელოსნოში უმუშავია, სადაც, როგორც მხატვარი, პანოების და მონუმენტების ესკიზებს ქმნიდა. სხვადასხვა სახის გასართობი მოედანი და შენობის მოზაიკური პანო ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანასა და ქალაქშიც აქვს შექ

ნინო ახობაძე: ფეისბუკში ვირტუალური კი არა, ზუსტად რომ ნამდვილი ცხოვრებაა

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და დედის სურვილის გათვალისწინებით, ექიმი თერაპევტი გახდა. სოციალურ ქსელში მის სტატუსებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფართო საზოგადოებას საკუთარ აზრს ბევრ ჟურნალისტზე უკეთ აწვდის, წერის თავისებური სტილიც აქვს და ზოგჯერ, ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება. ასე იკმაყოფილებს ჟურნალისტობაზე ვერახდენილ ოცნებას. კარგა ხანია, წიგნის გამოცემაც გადაწყვიტა

,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება

შეიძლება ბევრს ჯერაც არ შეუმჩნევია, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა გაჩერებასა თუ სკვერში, ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილებში მზის სისტემაზე ინტეგრირებული, ეკოლოგიურად სუფთა, მულტიფუნქციური სკამები დაიდგა, რომლებზეც არა მარტო ჩამოჯდომა და დასვენება, არამედ მობილური ტელეფონების დატენვა შეიძლება და სწორედ, ამით არის მნიშვნელოვანი. თითოეული ,,მზის სკამი“ ერთდროულად ოთხი ელექტრომოწყობილობის დატენვის საშუალებას გვაძლევს და სილქნეტის უფასო WiFi-ით არის აღჭურვილი, რომლის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შ

ვის ვატყუებთ გამოგონილი ამბებით და რატომ?

ვინც კარგად მიცნობს, იმან ხომ იცის და იცის და ვინც მხოლოდ სოციალურ ქსელში ხედავს ჩემს აქტიურობას, იქიდანაც მიხვდება, რომ დეზინფორმაციის (და მისი გამავრცელებლების) მტერი ვარ, გინდ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით იყოს გავრცელებული და გინდ - საქვეყნო საქმესთან. ხოლო თუ დეზინფორმაცია საქართველოს რომელიმე კონფლიქტურ რეგიონს ეხება, მაშინ განსაკუთრებულად დაუნდობელი ვხდები. ასეა ამჯერადაც. რამდერნიმე დღის წინ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ,,ინფორმაცია“ გაავრცელეს, აქაოდა, ოჩამჩირის რაიონის სო

ის, რაც აქამდე არავის უთქვამს

(ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორი, რომელიც ბიჭებმა ხელს გამოაყოლეს)   ძაღლთაპირი ის სიტყვაა, რომელიც ყველას გაგვიგია და ალბათ, ყველას შეგვხვედრია ისეთი ადამიანიც, ვისაც ასე დავახასიათებდით. მეც ბევრი უგვანი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ არავის ისე არ მიესადაგება ეს სიტყვა, როგორც თენგიზ კიტოვანს. ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა მასზე, მაგრამ ის, რაც მე უნდა ვთქვა, მგონი არავის უთქვამს. დღეს თავი გმირად რომ მოაქვს და ბედავს კიდეც, ვინმე ხმამაღლა დამოძღვროს, ეს იმის ბრალია, მისთვის მთელი

ენგურზე გადებული პატარა ხიდი, სახელად - "გენკა"

ეს კაცი გალში მცხოვრები გენადი ღაჭავაა, იუბილარი, დღეს მას ორი წელი შეუსრულდა. უკეთესი სახელი რატომ არ ქვიაო, გაგიკვირდებათ, ალბათ. ასე დედამ დაარქვა, დიდი ხნის უნახავი უფროსი ძმის პატივსაცემად. იმ ძმას კიდევ სახელი მამამ დაანათლა, სამეგრელოში დარჩენილი სიყრმის მეგობრის, გენო სამუშიას სიყვარულით. თითქოს, განსაკუთრებული არც არაფერია ამაში და ერთი გალელი პატარა ბიჭის დაბადების დღეზეც არ შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას, რომ არა ის გარემოებები, რაც ამქვეყნად მის მოსვლას სდევდა თან.   პატარა გენო (გენჩ

სერგიამ გუგულის ბუდეს ჯერ ვერ გადაუფრინა

ყველა კუთხეს თუ ქალაქს ჰყავს თავისი კოლორიტი, აი, ბევრი ჭკუა რომ არ მოეკითხებათ და ჩვენზე მეტად თავისუფლები რომ არიან. არც პასუხისმგებლობა აწევთ, ვინმეს წინაშე და არც ვალდებულება აწუხებთ. ზოგ ქალაქს რამდენიმე ჰყავს ასეთი, მაგრამ მათში ერთი მაინც ყოველთვის უფრო გამორჩეულია. ასეთია სერგიაც ქუთაისისთვის. ის სერგია, ნიკა არაბიძე რომ ბაძავს, ხოლმე, „კომედი შოუს“ უნიჭო სკეტჩებში და ბოლო დროს, ტუტუცი ადამიანების მიერ გადაღებული ვიდეოებით გაითქვა სახელი ინტერნეტში. იმ ვიდეოებში ათას სისულელეს ალაპარაკებ

„ზრდილობიანი“ ლენინი და უზრდელი მშობლების შვილები

რასაც გიყვებით, ამას, წესით და რიგით, სათაურად „როგორც იქნა“ უნდა ერქვას, მაგრამ, ვიდრე ბოლომდე ჩავალ, სხვა სახელს მოვუფიქრებ, იმედია. „როგორც იქნა“ იმიტომ უნდა ერქვას, რომ რა ხანია ჩემი მეგობარი ბელა ჩეკურიშვილი მის დაწერას მეხვეწება და საშველი არ დავაყენე. კლასიკური მედღეხვალიე ვარ. ათი წლის წინ მოვუყევი ეს ამბავი ბელას და იმდენი იცინა, ძლივს გადავატანინე ყურადღება სხვა რამეზე. მერე ყოველ ჩემს დანახვაზე იწყებდა სიცილს, რა ვქნა, რომ გიყურებ, სულ შენი მონაყოლი მახსენდებაო. ეს სასაცილო თუ სატირა

ბეცი და ყრუ ინკასატორების ამბავი

რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და როგორც წესი, ვიდრე გავაღებდი, ვიკითხე, ვინ არი-მეთქი. ინკასატორი ვარო, გამომეპასუხა ქალის ხმა. ყოველი შემთხვევისთვის, „გლაზოკში“ გავიჭყიტე და დავინახე, ფოიეში ვიღაც ქალი ქაღალდების დასტაში იქექებოდა. გავედი და რაშია საქმე-მეთქი? - დავინტერესდი. - თქვენი ბინა რა ნომერიაო? - მკითხა. ვუთხარი რა ნომერიც იყო. -ეგ სად წერიაო? კარის მარჯვენა და მარცხენა მხარესაც, კედელზე წითელი ფლომასტრით მიწერილი ციფრები ვანახე. ფერი ცოტა გადასული კი იყო, მაგრამ აქამდე

კიკვიძის ბაღის მცველები, ონიანი და გვრიტიშვილის სამართალი

ამ ტექსტის დაეწერა ერთი კვირით ადრე მინდოდა, როცა კიკვიძის პარკში "სამართალდამცავ" გოგა ონიანის "ბრძოლაი საკვირველი"-ს ამსახველი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. დავიწყე კიდეც წერა, მაგრამ ხან სიზარმაცის და ხან მოუცლელობის გამო, აქამდე ვეღარ დავასრულე. ახლა კი, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მინდა გიამბოთ იმ დღეზე, როცა ეგ ამბები მოხდა.   მართალია, კადრებში არ ვჩანვარ (თუ არ ჩავთვლით წამიერ გაელვებას, ჩემი სტაფილოსფერი ქურთუკით), რადგან სულ კამერების უკან ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებ
×
×
  • შექმენი...