როცა „ფეისბუქზე“ დამიმეგობრდა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, თავისი წვერით და “მჭმუნვარე გამომეტყველებით” ეკლესიის მსახური მეგონა. მერე ვიკითხე „საერთო მეგობრებში“. „დამამშვიდეს“ - არაა სასულიერო პირი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი, წესიერი კაცი და კარგი პოეტიაო... მეგობრის რჩევით , მისი რამდენიმე ლექსის წაკითხვამაც მომიწია. მომეწონა და გამოვხატე. მერე თავისი პირველი კრებულის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. მისვლა ვერ მოვახერხე, თუმცა, კრებული ავტოგრაფით მაინც მერგო. მერე დავმეგობრდით. ასე, უნებურა
მართალია, ბოლო დროს საზოგადოებრივი კომუნიკაციის მთავარი თემა დამშეული სამართალია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ დაწერილი კანონების, კანონმდებლებისა და კანონაღმსრულებლების პარალელურად, სამართალი გაცილებით ზევითაც წყდება ... ასეა, ზოგჯერ თითქოს უკვე გადაწყვეტილ და „გაჩარხულ“ საქმეს ისეთ კვანტს დაუდებს ხოლმე ის დალოცვილი, აღფრთოვანებისგან ტაშის დაკვრა გინდა და კმაყოფილ ღიმილს ვერ ფარავ... გაუმარჯოს ასეთ სამართალს! მეტს არაფერს ვიტყვი, კომუნიკაციების რეგულირებასთან დაკავშირებული საზოგადოება გაიგებს... მო
“- ერთი იცოდე, ჩემო პოლკოვნიკო, ერთი იცოდე - მაგათი წამალი სიმსუქნეშია. ჩემო გრანდჰალლე, საუკეთესო მზარეულები გაუგზავნე, ღორის ხორცის კარგად შეკმაზვა რომ იცოდნენ, სწორედ ისეთები - და ჩემი საწყობებიდან მჟავეს და ცხარეს ნუ დაინანებ, წყალსაც აწყურებს ეგეთი ხორცი, ღვინოს ხომ - უფრო, და რადგან ყველა რაღაც გარკვეულ სიამოვნებას წიწკნის ამა ცხოვრებას, ცისა და ქვეყნის გაგების სურვილი ძღომის სურვილად გადაექცევათ და აეს სიმსუქნე იმითაცაა კარგი, გაბედულებასაც დაუკარგავს - ადამიანს ხორცი ხომ უყვარს, და თავის
„სოფლის შენებას რა უნდაო?!“ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვმღერით კი არა და მთელი სერიოზულობით ვკითხულობთ ქართველები... –„მე ვიყივლებ, შენ იცეკვებ და სოფელიც აშენდებაო!“ – უთხრა მამალმა ძაღლს... გაუდგნენ გზას და იმ გზაზე იყო ზუსტად, ის „მესამე ხმა“ – ცბიერი მელია– რომ შემოეფეთათ. ის მესამეა, ახლაც რომ ურევს – მესამე ხმა „მესამე კომპონენტში“... „დიად ოქტომბერშიც“ მასე იყო – მიწა გლეხებსო! ფაბრიკა–ქარხნები მუშებსო... მოვიდა „მესამე ხმა“ და იქაც აურია... არადა, მეც, თქვენც და სხვებსაც ძალიან გვინ
ქალების თვიდან ქალების დღესაც მივადექით. "მარტის ქალებს" ყველა დროში გამოარჩევდნენ, ალბათ კალენდარული თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელსაც ზოგი ღირსებად თვლის, ზოგი ნაკლად. ერთი, რაზეც ყველა თანხმდება - მარტი თავისი აჭრილი და ცვალებადი ბუნებით ძალიან ჰგავს ქალის ხასიათს. იმდენად ჰგავს, რომ, ლოგიკით, ყველა ქალი მარტში უნდა იბადებოდეს. ამიტომაც მივისაკუთრეთ ქალებმა მარტი... ამ თვესთან პირადად სამმაგი საკუთრების უფლება მაკავშირებს, თუმცა ეს არაა საინტერესო... საინტერესო ისაა, რომ „მარტიანელთა“
აშკარად "ნელიოტნაია პაგოდა".. არადა დიდ ავიაციაში გვინდა, საიდანაც არც წავსულვართ, უბრალოდ, საუკეთესო საფრენ ბილიკებს და აეროდრომებს ვირჩევთ. მარტმა გაზაფხულს მთელი პარტიტურა თავზე დაახია.... თმის სარჭები გადაყარა, აშარი დედაკაცივით დალალი გაიშალა და გამოდგა ყეფით შარაზე... სადღაც იწვიმა, სადღაც ითოვა, სადღაც იქარა და სადღაც იქალა.. ფბ-ს ერთი მეზობელი იწერება - სამტრედიაში თოვსო. მეორე - ვერონაში ზაფხულს 5 წუთი უკლია და ყვავილების დღესასწაული გაიხსნაო...ასეა, ქარმა გადაგვფანტა ქართველები ალთას
25 წელი გავიდაო! დედაა, რამდენიაო! უფ-უფ და ოფ-ოფ!-ო.. ვისთვის გავიდა, ვისთვის გაჩერდა... ჩემთვის 9 აპრილი ის თარიღია, როცა ქართველებს ყველაზე მეტად უყვარდათ ერთმანეთი და არ მახსენდება არცერთი ასეთი, თუნდაც ოდნავ მიახლოვებული დღე ამ 25 წლის მანძილზე. 25 წელია, შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად, ვიღაც გულში და სხეულზე შემონახული ჭრილობებით, ან ქსოვილის უჯრედებში ჩაბუდებული ტოქსინებით, უახლოესი ადამიანების დაკარგვის თუ ეროვნული თავმოყვარეობის ტკივილით, ვიღაც პოლიტიკურ-კარიერული მოსაზრებებით, 9 აპრილის
„საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი,
როცა ჩემთან საუბარს იწყებენ სიტყვებით: „ ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ“... მარტივად ვპასუხობ – „რა თქმა უნდა!“ და ვცდილობ, იქაურობას სწრაფად გავეცალო... ცხოვრებისგან ვიღებთ მხოლოდ იმას, რისიც გვჯერა. თუ გჯერა, რომ ცხოვრება მშვენიერია, ის მართლაც მშვენიერია. გჯერა, რომ ის სასტიკია? მოგიწევს სისასტიკესთან შეგუება... გჯერა, რომ გამოსავალი არ არსებობს? – ვერც იპოვი გამოსავალს... დაგთრგუნეთ ხომ ამ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში?! ასეა საჭირო და მიტომ... ისე არაფერი გამოვა, თუ სტერეოტიპების მიმართ ეჭვები
ცხოვრების დონეს მსოფლიოში, ხშირად, „ბიგ-მაკის“ ფასით აფასებენ , ჩვენთან - თბილისის ცენტრში "მოღვაწე" მეძავების მომსახურების ტარიფებით. მეძავები რა მოსატანი იყო ამ ზომაზე მეტად შეგრილებული ზაფხულის მიწურულს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სახელ და რეპუტაციაშებღალული სტატისტიკის და მერყევი საზოგადოებრივი აზრის სეზონი გვიახლოვდება - ანუ არჩევნების სეზონი. „ოცნებიდან“ მომხრეების გადინებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწიაო, ამბობს ბურჯანაძე, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ქალბატონი იმერლიშვილი. მოკლ
ავდგები და გეტყვით პირდაპირ ყავამშვიდობისას! – მიკიბვ–მოკიბვების და ახსნა–განმარტებების გარეშე. ბოლო დროს ხშირად საუბარს თავს ვარიდებ, ან თავისმართლება გამომდის, ან – ჩვენების მიცემა, რაკურსს გააჩნია... ყავა დამიგვიანდა.. კიდევ კარგი, მშვიდობას უფრო ძლიერი მესვეურები ჰყავს. წესით, დასასჯელიც ვარ არასტაბილურობის გამო, მაგრამ სტაბილურობა იმდენად შედარებითია... შეფარდებითიც... როგორც ქვეყნის პირველი იურისტი იტყოდა – სხვა დროა, სხვა რეალობა... ლიმონი გამთავებია... სამაგიეროდ მაქვს ფორთოხალი. ნეტ
გუშინდელი დილიდან იყო აზრი დღევანდელი ყავის ჩაით ჩანაცვლების. სიმბოლურად და გამონაკლისის სახით... აზრი კოვზივით მოსახერხებელია ტვინის ამოსაზელად. ჰოდა, ჩემმა ამოზელილმა ტვინმა, კატეგორიული უარი განაცხადა არა თუ მწვანე, ცაცხვის უწყინარი ჩაის მიღებაზეც კი. ოღონდ არ მითხრათ, რომ მაწყენარი ჩაი არ არსებობს... ეგ „მაწყენარობა“ 9 წელს ძლებს ორგანიზმში, თუ დააცადე, იქნებ უფრო მეტიც გაძლოს. მაგალითი? – , 80 წლის ბებო ერთმა ქალბატონმა მოსამართლემ გაასამართლა და 3 წელი პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენმა „ჩაიდ
„ვარდოსან–ფრიადოსანი“ ხელისუფლების მიერ დატოვებული ნაღმები პერიოდულად ფეთქდება და ისეთ გამოცდილ, ნასროლ–ნაომარ საზოგადოებასაც კი აგდებს მოულოდნელობის შოკში, როგორიც ომის ვეტერანებია. ერთ–ერთი მათგანი სულ ახლახანს მოვიდა მოქმედებაში – ვეტერანთა ნაწილს, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით და სრულიად მოულოდნელად, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუწყდა. ამ სუბსიდიის გარდა ვეტერანებს უამრავი პრობლემა აქვთ და უახლოეს წარსულში მათი განხილვის პერსპექტივაც კი არ არსებობდა. წინა ხელისუფლების დამოკიდებულებ
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ როცა ასე ხდება, მაშინაც კი ხდება რაღაც, რამაც შეიძლება აზრი გამოგათქმევინოს, გადაწყვეტილება მიგაღებინოს და არჩევანიც კი გაგაკეთებინოს... ზოგჯერ ოცნებებიც ხდება ან რეალიზდება. მთავარია, მიზნობრივი აუდიტორიის და გასაღების ბაზრის პოვნა.. ოცნებაზე თანაც, ახდენის პერსპექტივით, მოთხოვნა ყოველთვისაა... დიდი დეფიციტური რამაა ახდენილი ოცნება. სამაგიეროდ მისი შეძენის მსურველია უხვად, ანუ პროდუქტი ისევ აქტუალური და მოთხოვნადია, ბაზარი - გაუჯერებელი. ახლა
პირველი აპრილიც გავიდა და კარგი სიახლეებიც ამოიწურაო, არადა, კიდევ რამდენი სასიამოვნო რამის მოტყუება შეიძლებოდა!.. ჩემი ერთი მეგობარი, ისე იყო გუშინ მობილიზებული და თავისარმოტყუებაზე ორიენტირებული, რომ ლამის კალენდარიც უარყო... ჰოდა, ამიტომაც, აღარ ვუთხარი, რომ ძალიან მესიმპათიურება. მაინც არ დაიჯერებდა და რა აზრი ქონდა?.. დაელოდოს, იმ დღეს, როცა სიცრუის დეტექტორზე შემაერთებენ... და იყო გუშინ პირველი აპრილი, თან ორშაბათი… ასეთი პარამეტრებით, ზოგიერთს, შესაძლოა, სახლიდან გასვლა არც უღირდა, მაგრ
ჩვენი ყოველდღიურობის ერთ–ერთი აქსიომაა – სტატუსი უნდა სტატუსობდეს საზოგადოებაში და არა სოციალურ ქსელში... ცნობილი და რეიტინგული გამონათქვამების „ქალი ვიცი ქუხნაში“ და „შედი ქალო ბუტკაში!“–ს ფონზე, ეგ აქსიომა კი არა, სრულუფლებიანი და კანონიერი სიბრძნეა, თუ ჭეშმარიტება არა. კოაბიტურად ვეჩვევით და ვეგუებით, ვახერხებთ კიდეც, ახალი ტერმინოლოგიის ათვისებას და მის დანერგვა–გატარებას ცხოვრებაში. მაგალითად? როგორც იქნა განგვიმარტეს "მაღალი ეშელონებიდან", რა და როგორ ყოფილა ყბადაღებული „მიჯირყვნის“ სწორი
ყოველი უდარდელი კვირა საღამოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ორშაბათის პირქუში აჩრდილი. მაგრამ ჯერ ისევ კვირაა, „მძიმე ორშაბათამდე“ მთელი საღამო და მთელი ღამე, ასე რომ, ჯერ კიდევ ამ კვირის მოვლენებით გამოწვეული შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ... ვიდრე ტალღის ქიმზე მოვექცეოდეთ, ამ ხარება დღეს ერთი გასახარელი ამბავი უნდა გახაროთ – მტკვარი არც კალაპოტს შეიცვლის და არც დინების მიმართულებასო! ვინ თქვა და ენერგეტიკის მინისტრმა. კალაძემ ამ განცხადებით, მიზეზიან– მოზუზუნე უმცირესობას ნიშნიც მოუგო და ცნო
“ვიდრე არსებობს დრო, აუცილებლად მედროვეც იქნება” ოთარ ჭილაძე, მედროვეები და დრო „სხვა დროს კარგად დააკვირდით, ვისთან ერთად ბანაობთ, წყალში ნებისმიერი შიშველი ადამიანი დეპუტატს გავს, მკვლელიც რომ იყოს“... „საგიჟეში ყველას ყველაფრის ლაპარაკი შეეძლო, რაც კი თავში მოუვიდოდათ, ისე როგორც პარლამენტში“... „შეცდომა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ თუ რაღაცაზე ძალიან დიდხანს ფიქრობ, აუცილებლად დაუშვებ შეცდომას“... ნაცნობი ფრაზებია არც ისე შორეული და უცნობი წარსულიდან? იქნებ ნაცნობი რეალობიდან?...
"იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ რა შენ ეს, გერასიმე - ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიოცებს, ის წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს... ჩვენ, ადამიანების დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა , მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ. მაგრამ მსგავს შემთხვევებში მი
ყავის დროა! თუმცა ყავის დრო სულაა, ისე როგორც სიყვარულის... აი თავისუფლების დროზე რა გითხრათ?! თუმცა, თავისუფლებაც, ისე როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, შედარებითია, შეფარდებითიც და ჩანაცვლებითიც ყოფილა ჩვენთან, ანუ საქართველოში. რა ვქნათ, თუ თავისუფალ მედიაზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს?! დღეს მომეჩვენა, რომ , დაკითხვიდან გამოსული მთავარი რედაქტორი –გიორგი არველაძე , ისეთი ალალი იყო, როგორც არასდროს! რა, თქვენ არ მოგეჩვენათ? ბრმა და უმადური უნდა იყო, რომ თუნდაც პრანჭია „კაცის“ ღვაწლი და დამ
ისეთ განწყობაზე ვარ, კაცი რომ ბჭობდა, ღმერთი რომ იცინოდა და კაცს რომ წყინდა... ამიტომ, წასვლას და იძულებით თვალის მოტყუებას ისევ ყავის დალევა ვამჯობინე. ანდა რაღა დროს თვალის მოტყუებაა? დილის 5 საათია. სოფლად ამ დროს მამლები ჩახველებას იწყებენ და საყვარელ აკორდს იმეორებენ მოგუდულად, რომ მოგვიანებით, სუფთა ბგერით იყივლონ... და, ისედაც– ყელამდე კი არა, თავს ზემოთ კიდევ 2 მტკაველით ვართ გადაფარული სხვადასხვა ჟანრის, სქესის და აღმსარებლობის ტყუილებით. ოქროს თევზზე და ნატვრის თვალზე რახანია, აღარ
გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველად ნათლისღება ლერმონტოვის ,,ჩვენი დროის გმირიდან,, დამამახსოვრდა. ალბათ მე-5, მე-6 კლასში ვიქნებოდი. ,,ნათლისღების ყინვები,, ყველაზე-ყველაზეაო და, მახსოვს, ისე შემეშინდა, მაშინვე ბებიაჩემ ზინოჩკას დავახტი თავზე, მაინტერესებდა რა? სად? და როდის? ხდებოდა ეს რაღაც ნათლისღება. წარმოიდგინეთ, არც იმან იცოდა. ) არც გამკვირვებია, ეს ის ოჯახი იყო, რომლის საგვარეულო სასაფლაოზე, კუკიაზე, ჯვრის ნაცვლად მარმარილოში გადაწყვეტილი გადაშლილი ,,კაპიტალი,, იდო, თავისი მარქს-ენგელს-ლენ
- გამარჯობა! სიმართლეს ხომ არ ინებებთ? ცოტაღა დამრჩა და იაფად გაგატანდით...- მადლობა გენაცვალე, ჩემიც მეყოფა.. ყავლი - ძველი ქართული სიტყვაა ჯავახური ლექსიკონიდან. ვადას, გასავალს, ფასს ან ღირსებას ნიშნავს. არ ვიცი, როგორ მოხვდა ეგ სიტყვა გურიაში, მაგრამ, როცა ცუდი ამინდი იყო ანდა, ცუდი ამბები ხდებოდა, ჩემი დიდი ბებია ზუსტად ასე ამბობდა - „ყავლი გოუვიდა ბებია დუნიასო!.“ ყველაფერს გასდის ყავლი და გაუვიდა მზესაც.. თბილისში და მთელს საქართველოშ ფეხის სოკოს ეპიდემიაა ამდენი ნესტისგან. ბაყაყებ
ზოგიერთებისთვის რომ გეკითხათ, ერთი დღის წინ, მინიმუმ, სამყაროს დასასრულის გენერალური რეპეტიცია უნდა დაგვეგემოვნებინა. არადა, ჩვეულებრივი ხუთშაბათი გათენდა – საწოლიდან არგამოძრომის დაუძლეველი სურვილით. გუშინ, მთელი დღე, მიყურადებული ვიყავი იშვიათი ბუნებრივ–ქრონოლოგიური მოვლენის (ანუ დამთხვევის) მარკეტინგულ შეფუთვებს. რატომღაც მეგონა, „თვრამეტი–თვრამეტი!“–ს ნაცვლად, „თორმეტი–თორმეტი!“–ს იტყოდნენ, ფასდაკლებულ საუკეთესო ხარისხის ტექნიკას „გარანტირებული აღსასრულით“ შემოგვთავაზებდნენ, სა
არაფერი ისე არ აფხიზლებს დღის ბოლოს ადამიანს, როგორც სამუშაო მაგიდაზე დაღვრილი ერთი ფინჯანი ქაფქაფა ყავა. რა თქმა უნდა, მეტი მხნეობისთვის უკეთესი იყო მისი შინაგანად მიღება, მაგრამ ნუ დაიბნევით! ჩათვალეთ და ირგვლივ მყოფებსაც უთხარით, რომ ეს „პარასკევას“ ერთგვარი რიტუალია – უფრო ენერგიული და არომატული მომავალი სამუშაო კვირისთვის. რა თქმა უნდა, ამ მოკლე განმარტების შემდეგ, დასუფთავების მიმართულებით მოგიწევთ დამატებითი შრომა, მაგრამ აქაც იმით გაიმხნევეთ თავი, რომ არც ისე შორეული წარსულის ნაციონ