Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.252

About this blog

პამფლეტი

Entries in this blog

ჰოპ, ზილინა-ზილინა! „ქართული ელიტა“ „მოჯადოვებულ წრეზე“ და პრემიერი შერლოკი

აი ასე! მიყვარხართო, ხალხოო! ცოტა მოძველებული მეთოდი კი აირჩია - პირდაპირ (ვითომ) ეთერში სიყვარულის ახსნა, მაგრამ ქალაქში ბილბორდების გაკვრას, ფანჯრების წინ ცეცხლოვანი გულების დანთებას და კიდევ ათას გოიმობას, ისევ ეგ ჯობდა. ტელევიზია მაინც ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებაა. ეგ ჯერ კიდევ პროხოროვს ეწერა თავის „ ჟურნალისტიკის საფუძვლებში“. კი უნდა სიყვარულს მალვა , მაგრამ მერე ცხენების პარვაშიც რომ დადონ ბრალი? ისე, არ გეწყინოს მიშიკო და, მაინც მაგარი გოიმობა გამოგივიდა, შენ დედას ვფიც

katya

katya

ჰიბრუზე დაწერილი „შემოდგომა თბილისში“

თუ ბოლო თვენახევრის მანძილზე თბილისის ქუჩებში უგზო–უკვლოდ მოხეტიალე ენერგიულ, ჭაღარა წვერიან მამაკაცს და გამუდმებით მომღიმარ ქალბატონს გადააწყდით ცნობისმოყვარე, უცნაური სხივიანი გამოხედვით და უფრო ცნობისმოყვარე კითხვებით, ჩვეულებრივი უცხოელი ტურისტები არ გეგონოთ. ეს ის წყვილია, 2007 წელს გეგმიური შვებულება რომ გაატარა არაგეგმიურად, ასევე, ყოვლად არაგეგმიურ საქართველოში. მაშინდელი აქ გატარებული 5 კვირით ისე აღფრთოვანდნენ, რომ 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და დაწერეს წიგნი თავიანთ მშობლიურ ენაზე

katya

katya

ჯონათანის საპირველაპრილო სიზმარი, ანუ სირაქლემას ტაფამწვარი ალუჩის კრემ-ბრულეთი

„ყურადღება მიაქციე, ჩემზე სულელური ხმები არ გაავრცელონ, ღმერთად არ გამომაცხადონ, კარგი, ფლეტჩ? მე თოლია ვარ. მე ფრენა მიყვარს..“. რიჩარდ ბახი, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“   მთავარია, საბრალო ფლეტჩმა თვალებს არ დაუჯეროს, თვალებს, რომლებიც მხოლოდ საზღვრებს ხედავენ.... იმისთვის რომ სიცოცხლე გიხაროდეს, სულ ორი რამაა საჭირო: სიცოცხლე და სიხარული... მთავარია, ტყუილს არ შევეჩვიოთ საკუთარს და სხვისას, თორემ ყველამ ვიცით - ენთუზიაზმი როგორი გადამდებია, მაგრამ რა სწრაფად იკურნება. ერთხელ მოგატყ

katya

katya

ხუმრობამიმწვარი ყავა, ანუ მოტყუება ადვილია!..

პირველი აპრილიც გავიდა და კარგი სიახლეებიც ამოიწურაო, არადა, კიდევ რამდენი სასიამოვნო რამის მოტყუება შეიძლებოდა!.. ჩემი ერთი მეგობარი, ისე იყო გუშინ მობილიზებული და თავისარმოტყუებაზე ორიენტირებული, რომ ლამის კალენდარიც უარყო... ჰოდა, ამიტომაც, აღარ ვუთხარი, რომ ძალიან მესიმპათიურება. მაინც არ დაიჯერებდა და რა აზრი ქონდა?.. დაელოდოს, იმ დღეს, როცა სიცრუის დეტექტორზე შემაერთებენ... და იყო გუშინ პირველი აპრილი, თან ორშაბათი… ასეთი პარამეტრებით, ზოგიერთს, შესაძლოა, სახლიდან გასვლა არც უღირდა, მაგრ

katya

katya

ხარების მადლი და მგლის თავზე სახარება ანუ აღმა მოდუდუნე მტკვარი და დაღმამოწუწუნე ნაციონალები

ყოველი უდარდელი კვირა საღამოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ორშაბათის პირქუში აჩრდილი. მაგრამ ჯერ ისევ კვირაა, „მძიმე ორშაბათამდე“ მთელი საღამო და მთელი ღამე, ასე რომ, ჯერ კიდევ ამ კვირის მოვლენებით გამოწვეული შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ... ვიდრე ტალღის ქიმზე მოვექცეოდეთ, ამ ხარება დღეს ერთი გასახარელი ამბავი უნდა გახაროთ – მტკვარი არც კალაპოტს შეიცვლის და არც დინების მიმართულებასო! ვინ თქვა და ენერგეტიკის მინისტრმა. კალაძემ ამ განცხადებით, მიზეზიან– მოზუზუნე უმცირესობას ნიშნიც მოუგო და ცნო

katya

katya

წიგნიერი წიგნიპარიები და „უწიგნური თაობების“ საფრთხე

„წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაული ისაა, როცა მათ არ კითხულობენ.“ (რეი ბრედბერი)   ამასწინათ ჩემი შვილის მეგობრები გვესტუმრნენ, „თინეიჯერები“. ერთ–ერთმა გაოცება ვერ დაფარა, – „ამდენი წიგნი რა პონტში გაქვთო?“ ისე დავიბენი, კარგახანს პასუხი ვერ გავეცი. არ მინდოდა ჩემი გაოცებით ბიჭისთვის უხერხულობა შემექმნა, არც უპასუხობა ივარგებდა. მერე ისევ მარტივი გამოსავალი ვიპოვე. ავდექი და მის თანატოლებში ყველაზე კითხვადი წიგნი მარიო პიუზოს „ნათლია“ შევაჩეჩე. წიგნის მოცულობამ ცოტა დააფრთხო, თვალებზე შვატყვ

katya

katya

ძალიან კომპრომატული საიდუმლო სამალავი, ტოლის მნახველი კოჭი და შიმშილდაძლეული პრეზიდენტის პრემია

ვინ გაცდის ბლოგის კვირიდან–კვირამდე მშვიდობიანად დამთავრებას?! რომ მეგონა, ფინიშს მივუახლოვდი, ისეთი გამოისროლა შსს–მ სამეგრელოდან, ფეხზე დადგა პოზიციაც, ოპოზიციაც, შუაშისტიც და ლგბტ–იც. მტერიც, მოყვარეც და მოშურნეც. თუმცა,მოიძებნება ყოველთვის, ვიღაც, პრეტენზიული, მაინც რომ იტყვის, რატომ ასე და არა ისეო! გიორგი ვაშაძემ რომ თქვა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ აი კოტე გაბაშვილის აქტივობამ ნამდვილად სახტად დაგვტოვა ბევრი. ჩანს, მამობრივმა პასუხისმგებლობამ გაიღვიძა ამ არსებაში, როცა რეალური საფრთხე და

katya

katya

ძალიან მიშ–ხლართული ისტორიები ანუ „ქვე“ და ღია ტექსტების კვირა

თუ ჭკუის კოლოფა კონფუცის დავუჯერებთ, ცხოვრება თავისთავად ძალიან მარტივია, მაგრამ მას ადამიანები გამუდმებით ვართულებთ... ყველაფერი ურევს თუ ყველა ურევს, არ ვიცი, მაგრამ, ვიღაც რომ ურევს, ფაქტია... ამინდია „თხლეი,“ როგორც გურიაში იტყვიან... განწყობა ჭურის ნარეცხადაც ვერ გასაღდება. წვიმსო! რატომ წვიმსო! ? უნდა და წვიმს... ახლა ბუნებას ეჭიდავეთ კიდევ... რა გიყვართ ეს ღია კარის მტვრევა და კატების დევნა ბნელ ოთახებში.. ძალიანაც კარგი თუ წვიმს! ბევრი აქვს ამ ქვეყანას ჩამოსარეცხი და ბევრი დაუბანელიც

katya

katya

ჩვენი დროის გმირები ანუ წაგებული ომის რევანშის მოლოდინში

ამ მასალის დაწყებას სხვაგვარად ვაპირებდი, რომ არა, ჯერ კიდევ ჩვენი პრეზიდენტის ერთი ცხელ–ცხელი ფრაზა – „ ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში." ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა სააკაშვილს ვეთანხმები, გმირები ავტო- ფარეხებში არ უნდა ცხოვრობდნენ. გმირებს, ზოგადად, ომის ვეტერანებს, სხვაგარად აფასებენ თავმოყვარე ქვეყანაში. გმირთან ყველა ვალშია, რადგან ის ჩვენი სიმშვიდისთვის და მიწისთვის რისკავს ყველაზე შეუფასებელს – სიცოცხ

katya

katya

ჩვენებური გრანდ-კანონები და სიმო (ნა) პოლიტიკოსები, ანუ გული ზურგიდან უფრო ახლოა...

“- ერთი იცოდე, ჩემო პოლკოვნიკო, ერთი იცოდე - მაგათი წამალი სიმსუქნეშია. ჩემო გრანდჰალლე, საუკეთესო მზარეულები გაუგზავნე, ღორის ხორცის კარგად შეკმაზვა რომ იცოდნენ, სწორედ ისეთები - და ჩემი საწყობებიდან მჟავეს და ცხარეს ნუ დაინანებ, წყალსაც აწყურებს ეგეთი ხორცი, ღვინოს ხომ - უფრო, და რადგან ყველა რაღაც გარკვეულ სიამოვნებას წიწკნის ამა ცხოვრებას, ცისა და ქვეყნის გაგების სურვილი ძღომის სურვილად გადაექცევათ და აეს სიმსუქნე იმითაცაა კარგი, გაბედულებასაც დაუკარგავს - ადამიანს ხორცი ხომ უყვარს, და თავის

katya

katya

ჩემი პირველი ნათლისღება

გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველად ნათლისღება ლერმონტოვის ,,ჩვენი დროის გმირიდან,, დამამახსოვრდა. ალბათ მე-5, მე-6 კლასში ვიქნებოდი. ,,ნათლისღების ყინვები,, ყველაზე-ყველაზეაო და, მახსოვს, ისე შემეშინდა, მაშინვე ბებიაჩემ ზინოჩკას დავახტი თავზე, მაინტერესებდა რა? სად? და როდის? ხდებოდა ეს რაღაც ნათლისღება.   წარმოიდგინეთ, არც იმან იცოდა. ) არც გამკვირვებია, ეს ის ოჯახი იყო, რომლის საგვარეულო სასაფლაოზე, კუკიაზე, ჯვრის ნაცვლად მარმარილოში გადაწყვეტილი გადაშლილი ,,კაპიტალი,, იდო, თავისი მარქს-ენგელს-ლენ

katya

katya

ჩემი პირველი ბლოგი პლანეტაზე– ყავამშვიდობისა ფორთოხლის არომატით , ანუ „გაქცეულთა“ დაბრუნების სევდა

ავდგები და გეტყვით პირდაპირ ყავამშვიდობისას! – მიკიბვ–მოკიბვების და ახსნა–განმარტებების გარეშე. ბოლო დროს ხშირად საუბარს თავს ვარიდებ, ან თავისმართლება გამომდის, ან – ჩვენების მიცემა, რაკურსს გააჩნია...   ყავა დამიგვიანდა.. კიდევ კარგი, მშვიდობას უფრო ძლიერი მესვეურები ჰყავს. წესით, დასასჯელიც ვარ არასტაბილურობის გამო, მაგრამ სტაბილურობა იმდენად შედარებითია... შეფარდებითიც... როგორც ქვეყნის პირველი იურისტი იტყოდა – სხვა დროა, სხვა რეალობა...   ლიმონი გამთავებია... სამაგიეროდ მაქვს ფორთოხალი. ნეტ

katya

katya

ჩაკეტილი სივრცე ინტერიერში, ანუ, შიში, რომელიც, ვერ "შეიქმს" სიყვარულს

დღეს შევცდი და " გამომძიებელ-რეპორტიორს" ვუყურე - ნაციონალური რეჟიმის პერიოდში ციხეებში არსებულ სიტუაციაზე, პატიმრების მიმართ ძალადობაზე და უკანონო მოპყრობაზე. "წინა ცხოვრების" ერთ-ერთი შავ-ბნელი თემა და მტკივნეული. დავმძიმდი გვარიანად. დიდხანს ვაწვალე "თაგვიც," კლავიატურაც. ვცდილობდი, რამე სხვაზე მეფიქრა, მაგრამ, შიში ოხერია! აგიყვანს და მორჩა! მითუმეტეს, ბავშვობიდან შემოჩენილი შიში - მაშინდელი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, რატომღაც, ნაკლებად ხუნდება. ბოლომდე მოგყვება ფობიების, სისუსტეების ფო

katya

katya

შუშის კარიერის გენერლები ქართულ რეალობაში, ანუ უგულავას ცოლის დაქალების ფატალური ტანგო

რეალობას ჩვენ ვუწოდებთ, „უბრალო“ და „ ჩვეულებრივ ხალხი“, ანუ „მასა“, ანუ „ბრბო“, თორემ არაჩვეულებრივები და „წარმატებულები“ მაგას პოლიტიკას უძახიან. მოვლენების რეალური შეფასების ნაცვლად „კომენტარსაც აკეთებენ“ და შიგადაშიგ კოაბიტაციობენ კიდეც ყველა მიმართულებით და ყველა მნიშვნელობით, ზოგჯერ „გაგებითაც“. –„მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხიო“,– გაიგეთ, რა თქვა მიშამ? ცოტა რთულად წარმოსადგენი კია სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ხალხის სამსახურში, მაგრამ სხვა გზა არაა, თავი მაინც უნდა მოიკატუნოთ! ას

katya

katya

შახტიკოტეების საქართველო და მერის მისტიური ქარები

„ტახტზე მეფე იჯდა. არ ეცალა _ ახალ კანონებს თხზავდა. მდივანი კი პატარა წითელ წიგნაკში ბატის ფრთის კალმით იწერდა. გარს მორთულ-მოკაზმული დიდებულები და სეფექალები ეხვივნენ. ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ. _ დღეს რამდენი კანონი შევთხზე? _ ჰკითხა მეფემ მდივანს. მდივანმა უბის წიგნაკი გადაფურცლა და სასწრაფოდ დაითვალა. _ სამოცდათორმეტი, თქვენო აღმატებულებავ! _ მდაბლად დაუკრა თავი მეფემ და თან შეეცადა, ბატის ფრთის კალამს არ წამოსდებოდა (აბა, რა ექნა, კალამი ვეებერთელა იყო). _ ჰმ! არ არის ცუდი, სულ ერთი საათ

katya

katya

შაბათის ყავა დეიდა პოლისა და ბიძია ჯორჯისთვის... ანუ, ვიდრე მამალი იყივლებდეს...

როგორ გინდა აუხსნა პატარას, რომ შაბათ–კვირას დილის 8 საათი თითქმის შუაღამეა? ვერ აუხსნით, ნუ შეეცდებით, ვცადე და ამ წუთებში სახალხოდ ვიძლევი აღიარებით ჩვენებას კრახზე. ბავშვი თავისუფალი და შეუზღუდავია თავის ქმედებებსა და სურვილებში. უფლებებში ხომ საერთოდ... და, ვისაც ასე არ მიაჩნია, მას ყავა ყოველთვის მწკლარტე მოეჩვენება, თუნდაც ორმაგი შაქრით და ნაღებით... ბავშვის კი არა, რაც ქვეყანაში სინდისის თავისუფლება გამოცხადდა, იმ დღის შემდეგ, სინდისი თავისუფლებაზე დანავარდობს და დანავარდობს... დილის

katya

katya

ყავლგასული დუნია თავგასული ადამიანებით, ანუ სიმართლის ამაოების ბაზარი

- გამარჯობა! სიმართლეს ხომ არ ინებებთ? ცოტაღა დამრჩა და იაფად გაგატანდით...- მადლობა გენაცვალე, ჩემიც მეყოფა.. ყავლი - ძველი ქართული სიტყვაა ჯავახური ლექსიკონიდან. ვადას, გასავალს, ფასს ან ღირსებას ნიშნავს. არ ვიცი, როგორ მოხვდა ეგ სიტყვა გურიაში, მაგრამ, როცა ცუდი ამინდი იყო ანდა, ცუდი ამბები ხდებოდა, ჩემი დიდი ბებია ზუსტად ასე ამბობდა - „ყავლი გოუვიდა ბებია დუნიასო!.“ ყველაფერს გასდის ყავლი და გაუვიდა მზესაც.. თბილისში და მთელს საქართველოშ ფეხის სოკოს ეპიდემიაა ამდენი ნესტისგან. ბაყაყებ

katya

katya

ყავა ორისთვის - მზისფერი ოპიტა და ქარების მომთვინიერებელი მიმოზები

აშკარად "ნელიოტნაია პაგოდა".. არადა დიდ ავიაციაში გვინდა, საიდანაც არც წავსულვართ, უბრალოდ, საუკეთესო საფრენ ბილიკებს და აეროდრომებს ვირჩევთ.   მარტმა გაზაფხულს მთელი პარტიტურა თავზე დაახია.... თმის სარჭები გადაყარა, აშარი დედაკაცივით დალალი გაიშალა და გამოდგა ყეფით შარაზე... სადღაც იწვიმა, სადღაც ითოვა, სადღაც იქარა და სადღაც იქალა.. ფბ-ს ერთი მეზობელი იწერება - სამტრედიაში თოვსო. მეორე - ვერონაში ზაფხულს 5 წუთი უკლია და ყვავილების დღესასწაული გაიხსნაო...ასეა, ქარმა გადაგვფანტა ქართველები ალთას

katya

katya

ყავა ერთი ბუტერბროდით და ორი კომპლიმენტით

პრინციპში, ქალს ჩუმად ყოფნაც შეუძლია, უბრალოდ მას ასეთი პრინციპი არ გააჩნია და მხოლოდ იმიტომ არ გააჩნია, რომ არ ჭირდება... ცოტა ხმამაღლა ფიქრი გამომივიდა, უფრო სწორად ფიქრის ხმამაღალი გაელვება, თორემ ქალს კიდევ ბევრი რამ შეუძლია. იმაზე გაცილებით მეტი, რასაც მამაკაცის ფანტაზია ეყოფა... ამიტომ, მამაკაცებო! არასოდეს უთხრათ ქალს: – „ვის ჭირდებიო?“ ქალი შეძლებს, უმცირეს დროში დაგარწმუნოთ საწინააღდეგოში და ეს იქნება ის უკანასკნელი რამ, რასაც სიამოვნებით გააკეთებს თქვენთვის. არც გაბრაზებული ვარ, არც

katya

katya

ღიმილი ტუჩის კუთხიდან, ანუ ორმაგი ყავა ერთჯერადი მოხმარებისთვის

აი ის მომენტი, როცა ფინჯანი ყავით და წიგნით ხელში მიდიხარ დისლოკაციის ადგილამდე ლიტერატურულ-კოფეინური ნეტარების განწყობით და, წიგნის ნაცვლად, საწოლზე ფინჯანს მოისვრი, ჰაეროვნად და საყვარლად... როგორ ვიქცევით ამ დროს? გაგვეცინება, ვიგინებით, საწოლს წიხლს ვუთავაზებთ თუ ახალი ულუფა ყავის ჩამოსასხმელად მივდივართ? მყისიერი პასუხი არაა საჭირო. დრო გვაქვს. უბრალოდ, თავიდანვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ, - ზოგჯერ გამოძინებაც საჭიროა... თან ისე უნდა გამოიძინო, რომ „საყვარელმა ადამიანმა“ კი არა პატრონმაც ვე

katya

katya

ქიმიაზე მიყოლებული ფიზიკა, ანუ რა მავნებლობა მოაქვს "უქმად" გათენებულ ღამეს

მდუმარე ქალი შენელებული მოქმედების ბომბი რომაა, ხომ გაგიგიათ? არავინ იცის, როდის აფეთქდება, რა სიძლიერით და ტროტილის ექვივალენტით... კარგ მწერლად ის ითვლება, ვინც სწორი სიტყვების საჭირო ადგილას ჩასმა იცის. ცუდი მწერალი უმაქნის სიტყვებს უადგილო ადგილას აკვეხებს და მერე ეგეც ჩვენი თავში სახლელია.   – სიყვარული ქიმიაზე მიყოლებული ფიზიკააო, მაგრამ მაინც ვერ ამაღებინეს ხელში ფიზიკის წიგნი. მერე უკვე, როგორც ამბობდნენ, "საფუძველი არ მქონდა" და ჩემი ტვინის მაგ დონეზე გაფხვიერებას, ლამარა ლომაშვილი

katya

katya

ქართველთა მარში - ეროვნული შარჟი, ანუ „შარი-შური შარი მაქო“...

- ცოტათი უხერხული თხოვნა კია დიდი, - წამოიწყო კაპრალმა ელიოდორომ, - გრანდჰალლე. - თქვი, ჩემო კაპრალო, - უთხრა უმბერტოს ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა, - შენ ცუდ საქმეზე არ მოხვიდოდი. - რა სათხოვარია პატარა უხერხული დიდი და, გრანდჰალლე, ცოლი მინდა გაახლოთ, - რიდით უმზერდა ელიოდორო, კაპრალი, - მუცელი ეძრა და ხალხი მაინც ბრძენია, იძახის ხალხი, ხომ იცით ნათქვამია, ვისაც ქალი პირველად შეხედავს, იმას დაემგვანება ბავშვიო და, თქვენზე უკეთეს, თქვენზე მშვენიერს, გრანდჰალლე... - ძალიან გინდა, მე დამემგვანოს? - იკით

katya

katya

ფარდობითობის თეორიისა და პორნოგრაფიის როლი პოლიტიკურ გრავიტაციაში, ანუ უშაბათო კვირის ყავა

იყო და არა იყო რა კი არა, ნამდვილად იყო ერთი გადარეული ფიზიკოსი აინშტაინი, რომელმაც, დაბნეულ საზოგადოებას, ფარდობითობის თეორია ასე განუმარტა : -შეყავით ხელი ცხელ ღუმელში და წუთი საათად მოგეჩვენებათ. დაჯექით ლამაზი ქალის გვერდით და საათი ერთ წუთში გაივლის.სწორედ ეს არის ფარდობითობა!!! ჰო, ეგააა - „სიკვდილი ტიფანისთან“ და „საუზმე ვენეციაში“.... დიდი ხნის წინ, ვიღაც თმაგაჩეჩილი წვეროსანი, იმასაც მიხვდა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რა დიდი მიხვედრა უნდოდაო!? - გამოჩნდებიან მაგის

katya

katya

უცხო სიტყვათა ლექსიკონი ქართული პოლიტიკის ნაცნობი თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისათვის

„საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი,

katya

katya

×
×
  • შექმენი...