Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.765

ვის აწყობს ეს?


atrava

1.036 views

სიმართლე გითხრათ, მეგონა გუშინდელი ინცინდენტის შემდეგ, ინტერნეტი აფეთქდებოდა ინფორმაციის ნაკადით. მაგრამ არაფერი არ მომხდა. თითქოს არავინ არ დაღუპულა. ერთი–ორი ოფიციალური შეტყობინება და მეტი არაფერი. არადა მომხდარი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს: 1) საქართველოს საზღვრები სერიოზულ დაცვას საჭიროებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიციური ძალები ვერ აკონტროლებენ საზღვარს. ნებისმიერ შეეძლება დაუბრკოლებლად სადერმარკაციო ხაზის გადალახვა. მითუმეტეს ბანდფორმირებებს. 2) რატომაა გასაიდუმლოებული დაღუპული ბანდიტების ვინაობა? და რომელ ბანდიტურ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან ისინი? 3) ნუთუ არ შეიძლებოდა ერთ–ერთი ბანდიტის ცოცხლად შეპყრობა და მისგან ოპერატიულად ინფორმაციის მიღება? 4) რა მიზნით შემოაღწია ამ ჯგუფმა საქართველოს ტერიტორიაზე? რატომ არიან გაჩუმებული ყოფილი მძევლები?

რა შედეგს გამოიღებს ეს ოპერაცია? და რატომ მოხდა ეს მაშინ, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვე დარჩა?

საერთო სიჩუმე რატომღაც ავისმომასწავებლად მეჩვენება. რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთის მხიდან უკანასკნელი დღეების განმავლობაში საზღვრის დარღვევას, რუსეთის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია. ესაა და ეს. რუსული საინფორმაციო საიტები მხოლოდ ქართულ ტელეარხებს ეყრდნობიან.

როგორც ჩანს, მიმდინარეობს მზადება სერიოზული თამაშისათვის. სავსებით მოსალოდნელია, ვითარებ ისე შეიცვალოს, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ეს კი იმას, ნიშნავს, რომ არჩევნები არ ჩატარდება.

ვის აწყობს მოვლენათა ასეთი განვითარება? ხელისუფლების გარდა დღევანდელი რუსეთის ისტებლიშმენტს, რადგან როგორ ირკვევა მათ საკმაოდ საერიოზული კავშირები აქვთ მათ "მოწენააღმდეგე" კოლეგებთან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...