Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ლეხ კაჩინსკის ბიოგრაფია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/KaczynskiG-150x150.jpgლეხ კაჩინსკი 1949 წლის 18 ივნისს პოლენეთის დედაქალაქ ვარშავაში რაიმუნდ და იადვიგა კაჩინსკების ოჯახში დაიბადა.

 

 

13 წლის ასაკში ტყუპ ძმასთან იაროსლავთან ერთად პოლონეთში პოპულარულ საბავშვო ფილმში “ორნი, რომლებმაც მთვარე მოიპარეს” ითამაშა.

 

 

კაჩინსკი ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 1972 წელს მან მაგისტრის ხარისხი მიიღო, 1979 წელს დანსკის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაიცვა ხოლო 1990 წელს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

 

 

პოლიტიკური კარიერა მუშათა დაცვის კომიტეტში 1977 წელს დაიწყო, რაც კომუნისტურ პირობებში არაკანონიერი საქმიანობა იყო.

 

 

1980 წელს გდანსკის გაფიცვის კომიტეტის იურიდიული მრჩეველი გახდა.

 

 

ქვეყანაში საგანგებო სიტუაცის გამოცხადების შემდეგ 11 თვე ციხეში გაატარა.

 

 

განთავისუფლების შემდეგ პროფკავშირ “სოლიდარნოსტის” ერთ-ერთ კომისიას ხელმძღვანელობდა.

 

 

კაჩინსკი სეიმის და სენატის წევრი იყო.

 

 

ლეხ კაჩინსკი უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კონტროლის პალატის ჩაუდგა სათავეში. მუშაობდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე.

 

 

2001 წელს თავის ძმა იაროსლავთან ერთად პარტია “სამართალი და სამართლიანობა” შექმნა.

 

 

2002 წელს კაჩინსკი ვარშავის მერად იქნა არჩეული, 2005 წლის ოქტომბერში კი პოლონეთის პრეზიდენტი გახდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...