http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=260 ფობიებზე არა, მაგრამ შიშისა და საშინელებებისადმი მიდრეკილების შესაXებაა სტატია ავსულები, ალქაჯები, დევები და ჭინკები, დრაკონები, გრიფონი, გველეშაპი, მინოტავრი, თოვლის კაცი, მანიაკი, მაჯლაჯუნა, უჯმაჯური,მაქცია, გორგონა, კრაკენი, ეშმაკი, გობლენი, ზომბები - ათასნაირი ზომბი, მონსტრები და ვამპირები და თანამედროვე ჰორორის პერსონაჟების უზარმაზარი გალერეა - ადამიანებს მოსწონთ ერთმანთის დაშინება. და ამას მზარდი წარმატებით ახერხებენ არა ერთი ათასი წელია უკვე, რადგან ამ ინსტინქტური ემოციის მხატვრულ რეალობაში სუბლიმაციით მიიღწევა სწორედ კათარზისი - ამგვარ ვნებატაგან განწმენდა..... შიში ერთ-ერთი უმთავრესი და წარმმართველი ემოციაა ადამიანისთვის. არ ვიცი, რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაგრამ საჭირო და სასარგებლო - ნამდვილად. ან იქნებ სასიცოცხლოდ აუცილებელიც, რადგან სწორედ შიშის განცდის მომენტში ჩაეშვება თვითგადარჩენის ყოვლისწამლეკავი ინსტინქტი.