Jump to content
Planeta.Ge

ANDRIA64

პლანეტელი
  • პოსტები

    50
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ANDRIA64'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ანალგინ, მაჭყატელა და დანტე გილოცავთ დაბადების დგეს. ეხლა შემოვედი და ამიტომ გვიან გილოცავთ მაგრამ არა უშავს.
  2. აბა, რა ეგონა ხალხს _ კრწანისის რეზიდენციაში ``პიკულად ჩადებული`` ედუარდ შევარდნაძე თავის მსგავს ჭინკას არ გამოგვიგზავნიდა ქვეყნის სამართავად? სახელმწიფო საზოგადოებისგან შედგება, მიხეილ სააკაშვილის ტაშის დამკვრელი კი _ მისგან ზომბირებული ბრბო გახდა მხოლოდ, ბრბო კი, ჩვენდა სამწუხაროდ, გაიზარდა _ მათ ორგროშიანი პიესა ინდომეს და მას შეწირეს ღირსება და ეროვნული ფასეულობები... და მიხეილმაც გაიხარა _ დახტის, დარბის, დაფრინავს _ მისია მთელი სამყარო... მტრისას, თუ არ მოექეცი მისი ზომბის ქვეშ, მტრისას, თუ შენი აზრის დაფიქსირება მოინდომე _ მყისვე ციხეში, მყისვე მიწაში! და გახდა ხალხი მორჩილი _ მსხვერპლი პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური ორგაზმებისა! http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=199412
  3. მთავარი ის კი არ არის, რა არის მიშიკო, არამედ ის რომ, თუ აღნიშნულ სტატიას წაიკითხავ, ნახავ რომ ჟურნალი ~პრეს-პრემიერი~ 2004 წელsვე ხვდებოდა, ვინ იყო ეს ავანტურისტი. და გენიალური, მე ვიტყვი წინასწარმეტყველური მოსაზრებეის გამო, პირდაპირი სახელმწიფო ტერორით დახურეს აRნიშნული ჟურნალი.
  4. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარალელი აბელ არავიძესთან, ფილმიდან ``მონანიება``, მთავარ გმირთან ეს წერილი 2005 წელს, ჟურნალ ``პრეს-პრემიერისთვის`` დაიწერა, მაგრამ დღის სინათლე ვეღარ იხილა, რადგან ``პრეს-პრემიერი`` ``ვარდების`` ხელისუფლების შესაბამისმა სამსახურებმა 2005 წლის აგვისტოში დაარბიეს და აქედან მოყოლებული, ჟურნალი, რომელიც მართლაც მართალ, თავისუფალ სიტყვას ამბობდა, ვეღარ აღსდგა. ამაზე მოგვიანებით. დღეს კი გთავაზობთ ჟურნალ ``პრეს-პრემიერის`` კორესპონდენტის, ანი ქევხიშვილის ამ მეტად საინტერესო მასალას, რომელიც ``პრეს-პრემიერის`` ნაცვლად, 2005 წლის შემდგომ, მხოლოდ 2010 წლის მაისში pres-cavcasia.ge-ს ინტერნეტ-საიტზე პირველად ქვეყნდება. განსხვავება მხოლოდ გამოქვეყნების თარიღშია, აქ მოყვანილი შედარებები კი, დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება, რადგან დღემდე ისევ ``ვარდების მეფე`` მიხეილ სააკაშვილი ყავს ხელისუფლად საქართველოს. როგორ შეფასებას აძლევს 16 წლის კორესპონდენტი პრეზიდენტ სააკაშვილს, გთავაზობთ სტატიაში: "ვინ ხარ შენ, მიხეილ სააკაშვილო?! მაშ ასე, გთავაზობთ დაპირებულ შედარებას _ აბელ არავიძე _ მიხეილ სააკაშვილი _ დავით აღმაშენებელი _ ზვიად გამსახურდია _ და 19 ბრალდება ედუარდ შევარდნაძეს! იმედია, მალე შედგება ``ნიურნბერგის პროცესი`` _ თავდაპირველად, საქართველოში! http://www.pres-cavcasia.ge/index.php?page=articles&article=149&lang=geo
  5. ბატონო asds, გუშინ მეც წავიკითხე თქვენი ვირტუალური გეგმა სახელმწიფო ამბოხებისა. ხუმრობით გეტვით რომ გურულები ძალიან გაანაწყენეთ, თითქოს მათ თავისუფლება რაღად უნდათო. თუმცა გეტყვით, დღევანდელ რეჟიმს ძალიან ეშინია თქვენნაირი ადამიანების. ამაში გეთანხმებით. გაძლევთ პირობას რომ თქვენ მარტო არ ხართ. კერძოდ, გეტყვით, რომ საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში ფუნქციონირებს მრავალი ვებ-გვერდი სადაც მუდმივად ქვეყნდება საქართველოს შესახებ ობიექტურ ხედვა. როგორც თქვენივე გადმოცემით ვიცი, ხართ ჟურნალისტი. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით planeta.ge-ზე და აქედან ვიმსჯელებთ საქართველოს კეთილდღეობაზე.
  6. თუ ამას ვერ წაიკითხავ, აბა რისთვის არის არის ეს ფორუმი და თანაც, მოდერატორი ხარ. შეიძლება ფიქრობდე ასე მაგრამ ნუ იგდებ აბუჩად იმას ვინც კითხულობს.
  7. რომან ფინი (რუვიმ ტეველის ძე ფინი), წარსულში საბჭოთა დისიდენტი, მეცნიერი, ამჟამად მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის და სხვა საერთაშორისო სამწერლობო ორგანიზაციების წევრი. დაიბადა რუსეთში, 1941 წელს. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის ინსტიტუტში. 1971 წლის თებერვალში დააპატიმრეს დისიდენტური მოღვაწეობისთვის, შეურაცხადად ცნეს და სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ, 1973 წელს, განაგრძო ისტორიულ–ლიტერატურული კრიტიკოსის საქმიანობა. 1980 წელს გაემგზავრა კანადაში. 1999 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს საქართველოში, 2009 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. გამოაქვეყნა 4 წიგნი. ჰყავს ქართველი მეუღლე – მარინე მაჭავარიანი. “Почему я полюбил Грузию – не знаю. За что, тоже не скажу. Так вышло. Что-то вело и привело, что-то должен был здесь сделать. Ну, например, все мои книги написаны здесь. Что не исключает возможности их написания в любом другом месте. Но так случилось”. – ბატონო რომან, განსხვავებით სხვა საბჭოთა დისიდენტებისგან (მაგალითად, ვ. ბუკოვსკისგან), თქვენ მკაცრად აკრიტიკებთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას დამღუპველად მიიჩნევთ. გვითხარით ძირითადი მოსაზრებები, რატომ არის თქვენთვის სააკაშვილის რეჟიმი მიუღებელი? http://www.pres-cavcasia.ge/index.php?page=articles&article=508&lang=geo
  8. მოგესალმებით babuagiorgi. მე ვფიქრობ, ჩვენი შეხედულებები და პოზიციები გარკვეულწილად თანხვედრია და სიამოვნებით ვეცნობი თქვენს კომენტარებს. მომავალშიც ალბათ უფრო მეტად ვიაქტიურებთ და შევეცდებით, რომ ინტერნეტ-მკითხველს მივაწოდოთ შეძლებისდაგვარად ობიექტური ხედვა დღევანდელობისა. გისურვებთ ჯანმრთელობას და გაძლებას დღევანდელ უკანონო და ფსიქურად ავადმყოფთა საბავშვო ბაღში, რასაც საქართველო ჰქვია.
  9. დღეს ციხეები სავსეა ლალისნაირი უდანაშაულო დამნაშავეებით. ჩვენ კი ვამბობთ, სამართალი მაინც იზეიმებსო, მაგრამ ყოველდღიურობაში პირიქით ხდება და სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს განუკითხაობა, ძნელი წარმოსადგენია. ალბათ ისევ ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა. მე ვფიქრობ, რომ ტყუილად გვაქვს ე.წ. მეოთხე ხელისუფლების (მასმედიის) იმედი, რომ ისინი გააშუქებენ ობიექტურად დღევანდელობას. დღევანდელი მასმედიაც (რა თქმა უნდა, ძირითადი უმრავლესობა, ზოგიერთი ინტერნეტ-გამომცემლის გარდა) ხომ სასამართლოსავით მთლიანად ჯიბეში ყავთ და პირიქით, მოსახლეობაში მხოლოდ შიშის დათესვის იარაღადაა გადაქცეული და შორს დგას ყოველგვარი ობიექტურობისგან. (ძირითადი უმრავლესობა მეთქი - იმიტომ რომ, უკანასკნელ ხანებში, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდნენ აშკარად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პროფესიულად მაღალ დონეზე მდგარი ინტერნეტ-გამოცემები, ისეთი, როგორიცაა pres-cavcasia.ge და მისი გამომცემელი ქ-ნი ქეთევან სესიაშვილი). ხოლო ოპოზიცია (დღევანდელი ე.წ.ოფიციალური ოპოზიცია) ვერაფრის კი არა, არაფრის შეცვლას არ გეგმავს, რადგან ეს სამთავრობო ოპოზიციაა და ნაცებისგან იღებენ დაფინანსებას. ისინი საკმაოდ კარგად მოერგნენ ნაცების მიერ შეთავაზებულ ვითომ ოპოზიციონერობას და მხოლოდ არჩევნების გზით ეცდებიან საპარლემენტო ქვოტების მოპოვებას, რათა დღევანდელი კანონმდებლობით მოიპოვონ შედარებით მეტი დაფინანსება ~მამა-მარჩენალისგან~. ნუთუ ვერ ხვდება ხალხი, რომ სწორედ ამიტომ განა ვერ,არამედ არ ერთიანდებიან, მათ კანონიერება არ ადარდებთ. მხოლოდ მიშიკოს ვინ უფრო მეტად აამებს, ამაზე არიან გაწაფულები. მიშიკოსაც უღირს გაწეული ხარჯი, უოპოზიციოდ ხომ ვერ დაამტკიცებს დემოკრატიობანას? ამიტომაც იხდის უოპოზიციო ოპოზიციაში სოლიდურ ხელფასებს პარტიების დაფინანსების სახით. ხოლო ოპოზიციურ პარტიათა ფინანსური შემოწირულობები მოაქცია თაგვის სოროსავით ვიწრო ჩარჩოში(იხ. საქართველოს ორგანული კანონი პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ). ქვეყნის ტირანიისგან ხსნის ერთადერთი გზაა: მოსახლეობამ უნდა დაიწყოს არაფორმალური მოძრაობა - მოძრაობა გადარჩენის. მთავრობას ხომ თავისი პოლიციური და უზურპატორული პოლიტიკით, თუ კარგად გავაანალიზებთ მდგომარეობას, ზუსტად ამ მიმართულებით მიჰყავს ქვეყნის მომავალი. ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ჩატეხილი ხიდი იმდენად დიდია, უბრალოდ, მისი გამთელება წარმოუდგენელია და ამაზე ხალხმა არც უნდა იფიქროს.
  10. ლალი სესიაშვილის ადგილას გისოსებში ახალაიებისა თუ კოდუების ნათესავი გულორდავა და ე.წ. ``დაზარალებული`` ქობულეთელი მჟავანაძეები უნდა ისხდნენ --- მაგრამ... დღეს საქართველოში სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ბუტაფორიააო და საქალაქო სასამართლოს განაჩენის მხოლოდ ბეჭედდამსმელიაო _ ამიტომაც არ გაგვკვირვებია დიდად სააპელაციოს მზია ლომთათიძემ საქალაქოს ლელა ნოზაძის უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას ლალი სესიაშვილისა და მიხეილ კეშელავასთვის კვერდაკრულმა რევერანსი რომ უცეკვა, რადგან დღეს საქართველოში მართლმსაჯულება არ არისო და, დღევანდელი მოსამართლეებიც მხოლოდ პროკურატურის ნოტარიუსები არიანო!!! მთელი გულწრფელობით მეცოდებიან ეს ეშმაკის მოსამსახურე მოსამართლეები, ეს პატარა ქალ-კაცუნები! ამ ენით აუწერელი, მახინჯური სასმართლოს მახინჯი განაჩენის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ მისამართზე: http://www.pres-cavcasia.ge/index.php?page=articles&sub=4&article=417&lang=geo
  11. ვარდი ჭაობში ვის უხარებია ანუ რა საქმე აქვს ვარდების მოყვარულ სააკაშვილს შევარდნაძის `'სმკ'' ჭაობში?! `'ვაშინგტონ პოსტში''გამოქვეყნებული ამერიკელი პოლიტიკოსის, რიჩარდ ჰოლბრუკის სტატია `'აშშ-სა და რუსეთის რომანის დასასრული'' - დღეს ფრიად აქტუალური ხდება. აღნიშნული სტატია `'პრეს-პრემიერის'' 49-ე ნომერში, პრეზიდენტ ბუშის ვიზიტამდე იყო განხილული. დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის სხვაგვარად შეიძლება დასათაურდეს. ეს პერიოდი ამერიკისა და რუსეთის არა რომანის დასასრული, არამედ, დასასრულის დასაწყისი გახლავთ. ჰოლბრუკის სიტყვებიდან ირკვევა, რომ ვაშინგტონსა და ევროკავშირს მოლაპარაკება ჰქონიათ რუსეთზე ზეწოლით საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე. სააკაშვილის მიერ 2005 წლის 3 მაისს თბილისის მუნიციპალიტეტის შენობაში წარმოთქმული სიტყვები: `'საქართველო ჭაობში ჩაფლულ გაფუჭებულ ავტობუსს მაგონებს, რომელსაც ძრავა გაუფუჭდა, ბენზინი მოპარეს, მაგრამ მოვიდა ახალი მძღოლი, ავტობუსი შეაკეთა და მისი ჭაობიდან ამოყვანა დაიწყო''. `'სმკ'' (სააკაშვილ მიშას კავშირის) მანქანაა. ვრცლად იხილე: http://www.pres-cavcasia.ge/index.php?page=articles&article=504&lang=geo#
×
×
  • შექმენი...