Jump to content
Planeta.Ge

kida

პლანეტელი
  • პოსტები

    8
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია kida

  • დაბადების დღე 05/14/1970

Contact Methods

  • Website URL
    http://

kida'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. kida

    David Gilmour

    zeppelina ნება თქვენია, როგორ შეგეწინააღმდეგოთ. ფორუმი ხომ ფრინველი არაა, არსად გაიქცევა
  2. kida

    David Gilmour

    zeppelina არა. ამ თემაში ნაწერებს. თავისთავად, ამის გარეშე როგორ იქნება. და კარგია. ფსიქოდელისტი რომ ყოფილიყო, ფსიქოდელიურ როკში იმუშავებდა დღემდე. თუკი თვლით, რომ 'სული აქვს ფსიქოდელიური', მაშინ ეს უკეთესია და ცოტა კონკრეტიკისაკენ მივდივართ - ანუ უკვე გაირკვა, რომ თვლით მას 'ფსიქოდელიური სულის მატარებლად' - მიუხედავად იმისა, რომ არც სიურეალიზმისაკენ აქვს პიროვნული მიდრეკილებები (რაც პრინციპში, ფსიქოდელიის მთავარი ელემენტია), არც თავის ამჟამინდელ მუსიკაში (ყოველ შემთხვევაში 2006 წლის სოლო ალბომი რომ ავიღოთ) აკეთებს ამაზე აქცენტს და ა.შ. ანუ საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა, რა არის მის პიროვნებაში, მის ცხოვრებისეულ პოზიციებში საზოგადოდ ფსიქოდელიური?
  3. kida

    David Gilmour

    zeppelina ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვგრძნობ, რომ რამე მაქვს სასწავლი. მე უბრალოდ შემოვდიოდი ამ ფორუმზე და ვკითხულობდი პოლიტიკაში ნაწერებს და ჩემს ჭიას ვახარებდი, ასე ვთქვათ. მაგრამ გილმორს 'ფსიქოდელიურ' მუსიკოსს ვერ ვუწოდებთ. ფსიქოდელია იყო და დარჩება აწ გარდაცვლილი და ცხონებული სიდ ბარეტის პრეროგატივად. განაწყენებაც არავითარ შუაშია აქ. მეტიც - ნაკლებად მადარდებს ეს თემა და ამიერიდან, რომ იტყვიან, 'გავატარებ'. ეს განყოფილება აქტიურობით შედარებით ჩამორჩება სხვებს + იყალთოს აკადემია არ არის, ასე რომ დეზინფორმაცია თუ სწორი ინფორმაცია მაინც ვერ გავრცელდება - ანუ ეს საკითხი არ მაწუხებს. ისე 40 წელი არც ისე ბევრია - ჩემზე ბევრად ასაკოვანი ხალხი მაგალითად, Uriah Heep, Nazareth, ბიტლზს და ფლოიდს ერთ ქვაბში ხარშავს, რაც ხოლმე გულახდილად მწყინს. მინუსები ნაკლებად გვაქვს - ჩემი თაობა მოესწრო იმას, რომ შესაძლებელია, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოიძიო ინტერნეტ-ქსელში, ჩემს წინა თაობას ეგ ფუფუნება არ ჰქონდა, ეგ კი არა, ტექსტებს გაზეთებში რომ არ ბეჭდავდნენ, რაღაცნაირად არჩევდნენ მაგნიტოფონიდან მოსმენილს და ისე წერდნენ ქაღალდზე მაგ ლირიკას. მტკიცებულებებს იმაზე, რომ ჯგუფი გამიზნულად განერიდა ფსიქოდელიურ და სპეის-როკის იმიჯს, მცირე ხანში მოგიყვანთ - ფაქტებით, რა თქმა უნდა. შევადგენ აქვე, რაც გამახსენდება, ყველაფერს. უმრავლესობას მტკიცებულებაც არ სჭირდება, ისედაც ჩანს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს - თუკი ასე სცემთ პატივს ვიკიპედიას (ვინაიდან საჭიროდ ჩათვალეთ, სტატია იქიდან ამოღებული ბიოგრაფიით გაგეფორმებინათ), მაშინ გადახედეთ ალბომებს მასში და თავად იხილეთ, რომელი რომელ ჟანრს მიეკუთვნება.
  4. kida

    David Gilmour

    zeppelina ზევით რომ ბლუზები დავდე ფლოიდის დაკრული, არ მოგისმენიათ? ეს ბლუზი არ არის? მით უმეტეს, რომ ამტკიცებთ, გილმორმა რაც მნიშვნელოვანი გააკეთა, ფლოიდში გააკეთაო (სწორედ რომ ასეა). ანუ გინდათ უარყოთ, რომ ბლუზი საერთოდ არ დაუკრავთ? მე არ ვთქვი, რომ ბლუზს უახლოვდებოდა. მე ვთქვი, რომ ფსიქოდელიურ როკს აბსოლუტურად გაემიჯნა (სტუდიურ შემოქმედებაში და არა კონცერტებზე, მაგრამ 77-81 წლებში ფსიქოდელიას კონცერტებზეც არ უკრავდა, გარდა იმისა, რომ Careful with that axe დაუკრა რამდენჯერმე სცენაზე 77-ში). უფრო მეტიც - მათი მუსიკა საერთოდ აღარაფერს ჰგავდა, თვითმყოფადი და გამორჩეული იყო, პროგრესული როკის ელემენტებით. მე ვამბობ, რომ გილმორის ფესვები ბლუზშია, ის ბლუზზე აღზრდილი გიტარისტია, ბლუზმა ჩამოაყალიბა ის და თავის მუსიკაში და მთელ მათ შემოქმედებას ეს კარგად ეტყობა, ისევე როგორც რიკ რაიტის დაკრულს ეტყობა ჯაზის გავლენა. ფსიქოდელიას რაც შეეხება, ნებისმიერი სტაჟიანი და ბევრი არასტაჟიანი მსმენელიც ნათლად აგიხსნით, რომ მათი სტუდიური შემოქმედება ფსიქოდელიას მხოლოდ 73 წლამდე შეიცავდა. ბატონო მოდერო, თქვენ აპირებთ მასწავლოთ ეს? კინგ კრიმსონის თემაში ჯეტრო ტალის ფოტო რომ არის წამოჭიმული თქვენს მიერ მთელ გვერდზე, ამის მერე ვენდო თქვენს ნათქვამს? კაცმა 40 წელს მივაღწიე და დავიჯერო, მანდ რაც დევს, კრიმსონის ფოტოა?
  5. kida

    David Gilmour

    მაინტერესებს, როდიდან? როდემდე ან რატომ არის ფსიქოდელია - იმიტომ რომ ადამიანის 'აზროვნებაზე' უცნაურად მოქმედებს? :) ჰმ. არ არის გასაკვირი, ბევრი ვერ ხვდება, რომ 'ფსიქოდელიური' სულ სხვა ტერმინია. ეტყობა ფსიქოდელიურ როკს სულ სხვა რამეს ეძახი. კარგი, ამიერიდან უფრო მეტი გეცოდინება - როგორც ბლუზის ნაწილობრივ გამოყენებით, ასევე სუფთა ბლუზი. ქვემოთ არის ის, რაშიც ნაწილობრივ ან მთლიანად არის ბლუზის რაღაც ხერხები More-დან: More Blues http://www.youtube.com/watch?v=MHjidQMzvK0 ზაბრისკი პოინტის საუნდტრეკიდან - Love Scene (Version 6) (ამისი იუტუბი ვერ ვნახე, ავოეზე დევს მთელი საუნდტრეკი) Meddle - Seamus (აბსოლუტური ბლუზი) http://www.youtube.com/watch?v=HuOB2_u87fo Wish you were here - Shine On You Crazy Diamond (Parts I–V) ანუ პირველი ნაწილი სწორედ რომ ბლუზის ელემენტებს შეიცავს (მეორეს ეს არ ეხება, მეორეში ეგ არ არის). პირველი ნაწილის მესამე განყოფილება ბლუზია. A momentary lapse of reason - The Dogs of War-შეიძლება ითქვას, მძიმე ბლუზი. http://www.youtube.com/watch?v=pPFJDVKpB7s The division bell - What Do You Want from Me? ბლუზური ელემენტებს შეიცავს გიტარაში. აგრეთვე: პინკ ფლოიდის ჩვეულებრივი ბლუზი (რომელსაც 70იანების დასაწყისში თითქმის ყველა კონცერტზე უკრავდნენ) ბლუზი 'პომპეიდან' http://www.youtube.com/watch?v=IFRiaszvB8Y მონრეალი, 1977 წელი (ტურის ბოლო კონცერტი) დევიდის სოლოებიდან????? კი ბატონო პირველი სოლო ალბომიდან (David Gilmour, 1978) - (ცოტა შეანელე ზეპირად და ნახავ როგორი ბლუზური პროგრესია აქვს) მესამე სოლო ალბომიდან (On an island, 2006) - (ამას შეცვლაც არ სჭირდება) Deep in the blues რომ ახსენე, კარგია. მართლა შესანიშნავი რამ არის. აი კიდევ ერთი, ბიბისთან ერთად კიდევ ერთი და პლუს ამას - ვიკიპედიის სტატიიდან თავად გაქვს დაკოპირებული ზემოთ ინფო იმაზე, რომ ბლუზს ეყრდნობა მისი შემოქმედება. არა მადლობა 20 წელია ისედაც კარგად ვიცნობ Meddle-ის ჩათვლით სტუდიურ ალბომებს(ისევე როგორც მის შემდეგ), Meddle-ამდე კი ფსიქოდელია ბევრგან ჰქონდათ, გარდა მაგისა საკონცერტო აუდიოჩანაწერების დიდი არქივი მაქვს, სადაც ფსიქოდელია დაახლოებით 73 წლამდე იყო კონცერტებზე, უფრო ადრე ხომ საერთოდ.
  6. kida

    Roxette

    საკაიფო ბენდია (ან იყო წარსულში). ლამაზი სიმღერები ჰქონდათ.
  7. მარაზმი, რომელიც ათწლეულები გრძელდება. ნუ უჯერებთ.
  8. kida

    David Gilmour

    zeppelina გილმორი 'ფსიქოდელისტი' არასოდეს ყოფილა. 'ფსიქოდელია' ეს არის მუსიკა, რომელსაც ფლოიდი აშკარად მხოლოდ 71 წლის ჩათვლით წერდა + რაც შეიძლება სწრაფად ემიჯნებოდა მაგ მუსიკალურ ჟანრს, გილმორი კი საერთოდ - შორს იყო მაგისგან, ბლუზზე აღზრდილი გიტარისტია საერთოდ. და თავად ამბობდა, როგორც მახსოვს, რომ ფსიქოდელია იმდენად არ ითრევდა,
×
×
  • შექმენი...