მაკიაველი მე ჩემს აზრს ვწერ მიმდინარე მოვლენებზე. შენ მოგწონს, არ მოგწონს შენი ნებაა. არ დამიშლია არავისთვის საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება და არც ბილწსიტყვაობაზე გადავსულვარ როცა ოპონენტის აზრები არ მომწონს. ასე რომ კარდუს გზას შენ უფრო ადგახარ, როცა შენი აზრის საზინააღმდეგო აზრზე ლამისაა ალერგია დაგემართოს. ხალხი თავის მმართველებს ირჩევს არჩევნების შედეგად. პატრიარქი და მღვდლები არჩეულია? რა შუაშია აქ დემოკრატია? ეკლესია არ არის დემოკრატიული ინსტიტუტი და არც ითხოვს დოგმატებზე დაფუძნებული ინსტიტუტიდან ამას ვინმე. იმ გერმანიაში, პოლონეთში და ა.შ. დამნაშავე სასულიერო პირები დასაჯეს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. რას ნიშნავს არ იღებს? ჩემთვის უსიამოვნოა ჰომოსექსუალიზმის არსებობის ფაქტი. არ მყავს მეგობრებში ჰომოსექსუალისტები. სვეცკად ჩამთვლის ვინმე თუ სოფლელად ეგეც არ მაინტერესებს. მაგრამ არ დავსდევ და არ ვავიწროებ ამ ხალხს, არ ვძალადობ მათზე არც სიტყვიერად და არც ფიზიკურად. მოკლედ კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი გადაიკითხეთ რა ბატონო იურისტო კიდევ ერთხელ. ის რაც ლგბტ -მ გააკეთა რუსთაველზე არ არის დასჯადი, აი მათი მოწინააღმდეგეების ნაწილის ქმედებები პირდაპირ ხვდება სს კოდექსის ქმედების არეალში. ესეც მუხლები: 126-ე მუხლი – ძალადობა 142-ე მუხლი – ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხელყოფა; 153-ე მუხლი – სიტყვის თავისუფლების ხელყოფა; 154-ე მუხლი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა; 161-ე მუხლი – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა; 239-ე მუხლი – ხულიგნობა; 352-ე მუხლი – სახალხო დამცველზე ზემოქმედება; 353-ე პრიმა მუხლი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლის მიმართ. შენი აზრით ამ ვიდეოში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არაა? http://www.youtube.com/watch?v=MaRZgJ-bMy0&feature=player_detailpage#t=0s