Jump to content
Planeta.Ge

ragadan

პლანეტელი
  • პოსტები

    30
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ინფორმაცია ragadan

  • დაბადების დღე 06/26/1966

Profile Information

  • Gender
    Male

Contact Methods

  • MSN
    z777

ragadan'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ეხ თინა, თინა... აი ასეთი ბოდვა საიდან მოგაფიქრდა ჰა? სულ გაყვითლდნენ ბოტკინიანებივით ეს რესპები... :D პ.ს. შევმოწმე ლინკი და ეტყობა მიხვდნენ რომ უზარმაზააარი@ძიძიგური კვერცხობა დაახეთქეს და სტატია საერთო გააქრეს
  2. mama რა შუაშია პარლამენტარი? როდესაც ადამიანი ისეთ სიტუაციაშია, რომ ევთანაზიის საკითხი დგება, გადამწვეტ უმრავლეს შემთხვევაში მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც შორსაა ჯანმთელობისგან და სრულყოფილებისგან. აქ ფსიქიატრის ჩართვაა აუცილებელი, სამედიცინო სპეციალისტის და არა პოლიტიკოსის. პ.ს. ალბათ მიხვდით, რომ ეს თემა არ არის "მიშა გადადექი" შინაარსის, ცოტა სხვა მიმართულება აქვს, დაწყნარდით..
  3. პ.ს. დემოკრატიას რაც შეეხება: ეს უფრო თავისუფალი ფორუმია, ვიდრე ის.. ჩემი ხმა პინგვინიანას
  4. Harvard.888 სხვათაშორის ზუსტად თქვენი არგუმენტები იყო აქაც მაგ პრობლემის საპირწონედ, ანუ არგუმენტები, რომ ადამიანებს ტანჯვისგან და ტკივილისგან იხსნიდნენ.. კონტრ არგუმენტი საკმაოდ მარტივი იყო, არ არსებობს ტკივილის დამდგენელი და მაკლასიფიცირებელი არანაირი აპარატურა, ერთადერთი რაც ექიმს შეუძლია დაადგინოს ის არის რეაგირებს თუ არა ტკივილზე ტვინი, ისიც მეორადი სიმპტომებით, მაგალითად თვალის გუგის ზომის შეცვლა ტკივილის დროს, გულის რითმი, ოფლიანობა და სხვა, მაგრამ პირდაპირ რაიმე აპარატი რომელიც იტყვის რომ პაციენტს ძლიაერი ტკივილი ტანჯავს თუ უბრალოდ პახმელია არ არსებობს, რჩება ისევ ფსიქიატრის დასკვნა. რაც არ იძლევა 100% სიზუსტეს, ოდნავ ჭკვიან და ნაკითხ პაციენტს ხშირად შეუძლია ფსიქიატრის მანიპულირება (რაც ხშირად დაფიქსირებულა), აქედან გამომდინარე ევთანაზიის პრობლემა კიდევ დიდი ხანი იქნება დღის წესრიგში. მეორე პრობლემაა, რომ ხშირად პაციენტს გონია რომ უკურნებელი დაავადებით არის ავად და სხვადასხვა მიზეზების გამო ცდილობს შეუმსუბუქოს მდგომარეობა ან საკუთარ თავს ან ახლობლებს (წინააღმდეგია დამატებითი მკურნალობის, რათა ოჯახი და ახლობლები ზედმეტი ხარჯებისგან დაიცვას და ამის მსგავსი სხვა პრობლემები) მოკლედ ძალიან მალე ნებდებიან, ამ დროს კი თვით სიმსივნეც კი დამარცხებადია, თუ თავის დროზე დადგინდა და შესაბამისი მკურნალობაც ჩატარდა. ახლა ასეთი პაციენტი დაუყონებლივ ითხოვს ევთანაზიას, რაზედაც სამართლიან უარსაც იღებს. მოკლედ კარგია, რომ ევთანაზიას ასე მარტივად არ იყენებენ, თუმცა მეორე მხრივ ადამიანს თვით აქვს უფლება გადაწყვიტოს როდის დაასრულოს აქ თავისი მისია და ჯამში ვიღებთ ჩაკეტილ წრეს სადაც ხო აქვს ადამიანს არჩევანის უფლება, მაგრამ არ აქვს IMHO.. ადამიანს უნდა ჰქონდე არჩევანის გაკეთების უფლება და ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ევთანაზია მე მგონი არ გადის ისეთ კატეგორიაში, სადაც პაციენტს გადამწყვეტი ხმის უფლება უნდა ჰქონდეს..
  5. რთული საკითხია, მასე ერთმნიშვნელოვნად პასუხს ვერ გასცემ. ჰოლანდიაში სადაც ევთანაზია მიღებულია, საკმაოდ რთული პროცედურა უნდა გაიარო სანამ ვინეს ევთანაზიის უფლებას მისცემენ, პირველ რიგში ფსიქიატრიულ დასკვნას ითხოვენ, რომ პაციენტი სრულ ჭკუაზეა და თვითონ ითხოვს სიცოცხლის შეწყვეტას, რაც ხშირ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია..
  6. ვცადე და რძე შემძულდა სიგარეტის მაგივრად....
  7. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, უგულავას კონკურენტი არ ჰყავს და ეს რეალობაა, ხოდა იყვირეთ ეხლა გაყალბდა, გაყალბდაო მოკლედ, თუ არ შეცვლის ეს ე.წ. ოპოზიცია თავის სტრატეგიას და ხალხს თუ მეტ პატივს არ სცემენ, დარჩებიან ისევ იმ პოლიტიკურ კლოაკაში სადაც ეხლა არიან, ამით ისევ სააკაშვილის საქმეს აკეთებენ და ეს ხელისუფლებაც თავს გადის..
  8. lasha1997 კარგით, სახლიდან შემოვალ და შევეცდები ეს კამათი განვაგრძო, ახლა სამსახური გამითავდა 15 წუთის წინ და უნდა წავიდე, წინ კიდევ 75 კმ მაქვს გასავლელი, სულ ცოტა 2 საათი საცობში ჯდომით. დაახლოებით 2 სათში განვაგრძოთ თუ მოიცლით. მანამდე კი დროებით
  9. როგორ გითხრათ, სამშობლოს სიყვარული ყველას თავისებურად ესმის და განსაკუთრებულად ინდივიდუალური იქნება ამ სიყვარულის გამოხატვაც, ჩემთვის სამშობლოს სიყვარული ბევრ სხვადასხვა ასპექტში გამოიხატება, თუნდაც ქუჩაში ნაგვის არდაყრიდან დაწყებული, ხელში კომბალით ტანკზე გაწევამდე (ეს ასე ვთქვათ ფიგურალური გამონათქვამია). ამ საკითხზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ამ თემასთან რა კავშირშია პატრიოტიზმის ჩემეული აღქმა, ამას ცოტა ვერ ვიგებ.. აქ საზოგადო პირზე ვსაუბრობთ, რომელსაც ლიდერის ამბიციები აქვს, მე არ მაქვს ასეთი ამბიციები, შესაბამისად "უფლებაც მაქვს" ჩემს გამონატქვამებში ნაკლებად ფრთხილი ვიყო, აი მაგ სუბიექტს კი ამის უფლება იმ წამს დაუმთავრდა, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის სახელით რომ დაიწყო საუბარი.. იმედია მიხვდით რისი თქმა მინდა.. პ.ს სანამ პასუხს დავწერდი თქვენ პოსტი შეგისწორებიათ მიშამ 40 გადაცილებული ხალხის მოცილებით (ეს სიტყვა უფრო შეესაბამება მომხდარ ფაქტს) შეცდომა დაუშვა (ალბათ), თუმცა საკმაოდძლიერი არგუმენტებიც მოიყვანა, რასაც მე არ ვეთანხმები, თვითონ მოვხვდი მაგ ასაკოვან ცენზში. მაგრამ ეს 2 ფაქტი თავისი არსით ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ მე მგონი ცოტა უხერხულია ერთმანეთთან შედარება..
  10. რატომ გგონიათ მასე? რომ წავიკითხე სწორედ მას მერე გამოჩნდა აზრი რომ სარზეა გასასმელი ეგ არამზადა, ესე იგი თუ ქონება არ მაქვს და ჯიპი არ მაქვს, ჩემი სამშობლო არ უნდა დავიცვა ხომ? მაგ სუბიექტს ერთხელ გაუვიდა ხალხს რომ საქონელი უწოდა, ეხლაც ყველანაირად ცდილობთ მის სიბრიყვის (მე უფრო უხეშადაც ვიტყოდი) გამოსწორებას.. არ ვარგა ასე.. ერთი ადამიანის ზიზღს, ქვეყანა ყვება ზედ, არ შეიძლება ასე.. თეთრს თეთრი დავარქვათ და შავს შავი, რასაც მიხო აშავებს ეგეც ვთქვათ, მარა ასეთ აშკარა ნაძირლობასაც უნდა გაეცეს ადექვატური პასუხი.. ასეთია ჩემი კომენტარი!
  11. ადვილი შესაძლებელია მასეთიც იყოს, რატომაც არა?
  12. უმაღლესი მთავარსარდალი ბევრჯერ შეიცვლება, ეგ არაა ტრაგედია.. ის რომ ნდობა დაიკარგა, რათქმა უნდა ცუდია, მაგრამ.. ამ მთავრობამ და მიშამ პირადად ძალიან ბევრი შეცდომა და სისულელე ჩაიდინა, მაგრამ ომის დაწყებიდან მეორე (თუ მესამე) დღეს უკანდახევის ბრძანებას სისულელედ ვერანაირად ვერ ჩავუთვლი, მაგ ბიჭები თავს შეაკლავდნენ და არ დანებდებოდნენ, მიწასტან გაასწორებდნენ მთელ საქართველოს და მართლაც რეალურად მოხდებოდა საქართველოს დესუვერენიზაცია, გაგრძელდებოდა რამოდენიმე წელიწადი პარტიზანული ოპერაციები რაც ძირეულად ვერაფერს შეცვლიდა, იქნებოდა მეტი მსხვერპლი და მეტი უბედურობა.. მე მგონი უკანდახევის ბრძანება დროული, საჭიროც და აუცილებელიც იყო.. აგვისტომ თავისი საქმე გააკეთა, ზედმეტი მსხვერპლი კი რუსეთის გარდა არავის სჭირდებოდა, მიშა იმპულსური და ცეტი ლიდერია, მაგრამ მისი (ან იმის ვინც ეგ გადაწყვეტილება მიიღო) ეს გადაწყვეტილება მე მიმაჩნია 100% გამართლებულად.. თქვენ არ გგონიათ მასე?
  13. 100% გეთანხმები, მაგრამ ეგ უფრო საერთო ფილოსოფიური განცხადებაა, ამ თემასთან ნაკლებად არის კავშირში.. გაიზარდა, თუმცა 1993 წლის ტრაგედიასთან ბევრად ნაკლებად, ამასთანავე მეტ-ნაკლებად მიეხედათ მაგ ხალხს და ქუჩაში არ დარჩნენ, გთხოვთ უტრირება არ გვინდა, მესმის რომ საკუთარი სახლის და მთელი ცხოვრების ნაშრომს ვერაფერი ვერ შეცვლის, მაგრამ მე მახსოვს 1993-94 წელი აფხაზეთიდან ლტოლვილები ქუჩაში ეყარნენ უპატრონოდ, ამაში მაინც ხომ მეთანხმები? ამაში ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით, ეხლა ყველაფრის ტქმა შეიძლება, მაგრამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია ნამდვილად მოხდა და ეს ფაქტია.. ასევე ამ ფაქტმა ბებერ პროსტიტუტ ევროპას ნათლად დაანახა რომ არ არსებობს არანაირი დემოკრატიული რუსეთი, არსებობს ერტი ჭუჭყიანი და ველური დათვი, რომელიც ყოველტვის უნდა ნახევრად მშიერი დაბმული იყოს სადღაც სახლის უკან და მისი ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ არის, დამამტკიცებელი საბუთია ნაბუკოს პროექტის ფორსირება და შუა აზიის რესპუბლიკების ირგვლივ გგაცოცხლებული საეჭვო აქტიურობა.. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით ჯარი არ არის არც დემორალიზირებული და არც უიმედობაში გადავარდნილი, პირიქით ჯარში აშკარად არის წყენა მთავრობის მიმარტ უეცრად შეწყვეტილი ომის გამო, ყველას ბრძოლა სწყუროდა და კიდევ ელოდებიან თავის შანსს ამ ბრძოლის გასაგრძელებლად, ეს კი არანაირად არ მიუთითებს დემორალიზებულობაზე, დემორალიზებული არმია მე 1993-1994 წლებში კარგად მახსოვს, ეხლა სხვა სურათია.. პოლიტიკურ სამყაროში ნიკარაგუა და ჰამასი არაფერს ნიშნავს, კიდევ ჩავესი, ნუ გავიწყდებათ, რომ პოლიტიკური ცნობა პარლამენტის საქმეა და არა პრეზიდენტის, ამ შემთხვევაში არც ერთი ქვეყნის პარლამენტს ეგ ტერიტორიები არ უცვნია.. ყოველშემტხვევაში ეგ საქართველოს ინტერესებისათვის ყველაზე უმტკივნეულო ადვილი გამოსავალი იქნება.. არა აუცილებელი იყო აგვისტოში კონფლიქტის იურიდიული სტატუსის შეცვლა, რაც მოხდა, დანარჩენი ლირიკაა.. პოლიტიკაში ასეთი განცხადებები არ მოსულა, რაც ეხლა კეთდება და რა იურიდიულ სიტუაციაში არის რუსეთი მოქცეული, ზუსტად მაგას ნიშნავს.. ეს ყველაფერი IMHO, არ ვარ მე ექსპერტი
  14. რა ვიცი, ეს მოსაზრება უფრო ჩემით მოპოვებულ ინფორმაციებიდან გამოვიტანე, შეიძლება ვცდებოდე, მარა რა ვიცი, ასე გამოდის რა,, აი ცემს არგუმენტებზე რას იტყოდი, შორს დგას რეალობიდან?
  15. რა არის იცი? ამ თემაზე ჟოაოს ჰქონდა უფრო დალაგებულად "დაპროსტინებული", მე პირადად, ასე ვთქვათ გლეხურად ასე მესმის: 1993 წლიდან ტერიტორიები ახეული გვქონდა და ყველაზე უარესი ამ კონფლიქტების და ტერიტორიები დაბრუნების პროცესი ადგილიდან არ იძვროდა რამოდენიმე მიზეზის გამო: 1. ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი ერთის მხრივ აფხაზებთან და მეორეს მხრივ ოსებთან, სადაც "მომრიგებელ მოსამართლედ" გაერთიანებული ერების, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იყო. არანაირი სახის ინტერნაციონალიზაცია ამ კონფლიქტების რუსეთს არ აწყობდა და არც არაფერს არ აკეთებდა. 2. პრინციპში იურიდიულადაც და დე ფაქტო-დაც ეგ ტერიტორიები წარმოადგენდა რუსეთისთვის ე.წ. "თავისუფალი ფრენის" არეალს, საიდანაც საქართველოზე პერმანენტულად ახდენდა შანტაჟს და საკუთარი ინტერესების გატარების 100% გარანტიებსაც იღებდა (იგივე შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი უამრავი კაბალური (საქართველოსთვის) ხელშეკრულებებიც მოწმობს. 3. რუსეთისთვის მშვიდობისმყოფელობა მაგ რეგიონებში ასევე კარდ-ბლანშს აძლევდა იგივე ევროპისა და ამერიკის დასანტაჟებლად, ასე თუ ისე საქარტველო აღიარებული ენერგო-დერეფანია, შესაბამისად რუსეთის ასე ახლო ყოფნა ამ ენერგეტიკულ არტერიას ნებისმიერ დროს გადაკეტავდა, რითაც იგივე ევროპას დააშანტაჟებდა, სამაგიეროდ ყოველთვის გაიშვერდა თითს საქართველოსკენ, როგორც ამ კონფლიქტის გაღვივების ძირითადი მიზეზი. ახლა რა მოხდა აგვისტოს ომის მერე: რუსეთმა თავისი თავი აღიარა როგორც კონფლიქტის მხარე და ამ კონფლიქტებს უკვე 2 ქვეყანას შორის კონფლიქტი ჰქვია და არა ერთ ქვეყანაში არსებული ეთნო-კონფლიქტები, აქედან გამომდინარე უკვე გამოჩნდება ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების უამრავი გზაც, გაიხსენეთ აღმოსავლეთ ევროპა, რუსებს იქ 15000 ტანკიანი 2 არმია და 80000 ჯარისკაციანი საოკუპაციო აჯარი ეყენა, ერთი გასროლაც კი არ მომხდარა ისე გაყარეს იქიდან რუსები, საქართველოდანაც ასე გაეთრევიან, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, ამას ალბათ 5 დან 10 წლამდე დასჭირდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ეს იმიტომ არ მოხდება, რომ საქართველო ასეთი პატიოსანი და დაჩაგრული ქვეყანაა, ყველაფერი ეს ბინძური პოლიტიკაა, სადაც დიდი ქვეყნები ვერ იტანენ ერტმანეთისგან გავლენის სფეროების გადანაწილებას. რუსეთმა ბევრი მოინდომა და ზუსტად საკუთარ სიხარბეზე წამოაგეს რუსეთი, ზუსტად ისევე როგორც 1939 წელს ჰიტლერი წამოაგეს წინასწარ უკვე წაგებულ ომს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, სხატაშორის პიონტკოვსკიმ 14 აგვისტოსვე შეადარა სარკოზი-მედვედევის ცეცხლის შეწყვეტაზე ხელმოწერილი დოკუმენტი ახალ მოლოტოვ-რიბენტროპის აქტად. რუსეთი დაშლა დასუსტების პირველი გეგმა სწორედაც ის აგვისტოს ომი იყო, მეორე ნაბიჯი და უკვე ნათელია ეს რუსეთის იმპერიაში ჩაჭედებული ბოლო ლურსმანი იქნება რუსეთის იგივე შეცდომის გამეორებას ყირიმში, რასაც რუსეტი ვერ აცდება, უკვე იციან, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ.. თუ ცაყლაპეს უკრაინის ევროპასთან დაახლოება და კიდევ უფრო უარესი ნატოში გაწევრიანება, დაჩუტულებს თვითონ რუსული ბიდლო მოუღებს ბოლოს, ამიტომ თავს ამ ხაფანგში მაინც გაყოფს... ეს ძალიან მოკლედ დავწერე, მაპატიეთ, დღეს ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, სიცხე მაქვს 39,7, მეზობელმა გამახარა მექსიკური გრიპი გექნება უეჭველი და სანამ აქ ხარო (იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვს) 2 ბოთლი ორაყი მაქვს და დავლიოთო თუ გადავრჩი უფრო ფარტოდ დავწერ, ისე თვალს აქედან თქვენს შეკითხვებს მაინც მივადევნებ..
×
×
  • შექმენი...