Jump to content
Planeta.Ge

ბადრი_წიქორაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    568
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ინფორმაცია ბადრი_წიქორაძე

  • დაბადების დღე 06/01/1959

Profile Information

  • Gender
    Male
  • Location
    თბილისი

ბადრი_წიქორაძე'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მადლობა ყველას, ვინც შემოუერთდა ამ აქციას და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. ეს საზოგადოებრივი აქტიურობის პატარა გამოვლინება იყო.
  2. სამწუხაროდ ასე გამოდის, რომ ურთიერთიერთობის გაფუჭება აზერბაიჯანლებს ფეხებზე ჰკიდიათ, ჩვენ კი ვითომ "მეგობრობას" ეროვნული ღირსების შელახვის ფასად ვინარჩუნებთ. ეს არ არის ფობია, ეს არის აღნიშნული ფაქტის ანალიზი.
  3. "ხსოვნა იყოს სოფელ ქვემო მაჩხაანიდან გარდაცვლილი ახალგაზრდების" ინფორმაციის სიმართლეზე მისმა გამვრცელებელმა აგოს პასუხი, მე წყარო პირნათლად მივუთითე.
  4. "ხსოვნა იყოს სოფელ ქვემო მაჩხაანიდან გარდაცვლილი ახალგაზრდების" ძუკუ! მე მხოლოდ ავღნიშნე, რომ საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა და მეოთხე სიკვდილის პირზეა, მათ საპატივცემულოდ კლავიატურაზე ცოტა ზედმეტი დავაკაკუნოთ-თქო. მივუთითე წყარო, საიდანაც გავიგე ეს ამბავი. დანარჩენი სალაპარკოც არაა: ვის როგორ ესმის ეს ამბავი, მისი საქმეა. მე თემის გახსნის დროს არავითარი მინიშნებები არ გამიკეთებია, თუ ვინმე აცხადებს, რომ მეზობელ სოფელში ავტომატები ყველა სახლშია, ამან 80-იანი წლების აფხაზეთის ალეგორია გამოიწვია ჩემში და მიტომ მივაქციე ყურადღება.
  5. "ხსოვნა იყოს სოფელ ქვემო მაჩხაანიდან გარდაცვლილი ახალგაზრდების" იმავე წყაროდან, მათთვის, ვინც ყურადღებით არ წაიკითხა: ამის შემდეგ მე ვაღვივებ "გაუგებარ დაპირისპირებას"?
  6. "ხსოვნა იყოს სოფელ ქვემო მაჩხაანიდან გარდაცვლილი ახალგაზრდების" ბოდიში, მაგრამ დაწვრილებით წაიკითხეთ ან მოცემულ ბმულზე ან აქ, ბოლო პოსტი:
  7. ...გასულ კვირას, კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში საქართველოს მოქალაქე ილგარ ასან ოღლი ქარიმოვმა ოთხი კაცი ჩაცხრილა და მიიმალა. 23 წლის მურად შანშაშვილი, 24 წლის ილია პაპუაშვილი და 36 წლის ვაჟა ნატროშვილი მაშინვე დაიღუპნენ, ხოლო 26 წლის ნიკოლოზ პაპუაშვილი ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია და დღემდე სიკვდილს ებრძვის... http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/50/ilia-copy-2.jpg--- http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/50/muradi-copy-2.jpg ...ოჯახი არ მოიძებნება აზერბაიჯანულ სოფელში, რომ ავტომატი და ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდეს სახლში. სუყველამ იცის ეგა... ...მეორე დღეს ყარაჯში აზერბაიჯანული სოფლებიდან 40 მანქანით ჩავიდნენ აზერბაიჯანელები მკვლელის დასაცავად, შეამოწმა ვინმემ, რა ჰქონდათ იმ მანქანებში? ხმას ამაიღებ თუ რა? ჩვენმა მთავრობამ აქეთ მოგვიჩინა პოლიციის ეკიპაჟი, თუ რამე გაბედა სოფელმა, ხმა რომ ჩააკმენდინონ... წყარო: My link სიტყვა გავტეხე და შეგიძლიათ ის დამაბრალოთ, რაც დავიჩემე, მაგრამ ზემოთ მოყვანილმა ამბავმა გადამაწყვეტინა თქვენი საიტის საშუალებით მოვუწოდო ყველა ფორუმელს გამოვაცხადოთ დღევანდელი დღე ინტერნეტ-სივრცეში გლოვის დღედ. მხარდამჭერებს ვთხოვ დღეს ყველა პოსტი დაიწყონ სიტყვებით: "ხსოვნა იყოს სოფელ ქვემო მაჩხაანიდან გარდაცვლილი ახალგაზრდების"
  8. შაქროII გმადლობთ. საკითხი ამოწურულია, თემა შეიძლება დაიხუროს, თუ ადმინებს სურთ. ყველანი კარგად ბრძანდებოდეთ.
  9. რადგანაც ჩემს მიმართ იყო რამოდენიმე მიმართვა თქვენი ნებით ვუპასუხებ: გმადლობთ რჩევისათვის მაგრამ მანამდე კარგი იქნებოდა ეს რომ წაგეკითხათ: ამაზე კი გიპასუხებთ: "კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო" ისეთი მოსამსახურე ერის მაგალითი, როგორსაც ესენი გვიმზადებენ უკვე იყო ისტორიაში - კუბა რევოლუციის წინ. ბატონო შაქრო! უკვე შევადგინე, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავუმატებ ან თქვენ თვითონ დაამატეთ თუ გინდათ (პლაგიატობა რომ არ დამბრალდეს), ოღონდ საჭიროა გამომცემლობის, გამოცემის წელის და ავტორთა კოლექტივიდან ერთი-ორი წევრის დამატება.
  10. ბატონო ლაშა! რა თქმა უნდა თქვენს სახლში თქვენა ხართ უფროსი და მე არ ვაპირებ ჩემი შეხედულებები თავს მოგახვიოთ. ზოგი რამ თქვენი ნებაა და ზოგი რამ ჩემი. მე პირადად მიუღებლად მიმაჩნია სხვას პირადული შეფასებები მივცე და მით უფრო არ გამიხარდება ასეთი რამ ჩემს მიმართ. ძველი სისტემა, როდესაც გაფრთხილებები აღინიშნებოდა და არა შეფასებები მიმაჩნია უფრო დემოკრატიულად, მაგრამ ვიმეორებ, ეს თქვენი ნებაა. რამდენად თქვენთვის გასაკვირველი არ უნდა იყვეს ბადრი წიქორაძე ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია და ყველგან ამ სახელით ვწერ. ბოდიში შეწუხებისათვის.
  11. როგორ გეკადრებათ პატივცემულო. რას ნიშნავს ნუ მიაქცევთ ყურადღებას,როდესაც ჩემს რეპუტაციას ეხება საქმე? მე ხომ ნამდვილი ქართული მენტალიტეტის ასაკოვანი კაცი ვარ და ასეთ შეურაცყოფას როგორ არ მივაქციო ყურადღება? მე სერიოზულად გთხოვთ: ეს, ბოდიში და სისულელე გამოასწოროთ. თუ კიდევ შემოვიდე, თუ გინდათ სქესობრივი უმცირესობების დამცველი მიძახეთ მაგრამ ან ჩემი სახელი მოაშორეთ ამ ფორუმს, ან კიდევ ეს ”ნეგატივ-პოზიტივი” ჩემს სახელს.
  12. ეს რა სისულელეა, ”ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლი”. ვინ არის ის ”ღვთაებრივი” პიროვნება, რომელიც ჩემს ნაწერს აფასებს? იქნებ ვანოსაც აბარებთ ანგარიშს? თქვენ დემოკრატია ალასანიასთან ერთად ლობიოს ჭამა ხომ არ გგონიათ? პოლიტიკურ თემებზე წერთ დემოკრატიის პრეტენზიით და ასეთი სისულელე ვინ მოიფიქრა? როგორ ფიქრობთ ძალიან მესიამოვნა, რომ თურმე ნეგატიური პიროვნება ვყოფილვარ? ვინც ეს დაწერა, ჩემდენი გაუკეთებია ცხოვრებაში? ერთი სიტყვით: ”ვაი თქვენს პატრონს” მოვითხოვ რომ ან ეგ ”ნეგატიური - პოზიტიური” წაშალეთ ჩემს სახელთან, ან მთლიანად წამშალეთ, მეტად მე მაინც აღარ ვარ შემწუხებელი. ახლაც საერო საქმისათვის დახმარება მჭირდებოდა და იმიტომ შემოვედი. ჩემი კი არა, საერო (სამშობლოს) საქმისათვის.
  13. თერჯოლის რაიონის უფროსკლასელ მოსწავლეთათვის ვაკეთებ სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციას თემაზე "ტაო-კლარჯეთი". სრული ინფორმაცია აქ: შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ისტორიკოსს ვთხოვ საზოგადოებრივ საწყისებზე ანუ უფასოდ, მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული კონკურსის ჟიურის მუშაობაში და უახლოეს ხანში მოგვიმზადოს ბიბლიოგრაფია (გამოსაყენებელი ლიტერატურის სია). მსურველს, თუ-კი ასეთი გამოჩნდება, ვთხოვ დარეგისტრირდეს ჩვენი საიტის ფორუმზე და იქ გამოგვეხმაუროს. ადმინებთან ბოდიში, საიტის რეკლამისათვის არ ვწერ, თუ წაიკითხავთ მონიშნულ წყაროს, თავადვე დარწმუნდებით.
  14. მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ორი ორგანიზაციის გაკეთებულ საქმეს მე, პიროვნება, რომელიც იდეოლოგიურად მათი სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ, ვუკეთებ პიარს. მაინტერესებდა თემის ავტორი ან სხვა ვინმე, ან მადლობას თუ იტყოდა, რომ მოდითო. ან საყვედურს, რატომ არ მოდითო. საქართველოში საქმის კეთება არ იციან, ყველა მეფედ ვართ დაბადებული. ერთიანობაში რა ხალხიც ვართ, ისეთი ხელისუფლება და ოპო გვყავს. ხუთშაბათი გავიდა, ყველანი კარგად მეყოლეთ.
×
×
  • შექმენი...