მოგესალმებით, არ შეგაწუხებდით რომ არა ერთი მოულოდნელობა. მცირედ მოგიყვებით ჩემს შესახებ: პირობითად ranger, დავიბადე 1986 წლის 16 აპრილს, ვარ დედისერთა. მივიღე სრული საშუალო განათლება. 2007 წლის ოქტომბერში ჩავირიცხე საკონტრაქტო სამსახურში, შეიარაღებული ძალების რიგებში არტილერიის მზვერავად. 2008 წელს მივიღე მონაწილეობა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ საომარ მოქმედებებში, 9 აგვისტოს ერთერთი დავალებისას მივიღე მაჯის მოტეხილობა, ასეულის მეთაურმა ჰოსპიტალში გამგზავნა რათა ხელი თაბაშირში ჩამესვა, პოზიციას არ ვტოვებდი მაგრამ შემპირდა აუცილებლად დაგაბრუნებ უკან გპირდებიო, რადგან დამპირდა დავტოვე პოზიცია წავედი ჰოსპიტალში თანმხლებ ფერშალთან ერთად, ჰოსპიტალში რენტგენი გადამიღეს თაბაშირს ველოდი, დაჭრილები შემოჰყავდათ ჩემს თვალწინ.. გორიც დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ. სწრაფად ჩავიცვი ერთერთი დაჭრილის ჯავშანჟილეტი, რეზერვისტის ჩაფხუტი დავიფარე რადგან ჩემი პოზიციაზე მქონდა დატოვილი და დაჭრილი სამოქალაქო პირების შემოყვანის მიზნით დავტოვე ჰოსპიტლის ეზო რამდენიმე შემოყვანის შემდგომ ერთერთ გასვლაზე მეც მიწია ჭურვის ნამსხვრებმა ჩაფხუტი მომაძრო სადგაც მომისროლა წამებში ავდექი უბრალოდ ყველაფერი წუოდა თითქოს, ისევ დაჭრილები მოვათავსეთ პიკაპზე და ერთერთი საკაცით მივიყვანეთ ჰოსპიტლის ეზოში, იქ მინახეს ჯავშანში ძურგის არეში 3 მოზრდილი ნამსხვრევი, არადა ჯავშანი შემთვევით მეცვა.. პოზიციაზე აგარ დამაბრუნეს ასეულის მეთაური ტელეფონს აგარ პასუხობდა თურმე უკვე მოეკლათ, ჩემი შემცვლელი მზვერავიც დაჩრილი იყო მე კი პოზიციაზე აგარ მიშვებდნენ და მპიდებოდნენ თვითნებურად ეზოს ტუ დავტოვებდი დამიჩერდნენ დეზერტირობის ბრალდებით, ეს ჩემთის სიკვდილზე მეტი იყო, საღამოს უკვე ტბილისში ჩამომიყვანა დაჭრილების ავტობუსმა და გამიშვეს სახლში, ეს აბსურდი იყო, სახლში წასვლა თუ შეიძლებოდა რატომ პოზიციაზე არ გამიშვეს? 10-ში ისევ დავბრუნდი გორში დიდი აურზაურის შემწრე გავხდი ვეღარავის ვუკავშირდებოდი.. საკუტარ ნაწილს დაუკავშირდი მიტხრეს ვაზიანში დაბრუნდი დამატებით ზალებში ჩაგსვამთ და დაგაბრუნებთ შენს ასეულთანო ჩავედი ვაზიანში და უკანდახევის ბრძანებაც გაიცა.. შემდგომ დღეებში რესპუბლიკურში მმკურნალობდნენ ხერხემლისა და თავის ქალის ტრამვებზე, მოტეხილ ხელზე, გამოკვლევები დაზღვევამ დამიფინანსა მაგრამ წამლებზე არ მოქმედებდა ძვირი გირდა და ვერ დავასრულე მკურნალობა, შჰოსპიტალი როგორც კი აღდგა ჩავედი იქ კი.. დამცირებულად ვიგრძენი თავი, თურმე მე მხოლოდ მელისალი მჩირდებოდა და სხვა არაფერი, თურმე არც ხელი მქონდა მოტეხილი და არც არაფერი, ისევ ჩემი სახსრებით განვაგრძე მკურნალობა ვალებით, ასეტუისე გამოვკეთდი და განვაგრძე სამსახური.. 2010-2011 ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც ვიმსახურე და ოქტომბერში კონტრაქტი დავასრულე აღარ გავაგრძელე რდგან საკმაოდ მაწუხებდა ხერხემალი, დღემდე გარკვეული უკეთესობა მქონდა, აღარ მაწუხებდა თითქოს, გადავწყვიტე საოფიცრო კურზე წასვლა თუკი უკეთ ვარ დაუბრუნდები ჩემს სამსახურსთქო და ბედის ირონია,.. ისევ ხერხემალმა შემაწუხა, მომანიჭეს სტატუსი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ტელევიზია აცხადებს რომ ვეტერნები იღებენ სრულ დაზღვევასო და მივაკითხე საავადმყოფოს, ფორმა ასი გამატანეს დაზგვევამ უნდა დაგიფინანსოსო წავიღე იმედით რომ ვეტერნებს სრული დაზღვევა გვქონდა და.. ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური უარიც კი მომწერა არ ითვალისწინებს შენი დაზღვევა იმ კვლევას რაც გჭირდება და მოიძიე სხვა საშუალებაო. აი ეს არის ჩემი და არა მარტო ჩემი გასაჭირი, ახლა მინდა გკითხოთ რატომ არის ვეტერანთა სრული დაძღვევა არასრული? და რატომ გვეუბნებიან რომ ჩვენ 100%იანი დაზღვევით ვსარგებლობთ? გთხოვთ პასუხისმგებელ პირებს გამოასწოროთ აღნიშნული სრული დაზღვევა სანამ გვყავს ერს ვეტერნები და ხალხი რომელიც მზადაა თავი გადადოს სამშობლოსათვის!!! მე კი მოვითმენ ტკივილს, ამ ტკივილით გავივლი საოფიცრო კურსს თუკი ამ წერილის შემდეგ საერთოდ მიმიღებენ კურსზე, ისევ ვიმსახურებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისევ სამშობლოს სიყვარულით და ერთ წესს გავიხდი ცხოვრების წესდებად: თუ არ გაცვია ჯავშანი დაბომბვივას არ ჩაიცვა! და რომც გეცვას ჯავშანი გაიხედე! რადგან თურმე ჯობია მოკვდე, ვიდრე სამკურნალო დარჩე, იმიტომ რომ ვეტერანთა “სრული დაზვევა” არ ითვალისწინებს ვეტერნის ჯანმრთელობის გადარჩენას!!!