Jump to content
Planeta.Ge

საინტერესო ფაქტები


Recommended Posts

ძალიან საინტერესო და შემეცნებითია ის, რაც ამ თემაში იწერება. სიამოვნებით წავიკითხე. ბევრი რამ პირველად გავიგე. :v:

 

ძალიან კარგი. დროდადრო დავამატებ ბევრ საინტერესო ფაქტს :v:

 

 

* ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში...

* ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა..

* აშშ–ში 7 მთა, 8 მდინარე, 10 ტბა და 120 დასახლებული პუნქტი ატარებს ჯორჯ ვაშინგტონის სახელს...

* მზის სისტემის ყველა პლანეტა ერთად მოთავსდება პლანეტა იუპიტერში.

* გი დე მოპასანის დაკრძალვის დღეს პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tako:))

 

ძალიან კარგი იქნება თუ უფრო მეტით მოგვამარაგებ. :v: :v:

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

*დედოფალი ვიქტორიას საქორწინო საჩუქრებს შორის 3 მეტრი დიამეტრის, ნახევარი ტონის ყველი იყო.

*1986 წელს კონგრესმა დაამტკიცა ვარდი ამერიკის ნაციონალურ ყვავილად

*კალიფორნიაში მართვის მოწმობა გაცემულია 6 კაცზე სახელად იესო ქრისტე :| :| :|

*101 დალმატინელი და პიტერ პენი ორად ორი დისნეის მულტფილმია, სადაც ბავშვებს ორივე მშობელი ჰყავთ და ფილმში არავინ კვდება

*როდესაც ჰიპოპოტამი ცუდ ხასიათზეა, წითელ ოფლს გამოყოფს

*დონალდ დაქის ჩვენება აკრძალულია ფინეთში მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აცვია შარვალი

*Google – არის რიცხვი მილიონი ნულით

*თუ მეომრის ძეგლზე ცხენს წინა ორი ფეხი ჰაერში აქვს, ესე იგი ეს მეომარი ომში მოკვდა, თუ მხოლოდ ერთი ფეხი აქვს ცხენს ჰაერში, ეს ადამიანი ომში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. თუ ოთხივე ფეხი მიწაზეა, მეომარი ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარა

*ინგლისურ ენაში ყველა კონტინენტის სახელი იმ ასოზე მთავრდება, რომლითაც იწყება

*ლოკოკინას 3 წელი შეუძლია ძილი

*დიდასკალეინოფობია სკოლაში სიარულის ფობიაა

*მე-16 საუკუნემდე კბილების საწმენდად შარდი გამოიყენებოდა :v:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...

  • მელოფობია არის მუსიკის შიში
  • ადამიანების 11% ცაციაა.
  • კატები სიცოცხლის 66% ძილში ატარებენ.
  • ერთწუთიანი კოცნა წვავს 26 კალორიას :grr:
  • ფილმში "Pulp Fiction" საათები ყველგან 4-ის 20 წუთს აჩვენებს :mda:
  • ელექტროსკამი გამოიგონა სტომატოლოგმა.
  • ეიფელის კოშკს აქვს 1792 საფეხური.
  • ადამიანს სწყურია მაშინ როდესაც ორგანიზმი კარგავს წყლის 1 %
  • ახალ ზელანდიაში 70 მილიონი ცხვარია (მაშინ როცა მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონია)
  • პირველი ქალაქი, რომლის მოსახლეობამ მიაღწია 1 მილიონს , იყო ლონდონი.
  • კალიფორნიაში 6 მართვის მოწმობა გაიცა პიროვნებებზე,რომელთა სახელი იყო იესო ქრისტე (Jesus Christ) :007:

 

პ.ს მომენატრეთ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა

აი ეს არ ვიცოდი :))

რა იყო საკუთარი სახელი აღარ ახსოვდა ამ შეჩვენებულს? :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D ალბათ :user:

  • ყველაზე გამოყენებადი საფოსტო ყუთი მდებარეობს ჩიკაგოში. მას დღეში 6 ჯერ ცლიან.
  • ალიასკის დროშა 13 წლის ბავშვმა შექმნა

http://www.elcivics.com/state-lessons/images/state-flag-alaska.jpg

  • დაცემინების დროს ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქცია ჩერდება. მათ შორის გულის ცემაც
  • საბერძნეთში, ათენში პოლიციელს აქვს უფლება ჩამოგართვას მართვის მოწმობა თუ საჭესთან ზიხართ ტანდაუბანელი. :nekro:
  • პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს.
  • ისლანდიაში, რესტორანში მომსახურების სანაცვლოდ ფულის ჩუქება ითვლება შეურაცხყოფად.
  • პირველი პროდუქტი, რომელზეც გამოჩნდა შტრიხკოდი იყო ვრიგლის (Wrigley) საღეჭი რეზინი.
  • ალექსანდრე მაკედონელმა გამოიგონა ჯაშუშური ტექნიკა, რომელიც დღესაც გამოიყენება: ის თავის ჯარისკაცებს ნებას რთავდა, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის წერილი მიეწერათ. შემდეგ მათ ნაწერებს ხელში იგდებდა, კითხულობდა და ამგვარად იგებდა, ვინ რა აზრის იყო მასზე.
  • ძველ რომში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იღლიის თმის ამოპუტვაში იყვნენ დახელოვნებულები. ქრისტეს შობიდან პირველი წლიდან მოდის მიმდევარი რომაელი არისტოკრატები მთელ სხეულზე იშორებდნენ ზედმეტ თმას. თმის მპუტავების აღჭურვილობაში შედიოდა პინცეტი, ძლიერი ხელები და კლიენტის ტკივილთან გამკლავების უნარი.
  • მე-15 საუკუნეში ბესტსელერი წიგნი იყო ეროტიკული ნაწარმოები “ორი საყვარლის ამბავი”, რომელსაც დღესაც კითხულობენ. გასაკვირია, მაგრამ მისი ავტორი გახლავთ აენეს სილვიო პიკოლომინი, ცნობილი როგორც რომის პაპი პიუს II.
  • როცა საანესთეზიო საშუალება პირველად გამოიყენეს მშობიარობისას 1847 წელს, დედა იმდენად განცვიფრებული და შვებამოგვრილი იყო უმტკივნეულო პროცედურის გამო, რომ თავის ახალშობილს ანესთეზია დაარქვა.
  • Flickr ჰოსტავს დაახლოებით 5 მილიარდ ფოტოსურათს, Facebook კი 15 მილიარდს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს არ ვიცოდი :))

რა იყო საკუთარი სახელი აღარ ახსოვდა ამ შეჩვენებულს? :D :D :D :D

რაამბავია ტოო, ქართველებს 1 ფსევდონიმები რო აქვთ მერე ნამდვილი სახელი და გვარი აღარ ახსოვთ და ამისას რა დაიმახსოვრებდა :D:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძველ რომში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იღლიის თმის ამოპუტვაში იყვნენ დახელოვნებულები. ქრისტეს შობიდან პირველი წლიდან მოდის მიმდევარი რომაელი არისტოკრატები მთელ სხეულზე იშორებდნენ ზედმეტ თმას. თმის მპუტავების აღჭურვილობაში შედიოდა პინცეტი, ძლიერი ხელები და კლიენტის ტკივილთან გამკლავების უნარი.

არა რა... ლიპოსაქციაც უძველესი პროფესია ყოფილა :D :D :D

დაცემინების დროს ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქცია ჩერდება. მათ შორის გულის ცემაც

ორგაზმის დროს რომ დააცემინო რა ხდება მაგ დროს? :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა ნუ თუ
ქალებს ასაკს ...
დაშვებას ვაკეთებთ რომ ქალი ხარ... მაშნ დეტალურ ინფორმაციას უნდა ფლობდე :D :D :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...