შანკარადევა Posted March 17, 2019 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2019 "ერთიანი ერთადერთი ღმერთი - ჯანარდანა, იღებს ბრაჰმას, ვიშნუს და შივას სახელებს იმისდამიხედვით თუ რას ქმნის, იცავს და ანადგურებს იგი... ისაა მიზეზი შექმნისა, დაცვისა და განადგურებისა"ვიშნუ-პურანა."ვედამ არ იცის მისი სიდიადე, ბრაჰმამ არ იცის მისი საიდუმლო, ავატარებმა არ იციან მისი საზღვრები - უფალი მეუფე პარაბრაჰმანი საზღვრების გარეშე"რატკალი-გურუ"სული ადამიანის საფშვინველში არის ადამიანის ჭეშმარიტი მე, რომლითაც იგი ნამდვილად და სამარადისოდ ერთარსია მამისა ანუ ღმერთისა"ჯნანა-იოგა. გვ. 100. ავტორი: სვამი ვივეკანანდა."ადამიანის ჭეშმარიტი მე არის ღმერთის გამოვლინება და მასში მდგომარეობს თვით არსი ღვთაებისა"რაჯა-იოგა. გვ. 50. ავტორი: სვამი ვივეკანანდა."ღვთაებრივი არსება, რომელიც ჩვენი უმეცრების გამო ჩვენგან მოცილებული გვგონია, სინამდვილეში სულაც არაა შორს მყოფი ჩვენგან, არამედ იგი არის თვით ჩვენი საკუთარი მე მოქცეული ჩვენი არსების შიგნით"სვამი აბედანანდას წიგნიდან - "როგორ გავხდეთ იოგი, გვ. 28."უმაღლესი მე ადამიანისა არის სწორედ ის ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო, იგი ნაწილია ლოგოსის ცხოვრებისა და განუყოფელია მისგან"ანა ბეზანტი. "ძალა აზრისა". 1912 წელი.არის შვიდი ენერგია შვიდ ჩაკრაში და შვიდ სამყაროში: დაკინი შაკტი მულადჰარაში, რაკინი შაკტი სვადჰისტჰანაში, ლაკინი შაკტი მანიპურაში, კაკინი შაკტი ანაჰატაში, შაკინი შაკტი ვიშუდჰაში, ჰაკინი შაკტი აჯნაში და მაჰაშაკტი საჰასრარა ჩაკრაში. დაკინი შაკტი ესაა სექსუალური ვნების ენერგია, რომლის მაჰაშაკტიდ გარდასახვით ხდება ადამიანის გარდასახვა ბრაჰმანად და დევას სტატუსის მიღწევა. გარდასახვა არ ხდება სურვილის და სექსის სრული უარყოფით, არამედ მისი მიღებით და ტრანსფორმაციით. სწორედ ესაა ტანტრა-დჰარმა ანუ მეხუთე ვედა - პანჩამავედა."ქალის სასქესო ორგანო ესაა - ლოტოსის ყვავილი, ნეტარების ოკეანე, ესაა გამჭვირვალე ადგილი, საიდანაც შეიძლება ამოვიდეს გასხივოსნებული აზროვნება. როცა ლოტოსის ყვავილი უერთდება მამაკაცურ სასქესო ორგანოს - სკიპტრას, კვერთხს, მათი კავშირისგან იბადება ელექსირი, რომელიც მირონის და მუსკუსის თხილის ნარევს ჰგავს. მათი შეწყვილება შობს ცოდნას, რომელიც ხსნის ყველა საგნის ბუნებას".("კალაჩაკრა-ტანტრა")"სექსი ცოდვაა მხოლოდ ბრიყვებისთვის; ხოლო ბრძენები მას მიჰყავს განთავისუფლებისკენ, მუქტისკენ"("კაულავალი-ნირნაია-ტანტრა") Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.