შანკარადევა Posted April 28, 2018 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2018 არსებობს სამი ძირითადი ბჰავა ანუ ყოფიერება, რომელშიც იმყოფება ადამიანთა რასა, ესენია: პაშუ-ბჰავა ანუ ცხოველის მდგომარეობა, რომელიც შედგება სამი დონისგან, ესენია დაბალი რელიგიური ცნობიერების დუალისტები, ვირა-ბჰავა ანუ გმირის მდგომარეობა, ესენია მაღალი რელიგიური ცნობიერების იმპერსონალისტები და ბოლოს – დივია-ბჰავა ანუ ღვთაებრივი მდგომარეობა. ესენია უმაღლესი იმპერსონალისტები და მონისტები. არის კიდევ მეოთხე ყველაზე დაბალი – ავეიდიკა-პაშუ ანუ უცოდინარი ცხოველი იგივე მაჰა-პაშუ ანუ დიდი ცხოველი, ესენია ანტითეისტები და აგნოსტიკოსები. ავეიდიკა-პაშუს და უბრალოდ პაშუს, ორივეს გააჩნიათ რვა ბორკილი ანუ "პაშა" რაც ხელს უშლის გასხივოსნებაში, ესენია: 1. გჰრინა ანუ ანტიპათია 2. ლაჯჯა ანუ სიმორცხვე 3. ბჰაია ანუ შიში 4. შანკა ანუ ეჭვი 5. ჯუგუპსა ანუ ზიზღი და გულისრევა 6. კულა ანუ ოჯახი [მეოჯახეობის მანია] 7. შილა ანუ წესჩვეულებანი და რიტუალები და 8. ჯატი ანუ კასტა იგივე ვარნა [კლანური აზროვნება]. პაშუ არიან უვიცები და ზარმაცები და არ ფლობენ შივას ცოდნას. მათ ფასეულობებს ნულოვანი აზრი აქვს ტანტრას პოზიციიდან. ტანტრა უპირისპირდება მსოფლიოში არსებული ფასეულობების 90%-ს, რადგანაც ისინი შექმნილია პაშუს მიერ. პაშუს ტიპის ადამიანებში დომინირებს ტამასის გუნა ანუ მოდუსი უვიცობისა და სიზარმაცისა. უფლის მრისხანე ფორმების შიში, სისხლის შიში, სექსის სიძულვილი, "ტრადიციული ოჯახის" იდეა, შთამომავლობის ყოლაზე აქცენტირება და ა.შ. ესაა ყოველივე პაშუ-ბჰავას ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ილუზიები. მე არ ვიგონებ, ასე წერია წმინდა ტექსტებში. გარდამავალი ეტაპებია დაკშინაჩარას პაშუ-ვირა და სიდჰანტაჩარას ვირა-დივია. თუ პაშუ ძლევს დაბალი ცნობიერების მოჯაჭვულობებს და ბორკილებს, ის მაღლდება ზედა დონეზე და უკეთესად იმეცნებს უფალს. ამიტომაცაა რომ ბევრი ტროლი მიტევს, იმიტომ რომ ისინი არიან პაშუ. გასაგებია ეხლა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.