შანკარადევა Posted April 24, 2018 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2018 ყველაფერი მოხდა ასე; იუდაიზმიდან წარმოიშვა იუდეო-ქრისტიანობა ანუ "ორთოდოქსია", შემდეგ იყო "რენესანსის" ეპოქა, შემდეგ კი უფრო უარესი, მას მერე რაც ევროპამ აირჩია ეგზოთერიზმი და ორთოდოქსია, დადგა რეპრესიების და ბნელი შუასაუკუნეების პერიოდი. ამან გამოიწვია რენესანსის ეპოქის დადგომა, რენესანსის შემდეგ დადგა ფილოსოფიური აზრის და ღმერთის სიკვდილის ეპოქა ანუ ე.წ. "განმანათლებლობა", "განმანათლებლობის" ფილოსოფოსებმა უკვე მთლიანად უარყვეს და სამუდამოდ დამარხეს საფლავში მეტაფიზიკაც და ეზოთერული მისტიკაც. ცხადია "განმანათლებლობის" დროს და შემდეგაც, იყვნენ მისტიკოსებიც, მაგალითად, ემანუელ სვედენბორგი, მაისტერ ეკჰარტი, იაკობ ბიომე, რუდოლფ შტაინერი, ელენა ბლავატსკაია, ბერნარდ ტრევიზანი, ბასილი ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა, აგრიპა ნეტესგეიმელი, მაქს ჰენდელი, პარაცელსი, ნოსტრადამუსი, ჯონ დი, ჯამბატისტა დელა პორტა, ალექსანდრე სეტონ-კოსმოპოლიტი, მიხეილ სენძივოი, ჯორდანო ბრუნო, რობერტ ფლადი, იოჰან ანდრეე, სენ-ჟერმენი, დომ პერნეტი, მარტინეს დე პასკუალისი, ჟან ბატისტ ვილერმოზი, აბატი პერი, გრაფი კალიოსტრო, ლიუ კლოდ დე სენ-მარტენი, ანტუან ფაბრ დ ოლივე, ელიფას ლევი, კილიანი, პაპიუსი, კარლ გუსტავ იუნგი, რენე გენონი, ფულკანელი და ეჟენ კანსელიე. თუმცაღა მათ მაინც არავინ აქცევდა დიდ ყურადღებას და იდეური ლიდერები და წამყვანები მაინც იყვნენ კანტის, დეკარტის და ჰეგელის მსგავსი იდიოტები და პროფანი ეგზოთერიკები. "განმანათლებლობის პრობლემა ის იყო რომ მათ ამოჩემებული ჰქონდათ იუდეო-ქრისტიანული თეოლოგია და სხვა არაფერი აინტერესებდათ. "გონების მიერ რელიგიის კრიტიკაც" და ათეიზმიც გაჩნდა აბრაამული თეოლოგიის საფუძველზე. "განმანათლებლები" აკრიტიკებდნენ მხოლოდ ბიბლიურ თეოლოგიას და სხვაზე არაფერზე არ მსჯელობდნენ, ანუ ისინი ვიწრო აზროვნების იყვნენ და მათი მსჯელობა შემოისაზღვრებოდა ბიბლიით. მათთვის არსებობდა მხოლოდ ქრისტიანული რელიგია. ათეიზმიც გაჩნდა როგორც ბიბლიურ თეოლოგიასთან დაპირისპირებული იდეოლოგია და შემდგომში გადასწვდა სხვა რელიგიებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ ათეისტური ვირუსი შვა ბიბლიურმა ეგზოთერულმა ვირუსმა, ხოლო ბიბლიური ვირუსი შვა რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ახ. წ. 314 წელს მილანის ედიქტით. სწორედ მაშინ კაცობრიობა არასწორი გზით წავიდა და კალი-იუგა აქტიურ ფაზაში შევიდა. ევროპელ "განმანათლებლებს" საერთოდ არ აინტერესებდათ არც ელინისტური და არც აზიური მისტიციზმი და ეზოთერიზმი და სწორედ აქ დაუშვეს მათ ფუნდამენტური შეცდომა. ისინი დაშორდნენ ეზოთერულ ჭეშმარიტებას და შექმნეს მრავალი ერესი. ამჟამად დგას ეგზოთერული ანუ პაშუ პროფანიზმის და ჩარვაკა-ლოკაიატას დარვინისტულ-ათეისტური ვირუსის დომინაციის ეპოქა. "ბოლო ჟამი" ახლოვდება. კალი-იუგას ბოლოს მთელი სულიერება და ეზოთერიზმის დაეცემა და დადგება სრული უმეცრების ეპოქა, რის შემდეგაც მოვა უფალი ვიშნუ როგორც დამსჯელი ავატარა, დახოცავს ბოროტ ადამიანებს და იხსნის კეთილებს. მაშინ დადგება ახალი სატია-იუგა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შანკარადევა Posted April 24, 2018 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2018 მისტიკური ჭეშმარიტების სიკვდილი ევროპაში გამოიწვია იმან რომ იმპერატორმა კონსტანტინემ და იუსტინიანემ ეზოთერული ფილოსოფია და მისტიკა გამოაცხადეს "ერესად" და "შეცდომად", დაიწყეს ეზოთერიკების დევნა, ხოლო რაც შეეხება "განმანათლებლობის" ეპოქის "ფილოსოფოსებს", მათ იმდენად ჰქონდათ დაბნელებული გონება, რომ აზიური და ელინური მისტერიები და ეზოთერული მისტიკა მიაჩნდათ ნაგვად და სულელურ აბსურდად. კანტით დაწყებული დოსტოევსკით დამთავრებული, ყველა "განმანათლებელს" პითაგორიზმი და იოგა მიაჩნდათ ნონსენსად. მაშინ ადამიანთა უმეტესობა და "ინტელექტუალური ელიტა" არ ფიქრობდა იოგას და ვედანტას მსგავს ფილოსოფიურ და მისტიკურ სისტემებზე. ისინი მიდიოდნენ დეგენერაციის გზით, არადა თავი მართალი ეგონათ. ასე მოკვდა ევროპის სულიერება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.