Jump to content
Planeta.Ge

«Полезный идиоты» (ინგლისურად. Useful idiot) ანუ "ევრაზიის ინსტიტუტი" "ერეკლე მეფის საზოგადოება" და სხვები საქართველოში.


Recommended Posts

http://geurasia.org/...lva-moacyo.html "ჩვენი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კატეგორიიდან უმრავლესობა სინამდვილეში გარკვეულია თავის არჩევანში, მაგრამ მალავს ამას, ირიბად დასტურდება „გაურკვეველ“ რესპონდენტთა მიერ სხვა, კერძოდ, ნატო-ს თემაზე გაცემული პასუხებით. ეს პასუხები მიუთითებს იმას, რომ აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული ამომრჩევლები ძირითადად ოპოზიციის, და არა ხელისუფლების პოტენციური მომხრეები არიან“, –– აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

მისი თქმით, კვლევისას გაირკვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მოსაზრება ნატოზე ერთმანეთისაგან განსხვავებულია. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის მომხრეების 67 პროცენტი მიიჩევს, რომ საქართველოსა და ნატოს ინტერესები ძირითადად, ემთხვევა ერთმანეთს. ისინი დადებითად უყურებენ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების შესაძლო განთავსებასაც (40 პროცენტი 28 პროცენტის წინააღმდეგ). 32 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. „ქართული ოცნების“ მომხრეთა 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში არასასურველია, 34 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 8 პროცენტია ამის მომხრე. რაც შეეხება ავღანეთსა და კოსოვოში ქართველი სამხედროების გაგზავნას, „ქართული ოცნების“ მომხრეთა 88 ამის წინააღმდეგია, 8 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა და ამას მხოლოდ 4 პროცენტი ემხრობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეთაგან კი 40 პროცენტი ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას ავღანეთისა და სხვა კამპანიებში ემხრობა, 32 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 28 პროცენტია ამის წინააღმდეგი."---------------------------------- ალბათ ზოგიერთს ეხსომება ვალერი კვარაცხელიას გულისმკოდავი გადაცემა ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანის წინ რომ აჩვენა საქართველოს ტელევიზიამ. ვალერი გულუბრყვილოდ აფაფხულებდა თვალებს და კითხულობდა "განა ასეთი დაპირისპირება რუსეთთან ხელს გვაძლევს? ვნახოთ ჩამოვიყვანოთ ეს კაცი(ედუარდ შევარდნაძე რომელსაც მზე ჩრდილოეთიდან ამოყავდა) ეგება უკეთესად წავიდეს საქართველო რუსეთის ურთიერთობებიო....აღარეფერს ვამბობ მოგვიანებით აღმოცენებულ სოფლის აგიტატორებზე ჭაჭიაზე, კუკავაზე, ვახტანგ რჩეულიშვილზე მის შეგირდ ზახარა ქუცუნაშვილზე, ლევან პირველზე, ნანა დევდარიანზე გულაშვილის შავრაზმულ შაიკაზე, ე.წ. "ერეკლე მეფის საზოგადოებაზე" და სხვა რუსეთისათვის სასარგებლო იდიოტებზე..... რომელთა მთელი იდეოლოგია ცივილიზირებულ დასავლეთთან დაპირისპირების რუსული "განსაკუთრებული გზის" "რუსული მესიანიზმისა" და შუა საუკუნის ორთოდოქსული პრავოსლავიის უბადრუკი თარგმანია ქართულად. ეს ხალხი მაინცდამაინც თავს დიდად არ იწუხებს და იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის წინასაარჩევნო ანტინატო აგიტკებით სიკოფანტობს მარგინალ ელექტორატში. კაცმა რომ თქვას მაინცდამაინც დიდი წარმატებები მათ არ ემუქრებათ მაგრამ ნატოს რეფერენდუმის შედეგების გადახედვის რუსული ფაფხური ამ სასარგებლო იდიოტების მხრიდან(რუსეთისათვის არიან სასარგებლო იდიოტები თორემ ჩვენში მათ გავლენის აგენტურა ქვიათ) ღიმილის მეტს არაფერს იწვევს..რეფერენდუმის შედეგებს კანონის ძალა აქვს და სიკოფანტური ვიშვიშით მის "გადაბრალება" "რეჟიმზე" ან სხვა ორგანიზაციაზე უბრალოდ უნიათო არაფრისმომტანი ფაფხურია ვინაიდან რეფერენდუმის შედეგების ავტორი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა და რაც არ უნდა დაირქვა "ერეკლეს საზოგადოება" თუ სერგო ორჯონიკიძეს ფაფანაკი ამით არაფერი შეიცვლება....ნატო შეიძლება გძულდეს, გძულდეს ისე უბრალოდ, ან გონების გაუღწევლობიდან გამომდინარე ან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცევის გამო მაგრამ ამ შედეგებს ვერაფრით ვერ შევცვლით...http://s020.radikal.ru/i708/1304/1d/f0d594439d7f.jpghttp://s018.radikal.ru/i520/1304/1f/6529e2a92316.jpghttp://s003.radikal.ru/i202/1304/1e/53971690a269.jpg პერუნის და ორჯონიკიძის "მადლი" არ მოგკლებოდეთ რუსეთის სასარგებლო იდიოტებო!

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორჯონიკიძის "მადლი" არ მოგკლებოდეთ რუსეთის სასარგებლო იდიოტებო!

მაგ სურათზე მეც ვარ და შეურაცხყოფისთვის მოვითხოვ შენთვის სამთვიან ბანს,მერე ხუთთვიან ბანს დამატებით და მერე ევრაზიიზ ინსტიტუტში

გაწევრიანებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცარქექიების ანტიამერიკანიზმი ანუ "თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია"

 

"ხოლო ვიეთნიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სიკვდილს-უფუჭეს კაკალსაც კი გატეხვა ჰსურს" გერმანელი. რუსეთმა და ველიკოროსებმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გარეშემო უარეს ინგლისის ყოფილ კოლონიას(აფსუს არადა თავის დროზე ინგლისის მეფემ რუსეთის მონარქიას 100 000 ჯარისკაცი თხოვა აჯანყებული შტატების წინააღმდეგ საბრძოლველად( სად იყვნენ პუწინი, ზატულინი, დუგინი და სხვა დაუძინებელი ანტიამერიკანისტები). (ვინ იცის რა მოხდებოდა რუსები რომ მაშინ ჩარეულიყვნენ). და უარი მიიღო. კარგა ხანია რუსეთი ამ მითით ცხოვრობს რომ აშშ-ს "მასონური" ხრიკების გამოა ყველა უბედურება რაც რუსეთს საუკუნეების მანძილზე ხელს უშლის იქცეს ეფექტურ სამართლიან განვითარებულ სახელმწიფოდ. რუსების სიზარმაცის და უნიჭობის გამამართლებელი იდეა ანტიამერიკანიზმში დევს. მაგრამ რომ არა 211წლიანი ოკუპაცია ალბათ ეს ახირებული ავადმყოფი სახელმწიფო ნაკლებად საინტერესო იქნებოდა....სხვათა შორის აშშ-ს ერთადერთი ინტერესი რუსეთისადმი მისი ძველი ატომური და ქიმიური იარაღის მარაგია "რამე შემთხვევით არ აუფეთქდეს ამ უბედურსო". თორემ რუსეთი ისეთი საინტერესოა განვითარებულ სამყაროსათვის როგორც ჩემთვის ფილიპინების პროფკავშირები. ყველაზე მხიარული კი ამ ისტორიაში ყოფილი ქართველი რუსეთუმეების მიერ ატაცებული ეს არაკია: საქმე იმაშია რომ რუსეთუმეთა ძველი არაკები "ერთმორწმუნე ორი მოძმე ერის ბლაბლაბლა" აი დოსტოევსკი, ტოლსტოი... აი მეორე მსოფლი ომი.....დიდი ხანია საქართველოში ბოლო იდიოტზეც აღარ მოქმედებს....ისე რომ ოდეს ვერ იპოვეს თავისი ადგილი რუსეთუმეებმა იგივე რუსეთის ლიბერტინებმა(გათავისუფლებულმა(ისტორიამ გაათავისუფლა ეგ დანიშნული გონების მონები)), დაიწყეს რუსული ძველი არაკის დეკლამირება "ბოროტი ამერიკის მზაკვრულ ჩანაფიქრზე დაიპყროს და დაიმონოს საქართველო". არაკი უმეცარ მასაში "დამათრობელი თავისუფლების" გრადუსითაა გაზავებული: არ გვინდა არც რუსეთი(ბიძინას მსგავსად ძალიან მდიდარი უნდა იყო რომ ეს სიბრიყვე დაახეთქო "რუსეთი საქართველოზე დემოკრატიული ქვეყანაა და ოკუპაციაზე აღარ ვილაპარაკებ აქაოდა ოკუპანტებს წყინთ"-ო და შეგრჩეს როგორც ტურისტ-პოლიტიკოსს.) და არც ამერიკაო!!! რადგან ორივე მტერია ორივეს საქართველოს დამონება უნდაო! აქ რუსეთუმეებს რომლებიც ყველა ბრძოლაზე მაღლა დგანან სისუსტე გამოუჩნდათ რამდენადაც გაშმაგებით ესხმიან "იმპერიალისტ" იანკებს (ვინ იცის რა მოულანდეს რუსებმა ამ პარანოიკებს) მით ნაკლებად ემეტებათ ავის თქმა ყოფილ ბატონზე და ახლანდელ ოკუპანტზე რუსეთზე. ოკუპანტის და მტრის კრიტიკა სახიფათოა ამას გეტყვით ყველა ვინც 1801წლიდან დღემდე რუსეთს საქართველოს დამპყრობელად აღიქვამს, შეიძლება დაიღუპო, შეიძლება ისე დაიღუპო რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს როცა რუსთთან იბრძვი თავისუფლებისათვის. აი ამერიკასთან ბრძოლა "თავისუფლებისათვის" სულ სხვა საქმეა(არც სახიფათოა, იანკის მეგობარი გონიხარ და გეხმარება(ობამას არ ვგულისხმობ)) დიდ სიმამაცეს და გონების დაძაბვას არ მოითხოვს: გადახედე ლეონტიევის, დუგინის, მარკოვის, მიგრანიანის ზატულინის ნაროჩნინსკაიას და სხვა რუსი "განმანათლებლების" ტვინის ნაჟურს რუსეთის მაგივრად ჩასვი საქართველო(ერთი ორი ჩასწორებით) და ებრძოლე აშშ-ს, მართალია აშშ-ში შენ რომ მისი მონობიდან გათავისუფლებისათვის იბრძვი არ იციან(თავისი ზანგი მონები ეიბ ლინკოლნმა 1862-63 წლებში გაათავისუფლა) მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია იმათ ჯინაზე ვინც რუსულ ოკუპაციას ებრძვის, შენც გყავს მტერი და ეს აშშ-ა. მოსახერხებელია უხიფათოა(ამასთან თუ შენი ნიჭი არსად მსოფლიოში არ საღდება, ამერიკის გინებაში შეიძლება დაგიფასდეს) და უკვე აღარ ხარ რუსეთუმე(გეგონოს) არამედ რაღაც უფრო მეტი ხარ ე.ი. ანტიამერიკანისტი......ასეთები არიან დღევანდელი ანტიამერიკანისტები ყველაფერზე მაღლა მდგომი მოინტელიგენტო კაცუნები დამორცხვილი რუსეთუმეები.....და გამახსენდა დუმბაძის გმირი რომელიც ხედავს რა რომ ყველამ დაიცვა დისერტაცია "თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია"-ო. რუსეთუმე ოპო ხედავს რომ ქვეყანას ომი აქვს რუსეთთან და ვინაიდან რუსეთთან ომი მათი სილაჩრის და გაუღწევლობის გამო მკრეხელობაა, მათაც დაიწყეს თავისი (იდეოლოგიური რუსული )ომი საქართველოს მოკავშირესთან(ასეა თუ ისე) აშშ-სთან...ამ ომში რუსეთუმემ იცის არაფერი არ ემუქრება, შეიძლება საიდანღაც ტუგრიკები გადმოგიგდონ თუ კარგად ორიგინალურად აგინე, რაც მთავარია ერთგვარი ონანისტური სათისფაქციაა საქართველოს ხელისუფლებასთან. ისე რომ დღევანდელი რუსეთუმე აღარ ეწევა რუსეთის აპოლოგიას იგი "გმირულად ებრძვის" აშშ-ს "ქართული ოცნების" განსახორციელებლად. თურმე ნუ იტყვი ოკუპანტის ვიზით გამდიდრებულმა იცის რაშია ქართველთა ოცნება.....ნეტარ არიან ანტიამერიკელები ოდეს მათ "სამართლიან ბრძოლას" წინ არავინ არ აღუდგება(მართლა არავინ გაუწევს წინააღმდეგობას რამეთუ "გიჟი მიუშვი ნებასა...")......ანტიამერიკელები და მეტრორუსეთუმეები საქართველოს "ჭეშმარიტი დამოუკიდებობისათვის იბრძვიან": ნეტარია აღუწერლად ნეტარია ყოველი მათი ილუზიათაგანი..... დაწერილია 2012 წლის ზაფხულში.

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze არ ვიცი მაგრამ მაგათთვის დიდი პატივი იქნებოდა რომ მოგვესმინა(უკვე საკმაოდ მოვუსმინე და ამ სიკოფანტების ლაქლაქის ყურებით დროის დაკარგვის ფუფუნება პირადად არ გამაჩნია.....). Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ კაცო მოვედით აქ და დაგველაპარაკე, რავა შენთვის დადიხარ მარტო

მაგის ღრმა აზრების მოსმენის სიამოვნება მხოლოდ წარჩინებულებს აქვთ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...