Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აზაზელი

 

 

აზაზელი (არამეულად: רמשנאל, ივრითზე: עזאזל, არაბულად: عزازل Azazil) ებრაელთა წარმოდგენით - უდაბნოს დემონი, ასევე უძველესი ადათ-წესის (რიტუალის) სახელწოდება ”განტევების ვაცი” (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე -X-I საუკუნე.), ხოლო უფრო გვიანდელი პერიოდით - III საუკუნე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.

 

 

ისტორიული წყაროები აზაზელის შესახებ, როგორც ერთ ერთი დაცემული ანგელოზი, ებრაულ ფოლკლორში წარმოიქმნა დაახლოვებით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე- III საუკუნეში) და იქნა აღწერილი აპოკრიფულ ტექსტში ”წიგნი ენოქისა”, როგორც ნოეს დროინდელ წარღვნამდე არსებული გიგანტების წინამძღოლი, ვინც წინ აღუდგა ღმერთს.

 

მას მიაწერენ იარაღისა და კოსმეტიკის გამოგონებას, მამაკაცებს ვინც შეასწავლა ბრძოლა, ხოლო ქალებს მოტყუების ხელოვნება; მას მიაწერენ აგრეთვე ხალხის მოქცევას უღმერთოებისკენ და გარყვნილებისკენ.

 

აზაზელი არის ერთ ერთი პირველი დაცემული ანგელოზთაგანი, ვინც არ შეუშინდა ღმერთის ნებას, ამის გამო ღმერთმა უბრძანა არქანგელოზებს მისი მოკვლა, თუმცა იგი იმდენად ძლიერი იყო რომ ეს ვერც ერთმა არქანგელოზმა ვერ მოახერხა, ამის შემდეგ ღმერთის გადაწყვეტილებით არქ ანგელოზ მიქაელს, მიეცა ნება აზაზელისთვის ფრთები მოეკვეთა და ჩაეგდო ჯოჯოხეთში

 

უდავოა ის ფაქტი რომ ამ პერსონაჟის (დაცემული ანგელოზის) სახელი აზაზელი გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება, სხვა რიგით ტექსტებში იგი ასრულებს ”ნახაშა-ს” ფუნქციას (მაცდუნებელი გველი ედემის ბაღში) რომელიც ძალიან გავს პრომეთეს ან რომელიმე სტანდარტული გმირის ფუნქციას, იგი ასევე თამაშობს უდაბნოების ან ქვესკნელის ღმერთების როლსაც მაგალითად ქანაანის ღმერთი ”მუტუ” იგი არა მარტო ქვესკნელის ღვთაებას წარმოადგენს არამედ მწველი მომაკვდინებელი უდაბნოს მზის სიმხურვალეს, ან სულაც სეტხ-ს რომელიც წარმოადგენს უდაბნოს და ფალოსურ სიძლიერეს.

 

თორას კომენტატორების მიხედვით ამ სიტყვას (სახელს) სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო სეპტუაგენტაში იგი წარმოადგენს ”ის ვინც უდა იქნას გამწესებული ან განდევნილი” ეს ტერმინი ძალიან გავს მიშნას ტერმინს ანუ: ”განწესების, განტევების ან განდევნის ვაცს”

 

სხვა რიგითი კომენტატორების მტკიცებულებით აზაზელი - არის კლდის სახელწოდება, საიდანაც ხდებოდა უდაბნოში გასამწესებლად გამზადებული თხის გადაგდება (ბაბილონის თალმუდი, იომას ტრაქტატი, გვერდი 37)

 

აზაზელი არის კლდოვანი მთა უდაბნოში, წერს რაში (რაბი შლომო ბენ იცხაკი-თორას და თალმუდის უდიდესი კომენტატორი; საფრანგეთი 11-ე საუკუნე), ხოლო თორას სხვა წიგნებში ახსნილია ის რომ ამ სიტყვით მოიხსენებენ ქვევარიანტებს სულიერი ძალებისას, რომლებიც გამოიყენებოდა დანაშაულის გამო ხალხის დასასჯელად, დაახლოვებით როგორც სატანა.

 

 

 

სერაფიმი აზაზელი, იგივე აზაელი წინასწარმეტყველ ენოქის გამოცხადების წიგნის მიხედვით თავდაპირველად მანამ, სანამ ცოდვით დაეცემოდა, იყო მატერიალურ სამყაროზე ღვთის მიერ დადგენილ მეთვალყურე ანგელოზთა ერთ ერთი მთავარი, მოგვიანებით ის შეუერთდა სერაფიმ სამიაზას (რომელიც ხელმძღვანელობდა 200 მეთვალყურე ანგელოზს) ფიცით შეკრულ შეთქმულებაში, რათა შეემოსათ ანგელოზებრივი ბუნება მატერიალური ხორციელი სხეულით და ადამიანთა ასულები მოეყვანათ ცოლებად ეს ჩანაფიქრი მან და მისმა თანამოაზრეებმა სისრულეში მოიყვანეს და მიწაზე ქალებთან სექსის შედეგად გაუჩნდათ ბუმბერაზი შთამომავლობა ე.წ ტიტანები, ხოლო თავად მათ ეწოდათ სახელწოდება ნიფილიმი რაც ივრითზე დაცემულს ნიშნავს. ნიფილიმები მათზე წინაც იყვნენ მიწაზე ქერუბიმ სამაელის იმ ანგელოზების სახით რომლებმაც შეიმოსეს მატერიალური სხეული.

აზაზელი ადამიანებს საბრძოლო ხელოვნებას სტრატეგიასა და ტაქტიკას ასწავლიდა ასწავლიდა აგრეთვე საბრძოლო იარაღების დამზადებასა და წრთობას სამჭედლო საქმეს, კოსმეტიკისა და ნელსაცხებლების წარმოებას, ძვირფასი ქვების დამუშავებას საიუველერიო საქმეს და ძვირფას ნაკეთობათა სამკაულების კეთებას.

ბიბლიაში აღწერილი წარღვნის რეალური მიზეზი სწორედ ნიფილიმებისა და ტიტანების განადგურება იყო ამ მიზნით მთავარანგელოზ მიქაელს დაევალა სერაფიმ სამიაზას შეკვრა და უფსკრულის სატუსაღოში დატყვევება, მთავარანგელოზ გაბრიელს ტიტანების დახოცვა, ხოლო მთავარანგელოზ რაფაელს აზაზელის შეკვრა და უდაბნოში ჩამარხვა ეთქვა მას თვალებზე გადაეკრა აზაზელისთვის ხარის ტყავი და ღრმად ჩაემარხა უდაბნოში რათა მას ვერ ეხილა დღის სინათლე დიადი სამსჯავროს დღემდე, მთავარანგელოზ რაფაელს დაევალა აგრეთვე ამ ადგილას დაედო დიდი და წვეტიანი ქვა, რომელიც დღესაც კი აღიქმება აზაზელის კლდედ.

რაფაელმა აღასრულა ღვთის იაჰვეს დავალება და მისივე ბეჭდით შეკრა და დატყვევებული დამარხა აზაზელი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა იუდეის მეფე სოლომონმა, აჰყარა რა წარმართობის ჟამს უფლის ბეჭედი სამარხს.

აზაზელს იუდეაში მარცხენა ხელის გზის მიმდინარეობის კაბალისტები სწირავდნენ შავ თხას,, გაყავდათ უდაბნოში მისი სამარხის ახლოს და დაკლული თხის სისხლს აბკურებდნენ მიწას ხოლო ხორცს წვავდნენ საგანგებოდ მომზადებულ სამსხვერპლოზე.

აზაზელის გამოძახება დიდი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ის როგორც წესი თავად მიდის რჩეულებთან და ასწავლის სულიერ საიდუმლოებებს, ამიტომ მისი გამოძახების რიტუალები ხშირად წარუმატებლად მთავრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ მაგი არ მოეშვება და აიძულებს აზაზელს გამოცხადებას, მისი ვიზიტის შემდეგ მაგი ეთხოვება სიცოცხლეს და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, ამიტომაც მაგები ერიდებიან აზაზელის გამოძახებას, მაგრამ თუ მას მოეწონა და შეარჩია მეგობრად კაცი, ადამიანთა შორის უმდიდრესსა და უპირველესს ხდის მას, თუ მან ადამიანთან მეგობრობა გადაწყვიტა ასეთი კაცი ხდება ხელშეუხებელი მას ვერ ვნებს ვერც კაცთა და ვერც დემონთა იარაღი, აზაზელის შიში არა მხოლოდ ადამიანთა საუფლოში არამედ წყვდიადის საუფლოშიც აქვთ, მრავალი ძლევამოსილი და ამაყი დემონი თრთის მის წინაშე, ეს დემონი კოლოსალური ძალის ენერგიისა და გონების პატრონია, ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ წყვდიადის იმპერატორ სამაელს, და მის მიერვე არის დადგენილი სამყაროს მხარეების ერთ ერთ მმართველად. აზაზელთან მეგობრობა ეს ჯილდოა წყვდიადისგან ხოლო მასთან მტრობა გარანტირებული სიკვდილი, არ შეიძლება ამ დემონთან შეხუმრება და გათამამება, მასზედ მოქმედებს მხოლოდ საიდუმლო ბეჭედი ღვთისა რომლის გამოსახულებაც სამწუხაროდ არავინ აღარ იცის ამიტომაც ითქმება რომ მას ბეჭედი არ აქვს.

 

 

 

აზაზელის გამოძახების რიტუალი

 

 

 

(სარიტუალოდ მომზადება)

 

საკურთხევლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პატარა მაგიდა, ან სკამი ან ტუმბო, რომელსაც ძედ უნდა გადავაფაროთ შავი ფერის ახალი ნაჭერი, ქსოვილი უკეთესია თუ კი იქნება ხავერდის.

 

საკურთხევლის ცენტრში ვხაზავთ აზაზელის ნეფილიმურ ბეჭედს, ცენტრში ვდებთ თხის თავის ქალას, რომელიც იქნება ნაკურთხი აზაზელის ძალებით და მხოლოდ აზაზელისთვის განკუთვნილი.

(თხის თავის ქალის კურთხევა ხდება შემდეგნაირად: მარცხენა საჩვენებელ თითს ვიჭრით ისე რომ სისხლი გამოვიდინოთ და თავის ქალაზე შუბლის მიდამოში გამოვსახოთ რქოსანი ღმერთის ნიშანს და 7-ჯერ ვიძახით ხმამაღლა აზაზელის სახელს, ეს ნიშანი უნდა გამოიხატოს აგრეთვე შავ სანთელზე რომელსაც შემდგომ დავამაგრებთ თხის თავის ქალაზე რქებს შორის )

 

საკურთხევლის მარცხნივ ვდგამთ ფიალას, ან თასს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს შავი დედა ღვთაების საშოს, ამ თასს კი ვავსებთ წითელი ღვინით.

 

საკურთხევლის მარჯვნივ დებთ ხანჯალს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ცეცხლს, მაგიურ ნებას.

 

ხოლო თხის თავის ქალის წინ ვათავსებთ საჟღოლავ საშუალებას(საკმეველის დასანთებად)

 

რიტუალის დაწყება

 

მარჯვენა მუხლით უნდა დავიჩოქოთ, მარცხენა ხელს კი სამჯერ ვარტყამთ მიწაზე ან იატაკზე და ვიძახით შემდეგ სიტყვებს:

 

Azza Uzza Azziel Tuval-Qayin Azazel!

 

ჩემს ხმას მიეცი ნება აზაზელ, რომ განფხვრას ღამის სიჩუმე და გამოაღვიძოს ჩემი, ტიტანური ღვიძლი მამა, რქოსანი, სინათლის მფრქვეველი!

მივმართავ მბრძანებელს და ყოველ ძალას, რომელნიც მიძინებულ არიან წყდიადსა შინა!

 

ვანთებთ სანთელს, რომელიც დამაგრებული გვაქვს რქებს შორის და ვამბობთ შემდეგს:

 

Azza Uzza Azziel Vul-Qayin Azazel!

 

ო, ყოვლისშემძლე აზაზელ, შენ რომელიც აფრქვევ ღვთაებრივი სიბრძნისა და ცეცხლის ალს, შეისმინე და მომისმინე, ააჩქეფე და აადუღე ჩემს სისხლძარღვებში მიძინებული ნეფილიმთა წმიდა სისხლი;

 

სიამაყით აღვსილო მცველო, რომელიც იცავ სისხლით წმიდა ნათესავურ კავშირს; ამ ღამეს, შენი ყოფნით დამლოცე და ზიარ მყავ შენი ღვთაებრივი ცეცხლის ნაწილისა, რომელსაც აფრქვევ შთანმთქმელი წვდიასის უკიდეგანო სიღრმეებში

 

 

საჟღოლავში ვაკმევთ საკმეველს, (ხის ცრემლს) ან მირრას, დრაკონის სისხლს შერეულს წითელი სანდალოზის ხესთან, და ვამბობთ შედეგს:

 

Azza Uzza Azziel Tu - Baal - Qayin Azazel !

 

სინათლის მფრქვეველო, რომელმაც არჩიე წყვდიადში დაცემა სულითა და სხეულითა, რათა მოგეტანა ღვთიური ცეცხლი და აგევსო თიხის ცარიელა ჭურჭლები, უსაყვარლესო, მე ვარ დემონური სისხლით განათლული და დემონური სიბრძნით აღვსილი, რომელიც მოგმართავ შენ აზაზელ.

 

მოგიხმობ შენ აზაზელ, რომელმაც გააერთიანე ცანი და მიწანი, ისევე როგორც მიწანი და ცანი, მე ვარ ის ვინც ვინახავ საკუთარი სულის სიღრმეებში, შენი, გმირულად გაღებული მსხვერპლის აალებულ ნაყოფს, მოგმართავ შენ აზაზელ;

 

ამის შემდეგ აღმართეთ ხანჯალი და მისი წვერით საკურთხეველის ზემოთ ჰაერში გამოსახეთ შავი ვარსკვლავი (ამოტრიალებული პენტაგრამა), 7-ჯერ წარმოთქვით აზაზელის სახელი და ვიზუალურად წარმოიდგინეთ თუ როგორ ანათებს ალისაფრად შავი ვარსკვლავი, შემდგომ ხანჯლის მახვილი მიმართეთ რქებს შორის ანთებული სანთლის ალზე და წარმოთქვით:

 

Azza Uzza Azziel Azarak - Qayin Azazel !

 

ისმინე სიტყვები ძლევამოსილებისა, რომელიც არის შენი წმიდა სახელები, ფოლადის ჩლიქებით გაარღვიე ყოველი დაბრკოლება აღმართული ჩემსა და შენს შორის.

ო ჩემო მბრძანებელო აზაზელ, ნება მიეცი ლუციფერიანულ ცეცხლის ალს, რომელსაც აფრქვევ რქებს შორის, რათა განვიწმიდო და გამოვაღვიზო მგესლავი შხამიანი ცეცცხლის გველები, რომლებიც შემოხვეულან ჩწემს სისხლძარღვებზე.

 

შვიდჯერ სანთლის ალზე გადავატარებთ ხანჯლის პირს და წარმოვთქვამთ შემდეგს:

 

Azza Uzza Azziel Tubal-Qayin Azazel!

 

სულიერი გარდასახვის მამავ, და დემონურო მჭედელო, უდიდესო ალქიმიკოსო, ნებითა შენითა დამრთე რათა მივიღო მონაწილეობა შენს უსაზღვრო მისტერიაბში, გარდამსახე და გამომჭედე ნებითა შენითა და მჭედლობის შენეული კანონებითა.

აზაზელ, დამლოცე შენი მობრძანებით და მიეცი ნება შენი უროს დარტყმით გადმოფრქვეული ნაპერწკლების სინათლეს რათა გამინათონ გზა წყვდიადში მიმავალი, რაც გამოაღვიძებს ორგულ და მოღალატე ჩემს მეორე დემონურ მე-ს, მიძინებულს ღრმა წყვიადის ძილით.

 

ხანჯლის წვერით შუბლზე გამოვიხატოთ რქოსანი ღმერთის ნიშანი, რას გამოვსახეთ თხის თავის ქალაზე, წარმოვიდგინოთ ეს ნიშანი როგორ ხურდება თქვენს შუბლზე, და როგორ ასხივებს მუქ წითელ ფერს, ხანჯალი მივმართოთ თქვენი შუბლისკენ და წარმოვთქვათ:

 

Azza Uzza Azziel Shemyaza - Qayin Azazel !

 

სიბრძნისა და გრძნეულების მეუფევ, შენ რომელიც ხარ განსხეულებულიროგორც ტუვალ ქაინ, შენ, რმელმაც გვასწავლე იარაღის გამოჭედვა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, და შენაგანი ცეცხლის გამოფრქვევა და მისი გამოყენება, დაე შენი გახურებული ნიშანი აალდეს ჩემს შუბლზე თვალისმომჭრელი ცეცხლით, გვირგვინოსან მყავ ცეცხლით განათლული.

 

 

რიტუალის ზედმიწევნით აღსრულების შემდეგ ცხადდება დიადი აზაზელი, გირჩევთ სიფრთხილე და მოწიწება გამოიჩინოთ მის მიმართ და არ გამოიძახოთ ის მძვინვარების ჟამს ანუ აღმავალი მთვარის პირველ მეოთხედში. მას შეგიძლიათ სთხოვოთ, სიბრძნე, სიმდიდრე, შურისძიება, თანამდებობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Samael

 

აზაზელი სახელია ხომ როგორც ვხვდები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

აზაზელი სახელია ხომ როგორც ვხვდები?

 

სწორედ მიხვდით სახელი გახლავთ, ყოფილი მეთვალყურე ანგელოზების ერთ ერთი მთავრის სახელი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნე დედამიწაზე დაეშვა და მიიღო რა ადამიანის ბუნება ხორციელი სხეული შეისხა დედაკაცებთან სექსუალური აქტის განსახორციელებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს საინტერესო სტატია! მაგრამ, ეს გამოძახების რეტუალი რაარის? თქვენ რა გჯერათ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს საინტერესო სტატია! მაგრამ, ეს გამოძახების რეტუალი რაარის? თქვენ რა გჯერათ?

გეტყობათ, რომ ლოგიკური ადამიანი ხართ.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

Shaten

 

ბიბლია, ძველი აღთქმა, I მეფეთა თავი 28 მუხლები 3-19

 

3. მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი.

 

4. შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნებში დაიბანაკეს. საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს.

 

5. როცა დაიხახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული.

 

6. დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით.

 

7. უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი.

 

8. სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი.

 

9. უთხრა ქალმა: კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?

 

10. უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.

 

11. ჰკითხა ქალმა: ვინ ამოგიხმო? მიუგო: სამუელი ამომიხმე.

 

12. დაინახა სამუელი ქალმა და ხმამაღლა იყვირა: ასე უთხრა ქალმა საულს: რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!

 

13. უთხრა მას მეფემ: ნუ გეშინია. რას ხედავ? უთხრა ქალმა საულს: სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.

 

14. ჰკითხა: როგორ გამოიყურება? მიუგო: მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა.

 

15. უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე.

 

16. უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?

 

17. ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს.

 

18. რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას.

 

19. ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.

 

გჯერათ ეს?

 

თუ ეს გჯერათ, რომ უბრალო მჩხიბავმა ქალმა წინასწარმეტყველი სამუელი მოიხმო, აზაზელის მოხმობა ვითომ რატომ უნდა ბადებდეს ეჭვს? რადგან თქვენ არ გამოგიცდიათ ამიტომ? "რკინისებრი ლოღიკა".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მე მჯერა რო არის ღმერთი ანგელოზები და შეუცნობი თან ადამიანს თუ არაფლის სჯერა დაკარგულია მისი საქმე! მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი უნდა დაიჯერო რაც წერია და საერთოდ. დაიმახსოვრეთ, :თუ გინდა გაიგო როცა გატყუებენ მოსმინე, და თუ ძაან ლამაზათ ჟღერს ეს ტყულია!:ძველიაფონური ანდაზა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გჯერათ ეს?

არა.. -)

IMHO, ღმერთი მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია.., მაგრამ დარწმუნებული მე არაფერში არა ვარ. არც არავინაა. უბრალოდ ზოგიერთს ჰგონია, რომ მათი რწმენა - ჭეშმარიტებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა..

ისე კი, მე ყველას რწმენას პატივს ვცემ (ეს თქვენც გეხებათ Samael), თუ მათი რწმენა (დაუშვათ) არ შეიცავს რაიმე არაადამიანურს, ან იმბეცილურს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ეს კიდე გამოჩნდა

უკაცრავად, ვისმა გამოჩენამ დაგწყვიტათ ასე გული, თუ საიდუმლო არაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

 

 

სწორედ მიხვდით სახელი გახლავთ, ყოფილი მეთვალყურე ანგელოზების ერთ ერთი მთავრის სახელი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნე დედამიწაზე დაეშვა და მიიღო რა ადამიანის ბუნება ხორციელი სხეული შეისხა დედაკაცებთან სექსუალური აქტის განსახორციელებლად.

Samael

 

შენ საიდან იცი რა ერქვა მაგ დაცემულ ანგელოზს? თავად გაგიმხილა თუ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

 

 

მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი უნდა დაიჯერო რაც წერია

 

არა ეს იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ ყველაფერი უპირობოდ დაიჯეროთ, მაგრამ იმის თუ გწამთ, რომ სადღაც ვიღაცა მჩხიბავმა ქალმა ოდესღაც სული მოიხმო და ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ გჯერათ რადგან ბიბლიაშია ჩაწერილი და მსუბუქად, რომ ვთქვათ მისი უარყოფა ტეხავს ქრისტიანის მხრიდან, მაშინ ლოგიკურია რომ დაუშვათ იმის შესაძლებლობა, რომ თანამედროვე ეპოქაშიც ვიღაცას შეუძლია დემონის სახელად აზაზელის მოხმობა, რაც შეეხება აქ აღწერილ რიტუალს ამას პროფანი ვერ ჩაატარებს და გინდაც ჩაატაროს არაფერი არ გამოვა, ეს არის რიტუალი რომელიც უნდა აღასრულოს ინიცირებულმა, განათლვისა და განდგომის ბეჭდის მქონე შავმა ჯადოქარმა. ქრისტიანი, ბუდისტი, ინდუისტი და ა.შ ამ რიტუალს ვერ აღასრულებს.

 

Shaten

 

 

გჯერათ ეს? არა.. -)

 

ჰო და თუ არ გჯერათ დროს ტყუილად ნუ დამაკარგვინებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.

 

CPUG

აუ ეს კიდე გამოჩნდა

 

კი გამოვჩნდი და სხვათაშორის გამეხარდა მოდერატორობა, რომ ჩამოგერთვათ ნაკლებს იბაქიბუქებთ.

 

აზრი

 

შენ საიდან იცი რა ერქვა მაგ დაცემულ ანგელოზს?

 

აპოკრიფული ლიტერატურიდან, არსებობს ასეთი გრიმუარი გამოცხადება ენოქისა, ამ წიგნში აღწერილია მეთვალყურე ანგელოზების დაცემის მიზეზი, ეპოქა, წარღვნის როგორც გლობალური მოვლენის მიზეზი და სხვა მრავალი ზოგადად მასებისაგან დაფარული ამბავი. ამ აპოკრიფიდან ვიცი მეთვალყურე ანგელოზთა ერთ ერთი მთავრის აწ უკვე დემონად შერაცხილი აზაზელის სახელი, აქ მე დავდე ბერძენი გნოსტიკოსების ერთ ერთი წიგნიც "სამიაზას წიგნი" იქაც მოხსენიებულია აზაზელი, თავად მე არასოდეს არ მქონია პატივი მას შევხვედროდი, სიმართლე რომ ვთქვათ სურვილიც არ მაქვს ძლიერი და უკონტროლო დემონია, არ ვიცი როდის რა მოუვლის და როდის რა ხასიათზეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...