Jump to content
Planeta.Ge

გიყვარდეს მტერი შენი და მიუტევე მას


Recommended Posts

გიყვარდეს მტერი შენი და მიუტევე მას

„გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი“ ( ლევიანნი 19: 18). „ შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, ამაზე დიდი მცნება არ არსებობს “ (მარკოზი 12:31). მოყვასის სიყვარულითან ერთად იესო ქრისტემ ხალხს მტრის სიყვარულისკენაც მოუწოდა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს“ (ლუკა 6:27), რას ნიშნავს გიყვარდეს მტერი შენი და როგორ უნდა მიუტევო მას? როგორ უნდა გავითავისოთ ლოცვა რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველდღე ამბობს: „მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა“ (მათე 6:12). ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ თუ ჩვენ არ მივუტევებთ - არც ჩვენ მოგვეტევება. რა ვქნათ?

„მე გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები“ (მათე 5:44) - ἐγὼ δὲ λέγω ὑμῖν ἀγαπᾶτε τοὺς ἐχθροὺς ὑμῶν καὶ προσεύχεσθε - ბერძნული თარგმანი რომელიც შემდეგნაირად იკითხება - egō de legō umin agapate tous echthrous umōn kai proseuchesthe - ინგლისური თარგმანი - I but say to you love those enemies of you and pray.

ძველ ბერძნებს სიყვარულის აღმნიშვნელი ოთხი სიტყვა ჰქონდათ: სტორგე, ეროსი, ფილია და აგაპე. ახალ აღთქმაში მხოლოდ ორნაირი სიყვარული გვხვდება - აგაპე და ფილია. როცა მათემ გადმოსცა იესოს სიტყვები „გიყვარდეთ თვენი მტერი’’, მან სიტყვა აგაპე გამოიყენა. თავის წიგნში, პროფესორი უილიამ ბარკლეი წერდა: „ფილია სიყვარულს აღნიშნავს და ახლო მიდრეკილებისა და სითბოს გამომხატველია. აგაპე უფრო გონებას უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც თავისით ჩნდება. ეს არის პრინციპი, რომელითაც შეგნებულად ვცხოვრობთ; აგაპე უპირველესად გააზრებული ნება-სურვილის გამოხატულებაა. ესაა დაპყრობა, გამარჯვება და მიღწევა. ბუნებრივად არავის ყვარებია საკუთარი მტერი. მტრის სიყვარული ნიშნავს დაიმორჩილო ზნეობა და ემოციები. აგაპე . . . ნიშნავს ძალას რომელსაც შეუძლია შეგაყვაროს შეუყვარებელი, ადამიანი რომელის პერსონასაც ვერასოდეს მოიწონებ“.

ბოროტება და შური, სისასტიკე და ცივსისხლიანობა, ბატონობისა და ომის წყურვილი კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია. გაცილებით მარტივია აკეთო ცუდი, ვიდრე კარგი; ადვილია მიიღო, ვიდრე გასცე; მარტივია მოიპარო, ვიდრე იშრომო და მოიპოვო. დამეთანხმებით ალბათ, რომ კაცობრიობა ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგება, როცა მტრის სიყვარული ღმერთთან დაახლოვებისა და სულის განმტკიცების პირობად ესახება. მხოლოდ სიკეთის კეთება და შრომა არ ყოფილა საკმარისი, ეს კი საქმეს ორმაგად ართულებს.

ვფიქრობ, შეძლებისდაგვარად ჩვენ უკვე გავიგეთ თუ როგორ სიყვარულზეა ლაპარაკი ბიბლიაში, არა - ემოციურ და სითბოს გამომხატველ, თუ ვნების ამღვძვრელ სიყვარულზე(ეროსი, ბერძნულად სწორედ ამგვარ სიყვარულს აღნიშნავს), არამედ გონებრივი სიყვარული, იესოს მორალის გაკვეთილების შეცნობითა და გააზრებით.

ეს თემა როგორც წარსულში, ისე თანამედროვეობაშიც ფიქრისა და კითხვების სამიზნე იყო. წიგნი Mere Christianity მეოცე საუკუნის საუკეთესო ქრისტიანულ ნაშრომადაა აღიარებული. მისი ავტორია კლაივ სტეპლზ ლუისი. მინდა ყურადღება გავამახვილოთ, ამ წიგნის ერთ-ერთ თავზე, მაგრამ ჯერ პატარა შესავალი:

1939 წლის 3 სექტემბერი, ბრიტანეთი ომს უცხადებს ფაშისტურ გერმანიას. შიში და სტრესი ბრიტანეთის კუნძულელებისათვის განუყრელ ნაწილად იქცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჯეიმს ვოლში BBC-ის რელიგიურ მაუწყებლობას ხელმძღვალელობდა. როგორც ქრისტიანობის ჭეშმარიტ მიმდევარს, მას სწამდა რომ შეშინებულ საზოგადოებასთან საუბარი - რელიგიური ენითა და მეთოდებით დამამშვიდებელი შედეგის მომცემი იქნებოდა და ხალხს იმდროინდელ ცხოვრებას შეუმსუბუქებდა:

„ამ გაურკვებლობის ჟამს, როდესაც მრავალი შეკითხვა იბადება, ეკლესიისა და რელიგიური რა¬დი¬ო¬მა-უწ¬ყებ¬ლო¬ბის პასუხისმგებლობაა - აზრი გადმოსცეს ღმერთსა და მის დამოკიდებულებაზე ადამიანის მიმართ. ჩვენი ვალდებულებაა განიმარტოს ქრისტიანული რწმენა, რათა იგი ჩვეული მოქალაქისთვის გახდეს გასაგები. ჩვენ უნდა შევძლოთ იმ ხერხების განხილვა, რომლებითაც რწმენა მოერგება თანამედროვე საზოგადოებასა და ამ რთულ პერიოდს“.

კ. ს. ლუისის The Problem of Pain - წაკითხვის შემდეგ, ველშმა ჩათვალა რომ მან იპოვა პიროვნება რომელიც შესანიშნავად მოერგებოდა BBC-ს მაუწყებლობას. ლუისი იმ დროს ოქსფორდის საკმაოდ წარმატებული ტუტორი გახლდათ. ველშმა მას 1941 წლის თებერვალს გაუგზავნა წერილი და რადიოში მიიწვია, რათა ლუისს რელიგიურ საკითხებზე ესაუბრა. სწორედ ლუისის მომდევნო საუბრებმა ჩაუყარა საფუძველი Mere Christianity-ის დაწერას.

ამ წიგნის ერთ-ერთ თავში ლუისი საუბრობს მტრის სიყვარულსა და პატიებაზე. იგი ამბობს, რომ ყოველი ადამიანისათვის პატიება შესანიშნავი მოსაზრებაა, იქამდე სანამ თვითონ არ მოუწევს; როგორც მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს თავიც სწორედ ომისგან გამოწვეულ სიძულვილზე საუბრით იწყება. ლუისი ამბობს რომ მან არ იცის, როგორ აპატიებდა გესტაპოს - ებრაელი ან პოლონელი რომ ყოფილიყო; ისევე როგორც არ იცის თუ რას მოიმოქმედებდა როცა ქრისტიანობის დაცვა სიცოცხლის ფასად მოუწევდა.

http://www.towards-success.com/dejnarde_files/lewis_window.jpg

„ძალიან მაინტერესებს რას მოვიმოქმედებდი მე, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, თუმცა მე არ ვცდილობ ამ წიგნში წარმოვაჩინო ის თუ რისი გაკეთება შემიძლია მე, მერწმუნეთ რომ ჩემი შესაძლებლობანი საკმაოდ მწირია - მე გეუბნებით იმას თუ რა არის ქრისტიანობა(წიგნი სწორედ ქრისტიანული მოძღვრების განმარტებას ემსახურება). მე იგი არ გამომიგონია. სწორედ მის შუაგულში კი შეგვხვდება: და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა “. არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ჩვენ სხვა შემთხვევაში შეიძლება მოგვეტევოს, ნათლადაა წარმოდგენილი ფაქტრი, რომ თუ ჩვენ არ მივუტევებთ, არც ჩვენ მოგვეტევაბა. ამის თაობაზე ორი აზრი არ არსებობს. რა უნდა ვქნათ?

ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ვფიქრობ, არსებობს ორი რამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მაგალითად მათემეტიკის შესწავლა არ იწყება კალკულუსით, არამედ იწყება მარტივი ანგარიშით. ამავე გზით თუ ჩვენ გულით გვინდა ვისწავლოთ პატიება, უმჯობესია დავიწყოთ რაიმე უფრო მარტივით, ვიდრე გესტაპო. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მეუღლის, ან მშობლების ან თუნდაც შვილების პატიებით, ვაპატიოთ რაიმე რაც აქვთ გაკეთებული ან ნათქვამი. და მეორე, ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ იმის გააზრება თუ ზუსტად რას ნიშნავს მოყვრისა და მტრის სიყვარული, როგორც საკუთარი თავისა. მე იგი უნდა მიყვარდეს როგორც საკუთარი თავი, მაგრამ როგორ მიყვარს მე ჩემი თავი?

ახლა რომ ვუფიქრდები, სულაც არ ვარ ემოციურად საკუთარი თავისადმი მიდრეკილი, და მეტიც - ხანდახან უკმაყოფილო ვარ როცა საკუთარ თავთან პირისპირ ვრჩები. როგორც ჩანს მოყვრის სიყვარული არ ნიშნავს მისადმი ემოციური გრძნობების განცდას ან თუმდაც მასში რაიმე მომხიბლელის დანახვას. ძალდატენებით, ადამიანისადმი ამგვარი გრძნობების გაჩენა შეუძლებელია. ხადანხან კი, უნდა ვაღიარო, საკუთარ თავზე კარგს ვფიქრობ, მგონია რომ კარგი ადამიანი ვარ(უნდა მაპატიოთ, ნამდვილად ჩემთვის ყველაზე ცუდი მომენტებია), მაგრამ ეს არაა იმის მიზეზი თუ რატომაც მიყვარს საკუთარი თავი. ასე რომ მტრის სიყვარული სულაც არ ნიშნავს რომ მათზე კარგს უნდა ვფიქრობდეთ. ეს ნამდვილად დიდი შვებაა მათვის ვინც თავს აიძულებდა რაიმე კარგი დაენახა ადამიანში, რომელსაც არაფერი კარგი არ გააჩნდა. ერთი ნაბიჯით წინ გადავინაცვლოთ; ხადანდახან ვთვლი რომ არ ვარ კარგი ადამიანი, არამედ პირიქით საკმაოდ უნიათო ვარ და სიძულვილითა და შიშით ვუყურებ ყველაფერ ცუდს რაც ჩამიდენია. შესაბამისად ნება მაქვს დართული რომ ჩემ მტერშიც მძულდეს მათი ცუდი საქმენი. აქვე მახსენდება ქრისტიანი მასწავლებლების სწავლება - უნდა გძულდეს ცუდი ადამიანის საქციელი, მაგრამ არა ცუდი ადამიანი: ან, როგორც ამბობდნენ, გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვილი.

დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი რომ ეს გაცვეთილი და უხარისხო მოსაზრებაა: როგორ უნდა გძულდეს ადამიანის საქციელი და არ გძულდეს ადამიანი? წლები დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ არსებობდა ერთი ადამიანი რომელისადმიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ამგვარად ვიყავი განწყობილი - კერძოდ კი ჩემი თავისადმი. იმისდა მიუხედავად, თუ როგორ არ მომწონდა საკუთარი სიმხდალე, პატივმოყვარეობა თუ სიხარბე, მე გავნაგრძობდი საკუთარი თავის სიყვარულს. ეს სულაც არ წარმოადგენდა სირთულეს. სინამდვილეში, მიზეზი თუ რატომაც მძულდა საქციელი იყო ის რომ მე მიყვარდა - ადამიანი. მიყვარდა საკუთარი თავი და მწყინდა რომ სწორედ მე ვიყავი ის კაცი ვინც ცუდს სჩადიოდა. მაშასადამე, ქრისტიანობას სულაც არ უნდა რომ ჩვენ ერთი ატომითაც კი შევამციროდ სისასტიკისა და მუხანათობისადმი სიძულვილი. ჩვენ უნდა გვძულდეს ეს. არც ერთი სიყტვის უკან წაღება არ ღირს - რაც უსამართლობაზეა ნათქვამი. ქრისტიანობას უნდა რომ ჩვენ გვძულდეს ცუდი საქციელი როგორც საკუთარ თავში გვძულს: გული შეგტკიოდეს და იმიდი გვქონდეს რომ როგორმე, ოდესმე, სადმე, ბოროტი კაცი განიკურნება და კვლავ ადამიანი გახდება.

დავუშვათ, გაზეთში ამა თუ იმ პიროვნებაზე ბინძური საშინელებანი ამოვიკითხეთ. შემდგომ დავუშვათ, რომ გამოჩნდა რაღაც, რაც მიგვანიშნებს რომ ის რაც ამოვიკითხეთ არ შეესაბამება სიმართლეს, ან თუნდაც არ იყო იმდენად საშინელი როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. რა იქნება პირველი გრძნობა, - „მადლობა ღმერთს, არ ყოფილა ასეთი ცუდი ადამიანი,“ თუ იმედგაცრუიება; მტკიცე ჩაბღაუჭება პირველად წყაროზე და სიამოვნების ძიება იმაში, რომ მტერი როგორმე მაინც ცუდი აღმოჩნდეს? - თუ მეორე, მაშინ ვშიშობ რომ ეს ის პირველი ნაბიჯია რაც ჩვენ ეშმაკებად გვაქცევს. ეს იგივეა ადამიანს გაუჩნდეს სურვილი - შავი იყოს უფრო შავი, ვიდრე არის. ამას - ღმერთზე, მეგობრებზე და საკუთარ თავზე გადაიტანს, ვერც შეჩერდება და საბოლოოდ სიძულვილის სამყაროში აღმოვჩნდება.

ახლა კიდევ ერთი შეკითხვა; ნიშნავს თუ არა მტრის სიყვარული იმას, რომ იგი არ უნდა დასაჯო? არა, რადგან საკუთარი თავის სიყვარული არ ნიშნავს რომ სასჯელს არ უნდა დაემორჩილო - სიკვდილსაც კი. თუ კაცი მკვლელობას ჩაიდინს, სწორი და ქრისტიანული საქციელია კანონს ჩაბარდეს და იგი ჩამოახრჩონ. სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ გამართლებულია - ქრისტიანმა მოსამართლემ ადამიანი სიკვდილით დასაჯოს ან ქრისტიანმა ჯარისკაცმა მტერი მოკლას. მუდამ ასე ვფიქრობდი, იმ დღიდან როცა ქრისტიანი გავხდი, ომის დავწყებამდე დიდი ხნით ადრე და ახლაც როცა მშვიდობიანობაა. ამ შემთხევაში სულაც არაა სწორი „არა კაც ჰკლა“ -ს ციტირება. არსებობს ორი ბერძნული სიტყვა: ორიგინალი სიტყვა „მოკვლა“ და სიტყვა - „მკვლელობა“, და როდესაც ქრისტე მცნების ციტირებას ახდენს, იგი სამივე სახარებაში სიყტქვა „მკვლელობა“-ს იყენებს(მათეს, მარკოზისა და ლუკასაში). ებრაულშიც ზუსტად იგივე განსვხავებაა. ყოველი მოკვლა არა არის მკვლელობა ისევე როგორც ყოველი სექსუალური აქტი არაა ღალატი. იოანე ნათლისმცემელს ჯარის სამსახურზე უარის თქმა არ ურჩევია მასთან მისული ჯარისკაცებისათვის: არც ქრისტეს, როდესაც ცენტურიონს შეხვდა. რაინდის სახე - შეიარაღებული ქრისტიანი, სიკეთისა და სამართლიანობის სამსახურში - ერთ-ერთი უდიდესი ცნებაა. ომი საშინელებაა და მე პატივს ვცემ გულახდილ პაციფისტს, თუმცა ვფიქრობ რომ იგი შეცდომაშია შესული. რაც კი არ მესმის - ეს დღევანდელი ნახევარპაციფიზმია, რომელიც საზოგადოებას ისეთ აზრს უჩენს თითქოს ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს, მაგრამ ეს ცხვირჩამოშვებულმა უნდა აკეთოს და თან სცხვენოდეს. ეს განცდა უამრავ ჩინებულ ახალგაზრდას ართმევს გულწრფელ სიმამაცეს, მაშინ როდესაც მათ ჯარში მსახური უწევთ.

ჩემთვის ხშირად მიფიქრია: რა მოხდებოდა მე რომ პირველ მსოფლიო ომში მიმეღო მონაწილეობა და მე და ვინმე ახალგაზრდა გერმანელს ერთმანეთი მოგვეკლა, სიკვდილის შემდეგ კი ერთმანეთი თუნდაც ერთი წამით მაინც გვენახა. ვერ წარმოვიდგენ რომელიმე ჩვენგანს გულისწყრომა ან დაბნეულობა ეგრძნო. ვფიქრობ, შეიძლება ერთად გულიანადაც კი გვეცინა ამ ყოველივეზე.

წარმომიდგენია რამდენი იტყვის: „ნუ, თუ ნებადართულია მტრის საქციელის მხილება და მისი დასჯა ან მოკვლა, მაშინ რაღა განსხვავებაა დარჩენილი ქრისტიანულ მორალსა და ჩვეულებრივ შეხედულებას შორის?“. სინამდვილეში კი განსხვავება ისეთივეა როგორც ცასა და დედამიწას შორის. გახსოვდეთ, ჩვენ ქრისტიანებს გვჯერა რომ ადამიანი სამუდამოდ ცხოვრობს, ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნაწილებია რომლებიც ადამიანის სულს ზეციურ თუ ჯოჯოხეთურ არსებად აქცევს. ჩვენ შეიძლება მოვკლათ თუ აუცილებელია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვძულდეს და სიძულვილი სიამოვნებას არ უნდა გვანიჭებდეს. ჩვენ შეიძლება დავსაჯოთ თუ საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა გვსიამოვნებდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა უარი განვაცხადოთ იმ ბოროტებაზე რაც ჩვენშია, რაღათქმაუნდა ეს ყოველივე ერთი წამის ფასად არ ხდება, უბრალოდ როცა ჩვენში ამგვარი ემოციები წამოყობს თავს - უნდა მოვთოკოთ და დავიმორჩილოთ ისინი. მაშინაც კი როცა ვინმეს ვსჯით ან ვკლავთ უნდა ვეცადოთ განვიცადოთ მისი ცუდი, ისევე როგორც განვიცდით საკუთარს - გვინდოდეს რომ იგი ცუდი არ იყოს. იმედი გვქონდეს, რომ ამა თუ იმ ცხოვრებაში განიკურნება. სწორედ ესაა ნაგულისხმევი ბიბლიაში როცა მტრის სიყვარულზეა ლაპარაკი.

ვაღიარებ რომ ეს ისეთი ხალხის სიყვარულს ნიშნავს რომელთაც არაფერი სასიყვარულო არ გააჩნიათ. მაგრამ აქვს განა ვინმეს რაიმე ისეთი სასიყვარული რის გამოც ესა თუ ის ადამიანი სიყვარულს იმსახურებს?! შენ გიყვარს საკუთარი თავი მარტო იმიტომ რომ ის უბრალოდ შენ ხარ. უფლისგან წამოსული სიყვარული გულისხმობს ყოველი ადამიანის ერთნაირად და ერთი და იგივე მიზეზით სიყვარულს. ამის საუკეთესო მაგალითი კი ჩვენშივე ჩადო, რათა მისი გამოყვენება შეგვეძლოს და ვისწავლოთ მოყვრისა და მტრის ერთნაირი სიყვარული“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 41
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Siknadmo

ასე 10 წლის წინ მეც სისულელე მეგონა, განსაკუთრებით მიუღებლად მიმაჩნდა ორი რამ მორჩილება და ის რომ ადამიანი ცოდვილია და ეს მარხვა და ლოცვა, სკუკაწიშჩა, თანაც უარი თქვა იმაზე რაც გისწორდება და გსიამოვნე

Siknadmo

იაღოვას მოწმეები ხომ სულ კულინინგუსს უკეთებთ ერთმანეთს რააა   ყველა ანტიმართლმადიდებელი ანტიქართველიცაა, გადით ქუჩაშიო რას გვანან ქართველებიო, შენ რას გავხარ შე ჩემისა   ვორნი +20 %

Siknadmo

Martyr კი, ეხლა შენთვის ეს თუ სასაცილოა იცინე, მე რა   ანტიმართლმადიდებელი თავისთავად ანტიქართველია, ეტყობა არამართლმადიდებელსა და ანტიმართლმადიდებელს შორის სხვაობას ვერ ხედავ ან არ დაუკივრდი, მაგალით

ეს ზოგადი "სიყვარულები" არის შინაარსობრივად ბლეფი...

 

რიტუალების ნაწილი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიყვარდეს მტერი შენი და მიუტევე მას

სწორედ ესაა ნაგულისხმევი ბიბლიაში როცა მტრის სიყვარულზეა ლაპარაკი.

ვაღიარებ რომ ეს ისეთი ხალხის სიყვარულს ნიშნავს რომელთაც არაფერი სასიყვარულო არ გააჩნიათ. მაგრამ აქვს განა ვინმეს რაიმე ისეთი სასიყვარული რის გამოც ესა თუ ის ადამიანი სიყვარულს იმსახურებს?! შენ გიყვარს საკუთარი თავი მარტო იმიტომ რომ ის უბრალოდ შენ ხარ. უფლისგან წამოსული სიყვარული გულისხმობს ყოველი ადამიანის ერთნაირად და ერთი და იგივე მიზეზით სიყვარულს. ამის საუკეთესო მაგალითი კი ჩვენშივე ჩადო, რათა მისი გამოყვენება შეგვეძლოს და ვისწავლოთ მოყვრისა და მტრის ერთნაირი სიყვარული“.

Martyr

 

რა მტრის სიყვარულზეა ლაპარაკი, როცა ერთი ერი და ერთი რწმენის ხალხი (მართლმადიდებლებს ვგულისხმობ) დაუნდობლად ეპყრობა ერთმანეთს.

 

აგერ გადი ქუჩაში, ჯერ მარტო სახეებს დააკვირდი რა სახეებით დადიან. მერე როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს და მერე როგორ ექცევიან ერთმანეთს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბლეფია, აბა რა არის :) მე თუ მკითხავთ ეგ იდეოლოგია შორს ვერ წაგვიყვანს. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ აი პრაქტიკაში, ცხოვრებაში შეუძლებელი. მტერს ვერ შეიყვარებ, და თუ ნორმალური ხარ ვერც აპატიებ. მტერი მტერია :) რაც არ უნდა იყოს. რამდენჯერაც წამოგარტყამენ, იმდენჯერ სახეს ვერ მიუშვერ :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Martyr

 

რა მტრის სიყვარულზეა ლაპარაკი, როცა ერთი ერი და ერთი რწმენის ხალხი (მართლმადიდებლებს ვგულისხმობ) დაუნდობლად ეპყრობა ერთმანეთს.

 

აგერ გადი ქუჩაში, ჯერ მარტო სახეებს დააკვირდი რა სახეებით დადიან. მერე როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს და მერე როგორ ექცევიან ერთმანეთს....

იაღოვას მოწმეები ხომ სულ კულინინგუსს უკეთებთ ერთმანეთს რააა :givi:

 

ყველა ანტიმართლმადიდებელი ანტიქართველიცაა, გადით ქუჩაშიო რას გვანან ქართველებიო, შენ რას გავხარ შე ჩემისა

 

ვორნი +20 %

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ვამბობ რელიგიური ხალხი, რელიგიური ხალხია

 

ერთნაირი აზროვნებაა

 

 

არანაირი განსხვავება! (თუ არ ჩავთვლით რომ ერთს თავისი ბიბლია ჰგონია ჭეშმარიტი, მეორეს თავისი):D

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ვამბობ რელიგიური ხალხი, რელიგიური ხალხია

 

ერთნაირი აზროვნებაა

 

 

არანაირი განსხვავება! (თუ არ ჩავთვლით რომ ერთს თავისი ბიბლია ჰგონია ჭეშმარიტი, მეორეს თავისი):D

შენ თუ თვლი რომ მე და აზრი ერთნაირად ვაზროვნებთ ოკ :yes:

რომ გეთქვა რომ აზრი ჩემზე უკეთ ფიქრობს რომ ის შენთან უფრო ახლოა ნაკლებად სათაკილო იქნებოდა ჩემთვის,

მაგრამ ჩვენი ერთ სიბრტყეზე დაყენება ეს დიიიდიი უსამართლობაა,

რა თქმა უნდა წინასწარ ვიცი რასაც მომწერ, სტანდარტული პასუხი იქნება, წიპა დიახ, დიახ ერთნი ხართ, სტილი, შეხედულებები, ფასეულობები, ასე მეტყვი ვიცი,

არც გამოვრიცხავ რომ ასეთი შემტხვევებიც იყოს, როგორც იტყვიან ვირი გინდ შეშით დატვირთე გინდ ოქროთი ერთი და იგივეა,

თუმცა ოქრო ოქროა და შეშა შეშა,

ხო, კიდევ ერთი პიროვნულად არ გავღიზიანებულვარ, არანაირად, ასე ვთქვათ გამაოცე იმიტომ რომ მაქვს იმედი რომ შეგწევს ფიქრის უნარი, შემიმჩნევია მიდიხარ სწორად, ალაგებ ყველაფერს ფიქრობ საინტერესო თემებზე თითქმის აი მიხვედი და უნდა თქვა მართლაც რაღაც საინტერესო და უცებ ბახ, სტანდარტული, ბანლაური დასკვნები,

ეს არა ერთხელ შემინიშნავს, ზოგჯერ უნდა შEგეძლოს გასცდე საკუთარ თავს და სხვა კუთხიდან შეხედო ამ სამყაროს

დაჟე აზრის თვალთახედვიდანაც კი, მის მიერ დანახული სამყარო რომ დაინახო და მერე ჩემს მიერ დანახული სამყარო უდიდეს სხვაობას შენიშნავ, მაშინაც კი თუკი ჩათვლი რომ ორივე ვცდებით,

 

ეს იგივეა შენ რომ ვიღაცეები ბოლშევიკობას გაბრალებენ, მეცინება რომ ადამიანი ასეთ დასკვნას აკეთებს, იმის გამო რომ ავატარაზე კომ. სიმბოლო გქონდა აკრული,

სიმბოლოებით აზროვნება ზედაპირუსლი აზროვნებაა, სიბბოლო არაფერია გარდა იმიას რომ სიმბოლოა, რწმენაც არაფერია საერთოდ არაფერი თუკი ის არაა ჭეშმარიტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

და კიდევ ერთი რამ, ნუკრიკო, რა იცი შენ რას ნიშნავს ჩემი რელიგიურობა,

როგორი დამოკიდებულება მაქვს მე რწმენისადმი, რას ვგულისხმობ რწმენაში,

ან რად მიმაჩნია ღემრთი, ან რას ვფიქრობ სულის არსებობის ან ადამიანის შEსახებ,

ზოგადად რა იცი იმ სამყაროს შესახებ საითკენაც მე მივისწრაფვი,

ვაფშე იცი რა მაქვს მე გულში ან აზრს რა აქვს გულში, არ იცი და ნუ იქნები ასეთი კატეგორიული,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

1) დავიწყოთ იქიდან, რომ შენ პირადში მიიღე ეს და როგორც ვატყობ გეწყინა, ამიტომ ბოდიშს მოვხდი, იმის მიუხედავად რომ პირადულში არ უნდა მიგეღო წესით

2) იმან რაღაც დააბრეხვა, არ დააცადე და უცბად უკაცრავად და დააბრეხვე შენც.. და ეს მსგავსება დავიჭირე..

3) იმას და შენს შორის აზროვნების პონტში განსხვავება არის, მაგრამ არა რელიგიაში, რელიგიაში ერთნაირები ხართ, ერთი კულტურის ნაწილნი ხართ და შესაბამისად რომ კამათობთ და ერთმანეთის რომ გაუთავებლივ ეკამათებით რაღაცეებზე, გამოდის ის რომ გესმით ერთმანეთის ენა, პროსგა სიძულვილი დავარქვა თუ რა დავარქვა ამას, გაქვთ ერთმანეთის მიამრთ.

 

მე მაგალითად სულ არ მესმის რაზე კამათობთ და რა არის იმაში საკამათო რაზეც კამათობთ, ასე რომ მე ამ შემთხვევაში თქვენს სივცეს არ მივეკუთვნები.

4) ბოლოს თქვენი კამათი ყოველთვის პირად შეურაცხყოფაზე და მეორე მხარის პირადულ ჩაძირვებამდე მიდის, ან რომელიმე ავტორიტეტის შეურაცხყოფებამდე..

5) დარწმუნებული ვარ ბუდისტს ვერ ეკამათებით ვერცერთი, ან თუ ეკამათებით ყრუების კამათს დაემსგავსება ეს კამათი, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად აზროვნებთ და სხვადასხვა სამყაროს შვილები ხართ, მაგრამ ერთმანეთს გაუგებთ და ზოგადად უფრო გაუგებთ აბრაამისეულ რელიგიებს, იმიტომ რომ მაინც ერთი სივცეალ იუდაიზმ-ქრისტიანობა-მაჰმადიანობა..

6) ერთი და იგივე რაღაცეები გაღიზიანებთ

7) ერთნაიირად არ გევასებათ ერთმანეთის აზრები

8) ერთნაირად გინდათ შეზღუდოთ ერთმანეთის აზრები

9) ერთნაირად იცავთ საკუთარ რელიგიურ ავტორიტეტებს და მათი რომანტიზაცია-ჰეროიზაციას ეწევით

10) ეს არის შიგნიტ რაღაც განსხვავებებისთვის გამოკიდება და ერთმანეთისთვის უპატივებლობა განსხვავებული დამოკიდებულებებისათვის

11) ორივე ერთმანეთის რელიგიურ წარმომადგენლებს, ასოცირებთ როგორც ცუდ, დეგენერატ და ა.შ ტიპებად

 

 

ერთი სიტყვით ძალიან ბევრი მსგავსი დამოკიდებულებები გაქვთ ერთმანეთის მიამრთ, ის რომ ერმანეთისადმი მტრული დამოკიდებულებები გაქვთ, არ ხდის თქვენს აზროვნების ფორმას განსხვავებულს..,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

იაღოვას მოწმეებს საერტოდ არ ვესხმი თავს, არ ვლანძღავ, არიან თავისთვის და იყვნენ, აქვთ განსხვავებული აზრი და ქონდეთ,

არაა პრობლემა, უბრალოდ ამ იუზერმა უნდა შეძლოს თავისი აზრის კორექტულად გამოხატვა და თავისი ეკლესიაფობიური გამოხტომებისგან თავი შეიკავოს,

 

 

როგორ შეიძლება გაწონასწორებულად ედებატო ადამიანს რომლეიც ყოველ პოსტში ცდილობს შენი მრწამისადმი შეურაცხყოფის მიყენებას?

 

არასდროს არ დამიცვია ჩემი ეკლესიის წევრები მაშინ როდესაც ისინი არასწორად იქცევიან, ცდილობენ შეზღუდონ განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლების ინტერესები,

არ გამიმართლებია ჰელოუინის დარბევა თუ მმკას სხვა სახის უგვანო გამოხტომები

და არც იმას არ ვუაყროფ რომ ეს ხალხის საქ. ეკლესიის ნაწილია და არც იმას არ ვუარყოფ რომ არსებობენ ვერცხილსმოყვარე სასულიერო პირები

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემა არავის არ წაუკითხავს, ნუ რას ვიზავთ არაქტუალურია ეტყობა...

 

არასდროს არ დამიცვია ჩემი ეკლესიის წევრები მაშინ როდესაც ისინი არასწორად იქცევიან, ცდილობენ შეზღუდონ განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლების ინტერესები,

არ გამიმართლებია ჰელოუინის დარბევა თუ მმკას სხვა სახის უგვანო გამოხტომები

და არც იმას არ ვუაყროფ რომ ეს ხალხის საქ. ეკლესიის ნაწილია და არც იმას არ ვუარყოფ რომ არსებობენ ვერცხილსმოყვარე სასულიერო პირები

Siknadmo

 

შენა და, ვინ მოგიწოდებს იმისკენ, რომ შენი ეკლესიის თანაწევრებს დასცინო ან როცა მათი აზროვნების არეალი ვოწროზე ვიწროა? ვინმე გეუბნება მოდი დავცინოთო ამ უგუნურთო?

 

ჰელუინის დარბევას და მმკას არსებობს ფანატიზმი რომ უდგას სულში მემგონი ეგ ყველამ კარგად ვიცით, და ეს ფანატიზმი რომ სასულიერო პირების მიერაა დანერგილი, მემგონი ეგეც გასაგებია.

 

მთლიან სურათს ვერ ხედავ შენ გეტყობა, განა ჩვენი ეკლესია ეკლესიაა? ესაა ქრისტეს სხეული? სასაცილოა უბრალოდ.

 

თემა ეხება ქრისტიანულ ერთ-ერთ მთავარ დოგმატს და იმის ნაცვლად რომ შენ როგორც ქრისტიანს რაიმე კომენტარი გაგეკეთებინა, ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ და ამბობ რომ ყველა ანტიმართლმადიდებელი ანტიქართველია. საქართველოში თვითონ მართლმადიდებლური სკოლა აღარ არსებობს და მაშინ გამოდის რომ ერიც აღარ არსებობს, აი ასე მარხავ შენ საკუთარ თავს და ჩვენც.

 

მართლაც რომ ფურთხის ღირსია საქართველო.

Edited by Martyr
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ედებატო ზემოთ ხსენებულ იუზერს, შესაბამისად არ ვედებატავები...

 

 

თუმცა ჩემთვის მორწმუნე ადამიანთა მსგავსებები იმდენად თვალშისაცემია, რომ სხვაობას ვერ ვხედავ მაგ: თეოდერ გიგნაძისა და ბასილ კობახიძე რომ ერთნაირი ფსიქო-ტიპს წარმოადგენენ ეს ჩანს ყველაფერში..

 

ვერ ვხდები უბრალოდ ესეთი მსგავს ადამიანებს, როგორ არ შეუძლიათ ერთმანეთის პატარა განსხვავებული აზრების ატანა..

 

 

Martyr

შენ და, ან ვერ გაიგე რა დაწერა სიკნადმომ ან არ გინდა გაგეგო

 

და დტრამატიზება მაგრა გიყვართ..... :D

 

რომელი ეკლესია გინახავს შენ უკეთესი ჯერ ეს მითხარი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

დამცინი? საღადაო ვთქვი რამე? რას ქვია დრამატიზირება გვიყვარს, და ვის გულისხმობ მრავლობითში, ვის მიმაწერე?

 

იმისთვის რომ ვიმსჯელოთ ''უკეთესს'' ეკლესიებზე, უნდა შევადაროთ ორივე მხარე და ჩამოვყალიბდეთ ამ ''უკეთესობის'' განმარტებაში. რა თქმაუნდა ეს არ გამოგვივა, როგორც ვყველა ქართველი ურწმუნო, შენც ცინიზმი და სხვებზე ზემოდან ყურება გიყვარს.

Edited by Martyr
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ყველა ანტიმართლმადიდებელი ანტიქართველიცაა

:clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp:

:viking: :viking: :viking: :viking: :viking:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Martyr

ვის მიგაწერ და მორწმუნეს..

 

 

და დიახ, იმისთვის რომ იმსჯელო უკეთეს ეკლესიებზე უნდა მოიყვანო პრაქტიკული გამოცდილებები და არა რაღაც, არაფრისმომცემი თეორიები..

 

 

რაც შეეხება ცინიზმს, არ გცდონია ცინიზმი რა ყოფილა თორემ ჩემს სიტყვებს ცინიზმად არ მიიღებდი..

 

რაც შეიძლება ზემოდან ყურებას, არ გიყურებთ ზემოდან ან ქვემოდან :D

 

უბრალოდ ვხედავ საერთო სურათს, სადაც ერთნაირი ტიპები ერთმანეთს ემტერებიან რაღაც არაფრისმომცემ დებულებებისა თუ რა დავარქვა არ ვიცი, იმის გამო.. პრაქტიკაში კი ყველა ერთნაირები რომ ხართ, ეს კი კარგად ჩანს.. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...