Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა" - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.

 

ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 2210 მ.

 

შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f1/BlackSea-1.A2003105.1035.250m.jpg/350px-BlackSea-1.A2003105.1035.250m.jpg

 

შავი ზღვის ზოგადი მახასიათებლები

 

შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაკეტილი წყლის მასივია. ზღვის სიგრძე უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის 1167 კმ-ია (ბურგასი-ქობულეთი). სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია, საიდანაც საქართველოს 320 კმ ეკუთვნის (რუსეთის ფედერაცია-395 კმ, უკრაინა-1340 კმ, რუმინეთი-215 კმ, ბულგარეთი-317 კმ, თურქეთი-1365 კმ). შავი ზღვის ე.წ. ზედა ჟანგბადით მდიდარი "ცოცხალი" ფენა 175-200 მ სიღრმემდე ვრცელდება, 200 მ-დან ფსკერამდე თითქმის უჟანგბადოა და საერთოდ არ გვხვდება ორგანული სიცოცხლე. შავი ზღვის განსაკუთრებულ თავისებურებას, რაც მას მკვეთრად განასხვავებს დედამიწის დანარჩენი ჰიდროგარსისგან, წარმოადგენს წყლის ორიგინალური ფენობრივი ხასიათი. 175-200 მ სისქის მქონე ზედაპირული ფენა სიმკვრივით გამირჩევა (მსუბუქია) მის ქვეშ მდებარე წყლის მასისაგან. ეს განსხვავება იმდენად მკვეთრია, რომ წყლის აღრევა ფენებს შორის თითქმის არ წარმოებს. ამის გამო ღრმა წყალში დაგროვილია H2S გრანდიოზული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში საერთოდ არ არსებობს საშიში იხტიოფაუნა.

საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი

 

საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი მთლიანობაში არ გამოირჩევა კლაკნილობით, მკვეთრად გამოხატული ნახევარკუნძულებითა და უბეებით. ნაპირის შედარებით რთული მოხაზულობით აფხაზეთი გამოირჩევა. აქ გამოკვეთილია ბიჭვინთის, სოუქსოს, წითელი შუქურისა და კოდორის ნახევარკუნძულები (კონცხები) მათ შორის მოქცეული მიუსერის, ახალი ათონის, სოხუმისა და ოჩამჩირის უბე-ყურეებით.

შავი ზღვის ფსკერი

 

მიქცევა-მოქცევის სიდიდეები საქართველოს სანაპიროსათვის უმნიშვნელოა ფოთში 8-9 სმ შეადგენს და ნახევარდღეღამურ ხასიათისაა.

 

შავი ზღვის ფსკერი საქართველოს ნაპირიდან საკმაოდ ციცაბოდ ეშვება სიღრმეში. ეს განსაკუთრებით ეხება აფხაზეთის უბანს. სანაპირო ზოლის ფსკერის წყალქვეშა რელიეფი გაფართოებულია ნახეობარებით და დელტებით, რომლებიც აგრძელებენ ყველა მნიშვნელოვან მდინარეთა ზედაპირულ ხეობებს.

შავი ზღვის სამგანზომილებიანი ხედი დასავლეთიდან

შავი ზღვის სამგანზომილებიანი ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

 

შავ ზღვაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის გეოლოგიური წარმონაქმნია იშვიათი (არ მოეპოვება ანალოგი მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში) კონცენტრაციის მქონე მაგნეტიტური ქვიშებით აგებული ნაპირი გურიის მხარეში (შეკვეთილი-მაგნეტიტი(ურეკი) - გრიგოლეთი).

კლიმატი

 

საქართველოს შავიზღვისპირეთი კავკასიონის ქედით დაცულია ჩრდილოეთის ქარებისგან. ზამთარში ძირითადად აღმოსავლეთის ქარებია, ზაფხულში უმეტესად დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის. დამახასიათებელია მოკლეპერიოდიანი ბრიზები. ქარების საშუალო უმცირესი სიჩქარეები ბათუმში გვხვდება, ზამთარში ქარები ძლიერდება და ზაფხულისთვის სუსტდება.

 

შავი ზღვის წყალი კომფორტულად ითვლება, თუ მისი ტემპერატურა 200-ზე მეტია, ჰაერის ტემპერატურა 150-ზე მეტი, ხოლო ტალღების სიძლიერე 3 ბალზე ნაკლებია. ეს მაჩვენებლები საქართველოს სანაპიროს წელიწადში 6-7 თვის განმავლობაში ახასიათებს.

ტალღები

 

ოკეანეებთან შედარებით შავ ზღვაზე აღინიშნება ნაკლები ინტენსივობის ღელვა. შტორმული მოვლენები შავ ზღვაზე ციკლონური ზემოქმედების შემთხვევაში წარმოიქმნება. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებების ქარების მოქმედება დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვის ციკლონების გავლასთან. ატლანტიკის ციკლონები იწვევენ დასავლეთის მიმართულების ქარების და ტალღების გაჩენას, რომლებიც ძლიერი ზვირთების სახით საქართველოს სანაპიროს აღწევენ.

 

მარილიანობა

 

ზღვის წყლის მარილიანობა საქართველოს ნაპირებთან ყველგან ნაკლებია 17 პრომილეზე (ანატოლიის ზღვისპირეთში 18 პრომილეს აჭარბებს, საშუალოდ 22 პრომილე), რაც ორჯერ ნაკლებია მსოფლიო ოკეანის მარილიანობასთან შედარებით.

 

შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები

 

1996 წლის ოქტომბერში შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 1997 წლიდან 31 ოქტომბერი საქართველოშიც აღინიშნება, როგორც - შავი ზღის საერთაშორისო დღე.

 

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, შავი ზღვის თემატიკის კიდევ ერთხელ პოპულიზების მიზნით, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ შავი ზღვის საერთაშორისო დღის - 31 ოქტომბრის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა.

 

30 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ გამართა კონფერენცია თემაზე - "გადავარჩინოთ შავი ზღვა". განიხილეს შემდეგი საკითხები: - შავი ზღვის ბიორესურსების შეფასება; - შავ ზღვაში ეუტერიფიკაციის პრობლემები; - შავი ზღვის ქიმიური და ორგანული დამაბინძურებლები; - ძუძუმწოვრები შავ ზღვაში; - უკანონო თევზჭერის ნეგატიური გავლენის ფაქტორები; - ეგზოტები შავ ზღვაში; - შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოსთვის. (ფოტო სურათები)

 

30 ოქტომბერს ცაცხვის ნერგები გადაეცა სარფის მშენებარე ეკლესიას. (ფოტო სურათები)

 

30-31 ოქტომბერს სამმართველოში მოეწყო პრეზენტაცია, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის მართვის განყოფილებამ წარმოადგინა თემა - "წ####ბზე და ატმოსფერულ ჰაერზე ფაქტიური ზემოქმედება" და ნარჩენების მართვის განყოფილებამ - "სამედიცინო ნარჩენების ინსტიტუციონალური მართვა ქ. ბათუმსა და ქობულეთში". (ფოტო სურათები)

 

31 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვებმა გამოფინეს ნახატები თემაზე "დელფინები". გამოფენაში მონაწილეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

 

 

 

წყარო

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასევე შავი ზღვის შესახებ

http://planeta.ge/index.php?showtopic=13906

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე რისთვის არის ეს თემა?

ისე ამას წინათ ვნახე გადაცემა კარგი, შავ ზღვაში კვლევებზე და ისტორიული ძეგლების ძებნაზე იყო.

შავი ზღვა ერთადერთი ზღვაა როგორც ამბობენ, სადაც შეიძლება გაუხრწნელი გვამების პოვნა ჩაძირული მეზღვაურების. რადგან მისი ზირითადი ფენა 150 მეტრის სიღრმის შემდეგ უჟანგბადო გოგირდოწყალბადოვანივანი ფენაა. რაც გამოწვეული იყო ერთ დროს მტკანარ ჩაკეტილ ზღვაში(ტბა) მარილიანი წყლის უეცარი შემოვარდნით ბოსფორის მხრიდან და მარილიანი მძიმე წყლის ჩაძირვით მტკნარი წყლის ქვედა ფენებში და მისი მიუწვდომლობა ჟანგბადით მდიდარი წყლის შედინებისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

წყლის სიმკვრივეს რა განსაზღვრავს, მარილის შემადგენლობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

წყლის სიმკვრივეს რა განსაზღვრავს, მარილის შემადგენლობა?

მარილის და სხვა მინარევების წილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

მტკანარ ჩაკეტილ ზღვაში(ტბა) მარილიანი წყლის უეცარი შემოვარდნით ბოსფორის მხრიდან

 

როგორც მახსოვს, წყალი კი არ შემოვარდა, არამედ პირიქით, უკან დაიხია და იმიტომ დარჩა მოწყვეტილი კასპიის ტბა და შავი ზღვა მეტნაკლებად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე რისთვის არის ეს თემა?

შავ ზღვაზე, სხვა მხრივ არანაირი შეზღუდვა.

 

 

 

წყლის სიმკვრივეს რა განსაზღვრავს, მარილის შემადგენლობა?

მარილის და სხვა მინარევების წილი.

+

ზოგადად ტემპერატურა და წნევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

 

 

როგორც მახსოვს, წყალი კი არ შემოვარდა, არამედ პირიქით, უკან დაიხია და იმიტომ დარჩა მოწყვეტილი კასპიის ტბა და შავი ზღვა მეტნაკლებად.

მეც ეგრე მეგონა სანამ ის ფილმი არ ვნახე. იქ საპირისპირო მტკიცდება.

მეც მეგონა როგორც ვთქვი რომ ზღვა უფრო მაღალზე იყო და სემდეგ რაღაც კატაკლიზმების წყალობით გაარღვია ბოსფორი და გადაინაცვლა ხმელეთშუა ზღვაში, გამოანთავისუფლა რა ღაც ტერიტორია მის ნაპირებზე.

მაგრამ არანაირი არქეოლოგიური მასალა არ მოიპოვა შავი ზღვის სანაპიროს ირგვლივ, რომელიც იქ ძღვის ყოფნას ადასტურებდეს, პირიით კი არის ჩაძირული შენობები, ნასახლარები.

გარდა ამისა დღემდე ხდება ხმელეთშუა ზღვის წყლის შემოდინება და არა პირიქით გადინება.

მე ეგ ამიტომ უფრო დავიჯერე.

კასპიის ზღვა კი ბაიკალის ტბასთან უფრო არის დაკავშირებული და ორივეგან ერთდროულად ხდება დონის აწევა და დაწევა. ვარაუდობენ ღრმულია მათ შორის საიდანაც ხდება მიქცევა მოქცევა და ფიზიკის კანონებით დონეების გათანაბრება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

მაგრამ არანაირი არქეოლოგიური მასალა არ მოიპოვა შავი ზღვის სანაპიროს ირგვლივ, რომელიც იქ ძღვის ყოფნას ადასტურებდეს,

არქეოლოგიური მასალის მოპოვება მაგ მხრივ შეუძლებელი იქნება, რადგან გაცილებით ადრე დაიწია წყალმა (უფრო ხმელეთმა ამოიწია) უკან, ვიდრე ცივილიზაციები განვითარდებოდა.

 

პირიით კი არის ჩაძირული შენობები, ნასახლარები.

ეგ პროცესი ახლაც მიმდინარეობს - წყალი გვიტევს, ნელა მაგრამ მაინც :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ხანს მედუზებზე წავიკითხე საინტერესო სტატია, კომუნისტების დროს ქონია ადგილი მედუზების "ძლიერ შემოტევას" ადგილიო.

რომ მივიცლი შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კასპიის ზღვა კი ბაიკალის ტბასთან უფრო არის დაკავშირებული და ორივეგან ერთდროულად ხდება დონის აწევა და დაწევა. ვარაუდობენ ღრმულია მათ შორის საიდანაც ხდება მიქცევა მოქცევა და ფიზიკის კანონებით დონეების გათანაბრება

მათ შორის დამაკავშირებელი არხი რომ არსებობდეს კიდეც, ერთდროულად მაინც როგორ მოხდება აწევ-დაწევა? სანამ ბაიკალის ტბიდან კასპიის ზღვამდე ან პირიქით წყალი გადაიტუმბება... წარმოგიდგენია ამას რამდენი ხანი დასჭირდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გარდა ამისა დღემდე ხდება ხმელეთშუა ზღვის წყლის შემოდინება და არა პირიქით გადინება.

შემოდინებ-გადინებაში რა იგულისხმება? მარტო რომ შემოდიოდეს მაშინ დონე მოიმატებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

კასპიის ზღვა კი ბაიკალის ტბასთან უფრო არის დაკავშირებული და ორივეგან ერთდროულად ხდება დონის აწევა და დაწევა. ვარაუდობენ ღრმულია მათ შორის საიდანაც ხდება მიქცევა მოქცევა და ფიზიკის კანონებით დონეების გათანაბრება.

 

საინტერესოა, სად მიდის კასპიის ზღვიდან ამდენი შემდინარე წყალი. ჯერ მარტო ვოლგა,

სკოლაში გვასწავლეს აორთქლება ხდება დიდიო, რაშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები.

ადრე წამიკითხავს ჟურნალში, რომ კასპიის და შავი ზღვები წყალქვეშა გვირაბებით არიან დაკავშირებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...