Jump to content
Planeta.Ge

მსოფლიოს ინტელექტის დონე ეცემა


Recommended Posts

http://epn.ge/?p=47499

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მსოფლიოს 2000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში მოხვდა.

 

ამის შესახებ, ჟურნალისტებს პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

 

მათი ინფორმაციით, 2011 წლის ბოლოსთვის, დაგეგმილია ოქსფორდის ინგლისურენოვანი ლექსიკონის გამოცემა, რომლის სახელწოდება იქნება “21 საუკუნის 2000 გამოჩენილი ინტელექტუალი”.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრიდან წერილი მიიღო, სადაც მას სთავაზობენ წიგნის პრესტიჟული გამოცემის ფურცლებზე მისი ბიოგრაფიული და პერსონალური მონაცემები მოხვდეს.

 

“ჭკვიანი და განათლებული ადამიანი’’ ამ განსაზღვრების შესაბამისად დავით ბაქრაძე მოხვდა მსოფლიოს 2000 ინტელექტუალ ადამიანთა სიაში. წიგნი განკუთვნილი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. ამ გამოცემაში მონაწილეობა მხოლოდ დამსახურების შესაბამისია, ამიტომ ველი თქვენს თანხმობას” -ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს კემბრიჯის ცენტრის გენერალური დირექტორი აწერს.

 

,,21 საუკუნის გამოჩენილი ინტელეტუალი” 2011 წელს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებში, ასევე, ვაშინგტონისა და ბრიტანეთის სამეცნიერო ბიბლიოთეკებში გავრცელდება. :018:

ეს იქით და დაიწყეს საკუთარი თამაშები ჩინოსნებმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2000 ინტელექტუალთა შორისაც მოხვდა ეგ მართლა ერთუჯრედიანის ინტელექტის მქონე ბიოლოგიური ორგანიზმი და პირველ ადგილზეც გავიდა არა?

 

ანგლოსაქსებო ხვატკას კარგავთ და მაგარი დასაცინი ხდებით თქვე ფარჩაკებო...

ხტთფუ..

 

ხალხო ცოტა ფართოთ შეხედეთ სიტუაციას..

 

პარლამენტის თავჯდომარე კონსტიტუციის თანახმად მეორე ადამიანია ქვეყანაში. შესაბამისად ხვალ რომ სააკაშვილი დააგდონ, რაც აუცილებლად მოხდება და მოხდება ისე ან სადღაც დაახლოვებით ისე, როგორც ეს არაერთგზის მაქვს ნათქვამი, სწორედ ბაქრაძეზე გადავა აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის უფლებამოსილება.

იმ პოლიტიკის გატარება რასაც ანგლოსაქსები ოფიციალურ თბილისს დაუკვეთავენ, დო პორი დო ვრემენი აგრეთვე ბაქრაძის საქმე იქნება..

 

ეს არის და ეს, და როგორც ჩანს დასავლეთი ან თავს იზღვევს და დროზე ადრე იწყებს ბაქრაძის გაპიარებას, ან კიდევ უარესი, აშშ სამხრეთ კავკასიის "მართვადი აფეთქების" და საქართველოს დეზინტეგრაციის პროცესს აჩქარებს.

 

ასეა თუ ისე ცოცხალი თუ დარჩა ბაქრაძე ვფიქრობ უპრობლემოდ მოახერხებს სასარგებლო იდიოტის ახალი როლის ათვისებას (სხვას რას აკეთებს) და ეს ჩემზე კარგად დასავლეთის სპეც-სამსახურებმა იციან..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მსოფლიოს 2000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში მოხვდა.

 

 

:018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კვლავ ამოქმედდა მიხეილ გალაქტიკის მაკონტროლებელი. ამჯერად მის ხელის ბიჭებად კემბრიჯელი მეცნიერები იქცნენ :mad:

 

 

P.S. http://s17.rimg.info/4891242e7895b3f8beedd2ecf16653fe.gif http://s17.rimg.info/77dcbba478e4872edadc0837e3382f70.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კვლავ ამოქმედდა მიხეილ გალაქტიკის მაკონტროლებელი. ამჯერად მის ხელის ბიჭებად კემბრიჯელი მეცნიერები იქცნენ

 

 

P.S.

მიხეილის კონტროლზე რა მოგახსენოთ,მაგრამ იმათ ეტყობა მაგრა გაუბერეს.

მიხეილს რაც შეეხება,იმას როგორ გადაიტანს,რომ ბაქრაძემ "ინტელექტუალობაში" რომ გაუსწრო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ჭკვიანი და განათლებული ადამიანი’’ ამ განსაზღვრების შესაბამისად დავით ბაქრაძე მოხვდა მსოფლიოს 2000 ინტელექტუალ ადამიანთა სიაში. წიგნი განკუთვნილი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. ამ გამოცემაში მონაწილეობა მხოლოდ დამსახურების შესაბამისია, ამიტომ ველი თქვენს თანხმობას” -ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს კემბრიჯის ცენტრის გენერალური დირექტორი აწერს.

 

,,21 საუკუნის გამოჩენილი ინტელეტუალი” 2011 წელს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებში, ასევე, ვაშინგტონისა და ბრიტანეთის სამეცნიერო ბიბლიოთეკებში გავრცელდება.

ეს იქით და დაიწყეს საკუთარი თამაშები ჩინოსნებმა

მაღრაძის ნობელის პრემიის საპასუხო დებილობა მგონია. სირცხვილით როგორ აცხადებენ და ავრცელებენ ასეთ სისულელეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მსოფლიოს 2000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში მოხვდა

 

რამდენი გადაიხადეს??

რა კრიტერიუმებით აირჩიეს?

 

 

ანუ რისთვის ჭირდბათ ნაცებს ეს? სად მიდის ბაქრაძე რომელ თანამდებობაზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და იქნებ რეალური მიზეზიც მოაყოლოთ(როგორც მის სასარგებლოდ ასევე საწინააღმდეგოდ)?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ვიპოვე მისი ჩინ-მედლების ჩამონატვალი კი არადა ბიოგრაფია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახელი და გვარი დავით ბაქრაძე

დაბადების თარიღი: 1972 წლის 1 ივლისი;

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 2 შვილი;

ენები: ინგლისური, რუსული;

დიპლომატიური რანგი: უფროსი მრჩეველი.

 

განათლება:

თებერვალი, 1995 - ნოემბერი 1996: სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი;

სპეციალობა: სახელმწიფოს მართვა;

ხარისხი: სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი;

 

ნოემბერი, 1994 - ივნისი 1998: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკისა და რადიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა;

სპეციალობა: რადიოფიზიკა;

ხარისხი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;

 

სექტემბერი, 1989 - ივლისი 1994: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი;

სპეციალობა: ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკა და ტექნოლოგია;

ხარისხი: ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი;

 

სექტემბერი, 1978 - ივლისი, 1989 - N 1 საშუალო სკოლა .

 

სპეციალური პროფესიული განათლება:

თებერვალი, 2001 - ივლისი, 2001 - ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ოფიცრებისა და დიპლომატების მაღალი დონის სასწავლო კურსი;

ივლისი, 1998 - სექტემბერი, 1998 - ევროპული უსაფრთხოების საკითხების კვლევის ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრი (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია), თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი "21-ე საუკუნის ლიდერები";

აგვისტო, 1997 - სექტემბერი, 1997: შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი (ჟენევა, შვეიცარია), დიპლომატიური მომზადების სპეციალური კურსი.

 

 

სხვა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი კურსები:

მარტი 2007: იაპონიის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტი (ტოკიო, იაპონია), დემოკრატიული საპარლამენტო მენეჯმენტის სპეციალური კურსი;

ივლისი 2003: გალილეის კოლეჯი (ტივონი, ისრაელი), ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა სპეციალური კურსი;

ივლისი 2002: აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი (ვაშინგტონი, აშშ), აშშ-ს სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტების სპეციალური ანტიტერორისტული პროგრამა, ტერორიზმთან ბრძოლის კანონმდებლობის სემინარი;

აპრილი 2000: შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი (სტოკჰოლმი, შვედეთი), კონფლიქტების მოგვარებისა და საერთაშორისო სამართლის მაღალი დონის კურსი;

აგვისტო 1999 - სექტემბერი 1999: მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის საერთაშორისო აკადემია (ბუდაპეშტი, უნგრეთი), აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მოსამზადებელი კურსი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ივლისი 1999: საერთაშორისო სამშვიდობო აკადემია (ბადენი, ავსტრია), სამშვიდობო ოპერაციებისა და მშვიდობის დამყარების პრობლემების კურსი;

მაისი 1999: ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ნატო/ეუთოს ინტეგრირებული კურსი;

მარტი 1998: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (ჰააგა, ჰოლანდია), სასწავლო კურსი ქიმიური იარაღის აკრძალვაში მონაწილე ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენელთათვის.

 

 

სამუშაო გამოცდილება:

2008 წლის 31 იანვრიდან 5 მაისამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ივნისი, 2007 - იანვარი, 2008 წლის- სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;

2004 - 2007 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

2004 - 2004 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;

2003 - 2004 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საგარეო-პოლიტიკური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების პრობლემატიკის დეპარტამენტის დირექტორი;

2002 - 2003 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი;

2000 - 2002 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

1998 - 2000 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი;

1996 - 1998 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2005 - ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი;

2005 - ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი;

1997 - 2002 - სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრი;

1997 - 2002 - ევროპის სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების კავშირის (NISPA) ინდივიდუალური წევრი;

1996 - 1998 - ევროპის სახელმწიფო მმართველობის სტუდენტური ასოციაციის (NEPAS) დამფუძნებელი წევრი;

 

 

პროფესიული გამოცდილება:

 

* ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე;

* ევროკავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარე;

* ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი;

* საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს სტამბოლის სამიტი, 1999 წ.;

* საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მაასტრიხტი, 2003 წ.;

* საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 2000-2004 წ.წ.;

* საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 1999-2004 წ.წ.;

* საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მეგობრობისა და კეთილმეზობლობის "ჩარჩო" ხელშეკრულების საკითხზე, 2001-2003 წ.წ.;

* საქართველოს დელეგაციის წევრი, მოლაპარაკებები აფხაზეთი, საქართველოს კონფლიქტის მოგვარების შესახებ, 2001-2003 წ.წ.;

* საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-რუსულ-ამერიკული კონსულტაციები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის ფინანსური საკითხების შესახებ, 2000 წ.;

* საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-გერმანული კონსულტაციები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის პრობლემატიკის ირგვლივ, 2000 წ.;

* საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, 1999 და 2000 წ.;

* საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები რუსეთის ფედერაციაში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, ლიტვაში, ესტონეთში, 2003-2007 წ.წ.;

* საქართველოს დელეგაციის წევრი, "19+1" ფორმატის კონსულტაციები ნატო-ს შეიარაღებაზე კონტროლის მაღალი დონის ჯგუფთან, 1999 და 2000 წ.;

* საქართველოს დელეგაციის წევრი, ნატო-ს ვერიფიკაციის კოორდინაციის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრები, 1998, 1999 და 2000 წ.

 

 

სპეციალური პრიზები და ჯილდოები:

18 ივლისი, 2005 - შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სპეციალური პრიზი: „საერთაშორისო ურთიერთობებში გამოვლენილი ლიდერობისათვის"

13 თებერვალი, 2000 - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 128:

"მადლობა სახელმწიფოთა შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების მომზადებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური დიპლომატიური მოღვაწეობისათვის";

11 თებერვალი, 2000 - საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება N 53/2:

"მადლობა ეუთო-ს სტამბოლის სამიტზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ადაპტირებული ხელშეკრულებისა და რუსეთთან მოლაპარაკების წარმართვასა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადებაში აქტიური მონაწილეობისათვის";

7 ნოემბერი, 1996 - საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური პრიზი:

"სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის 1996 წლის საუკეთესო სტუდენტს - პრეზიდენტის პრიზი აკადემიური წარჩინებისათვის";

30 ივნისი, 1998 - ნატო-ს სამეცნიერო სტეპენდია. კვლევის თემა:

"სამშვიდობო ოპერაციების ისტორიისა და პრეცენდენტების ანალიზი და ნატო-ს სამშვიდობო ფუნქციების შესწავლა"

 

http://www.mfa.gov.ge/index.php?sec_id=475&lang_id=GEO

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...