კონტენტზე გადახტომა


კრიშნა


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
54 პასუხი თემაში

#1 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 31 May 2010 - 11:57 PM

კრიშნაიზმის შესახებ დიდი არაფერი არ ვიცი. გავამდიდროთ ერთმანეთი ამ რელიგიის შესახებ ცოდნით და დავდოთ ინფორმაციები.

ერთი ვიკი-ში რაც ვნახე ეს არის, სხვა დანარჩენი მის შესახებ წარმოდგენა არ მაქვს.

კრიშნა (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa ”შავი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.

კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა.

ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა.

მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა.

ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია. ბჰაგავადგიტადან ქვემოთმოყვანილი ციტატა კრიშნას, როგორც უზენაესის, ნოუმენალურ არსს გადმოცემს ლაკონურად:
“ მე ვარ მარადიული სული, მსოფლიოს განმგებელი.

ბუნება მე მემორჩილება. მე ვევლინები მსოფლიოს,
როცა იგი ქაოსში იძირება და მასში კანონზომიერება ირღვევა.
კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად
საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად.[1]



ვისაც ზედმეტი ინფორმაცია აქვს დადოს..


"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#2 SOPLELI SATURNIDAN    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 15 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 01 June 2010 - 06:42 PM

არც არის საჭირო რამე ვიცოდეთ :))

#3 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 01 June 2010 - 06:55 PM

კრიშნაიზმი, როგორც ცალკე რელიგიური მიმდინარეობა შუა საუკუნეებიდან წამოვიდა.. შრი ჩაიტანიასგან.. (თუმცა საფუძვლად ბჰაგავათ-გითა აქვთ, ეს წიგნი 5000 წლის არის...) მანტრა ჰარე კრიშნაც მაგან მოიგონა... მაგრამ მაშჲნ ბევრი მიმდევარი არ ჰყავდა.. პოპულარობა სვამი პრაპჰუპადამ მოუტანა მე-20 საუკუნეში.. დასავლეთში დაიწყო ქადაგება.. და აღმოსავლურ ფილოსოფიაზე გაგიჟებულმა 60-იანების თაობამ აიტაცა ...

კრიშნაიზმი წარმოადგენს ინდუიზმის ერთ-ერთი განხრას.. ტრიმიურტის ერთ ერთი წევრს ვიშნუს უფრო ზემოდ აყენებენ, ვიდრე ბრაჰმას ან შივას, მაშინ როდესაც ტრადიციულ ინდუიზმში ბრაჰმა დგას პირველ ადგილზე.. შემდეგ განავითარეს ზემოთ არნიშნულმა პირებმა.. და კრიშნა გამოაცხადეს "ღმრთეების უზენაეს პიროვნებათ" არადა ტრადიციულად , ინდუიზმში კრიშნა ვიშნუს მე-9 ავატარია თუ არ ვცდები..
კრიშნაიტობაში პირიქიტ ვიშნუა კრიშნას განხორციელება/ინკარნაცია/ავატარი...

უფრო კონკრეტულად, კრიშნაიზმი არის ინდუიზმის მონოთეისთური გაგება, ანუ კრიშნას ისინი აყენებენ ყველაფერზე მაღლად, და ყველა დანარჩენ ღვთაებას უბრალოდ კრიშნას ინკარნაციად აცხადებენ. ალბათ ზუსტად ამიტომ ეს რელიგია გახდა ასეთი პოპულარული დასავლეთში... პრაპჰუპადამ ის უფრო გასაგები და მისაღები გახადა მონოთეისთობას მიჩვეულ კულტურებისთვის...


კრიშნაიტებტან მოქმედებს ცხოვრების ოთხი წესი

1. ინტოქსიქაციაზე უარის თქმა (ალკოჰოლი,თამბაქო,ყავა,ჩაი)
2. ხორცის პროდუქტების მოხმარების აკრძალვა
3. აზარტული თამაშების დაუშვებლობა
4. სექსუალური ცხოვრების კონტროლი (სექსი დაშვებული მარტო ცოლ-ქმარ შორის, ისიც ბავშვის ჩასახვის მიზნით)


ამის შემდეგ არ დამევასა ეს რელიგია :D
"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#4 SOPLELI SATURNIDAN    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 15 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 01 June 2010 - 07:15 PM

ხოდა მაგიტომ გიტხარი არც არის საჭირო რომ რაბე ვიცოდეთ თქო. ეგენი მაზუხისტები არიან. არა ღვინო არა სექსი :)) რა პონტია ტო

#5 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 01 June 2010 - 07:57 PM

გამოხმაურების ნახვაSOPLELI SATURNIDANს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 June 2010 - 07:15 PM):

ხოდა მაგიტომ გიტხარი არც არის საჭირო რომ რაბე ვიცოდეთ თქო. ეგენი მაზუხისტები არიან. არა ღვინო არა სექსი :)) რა პონტია ტო
აბა რა არის საჭირო, მარტო მღვდელი რასაც გეტყვის ისაა საჭირო რომ იცოდე? :D

ეე მღვდელზომბირება ხდება რა..
"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#6 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 02 June 2010 - 02:41 AM

Nukriko

საინტერესო თემაა. ეს დღეები ცოტა დაკავებულივარ, თორემ კრიშნაზე ბევრ რამეს დავწერდი. როცა სათანადო დროს მოვიგდებ, დავწერ ზოგ რამეს. :)
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#7 Mrs.Brigante    ნიკის ჩასმა

    Charlie

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2281 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:Cage
  • Interests:ART
რეპუტაცია: 9
პოზიტიური

დაწერილია 24 August 2010 - 01:12 AM

საინტერესოა ინდუიზმი ძალიან :)



აქ არის კრიშნაიდების ბარი, ძალიან გემრიელი პური აქვთ :D ყოველთვის აქვთ ჩართული კრიშნას მანტრები, ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან და ცდილობენ შენც გამოგიკეთონ ხასიათი, თუ რა თქმა უნდა შეგატყვეს ოდნავ მოღრუბლული ხასიათი :D ქუჩაში დგანან ხოლმე და მღერიან უკრავენ ტამტამებზე რა რაღაცეებზე :D ისეთი სახეები აქვთ თან ადამიანი იმ წამს რომ მილიარდს მოიგებს რა სახეც ექნება ბედნიერი :D ეგეთი ხალხია. :D

I Love U Charlie!

#8 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 24 August 2010 - 02:52 AM


ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#9 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 08 September 2010 - 10:25 PM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 02 June 2010 - 02:41 AM):

Nukriko

საინტერესო თემაა. ეს დღეები ცოტა დაკავებულივარ, თორემ კრიშნაზე ბევრ რამეს დავწერდი. როცა სათანადო დროს მოვიგდებ, დავწერ ზოგ რამეს. :)

როგორც იქნა მოვიცალე რომ დაპირებისამებრ ამ თემაში ზოგიერთი შემეცნებითი ინფორმაცია განვათავსო, რადგან ბევრ ადამიანს აინტერესებს "კრიშნას" შესახებ.

როგორც თემის ავტორმაც აღნიშნა თავის პირველ პოსტში, "კრიშნა" (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa ”შავი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.

კრიშნას შესახებ ძალიან ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს მაგრამ მე მხოლოდ ერთ ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას "გარდასახვასა და სულზე".

ინდუიზმში, ისევე როგორც წარსულში იყო, გარდასახვის შესახებ სწავლება, დღესაც მნიშვნელოვანია. ძვ. წ. VI საუკუნეში, როდესაც საბერძნეთში პითაგორა და მისი მიმდევრები სულის გადასახლებას უჭერდნენ მხარს, ინდოეთში, ინდისა და განგის სანაპიროებზე, მცხოვრები ინდუსი ბრძენებიც ამ სწავლებას აყალიბებდნენ. ერთსა და იმავე დროს ამ რწმენის "საბერძნეთსა და ინდოეთში დამკვიდრება შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო, - ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი ამბობს — შესაძლოა, ორივე შემთხვევაში ზეგავლენა მოახდინეს ევრაზიის მომთაბარე ტომებმა, რომლებიც ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებში ინდოეთში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ანატოლიის ზეგანზე იყვნენ მიმოფანტული“. როგორც ჩანს, ევრაზიის მომთაბარე ტომებმა ჩაიტანეს ინდოეთში სულის გადასახლების შესახებ წარმოდგენა.

ინდუიზმი ინდოეთში გაცილებით ადრე წარმოიშვა, როდესაც დაახლოებით ძვ. წ. 1 500 წელს არიელები დამკვიდრდნენ. ინდუიზმში იმ დროიდანვე არსებობდა წარმოდგენა, რომ სული სხეულში ცხოვრობდა და მისი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს. ამიტომაც, ინდუსები წინაპართა თაყვანისცემას მისდევდნენ და თავიანთ მიცვალებულებს საკვებს სწირავდნენ. საუკუნეების შემდეგ, როდესაც სულის გადასახლების შესახებ წარმოდგენამ შეაღწია ინდოეთში, მას ინდუსი ბრძენები უნდა მიეზიდა, რომლებიც თავს იმტვრევდნენ ადამიანთა უბედურებისა და ტანჯვის საყოველთაო პრობლემებზე. მისი შერწყმით კარმის ანუ მიზეზისა და შედეგის კანონთან, ინდუსმა ბრძენებმა გარდასახვის თეორია ჩამოაყალიბეს, რომლის მიხედვითაც პიროვნება კეთილი საქმეებისა თუ შეცდომების გამო, შესაბამისად, ჯილდოვდება ან ისჯება მომდევნო სიცოცხლეში.

მაგრამ არსებობდა სხვა წარმოდგენაც, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ინდუიზმში სულის შესახებ სწავლებაზე. «როგორც ჩანს, სულის გადასახლების შესახებ წარმოდგენისა და "კარმის კანონის“ ჩამოყალიბების დროს ან შესაძლებელია მანამდეც, სხვა წარმოდგენა. . . იქმნებოდა ჩრდილოეთ ინდოეთის მოაზროვნე ადამიანების მცირე წრეში - ფილოსოფიური ცნება "ბრაჰმან-ატმანის" [უზენაესი და მარადიული ბრაჰმანი, საბოლოო რეალობა] შესახებ». ნათქვამია ("რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში [Encyclopædia of Religion and Ethics]). გარდასახვის სწავლებისა და ამ წარმოდგენის შერწყმის შედეგად განისაზღვრა ინდუსების საბოლოო მიზანი — გარდაქმნის ციკლიდან თავდახსნა და საბოლოო რეალობასთან შერწყმა. ამის მიღწევა კი, როგორც ინდუსებს სწამთ, საზოგადოებისთვის მისაღები მოქმედების მცდელობითა და საგანგებო ინდუსური შემეცნებითაა შესაძლებელი.

ამგვარად, ინდუსმა ბრძენებმა სულის გადასახლების შესახებ წარმოდგენა "კარმის კანონთან" და ბრაჰმანის ცნებასთან შერწყმით გარდასახვის შესახებ სწავლებად ჩამოაყალიბეს. ოქტავიო პაზი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პოეტი და მექსიკის ყოფილი ელჩი ინდოეთში, წერს:

"ინდუიზმის გავრცელებასთან ერთად გავრცელდა წარმოდგენა. . . რომელიც ბრაჰმანიზმის, ბუდიზმისა და აზიის სხვა რელიგიების ძირითადი სწავლებაა: გარდასახვა — სულის გადასახლება მომდევნო ცხოვრებაში".

გარდასახვის შესახებ სწავლება რომ დღემდე მნიშვნელოვან სწავლებას წარმოადგენს ინდუიზმში (კრიშნაში) ინდუსი ფილოსოფოსი ნიკჰილანანდა ამბობს:

"უკვდავების მიღწევა რომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრი არაა, არამედ თითოეული პიროვნების თანდაყოლილი უფლებაა, ამაში თითოეული ერთგული ინდუსია დარწმუნებული".

ამ ეტაპზე აქ შევჩერდები. მომავალში ამ თემას კიდევ უფრო განვავრცობ. სასურველია ყველამ იაქტიუროს, (და განსაკუთრებით მათ ვინც სათანადოდ ერკვევა ინდუზმში). ერთად გავამდიდროთ თემა და ვიმსჯელოთ მის გარშემო. :)

გამოხმაურება რედაქტირებულია აზრი: 08 September 2010 - 10:26 PM

ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#10 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 08 September 2010 - 10:35 PM

გამოხმაურების ნახვაNukrikoს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 June 2010 - 06:55 PM):

1. ინტოქსიქაციაზე უარის თქმა (ალკოჰოლი,თამბაქო,ყავა,ჩაი)
2. ხორცის პროდუქტების მოხმარების აკრძალვა
3. აზარტული თამაშების დაუშვებლობა
4. სექსუალური ცხოვრების კონტროლი (სექსი დაშვებული მარტო ცოლ-ქმარ შორის, ისიც ბავშვის ჩასახვის მიზნით)


ყველა რელიგია ანტისექსუალიზმით რატომ გამოირჩევა (სექსისადმი მტრობით)

გამოხმაურება რედაქტირებულია Nukriko: 08 September 2010 - 10:36 PM

"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#11 BEST_GEORGIA    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 441 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 16
პოზიტიური

დაწერილია 29 May 2013 - 11:14 AM

გამოხმაურების ნახვაNukrikoს ციტატა(დაპოსტვის დრო 08 September 2010 - 10:35 PM):

ყველა რელიგია ანტისექსუალიზმით რატომ გამოირჩევა (სექსისადმი მტრობით)

იმიტომ რომ სასქესო ორგანოები ადამიანს გასამრავლებლად აქვს და არა გასართობათ.

#12 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 29 May 2013 - 02:25 PM

გამოხმაურების ნახვაBEST_GEORGIAს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 May 2013 - 11:14 AM):

იმიტომ რომ სასქესო ორგანოები ადამიანს გასამრავლებლად აქვს და არა გასართობათ.
სადაოა :)) :)) :)) :)) :))

Nukrikoჩვენთან კი სახურავებზე დადიოდენ, მოკლედ ეს ინდოსთანში, რელიგია რუსეთში კი სექტა :drag: :D

#13 BEST_GEORGIA    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 441 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 16
პოზიტიური

დაწერილია 29 May 2013 - 03:01 PM

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kiskeidzeს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 May 2013 - 02:25 PM):

სადაოა

სადაო არაფერია ასეა ეს რელიგის მიხედვითაც და ბუნების კანონითაც.იმას არ ვიტყვი რამდენ გოგოს გავეკარე იმდენი დემოგრაფიულ პრობლემაზე ვფიქრობდითქო მაგრამ რაც ვთქვი ეს ასეა.

#14 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 29 May 2013 - 03:18 PM

BEST_GEORGIA

გამოხმაურების ნახვაBEST_GEORGIAს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 May 2013 - 11:14 AM):

იმიტომ რომ სასქესო ორგანოები ადამიანს გასამრავლებლად აქვს და არა გასართობათ.

ამას ქრისტიანობაში პურიტანიზმი ჰქვია... :)


რელიგიური წარმოდგენები ერთია - რეალური ობიექტურობა, რომელიც ადამიანების წინაშე დგას, სულ სხვა.. :)
"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#15 BEST_GEORGIA    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 441 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 16
პოზიტიური

დაწერილია 29 May 2013 - 04:12 PM

გამოხმაურების ნახვაNukrikoს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 May 2013 - 03:18 PM):

რეალური ობიექტურობა, რომელიც ადამიანების წინაშე დგას, სულ სხვა
და რა არის რეალური ობიექტურობა იქნებ ბრძანოთ....





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი