Jump to content
Planeta.Ge

რას იტყვით ხატია შიუკაშვილზე?


Recommended Posts

პოლიტიკაში გაცვეთილი უნდა იყო...აბა, ნორმალური ადამიანი თუ ხარ, ისემოგატყუებენ და მიგაჩმორებენ, აზრზეც ვერ მოხვალ....

 

სისუფთავე არ უხდება პოლიტიკას.....ვირთხა უნდა იყო - ვირთხიჭამია ვირთხა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 83
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

zaratustra22 დამიკოპირეთ ერთი - სად არის ბოღმა? რა დავწერე ცუდი?   გულის რევა სწორედაც ბოღმამ იცის - ძვირფასო ეხლა კიდე იტყვის ვინმე, რომ პიარს არ უკეთებენ შიუკაშვილს?   zaratustra22 ამისთვის დარეგ

kisa

zaratustra22 პროქსით შემოსულო იუზერო, ამას მე მეუბნებით? თქვენი ხსენება რომ არ იყო ამ ქვეყანაზე ჩემი თაობა კომუნისტებს ებრძოდა zaratustra22 მიშაზე უარესები იყვნენ და გბ დღევანდელ უბადრუკ "ვანიჩკას კა

zaratustra22

სამწუხაროა, როგორც ჩანს ქართველი ხალხი და საქართველო თავის წიაღში ღირსეულ ადამიანებს და მოქალაქეებს ვერ ინარჩუნებს გაიძახით პოლიტიკაში ვირთხა ესე იგი. ბუნძური უნდა იყოოო? შიუკაშვილი არ არის მხოლოდ

Posted Images

პოლიტიკაში გაცვეთილი უნდა იყო...აბა, ნორმალური ადამიანი თუ ხარ, ისემოგატყუებენ და მიგაჩმორებენ, აზრზეც ვერ მოხვალ....

 

სისუფთავე არ უხდება პოლიტიკას.....ვირთხა უნდა იყო - ვირთხიჭამია ვირთხა

ბოდიშით, ქალბატონო! მიკროფონი ჩართულია?... :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"საყრდენს ხალხში გამონახავს

რაა დღევანდელი მმართველობის ფილოსოფია? გიგი გზას აგებს , გილაურმა დენი მოგვცა ანუ აქ არაა გამოხატული საზოგადოების რწმენა საკუთარი თავისადმი და გაცნობიერება რომ ის ქმნის ელიტას.

 

ეს არ ნიშნავს უკიდურეს პოლიტიზირებას, არამედ თუნდაც არჩევნების გაუყალბებლობის ვალდებულების შინაგან მოთხოვნას და გადამხდელის , როგორც სახელმწიფოს აქციონერის სტატუსს.

 

რომ ითრგუნება შეგნებულად ადამიანებში ოპტიმიზმის ანუ საკუთარი ძალის განცდა...შემთხვევითი არაა.

საქართველოში არსებობს ოლიგარქიული რეჟიმი ანუ ელიტა ცდილობს შეიქმნას თავისგან პროდასავლური იმიჯი .ის თითქოს მოვიდა ჯუნგლებში და გვანათლებს :)) ეს პიარი შიდამოხმარებაზეც შეგნებულადაა გათვლილი და საგარეო იმიჯზეც, თუმცა მცთარია და მოიცავს ერთადერთ ჭეშმარიტებას-ელიტა ნამდვილად არსებობს :)) ,რომელიც ძალიან შორსაა საზოგადოებრივი განწყობილებებიდან...თუნდაც მიიღოს 99პრ ხმა.

 

პოლიტ ელიტა ყველგან არსებობს . არ ვეწინააღმდეგები პოლიტიკური თეორიის გენიოსებს :)) , მაგრამ მისი გენეზისია ერთი ინდივიდისადმი ლოიალურობა და არა პოლიტიკური ისტიბლიშმენტის განვითარება იმ დონემდე რომ რამდენიმე პარტიამ შექმნას იგი ......:nekro:

ეს ჩემი გასაღებია.აქამდე უნდა მივიდეთ....:) ჩემი არა .....აპრობირებული გზაა

უკვე მესამე გასაღები დავდევი თემაში

1)ბიზნესისა და პოლიტიკოსების "შექმნის" მექანიზმი;

2) პოლიტიკური ელიტის ფორმირება სტაბილური პოლიტიკური ლანდშაპტის ნიადაგზე ...

3)საზოგადოების ოპტიმიზმი საკუთარი შესაძლებლობებისადმი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაა დღევანდელი მმართველობის ფილოსოფია? გიგი გზას აგებს , გილაურმა დენი მოგვცა ანუ აქ არაა გამოხატული საზოგადოების რწმენა საკუთარი თავისადმი და გაცნობიერება რომ ის ქმნის ელიტას.

 

ეს არ ნიშნავს უკიდურეს პოლიტიზირებას, არამედ თუნდაც არჩევნების გაუყალბებლობის ვალდებულების შინაგან მოთხოვნას და გადამხდელის , როგორც სახელმწიფოს აქციონერის სტატუსს.

 

რომ ითრგუნება შეგნებულად ადამიანებში ოპტიმიზმის ანუ საკუთარი ძალის განცდა...შემთხვევითი არაა.

საქართველოში არსებობს ოლიგარქიული რეჟიმი ანუ ელიტა ცდილობს შეიქმნას თავისგან პროდასავლური იმიჯი .ის თითქოს მოვიდა ჯუნგლებში და გვანათლებს :)) ეს პიარი შიდამოხმარებაზეც შეგნებულადაა გათვლილი და საგარეო იმიჯზეც, თუმცა მცთარია და მოიცავს ერთადერთ ჭეშმარიტებას-ელიტა ნამდვილად არსებობს :)) ,რომელიც ძალიან შორსაა საზოგადოებრივი განწყობილებებიდან...თუნდაც მიიღოს 99პრ ხმა.

 

პოლიტ ელიტა ყველგან არსებობს . არ ვეწინააღმდეგები პოლიტიკური თეორიის გენიოსებს :) , მაგრამ მისი გენეზისია ერთი ინდივიდისადმი ლოიალურობა და არა პოლიტიკური ისტიბლიშმენტის განვითარება იმ დონემდე რომ რამდენიმე პარტიამ შექმნას იგი ......:nekro:

ეს ჩემი გასაღებია.აქამდე უნდა მივიდეთ....:) ჩემი არა .....აპრობირებული გზაა

უკვე მესამე გასაღები დავდევი თემაში

1)ბიზნესისა და პოლიტიკოსების "შექმნის" მექანიზმი;

2) პოლიტიკური ელიტის ფორმირება სტაბილური პოლიტიკური ლანდშაპტის ნიადაგზე ...

3)საზოგადოების ოპტიმიზმი საკუთარი შესაძლებლობებისადმი...

ჩემთვის მართლა ძალიან სასარგებლოა თქვენთან საუბარი. მე თვალს ვახელ ქართულ რეალობაზე. რეალობაზე ვერ შეგეკამათებით, ამას კიდევ ჩემს აზროვნებაში გადამუშავება უნდა.

იმედია ამ საუბარს გავაგრძელებთ. უბრალოდ, უახლოსი საათები არ ვიქნები ფორუმზე.

 

წარმოიდგინეთ, თან შიუკაშვილის "კონფორმიზმის აპოგეა საქართველოში!" წავიკითხე ეხლა და ჩემს აზრებში გარკვევა მე ხელს არ შემიშლიდა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკა არაა გარეწრობის ხელოვნება

Vincent Mancini: Don Lucchesi, you are a man of finance and politics. These things I don't understand.

Don Lucchesi: You understand guns?

Vincent Mancini: Yes.

Don Lucchesi: Finance is a gun. Politics is knowing when to pull the trigger.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ ვთქვა რომ არ მომწონს (იდეებს ვგულისხმობ) მცემთ? :nekro:

თქვით რომელი იდეები მოგწონთ და ჩვენ ნუ გვცემ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკაში გაცვეთილი უნდა იყო...აბა, ნორმალური ადამიანი თუ ხარ, ისემოგატყუებენ და მიგაჩმორებენ, აზრზეც ვერ მოხვალ....

 

სისუფთავე არ უხდება პოლიტიკას.....ვირთხა უნდა იყო - ვირთხიჭამია ვირთხა

ექიმებზე ან ავტომობილის ხელოსნებზე რას იტყვი?

ან თუნდაც ჟურნალისტებზე :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ექიმებზე ან ავტომობილის ხელოსნებზე რას იტყვი?

ან თუნდაც ჟურნალისტებზე :nekro:

 

თავზე ხელი თუ აიღე, რაც გინდა ის იყავი....

მარა, პოლიტიკა თავზე ხელის აღების გარეშე არ გამოდის... თუნდაც შენი სიმართლე რომ დაამტკიცო....

 

პატიოსანი ექიმი მინახავს, ხელოსანიც და შენ წარმოიდგინე ჟურნალისტიც,,, მარააა.... არაგაიძვერა პოლიტიკოსი, არსად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავზე ხელი თუ აიღე, რაც გინდა ის იყავი....

მარა, პოლიტიკა თავზე ხელის აღების გარეშე არ გამოდის... თუნდაც შენი სიმართლე რომ დაამტკიცო....

 

პატიოსანი ექიმი მინახავს, ხელოსანიც და შენ წარმოიდგინე ჟურნალისტიც,,, მარააა.... არაგაიძვერა პოლიტიკოსი, არსად

თუკი უსინდისო არ იქნები წარმატებული პოლიტიკოსი ვერ გამოხვალ?

უნდა აიღო ქრთამი, ბიზნესმენებს აახიო ფული, გააყალბო არჩევნები-ესაა პოლიტიკა?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Vincent Mancini: Don Lucchesi, you are a man of finance and politics. These things I don't understand.

Don Lucchesi: You understand guns?

Vincent Mancini: Yes.

Don Lucchesi: Finance is a gun. Politics is knowing when to pull the trigger.

:)

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაა დღევანდელი მმართველობის ფილოსოფია? გიგი გზას აგებს , გილაურმა დენი მოგვცა ანუ აქ არაა გამოხატული საზოგადოების რწმენა საკუთარი თავისადმი და გაცნობიერება რომ ის ქმნის ელიტას.

 

ეს არ ნიშნავს უკიდურეს პოლიტიზირებას, არამედ თუნდაც არჩევნების გაუყალბებლობის ვალდებულების შინაგან მოთხოვნას და გადამხდელის , როგორც სახელმწიფოს აქციონერის სტატუსს.

 

რომ ითრგუნება შეგნებულად ადამიანებში ოპტიმიზმის ანუ საკუთარი ძალის განცდა...შემთხვევითი არაა.

საქართველოში არსებობს ოლიგარქიული რეჟიმი ანუ ელიტა ცდილობს შეიქმნას თავისგან პროდასავლური იმიჯი .ის თითქოს მოვიდა ჯუნგლებში და გვანათლებს :D ეს პიარი შიდამოხმარებაზეც შეგნებულადაა გათვლილი და საგარეო იმიჯზეც, თუმცა მცთარია და მოიცავს ერთადერთ ჭეშმარიტებას-ელიტა ნამდვილად არსებობს :007: ,რომელიც ძალიან შორსაა საზოგადოებრივი განწყობილებებიდან...თუნდაც მიიღოს 99პრ ხმა.

 

პოლიტ ელიტა ყველგან არსებობს . არ ვეწინააღმდეგები პოლიტიკური თეორიის გენიოსებს :)) , მაგრამ მისი გენეზისია ერთი ინდივიდისადმი ლოიალურობა და არა პოლიტიკური ისტიბლიშმენტის განვითარება იმ დონემდე რომ რამდენიმე პარტიამ შექმნას იგი ......:)

ეს ჩემი გასაღებია.აქამდე უნდა მივიდეთ....:)) ჩემი არა .....აპრობირებული გზაა

უკვე მესამე გასაღები დავდევი თემაში

1)ბიზნესისა და პოლიტიკოსების "შექმნის" მექანიზმი;

2) პოლიტიკური ელიტის ფორმირება სტაბილური პოლიტიკური ლანდშაპტის ნიადაგზე ...

3)საზოგადოების ოპტიმიზმი საკუთარი შესაძლებლობებისადმი...

 

სწორად გამიგეთ ნათქვამი და იმედია ამის მერეც რასაც ვიტყვით იმასაც სწორად გამიგებთ.

 

1. პოლიტელიტის ფორმირებაზე საქართველოში ვერაფერს ვიტყვი. უნდა არსებობდეს და არსებობს. მაგ ელიტის ფორმირებას ალბათ უნდა "სტაბილური პოლიტიკური ლანდშაპტი". და უნდა კიდევ ერთი ლანდშაპტი. ამაზე ქვემოთ ვიტყვი.

 

2. საზოგადოების ოპტიმიზმი უფრო რბილი გამოხატვაა იმის, რასაც მე საზოგადოების (გლეხის+მოქალაქის) მოთხოვნებს ვეძახი. შეიძლება თქვენ საზოგადოებაში გულისხმობთ მხოლოდ მოაზროვნე საზოგადოებას. უნდა შევთანხმდეთ. მე ისე მესმის, რომ ინტერესები აქვს საზოგადოების ყველა ფენას. მე კი აქ, ეხლა ინტერესებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ინტერესებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე.

 

3. ელიტას შესაძლებლობები რამე შეცვალოს თითქმის ამოწურულია. ჩაიძირა ურთიერთ კომპრომატში. ხალხის რესურსი თითქმის ხელუხლებელია. ხალხმა რომ მოითხოვოს (მაგალითისთვის): 1. გლეხმა - საკუთარი პროდუქციის გასაღება, 2. მოქალაქემ - შრომით დაკავება, 3. ახალგაზრდებმა - ოჯახის შექმნის პირობები. ან სხვა რამეები. მაშინ ვეღარ გააკეთებს ხელისუფლება თვითნებურად რაც უნდა. მაშინ გაჩნდება ხელისუფლების მოქმედების კრიტერიუმი. გაჩნდება მოთხოვნა და წინადადება პოლიტიკურ წრეებში. მაშინ ყველას ექნება ორინტირი: შევძლებ|შესძლებს ამის გაკეთებას.

 

4. "რომ ითრგუნება შეგნებულად ადამიანებში ოპტიმიზმის ანუ საკუთარი ძალის განცდა...შემთხვევითი არაა" - აი ამაშია საქმე. ხელისუფლებას (პოლიტელიტას) აწყობს საზოგადოების, ხალხის, გლეხის (საამაყო ფენაა), ქალაქელის დასუსტება, რომ უფრო მორჩილი გახადოს. ეკონომიურ სიძლიერეშია თავისუფლება. თავისუფალი ადამიანის მართვა კი უძნელესი რამეა. ამიტომ შეგნებულად|შეუგნებლად ყველა ხელისუფლება საქართველოში ასუსტებდა|ასისტებს ქართველს. ემიგრაციის დინამიკაა მაგის დამადასტურებელი!

 

5. როცა საზოგადოების მოთხოვნების შესრულების რამდენიმე ეტაპს გავივლით, მაშინ ხალხის მოთხოვნების შესრულების ნიადაგზე ჩამოყალიბდება ელიტა, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს აწყობს. ეს საზოგადოებაში სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.

 

აი ამას დავუმატებ შიუკაშვილის ფრაზას:

"პირადად ჩემთვის: სამშობლო – კერძო საკუთრებააა!!! "

მე ვეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

სამწუხაროა, როგორც ჩანს ქართველი ხალხი და საქართველო თავის წიაღში ღირსეულ ადამიანებს და მოქალაქეებს ვერ ინარჩუნებს გაიძახით პოლიტიკაში ვირთხა ესე იგი. ბუნძური უნდა იყოოო? შიუკაშვილი არ არის მხოლოდ კარგი პოეტი, ის პროფესიით დიპლომატია და მე ვფიქრობ ქართულ პოლიტიკას სწორედ ასეთი ჯანსაღი, ინტელექტუალი ადამიანები თუ გადაახალისებენ და გამოაცოცხლებენ. მე მას შორიდან ვიცნობ. და სულ ახლახანს ფეისბუკზეც დაუმეგობრდი, სწორედ მისი ცანაწერების და იდეების გამო, რასაც მთლიანად თუ უმრავლესობას ვიზიარებ! იმიტომ, რომ სრულიად ახალი ხედვა და აზროვნება აქვს. მე როგორც ვიცი სამწუხაროდ ხატია შიუკაშვილმა საქართველო პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა. მისი ბოლო რადიო მიმართვა მოვისმინე, და მე ძალიან შევწუხდი.

 

ბოლოს ფეისბუკზე ასეთი ფრაზები დაწერა!;

 

"მე ვხედავ იმ სახელმწიფოს დაცემას, სადაც ხალხი, მარცხდება ხელისუფალთან ბრძოლაში!!!

 

მე ვხედავ იმ კონსტიტუციის გაუფასურებას, სადაც კანონი მარცხდება ჩინოვნიკებთან ბრძოლაში!!!

 

მე ვხედავ იმ ერის სიკვდილს, სადაც სოლიდარობა, თავისუფლება და თანასწორობა მარცხდება, სადაც სიყვარული მარცხდება!...

 

მე ვხედავ იმ ადამიანის დაცემას, რომელიც მარცხდება საკუთარ თავთან ბრძოლაში!"

 

 

 

და კიდევ ნაწყვეტი, მისი წერილებიდან.; "პირადად ჩემთვის: სამშობლო – კერძო საკუთრებაა! ქ ო ნ ე ბ ა, რომელიც გარკვეულ ხალხს და ადამიანებს ეკუთვნით. სამშობლო უნდა დავიცვათ, როგორც კერძო საკუთრების უფლება, რომელიც ადამიანის, და არა მარტო; ერის და სახელმწიფოს ავტონომიურობის და თავისუფლების გარანტია!!! მაგრამ, ყოვლად გაუმართლებელია, საკუთრება, იგივე ქონება ,იგივე სამშობლო, დააყენო ადამიანებზე და მათი სიცოცხლის უფლებაზე მაღლა, ეს უ ღ მ ე რ თ ო ბ ა ა! და ჩვენი ხალხი უღმერთობისგანაა შეპყრობილი!

სულ 3–4 წლის წინ ჯერ კიდევ აღფრთოვანებაში მოვყავდი 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ ინაუგურაციის ცერემონიაზე წარმოთქმულ ფრაზას: "ნუ იკითხავთ, სამშობლომ თქვენთვის რა გააკეთა, იკითხეთ, თვითონ რა გააკეთეთ თქვენი სამშობლოსთვის"!... დღეს ეს ფრაზა მაღიზიანებს , მაღიზიანებს ასევე საქართველოში "დამკვიდრებული"" ლოზუნგების ენა. გულსმირევს პოლიტიკოსების მიერ "საბჭოთა კავშირის " დროინდელი ზეიდეების პროპაგანდირება, რომლის ტირაჟირება ყოველდღიურად ხდება ჩვენი მედიის საშუალებით!...

ჩემთვის საქართველო აბსტრაქტული, ჰაერში გამოკიდებული ცარიელა სლოგანი არ არის, არც სალვადორ დალის სიურეალისტური ჩანახატი! ჩემთვის საქართველო ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ია !!!! ჩემს გარშემო მცხოვრები ადამიანები და ის 1600 ქუჩის მაწანწალა ბავშვი, მომენტის წებოებით, რომ იწამლიან გონებას და სხეულს. ის სამათხოვროდ ქუჩაში გამოსული გაძვალტყავებული და გადათეთრებული მოხუცებია, დაუსაქმებელი და უპერსპექტივო ახალგაზრდები. უმისამართო ადამიანთა მთელი არმია! ... და მე, ეს ადამიანები უფრო მედარდება, ვიდრე აბსტრაქტული ხელშეუვალი "საქართველო"! როგორც ცარიელი სლოგანი! როგორც უსახური ზეიდეა! ეს ნამდვილი, გულისამრევი პოლიტპორნოგრაფიაა, გაუსაძლისი ვაკხანალია და მარაზმი, რომელიც როგორც ჩანს ჯერ კიდევ დიდხან გაგრძელდება საქართველოში. დიდხანს გაგრძელდება 'ცხოვრება" ლოზუნგით ; "ზა როდინუ, ზა სტალინა"!!!

 

იმ ფონზე, როდესაც საქართველეოში ადამიანი მიტოვებული, დაუცველი და დაკნინებულია! და მისი ბედი არავის აღელვებს. მე ასეთი მრწამს ჩამომიყალიბდა;

 

სამშობლო ადამიანისათვის! და არა ადამიანი სამშობლოსათვის!!!

 

სახელმწიფო ადამიანისათვის, და არა ადამიანი სახელმწიფოსათვის!!!

 

ხელისუფლება ადამიანისათვის, და არა ადამიანი ხელისუფლებისათვის!!!

 

ეკლესია ადამიანისათვის და არა ადამიანი ეკლესიისათვის!!!

 

პატრიარქი ადამიანისათვის და არა ადამიანი პატრიარქისათვის!!!

 

ღმერთი ადამიანისათვის, და არა ადამიანი ღმერთისათვის!!!"""

 

და წერილი":"ხატია შიუკაშვილი

 

თავისუფლება დეტალებშია!

 

ნამდვილი რევოლუციები ყოველთვის უსისხლო და

ნებაყოფლობითი პროცესია და ის კეთდება არა ფულით და დაკვეთით,

არამედ შინაგანი მე-ს კარნახით.

და რაც უფრო მეტი სუბვერსიული ელემენტი და

იდეალისტი ადამიანი ჰყავს საზოგადოებას - მით უფრო მზადაა ის რევოლუციისთვის.

რუდი დუჩკე

 

 

 

 

 

 

 

 

ევროპაში ყოფნისას, მაშინ როდესაც დავწერე “MY MANIFEST “ -"თავისუფლების შესახებ", და საქართველოში უკან დაბრუნებულმა, ჩემს მიერ დაწერილი მანიფესტები (ესე-ები) გამოვაქვეყნე, და უძღვენი იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც ხელყო სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმა". მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ აღნიშნული წიგნის; "ჩემი მანიფესტის" პრეზენტაციის გაკეთება "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" 1კ.–ში., და გავაკარით უნივერსიტეტის ყველა კორპუსის სტენდებზე შესაბამისი აფიშები. ჩემთვის "მოულოდნელად", უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ და მისმა ხელმძღვანელებმა, ჩემმა "მეგობრებმა"-:) ამ აფიშების ჩუმად ჩამოხევა დაიწყეს, ჩამოხეულ აფიშების ადგილას, სტენდებზე ახლ აფიშებს ვაკრავდით. პრეზენტაციამდე ერთი დღე იყო დარჩენილი, და ვცდილობდით ეს ინფორმაცია, როგორმე მიგვეტანა სტუდენტებამდე. გიორგი ხუბუას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მათი ხელდასხმული კომკავშირელების აქტიურობით, რომ ვერ დაკმაყოფილდა ნეო თუ NEW-KGB- დან შ.ს.ს – დან გამოუძახა შესაბამის, სამოქალაქო ფორმებში გადაცმულ პირებს, რომლებიც 30–35 წლის ასაკის მამაკაცებს წარმოადგენდნენ. სწორედ ისინი გააფთრებით ხევდნენ აფიშებს, და სტუდენტების კითხვაზე; – "თუ ვინ იყვნენ, და რატომ ხევდნენ აფიშებს, რა ესაქმებოდათ უნივერსიტეტის შენობაში"? იგნორირებას უხეშად უწევდნენ.

ამ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი და დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, და გავაცნობიერე, თუ საიდან იყვნენ ეს ადამიანები "წარმოგზავნილები" და რა "მისიით". ძალიან შემეშინდა, შემეშინდა იმიტომ, რომ მივხვდი, არასასურველი ადამიანები "დაინტერესდნენ" ჩემით. მაგრამ იმავდროულად ვიგრძენი, რომ უფრო სწორად, დღეს დილით ჩემთვის ხმაურიან პროზაულ ფიქრებში, რომ ვიყავი ჩაძირული, სწორედ დღეს დილით მივხვდი, რომ ამ დღეს სწორედ ამ დღეს დავიბადე პიროვნებად – თავისუფალ ადამიანად, ვინაიდან მიუხედავად იმ დღის, და მას შემდეგ ჩემზე განხორციელებული ზეწოლისა, მე არ გავჩერდი და გავაგრძელე ბრძოლა, აზრის გამოხატვის და საერთო, საყოველთაო თავისუფლებისათვის! საყოველთაო თავისუფლებისთვის რადგან ის "თავისუფლება", რომლითაც ქვეყანაში მხოლოდ ათი კაცი, "ერთი გუნდი" სარგებლობს, თავისუფლება არ არის! რეალური თავისუფლება ჭეშმარიტად სახალხო და საყოველთავოა!

მე ვაგრძელებ ბრძოლას, მეტიც, სულ მალე გამოვცემ ახალ წიგნებს; „ MEIN KAMPF FUER DIE FREIHEIT" და „ხმამაღალ ფიქრებს თავისუფლებაზე", რომელიც მერწმუნეთ, სულაც არ იქნება "სასურველი" არსებული რეჟიმისთვის, და ზოგადად არსებული ფსევდო პოლიტიკური თუ კულტურული ელიტისთვის, ნეოკონფორმისტული ძალებისთვის, ფსევდო ლიბერალებისთვის, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას "აკეთებენ" საქართველოში!..

ხო. იმ დღეს მივხვდი, რომ ამ ხელისუფლებას და ასევე ოპოზიციას, ისევე ეშინია პიროვნებების, ისევე ეშინია თავისუფალი ადამიანების, როგორც "ფაშისტურ გერმანიას" და ბოროტების მანქანას USSR – ს ეშინოდა! ეს შავი, კუპრივით შავი ხვრელია,რომელსაც მართებულად დისიდენტმა ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა ჯოჯოხეთი უწოდა! და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ამ ჯოჯოხეთიდან, ამ სიბნელიდან!. ახალგაზრდებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ამისთვის. ჩვენ ყველანი ახლებად უნდა დავიბადოთ, საკუტარ თავში უნდა მოვახდინოთ ჯერ აჯანყება, გარდატეხა, ცვლილებები და რევოლუცია! ურთიერთპატივისცემის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის გზით, უნდა განვახორციელოთ გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის! ყველა ღირსეული საშუალებით უნდა მივაღწიოთ მიზანს! უნდა მივაღწიოთ ახალ საქართველოს დაბადებას! . .

ჩვენი წინა თაობები ფაქტია, რომ სწორედ ისეთი საქართველოსთვის იბრძოდნენ, როგორიც დღეს არის იგი; დაკნინებული, დასახიჩრებული, გაპარტახებული, ოკუპირებული და ყოველგვარი ფასეულობებისგან დაცლილი საქართველოსთვის. სადაც ადამიანებს ადამიანური სახე დაკარგული აქვთ! მათ შედეგად მიიღეს სწორედ ისეთი საქართველო როგორზეც „ოცნებობდნენ“!..

მეგობრებო, იმ დროს, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ, ორივე მხარე ოპოზიციაც და პოზიციაც, ქართული „პოლიტიკური თუ კულტურული ელიტა“, როგორ ცდილობს ახალი თაობის, ახალი სახეების, მომავლის დისკრედიტაციას!, როდესაც მათ ოკუპირებული აქვთ მედია–საშუალებები. და ერთმანეთის ვოიაჟებს კრემლში, ბრიფინგებს თუ გამოსვლებს დღე და ღამ აპიარებენ, და თან „რუსეთის აგენტებს" და „მოღალატეებს“ უწოდებენ ერთმანეთს, ეს ფარისევლოებაა. რადგან ეს იმ დროს ხდება, როდესაც ხელისუფლებას შეუძლია ისევე , როგორც ბლოკავს ახალ თაობას, ასევე დაბლოკოს და არ გააშუქოს ის „მოღალატეები“ არ გააშუქოს მათი არსებობა, ისევე, როგორც არ აშუქებს ახალ თაობას და ახალ სახეებს! ამის მაგივრად დღეში 5 საათი „ცისფერ ეკრანებზე“ გაყვითლებული ტელევიზორებით გვიჩვენებენ ერთმანეთის უზნეო და უმეცარ საქმინაობას, პოლიტპორნოგრაფიას!! ნათქვამია ხელი–ხელს ბანსო, სწორედაც, რომ ისინი ერთ გუნდში არიან, ერთ თამაშს თამაშობენ, რომელსაც ქვეყნის, ახალი თაობის და უბრალო ადამიანების ბედი ეწირება!.. მათ ქვეყანაში ყველა სფერო ოკუპირებული აქვთ, ახალგაზრდებს სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ, ყველა გზას გვკეტავენ, რომელი გზაც მათ არ მიჰვება უკან!!!! ოკუპაციამ ყველა სფეროსი; კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, რომელიც 2008 წლამდე იყო და არის დღეს სწორედ ასახვა ჰპოვა საყოვეთაო ოკუპაციაში 2008 წლის "7 აგვისტოს"! ქვეყანა დღემდე ამ კონფორმისტებს, დეტალებში ჰქონდათ და აქვთ ოკუპირებული!

დღეს კი სწორედ მათი ძალიხმევითაა საქართველო რუსეთისგან ოკუპირებული! ყოველივე რაც ხდება მათი მოქმედების და უმოქმედობის შედეგია!..

 

და ამის შემდეგ, რა ბინძური ბრძოლაც აქვთ გამოცხადებული მათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ახალი თაობის წინააღმდეგ, ჩვენი მომვლის წინააღმდეგ! ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ ახალგაზრდებს, ახალ სახეებს, არ გვაქვს უფლება ვიყოთ ერთმანეთის კრიჭაში ჩამდგრები, ერთმანეთის ქილიკსა და დისკრედიტაციაში გართულნი, რადგან ამ ქაოსში ვერაფერ შედეგს მივაღწევთ. ეს ნაკლია ჩვენი თაობის, რომელიც წინა თაობებისგან მემკვიდრეობად გვერგო, და უნდა მოვიშოროთ, უნდა განვკურნოთ ამ დამღუპველ სენისგან საკუთარი თავები!

წინა თაობის შეცდომები გაკვეთილებად მივიღოთ! მათი შინა– ა რ ს ი, ზოგადად წითელი კონფორმისტული მენტალობა, ვერც კოკა–კოლის მდინარეებმა ჩამორეცხა და ვერც ჯინსების წვიმამ!...მათ 90–იან წლებში და დღემდე ისე, როგორც არასდროს ზურგი მკაცრად აქციეს თავისუფლებას, თავისუფლებისავე სახელით! სწორედ მათ დააკნინეს ამ ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიის ცნება! ამიტომ მოგიწოდებთ! ნუ გავყვებით მათ გზას! ახალი გზით ვიაროთ, უფრო სამართლიან და სუფთა გზით, სუფთა გულებით! გადავახალისოთ გონებრივი ჰორიზონტი და მსოფხედველობა ჩვენი, და თუ საკუთარ თავთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მაშინ წინ ათასი გამარჯვებები გველოდება!..

 

დღეს ქართველი ხალხი არ ცხოვრობს, არის მცდელობები ხალხის მხრიდან, რომ გამოვიდეს ქვეცნობიერიდან, და გაცნობიეროს თავისი რეალური ყოფა, რომელიც არ ყოფნას უფრო ჰგავს! მაგრამ ამ მცდელობებს არსებული რეალობაც და რეჟიმიც საფუძველშივე ახშობს, ახშობს ყველა მეთოდით და საშუალებით, ამ ქვეყანაში ფსიქოლოგიურ ტერორს უბრალო ადამიანებზე, ხალხზე, ახალ თაობაზე, ხელისუფლების, ოპოზიციის, თუ ფსევდო საზოგადომოღვაწეთა მხრიდან საზღვარი არ აქვს! ამას ემატება ათეულობითი სადისტურად მოკლული ახალგაზრდების ფაქტები . ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, ახალგაზრდების სიცოცხლის უფლების შესანარჩუნებლად, და ოპოზიციამ ამავე ახალგაზრდების სიცოცხლის უფლება დააკნინა! დაკნინა რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზგაშვილის, თაყაძის და სხვა ბიჭების სიცოცხლე, ჩვენი თაობის სიცოცხლე. მათ ჩვენ მოგვკლეს! რადგან ჩვენც და ხალხსაც საკუთარი უნიჭო მოქმედებით ამ "თემებზე" ადექვატური რეაგირების და საერთოდ რეაგირების უნარი დაუკარგეს!!!.. ძნელია, ძნელი ასეთ პირობებში, სრულ სიბნელესა და სიცრუეში, დეზინფორმაციის ბატონობის ჟამს, დაწყო ფიქრი, დაიწყო ცხოვრება, დაიწყო ბრძოლა თავისუფლებისათვის, საკუთარი თავისუფლებისათვის რომელიც სულაც არ გამორიცხავს სხვათა თავისუფლებისთვის ბრძოლას! მაგრამ ყველაფერს აქვს გამოსავალი და საყრდენი წერტილი, და თავისუფლების საყრდენი წერტილი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გახსნილობა, გულწრფელობა, ერთიანობა და სოლიდარობა იქნება!.. არა ისეთი "ერთიანობა", რაც სააკაშვილის რეჟიმს ახასიათებს, სადაც ერთი კაცის გვერდით, მონური ერთგულებით და ერთფეროვნებით არიან შეკრულნი! ასეთი ერთიანობა და ერთფეროვნება ზემოთ ხსენებულ ფაშისტურ და კომუნისტურ მთავრობებსაც ახასიაებდათ; სააკაშვილის "ერთობა", რომელიც ხალხის, ადამიანების და ქვეყნის ბედზე ერთობა! ასე შეიძლება ფორმულირდეს; ერთობას – პლურალიზმი= ტოტალიტარიზმს! "გააერთიანე და იბატონე"!–:) –"დაშალე და იბატონეს" მსგავსი და ხატი...

მოკლეთ, მე ლექციებზე მაგვიანდება; იფიქრეთ, იფიქრეთ,იფიქრეთ გაერთიანებაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთში კონსტრუქციული და ჰარმონიული თანამშრომლობაზე, იფიქრეთ ცალ–ცალკე, და თუ გნებავთ ერთად ,ერთად ვიფიქროთ, ჩვენი ერთიანობის მიღწევაზე, რომ შედეგზე გავიდეთ! რომ შედეგი ვაჩვენოთ ხალხს, და ჩვენს თავებს!

ნუ დავემსგავსებით ზოპარკში გამოკეტილ ლომებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ დაუბრუნდნენ თავისუფალ სამყაროს – ბუნებრივ მდგომარეობას!

იმ ლომებისგან განსხვავებით ჩვენ ჩვენი ნებით გამოვკეტეთ ჩვენი თავები ამბიციების ტყვეობაში, ამას არავინ გვაიძულებდა, ამიტომ ჩვენვე შეგვიძლია დავახწიოთ თავი ამ ტყვეობას!..

ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები ამას შეძლებენ, საკუთარ თავთან ბრძოლას მოიგებენ, და იგივე თავისუფალი ადამიანები – პიროვნებები იბრძოლებენ, რეალურ თავისუფლებისთვის!.

ხსნა პიროვნებებშია, ხსნა თავისუფლებაშია! თავისუფლება კი დეტალებშია, რომელ დეტალებსაც ჩვენ ზედაპირულად ვეხებით, და ვფიქრობთ მათზე.

ჭეშმარიტი! და არა ცრუპენტელა – ვარდისფერი თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება ერთ დღეში, ერთ წელში არ მიიღწევა!, თავისუფლება მუდმივი ძალისხმევას, მუდმივ მოძრაობას და ბრძოლას მოითხოვს!...

გახსოვდეთ! ადამიანი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია თავისუფალი, აი ეს არის თავისუფლება!

რა წამს შეაჩერებ ბრძოლას და მოძრაობას იმ წამს ხელებიდან გეცლება "ასე ნანატრი თავისუფლება"! დიახ, ხელებიდან გეცლება იგი! ..

ამიტომ მეგობრებო! არ დაიჯეროთ, თუ ერთ დღეს გამოგიცხადებენ, რომ "დემოკრატიამ გაიმარჯვა", როგორც ეს 2003 წელს მოხდა, რომ ქვეყანაში "დემოკრატია გაბრწყინდა", რადგან არ არსებობს არსად მსოფლიოში "გაბრწყინებული დმოკრატიები", არ ა რ ს ე ბ ო ბ ს!

იფიქრეთ, იფიქრეთ, იფიქრეთ, რადგან ფიქრია ცხოვრება, ცხოვრება კი ბრძოლა!...

 

იხილეთ რადიო მიმართვა;http://www.facebook.com/profile.php?id=100000856220357#!/video/video.php?v=124259184262136

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

""პოლიტიკაში გაცვეთილი უნდა იყო...აბა, ნორმალური ადამიანი თუ ხარ, ისემოგატყუებენ და მიგაჩმორებენ, აზრზეც ვერ მოხვალ....

 

სისუფთავე არ უხდება პოლიტიკას.....ვირთხა უნდა იყო - ვირთხიჭამია ვირთხა """

 

ვირთხების განადგურების მეთოდებიც არსებობს! :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...