Jump to content
Planeta.Ge

ქრისტე ისტორიული პიროვნება(ღმერთი) თუ მითი?


Recommended Posts

Nukriko

 

შენი პოსტები ღიმილს მგვრის, არა იმიტომ რომ დაგცინი ან მსგავსი რამ, უბრალოდ აშკარად წინააღმდეგობაში აღმოჩნდი და აღარ იცი რა დაწერო. :D

 

აი ახლა დადგა დრო, მკითხველისთვის ნათელი გავხადო, რომ შენ, მიზანმიმართულად ცდილობ ნებისმიერი რელიგიური მოსაზრება უარყო ან ეჭქვეშ დააყენო, რაც ცხადია არ გამოგივა, რადგან ფაქტები და არგუმენტების კატასტროფულ დეფიციტს განიცდი.

 

 

ახლა მივმართავ მათ, ვინც შენს პისტებს ადევნებს თვალს. Nukriko-ს მოყავდა "არგუმენტად" ის ფაქტი, რომ I საუკუნის ქრისტიანებმა, ბიბლიის მეორე ნაწილი (ანუ ე.წ. ახალი აღთქმა) რატომ დაიწერა ბერძნულ ენაზე და რატომ არა დაიწერა ებრაულ ან არამეულ ენებზეო. :) ანუ, ამით ფიქრობს რომ ეჭქვეშ დააყენოს ახალი აღთქმის სანდოობა. :)

 

მე ვკითხე, თუ იცი რატომ თარგმნეს ებრაელებმა ბიბლიის პირველი ნაწილი (ანუ ე.წ. "ძველი აღთქმა") ბერძნულ ენაზე ჯერ კიდევ მანამ სანამ ახალი აღთქმა დაიწერებოდათქო. "ძველი აღთქმა" თავდაპირველად დაიწერა ებრაულ ენაზე, ხოლო მოგვიანებით ძვ.წ. III-II საუკუნეებში, ებრაელებმა თავადვე თარგმნეს ბიბლია – ბერძნულ ენაზე. მიზეზი კი, თუ რატომ თარგმნეს ებრაულ ენაზე დაწერილი ბიბლიის პირველი ნაწილი, ის მიზეზია, რატომაც იესოს ებრაელმა მიმდევრებმა "ახალი აღთქმა" ბერძნულ ენაზე დაწერეს. ამ საკითხებზე მსჯელობას როგორც ჩანს Nukriko გაურბის (:D) ვინაიდან დაინახა რომ მისი მოყვანილი "არგუმენტი" ვერანაირად ვერ გამოდგება იმის დასამტკიცებლად რომ რადგან "ახალი აღთქმა" ბერძნულ ენაზე დაიწერა, ესე იგი ავტომატურად უნდა მივიჩნიოთ რომ ის ყალბი ყოფილა. :D

 

როგორც Nukriko-ს პოსტებიდან გამოირკვა, მისთვის უცნობია ძველი მსოფლიოს ისტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთები და ისტორიის ის მონაკვეთიც, თუ რა პერიოდში ცხოვრობდნენ იესო ქრისტეს მიმდევრები, რომლებმაც დაწერეს ბიბლიის მეორე ნაწილი, ანუ ე.წ. "ახალი აღთქმა". (ქვემოთ ოდნავ დეტალებში განვიხილავ ამ პერიოდს). :)

 

ახლა კი მათთვის ვისაც სინამდვილის ცოდნა სურს, დავწერ შემდეგს რომ ნუკრიკოს მსგავსად როცა საკითხში ჩაუხედავი ადამიანები ცალმხრივად მსჯელობენ და თავიანთი სუიექტური ათეისტური შეხედულებებით შეეცდებიან ბიბლიის უარყოფას, იესოს ისტორიულობას და ამის დასამტკიცებლად საეჭვო ვე-ბგვერდებიდან კოპირებულ ტექსტებს მოიშველიებენ, დავანახოთ რომ საკითხს რაციონალურად, ობიექტურად და ფართე კუთხით უნდა შეხედონ და გამოიკვლიონ საკითხი, ნაცვლად იმისა რომ ჯიუტად ეცადონ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებით არსებული ფაქტები უარყონ.

 

სამწუხაროდ Nukriko-სთვის აქამდე უცნობია იყო ის, რასაც ახლა დავწერ ქვემოთ :D :

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლასიკური ბერძნული ენის პერიოდი ძვ. წ. IX საუკუნიდან ძვ. წ. IV საუკუნემდე გრძელდებოდა. ეს იყო ატიკური და იონური დიალექტების ხანა. ამ პერიოდში, განსაკუთრებით კი ძველი წელთაღრიცხვით V–IV საუკუნეებში მოღვაწეობდა ბევრი ბერძენი დრამატისტი, პოეტი, ორატორი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მეცნიერი, რომელთაგან პლატონმა, სოკრატემ, ჰეროდოტემ, ჰომეროსმა და სხვებმა დიდი სახელი მოიხვეჭეს. ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. VI საუკუნემდე პერიოდი ცნობილია როგორც კოინე ბერძნულის ხანა. ამ ენის განვითარება ძირითადად ალექსანდრე მაკედონელის საბრძოლო ლაშქრობების წყალობით მოხდა, რომლის არმიაც საბერძნეთის სხვადასხვა ტერიტორიებიდან ჩამოსული მეომრებისგან შედგებოდა. ისინი ბერძნული ენის სხვადასხვა დიალექტებზე ლაპარაკობდნენ და ამ დიალექტების შერევის შედეგად განვითარდა ახალი დიალექტი, კოინე, რომელიც ფართოდ გავრცელდა. ალექსანდრემ დაიპყრო ეგვიპტე, ასევე აზია ინდოეთამდე, რის შედეგადაც კოინე ბერძნული საერთაშორისო ენად იქცა და მრავალი საუკუნის მანძილზე შეინარჩუნა ეს სტატუსი. ბერძნული "სეპტუაგინტაც" (ანუ ებრაული "ძვ.აღთქმის" ბერძნული თარგმანი) ალექსანდრიაში გავრცელებულ, ძველი წელთაღრიცხვით III–II საუკუნის კოინეს იყენებს. იესოსა და მისი მოციქულების დროს კოინე რომის იმპერიაში საერთაშორისო ენა იყო. ამის მტკიცებას ბიბლიაშიც ვნახულობთ. როდესაც იესო მიალურსმეს, მის ზემოთ წარწერის გაკეთება საჭირო იყო არა მარტო ებრაულზე, (როგორც ნუკრიკო ფოქრობს :D) არამედ იუდეველთა ენაზეც და ლათინურზეც (ქვეყნის ოფიციალურ ენაზე) და აგრეთვე ბერძნულზე, რომელსაც იერუსალიმის ქუჩებში ისევე ხშირად გაიგონებდით, როგორც რომში, ალექსანდრიასა და თვით ათენში (იოან. 19:19, 20; საქ. 6:1). ბიბლიის წიგნში "საქმეები" 9:29-დან ვხედავთ, რომ პავლემ ქრისტიანობის შესახებ უქადაგა იერუსალიმში მცხოვრებ ბერძნულენოვან ებრაელებს. ამ დროისათვის კოინე ცოცხალი, დინამიური, ჩამოყალიბებული ენა იყო, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა რათა ხალხისთვის ღვთის სიტყვა გადაეცა.

 

როგორც ხედავთ, Nukriko-ს მიერ მოყვანილი "არგუმენტი" მხოლოდ საკითხის არ ცოდნას ამჟღავნებს და ვერანაირად ვერ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ ვინაიდან ახალი აღთქმა ბერძნულად დაწერეს იესოს მიმდევრებმა, თურმა უნდა უარვყოთ. :) ის გარემოება და ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდნენ ბიბლიის მწერლები, როგორც ჩანს ან უბრალოდ არ იციან Nukriko-ს მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა, ან შეგნებულ პროპაგანდას ეწევიან. :D რაც ცხადია ძალიან იაფფასიან პროპაგანდად მიმაჩნია თუ შეგნებულად წერენ რასაც წერენ, ხოლო თუ არ ცოდნით მოსდით, მაშინ აქ დაწერილი უნდა გადაამოწმონ და თავიანთი მცდარი შეხედულებები შეიცვალონ. თუ არცერთს და არც მეორეს გააკეთებენ, ცხადია ესეც მათი პირადი პრობლემაა და არა ჩემი, ან მათი, ვისაც იესოს ისტორიულობაში ეჭვი არ ეპარებათ! :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

სად არის, იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? ვინაიდან ვიცილეთ მისი ვარსკვლავი აღმისავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას (მათე 2:2)

 

ქანანელი ქალის განკურნება

 

25 დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებიოდა: მიშველე, უფალო!

26 ხოლო მან მიუგო მას პასუხად: არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო

27 დედაკაცმა უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა.

28 მაშინ მიუგო იესომ მას პასუხად: ო, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა; გქონდეს, როგორც შენ გსურს. და იმ საათში განკურნა მისი ქლიშვილი

 

 

ალბათ დაგაინტერესებთ რატომ მოვიყვანე ეს ციტატა. ძალიან კარგად ჩანს რომ იესო იუდაველთათვის მოევლინა და ითვლებოდა იუდაველთა მეფე და არა მერე კაცობრიობისთვის მოევლინა, როგორც ამას დემაგოგები გვიმტკიცებენ და ჩემი სიტყვის დასტური არის ზემოთ მოყვანილი ციტატა.

 

ეხლა ვიფიქროთ, რატომ არის შემონახული ახალი აღთქმა ბერძნულად, იმ დროს როცა იესო იუდაველებისთვის მოევლინა. :D

 

არა მე იმას არ ვამტკიცებ და თავიდანვე ზოგ-ზოგიერთმა დამაბრალა იამში, რომ მე არ ვაღიარებდი რომ არსებობს არამეული ან იუდაური ვერსია ახალი აღთქმის, მე უბრალოდ ის ვთქვი რომ გადაწერის შედეგად ჩვენ მივიღებდით ისეთ სახე ცვლილ ახალ აღთქმას, რომელიც ნაციონალურ იუდაურ რელიგიიდან, ინტერნაციონალურ რელიგიად გარდაიქმნა.

ანუ ჩვენ არ გაგვაჩნია ორიგინალური ვერსია, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ბერძნული ვერსია. თუმცა არ არისწ გამორიცხული ისიც რომ არამეული ან იუდაური ვერსია საერთოდ არ არსებობდა. რაც არ არის იმაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, უფრო სწორედ შეუძლებელი.

 

 

დავიწყოთ შემდეგი, არამეული ენა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგადაც კვლავ საერთაშორისო ენად რჩებოდა განსაკუთრებით კი აღმოსავლურ ქვეყნებში. საქართველოში ახ.წ III საუკუნეში არმაზის ბილინგვაა აღმოჩენილი, რომელიც არამეულ ენითაა შესრულებული, ამიტომ არამეული ენის უგულებელყოფა და დაკნინება ერთ-ერთი ტაქტიკაა, რომელიც უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

 

მარტივად არის საქმე მეგობრებო, ქრისტიანობა ჩაისახა როგორც იუდაურ-ნაციონალური რელიგია და ისრაელში დამარცხდების შემდეგ, მოხდა მისი გარდაქმნა, ინტერნაციონალურ რელიგიად, მოხდა მთელი რიგი ცვლილებები და ის ქრისტანობა რა ქრისტიანობაც ეხლა შემოგვრჩა არის ქრისტიანობის ინტერნაციონალიზმაციური სახე, ამისთვის კი საჭირო იყო ბერძნული ენა და პირველწყაროს განადგურება.

 

ანუ მოხდა არა ამრტო ახალი აღთქმის, არამედ უამრავი მემატიანის დამახინჯება, რომ არარეალური პერსონაჟი ქრისტე ექციად რეალურ პერსონაჟად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ხომ ხედავ რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. :D იმაზე აპეირება, რომ ახალი აღთქმა ბერძნულადაა დაწერილი და სანდო არააო, არ გამოგივიდა. ფაქტები შენი მოსაზრების საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. წინა პოსტში საკმაო არგუმენტები დავდე რაზეც კონტრარგუმენტი ჯერ ვერ ვიხილეთ შენგან. წინა პოსტს დავუმატებ კიდევ სხვა არგუმენტებს, რომ ყველამ კარგად დაინახოს, რომ I საუკუნის ქრისტიანების მიერ ახალი აღთქმის ბერძნულ ენაზე დაწერა, სრულიან ნორმალური, გონივრული და პრაქტიკული იყო, ვინაიდან, ძვ. წ. 332 წელს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მარშით შევიდა ეგვიპტეში, მას შემდეგ, რაც ფინიკიის ქალაქი, ტვიროსი, გაანადგურა, მთავარს ხალხი, როგორც მხსნელს, ისე შეეგება. იქ მან დააარსა ქალაქი ალექსანდრია, ძველი მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრი. ალექსანდრეს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ბერძნული კულტურა მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში გავრცელებულიყო; ამ მიზნით მან მთელ თავის უზარმაზარ იმპერიაში საერთო ბერძნული ენა (კოინე) დაამკვიდრა. ძვ. წ. III საუკუნეში ალექსანდრია მრავალი იუდეველის საცხოვრებელი ადგილი გახდა. იუდეველთა უმეტესობა, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პალესტინის ფარგლებს გარეთ მდებარე კოლონიებში იყვნენ მიმოფანტული, ალექსანდრიაში გადასახლდნენ. შენ რომ გკითხოს კაცმა, მთელი აღმოსავლეთი ებრაულად ჭიკჭიკებდა, მაგრამ, ისტორია სხვა სურათს გვიხატავს ბატონო. :) მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: «კარგად ცნობილი ფაქტია, რომ იუდეველებს ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ თითქმის დავიწყებული ჰქონდათ მშობლიური ძველი ებრაული და როდესაც პალესტინის სინაგოგებში "მოსეს ხუთწიგნეულს" კითხულობდნენ, მათ წაკითხულს ქალდეურ ენაზე უმარტავდნენ... შესაძლოა, ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველებს ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად ესმოდათ ებრაული, მაგრამ ისინი კარგად ფლობდნენ ალექსანდრიულ ბერძნულს». ალექსანდრიაში ხელსაყრელი ატმოსფერო იყო შექმნილი საიმისოდ, რომ ებრაულ ენაზე დაწერილი ძველი აღთქმა, ბერძნულად ეთარგმნათ. ასეც მოიქცნენ ებრაელები და ებრაული ძველი აღტქმა იმ დროის საყოველთაო ბერძნულ ენაზე თარგმნეს, რათა ყველასთვის გასაგები ყოფილიყო ღვთის სიტყვა ბიბლია. ძვ. წ. II საუკუნეში მცხოვრები ებრაელი არისტობულოსი წერდა, რომ "ებრაული კანონი" (ანუ მოსეს რჯული, [ძველი აღთქმა]) ბერძნულად გადაითარგმნა და მისი თარგმნა პტოლემე ფილადელფოსის მეფობის დროს (ძვ. წ. 285—246 წლები) დასრულდა. შესაბამისად, I საუკუნის ქრისტიანების მიერ ახალი აღთქმის ბერძნულად თარგმნის მიზეზიც, იგივე გარემოება განაპირობებდა. სწორედ ამიტომ, ქრისტე სმიმდევარი პავლე, რომლის ნაწერები ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს ახალ აღთქმაში, ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან საუბრისას ამ ბერძნულ თარგმანიდან (სეპტუაგინტიდან) იღებდა ციტატებს. "ახალი აღთქმა" შეიცავს დაახლოებით 320 ციტატას და, მთლიანობაში 890 ციტატასა და პარალელურ ადგილს, რომლებიც პირდაპირ არის ციტირებული ძველი აღტქმის ბერძნული თარგმანიდან, რომელიც I საუკუნეში ფართოდ გამოიყენებოდა როგორც ებრაელების მიერ ისე არაებრაელების მიერ. შედეგად, ამ თარგმანიდან, და არა ებრაული ხელნაწერებიდან — აღებული ციტატები გახდა ღვთის შთაგონებით დაწერილი "ახალი აღთქმის" წერილების ნაწილი.

 

შენს მიერ მოყვანილი "არგუმენტები" ვერ გამოდგება, რადგან მსოფლიოს ბიბლეისტებისთვის და ისტორიკოსებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ I საუკუნეში ბერძნული ენა, საყოველთაო ენა იყო!

 

რაც შეეხება 25 დეკემბერს და სხვა თარიღებს, რომელზეც პოსტში საუბრობ, არ გამოვეხმაურები, რადგან 25 დეკემბერს არ დაბადებულა ქრისტე და თუ კათოლიციზმი ან მართლმადიდებლობა 25 დეკემბერს ქრისტეს დაბადების თარიღად ასახელებს, ეგ არც ბიბლიის ბრალია და არც I საუკუნის ქრისტიანების. რამე სხვა არგუმენტები მონახე. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

იმაზე აპეირება, რომ ახალი აღთქმა ბერძნულადაა დაწერილი და სანდო არააო, არ გამოგივიდა.

ჯერ ჩემი დაწერილი თავისებური ინტერპრეტაცია მოუძებნა, მერე მე რომ არ დავეთანხმე მის ინტერპრეატაციას, ისე გამოიყვანა რომ ჩემ საკუთარ თავს არ დავეთანხმე :) მაგრაია რა

მკითხველნო აი ნახეთ როგორი იყო ჩემი დაწერილი სიტყვა და მერე შეადარეთ აზრის ინტერპრეტაციას

აქ წერია რომ არ დარჩა არც ერთი იესოს დოკუმენტი არამეულ ენაზე. თუმცაღა ცნობილია რომ სახარება იყო დაწერილი ებრაულად (ანუ არამეულად) ამის გარდა არავინ იცის თუ რა ცვლილება განიცადა ბერძნულმა ვარიანტმა.

ხედავთ სხვაობას? :D

წინა პოსტში საკმაო არგუმენტები დავდე რაზეც კონტრარგუმენტი ჯერ ვერ ვიხილეთ შენგან

დაიმახსოვრე, მე არ ვაპირებ იმაზე პასუხი გავცე რაც მე არ მითქვამს.. შენი ჩემ აზრებს აშკარად სხვანაირად იღებ და სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებ, ასე რომ მაგაზე არ ვაპირებ მე საუაბრს, ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი.

I საუკუნის ქრისტიანების მიერ ახალი აღთქმის ბერძნულ ენაზე დაწერა, სრულიან ნორმალური, გონივრული და პრაქტიკული იყო, ვინაიდან, ძვ. წ. 332 წელს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მარშით შევიდა ეგვიპტეში, მას შემდეგ, რაც ფინიკიის ქალაქი, ტვიროსი, გაანადგურა, მთავარს ხალხი, როგორც მხსნელს, ისე შეეგება. იქ მან დააარსა ქალაქი ალექსანდრია, ძველი მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრი. ალექსანდრეს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ბერძნული კულტურა მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში გავრცელებულიყო; ამ მიზნით მან მთელ თავის უზარმაზარ იმპერიაში საერთო ბერძნული ენა (კოინე) დაამკვიდრა. ძვ. წ. III საუკუნეში ალექსანდრია მრავალი იუდეველის საცხოვრებელი ადგილი გახდა. იუდეველთა უმეტესობა, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პალესტინის ფარგლებს გარეთ მდებარე კოლონიებში იყვნენ მიმოფანტული, ალექსანდრიაში გადასახლდნენ. შენ რომ გკითხოს კაცმა,

ბლა,ბლა,ბლა და არნაირად არ არის ახლოს თემასთან..

იუდაველთა მეფე მოდის დედამიწაზე და ებრაულისა და არამეულის ნაცვლად ბერძნულად წერსდ, ნუ სასაცილოა.

 

მთელი აღმოსავლეთი ებრაულად ჭიკჭიკებდა,

ებრაულად არა, არამეულად.

 

დავიწყოთ იქიდან რომ ძველი აღთქმა იწერებოდა ძვ.წ XIII საუკუნიდან I საუკუნემდე ძველებრაულ ენაზე

ძველი ებრაული ენა წყვეტს არსებობას II საუკუნიდან და გადაიქცევა საღვთისმეტყველო ენად.

I-II საუკუნეებში არსებობს ძველ ებრაული დოკუმენტები როგორიცაა მიშნა (იუდაიზმის კანონმდებლობა) და Dead Sea Scrolls რომელიც ძველებრაულად არის დაწერილი. ის მაგალითი რომ ებრაულუი დავიწყებული ენა იყო არის სასაცილო.

 

რაც შეეხება იმას რომ ქრისტე ებრაელებისთვის იყო მოვლენილი და არა სხვა ხალხებისთვის როგორც ეს ამ ციტატიდან ჩანს

 

25 დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებიოდა: მიშველე, უფალო!

26 ხოლო მან მიუგო მას პასუხად: არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო

27 დედაკაცმა უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა.

28 მაშინ მიუგო იესომ მას პასუხად: ო, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა; გქონდეს, როგორც შენ გსურს. და იმ საათში განკურნა მისი ქლიშვილი

 

გასაგებია რომ პირველ რიგში ებრაუელებისთვის უნდა დაწერილიყო ებრაულად, მაგრამ ვაი და არ არ დაიწყერე, დაიწერე ბერძნულად. :D

 

ძალიან ბევრი ხარვეზია, რომელსის უგულებელყოფაც კიდე უფრო მეტ ეჭვებს ბადებს.. :D თუმცა რა თქმა უნდა, ეს ეჭვები ეშმაკიდან მოდის, მე კი ეშმაკის მოციქული ვარ, მუჰაჰაჰაჰაჰაჰა :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბლა,ბლა,ბლა..

იუდაველთა მეფე მოდის დედამიწაზე და ებრაულისა და არამეულის ნაცვლად ბერძნულად წერსდ, ნუ სასაცილოა.

 

Nukriko

 

იუდეველთა მეფეს არც ებრაულად, არც ბერძნულად და არც არამეულად არ დაუწერია არაფერი. შენ რაღაც ახალ ვერსიებს თხზავ. :D

 

გარდა ამისა, ცილს რომ მწამებ, აზრი ინტერმრეტაციებს უკეთებს ჩემ ნაწერსო, ეგ ხომ საერთოდ კატასტროფაა. აღარ იცი უკვე რა დაწერო, რადგან სრულყოფილად დაგისაბუთე იმის საპირისპირო, რასაც წინა პოსტებში წერდი და იძახდი, რადგან "ახალი აღთქმა" ბერძნულზე დაიწერა, არაა სანდო და გაყალბებულიაო. :D

 

მკითხველი, რომელიც წაიკითხავს ჩვენს პოსტებს ამ თემაში, ნახავს რომ შენს მიერ მოყვანილი "არგუმენტები" ღიმილის მომგვრელია და არგუმენტების დეფიციტის გამო, სიმწრის სიცილიღა შემოგრჩა. :D ამიტომ, აზრი აღარ აქვს შენთან ერთი და იგივეზე უსასრულოდ კამათს. მკითხველისთვის ისედაც ნათელია ყველაფერი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

იუდეველთა მეფეს არც ებრაულად, არც ბერძნულად და არც არამეულად არ დაუწერია არაფერი. შენ რაღაც ახალ ვერსიებს თხზავ. D.gif

 

გარდა ამისა, ცილს რომ მწამებ, აზრი ინტერმრეტაციებს უკეთებს ჩემ ნაწერსო, ეგ ხომ საერთოდ კატასტროფაა. აღარ იცი უკვე რა დაწერო, რადგან სრულყოფილად დაგისაბუთე იმის საპირისპირო, რასაც წინა პოსტებში წერდი და იძახდი, რადგან "ახალი აღთქმა" ბერძნულზე დაიწერა, არაა სანდო და გაყალბებულიაო.

გამომიჭირააა დედააა.. იესო კი არ წერდა მისი მოწაფეები... დედააა :D

 

იესო ქადაგებდა ებრაულად ესენი კი ბერძნულად იწერდნენ :)

თუ ისრაელშიც ბერძნული ენა იყო სასაუბრო ენა? :D

მკითხველი, რომელიც წაიკითხავს ჩვენს პოსტებს ამ თემაში, ნახავს რომ შენს მიერ მოყვანილი "არგუმენტები" ღიმილის მომგვრელია და არგუმენტების დეფიციტის გამო, სიმწრის სიცილიღა შემოგრჩა. smile.gif ამიტომ, აზრი აღარ აქვს შენთან ერთი და იგივეზე უსასრულოდ კამათს. მკითხველისთვის ისედაც ნათელია ყველაფერი. vinki.gif

რკინის არგუმენტია, ვერაფერს ვერ უზავ :D

 

 

ეე ბიჭო თუ ვაფშე არ ამჩნევ და აიგნორებ ჩემს არგუმენტებს, თქვი და აღარ დავიწყებ ამდენ ძიებას :D

ხო და შენნაირად მარტივ ლოგიკაზე გადავალ. აზრს საკმარისი ცოდნა არ გააჩნია, აზრი არაკომპეტნეტურია, აზრი გულწრფელი არ არის, აზრი აარაობიექტურია და ამაზე მარტივი კი არაფერი არა..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

გამომიჭირააა დედააა.. იესო კი არ წერდა მისი მოწაფეები... დედააა :)

 

ნამდვილად, მსგავსად ბევრი რამ გეშლება და არასწორს წერ, ანუ იმას, რაც სინამდვილეში სხვანაირად იყო. ასე რომ არ გაგვიკვირდება.

 

იესო ქადაგებდა ებრაულად ესენი კი ბერძნულად იწერდნენ :D

ესეც შენი მოსაზრებებია. მსგავსი რამ ამ ფორუმზე არავის დაუწერია. :D უკვე სიმწრისგან დიდ შეცდომებს უშვებ ვერ ხედავ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ესეც შენი მოსაზრებებია. მსგავსი რამ ამ ფორუმზე არავის დაუწერია.

შენი სიტყვებით ესე ჩანს :D ებრაული ენა მივიწყებული ყოფილა და ბერძნულად ლაპარაკობდა თურმე იესო :)

უკვე სიმწრისგან დიდ შეცდომებს უშვებ ვერ ხედავ?

ნუ კლასიკური დემაგოგიის ნიმუში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

შენი სიტყვებით ესე ჩანს :D ებრაული ენა მივიწყებული ყოფილა და ბერძნულად ლაპარაკობდა თურმე იესო :D

ნუ კლასიკური დემაგოგიის ნიმუში :D

Nukriko

 

ის თუ რა ენაზე საუბრობდა იესო, ეგ ზუსტად არავინ იცის. სავარაუდოთ იესო ან ებრაულზე, ან არამეულზე საუბრობდა. გარდა ამისა, მე მოვიყვანე არაერთი ისტორიული მტკიცებულება, ანუ რა ეპოქაში დაიწერა ახალი აღთქმა და ისიც, თუ რას ამბობს ისტორია და სწავლულები. შენ კი არგუმენტებ გამოლეული მხოლოდ სიმწრის სიცილიღა შემოგრჩა. :D ასე რომ არ ღირს უაზროთ გაგრძელება. დაიწერა საკმარისი და მკითხველი თავად განჯის ჩვენს პოსტებს და დასკვნების გამოტანაც არ გაუჭირდება. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მკითხველს მივმართავ და ყველაზე მეტად რაზე გაამახვილოს ყურადღება.

 

ხო ხედავ ვერ ცემენ პასუხს თუ რატომ არის ქრისტე ბუდას მსგავსი, ან სხვა წარმართ ღმერთების მსგავსი, ამ შეკითხვაზე პასუხს ისინი არასდროს არ გასცემენ :D

 

ებრაულად არ ლაპარაკობდაო ქრისტე ეხლა ახალი ვერსია გამოჩნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

guaba

 

მე არ მჯერა არარეალურ ამბების, არარეალურ ისტორიულ პირების და მითების

 

ხოლო აქ იმაზეა საუბარი იესო იყო თუ არა ისტორიული პიროვნება და არა იმაზე მე რისი მჯერა.

 

თუ გაქვთ მისი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები, წყაროები, მასალა დადეთ

 

დავიდო უკვეისტორიული წყაროები:

 

იესო ნამდვილად არსებობდა და ცხოვრობდა I საუკუნეში. პირველი, რაც იესოს ისტორიულობას ადასტურებს გახლავთ ყველაზე უტყუარი და სანდო ჩანაწერები, რომელიც დღეს ცნობილია სახელით - ბიბლია. უფრო მეტიც, ბიბლიის გარდა არაერთი მტკიცებულება არსებობს იესოს ისტორიულობასთან დაკავშირებით.

 

პირველ საუკუნეში ზოგმა მწერალმა იესოზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ერთერთი მათგანი იყო კორნელიუს ტაციტუსი, რომელმაც იმპერატორების მმართველობის დროს რომის ისტორია აღწერა. ა.წ.64 წელს, რომში ხანძარი გაჩნდა. როგორც ტაციტუსი ამბობს, იმ დროს ხმა დაიძრა, რომ ამ უბედურებაში იმერატორს ნერონს მიუძღოდა ბრალი. ნერონი ცდილობდა, იმ ხალხისთვის გადაებრალებინა, რომლებსაც ქრისტიანები ეწოდებოდათ. ტაციტუსი წერს:

 

«"ქრისტუსი", რომლისგანაც მომდინარეობს ქრისტიანების სახელი, პროკურატორმა პონტიუს პილატემ ტიბერიუსის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯა.» - ("ანალები", წიგნი XV, აბზაცი 44).

 

ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმაც მოიხსენია თავის ნაშრომშუ უესო. ფლავიუსი აღწერდა იმ მოვლენებს, რომლებიც დაახლოებით ახ.წ. 62 წელს მოხდა რომაელი მმართველის, ფესტუსის სიკვდილის შემდეგ და მანამ, სანამ მისი მემკვიდრე ალბინუსი მის ადგილს დაიკავებდა; ფლავიუსის თქმით, ამავე ამავე პერიოდში მღვდელმთავარმა ანანუსმა (ანამ) "შეკრიბა სინედრიონის მოსამართლეები და მათ წინაშე წარადგინა მამაკაცი, სახელად იაკობი, ქრისტედ წოდებული იესოს ძმა, და სხვები" - ("იუდეველთა სიძველენი" XX, 200[ix1]).

 

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა იესო ღმერთი, ამაზე ამ თემაში არ გავაკეთებ ვრცელ კომენტარს, რადგან ეს უფრო თეოლოგიური საკითხად მიმაჩნია, ვიდრე იესოს ისტორიულობის გამორკვევად. თუმცა, ორიოდე სიტყვით მაინც ვიტყვი, რომ იესო ადამიანი იყო, ისტორიული პიროვნება და არა ღვთაება, ღმერთ-კაცი ან ღმერთი. :)

 

როგორც Nukriko ამბობდა: "აქ იმაზეა საუბარი იესო იყო თუ არა ისტორიული პიროვნება და არა იმაზე მე რისი მჯერა." როგორც ვხდეავთ, იესოს ისტორიულობის დამადასტურებელი საკმარისი არგუმენტი დაიდო უკვე. ახლა რაზე ვსაუბობთ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ წერია რომ დიდი ხნის განმავლობაში ფლავიუსის უკრიტიკოდ მიიღებოდა, მარა შემდეგ გაჩნდა ეჭვები რადგან ფლავიუსის ტექსტი შემორჩენილია ბერძნულ ენაზე და მისი გადაწერას აკეთებდნენ ქრისტიანები. ყველაზე დიდი ეჭვი გამოიწვია იმან, რომ ფლავიუსი იყო ორთოდოქსი იუდეველი და ამის მიუხედავად ის პროქრისტიანული იყო და ქრისტეს მესიას უწოდებდა. ლოგიკურად არ ჯდება როგორ შეიძლება ორთოდოქსმა იუდეველმა ქრისტეს მესია უწოდოს.

იეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :D

 

არ შევიმჩნიოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

მოიყვანო კონკრეტული მტკიცებულება რომ ფლავიუსის ხელნაწერების ასლს ქრისტიანები აკეთებდნენ. აგრეთვე მოიყვანე იმის მტკიცებულება რომ მასში ქრისტიანებს აქვთ შეტანილი ცვლილებები! მასე უიიიი-ს ძახილით ვერაფერს ვერ დაამტკიცებ. უფრო მეტიც, ქრისტიანების გადაწერილია თუ არაქრისტიანების, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა მტკიცებულება არსებოდეს რომ ფლავიუსის ნაშრომში ვინმეს ცვლილებები აქვს შეტანილი. ის რომ ფლავიუსი იუდეველი იყო, ჯერ კიდევ არ ამტკიცებს იმას რომ როგორც ისტორიკოს გვერდი აევლო ისტორიული მოვლენენბის ჩაწერისათვის.

 

გარდა მაგისა, იესოს ისტორიულობის დამადასტურებელი სხვა ჩანაწერიც მოვიყვანე კორნელიუს ტაციტუსის ნაშრომიდან. ვითონ არ წერებული ისე გაატარე არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იესო არსებობდა

როგორ შეიძლება არ არსებობდეს კაცი რომელმაც ამხელა რელიგია შექმნა

ღმერთი იყო თუ არა ეს სხვა საკითხია

მე წყაროები არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით უნდა ეარსება და ამხელა ისტორიას ვერავინ მოიგონებდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...

იესო არსებობდა

თუ არსებობდა, რატომ არსებობდა აქამდე მისნაირი ღვთაებები?

 

http://en.wikipedia.org/wiki/Jesus_Christ_in_comparative_mythology

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...