Jump to content
Planeta.Ge

გსურთ საქართველო ნატოს წევრი გახდეს?  

22 members have voted

  1. 1. "მიეცი ხმა შენს მომავალს"

    • დიახ
      13
    • არა
      9


Recommended Posts

NATO (North Atlantic Treaty Organization) არის სახელმწიფოთაშორისი, სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომელიც ამჟამად აერთიანებს 26 ქვეყანას!

 

http://i043.radikal.ru/0712/fb/e3ceddeb5e67.jpg

 

http://i011.radikal.ru/0712/9f/0a96dd298e34.jpg

 

ნატო (ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი) შეიქმნა დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ II მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს, დასავლეთ ევროპისა და საერთოდ დემოკრატიული სამყაროს საბჭოთა კომუნიზმისგან დასაცავად. 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში აშშ-ს, კანადისა და ათი ევროპული სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, იტალია, პორტუგალია, დანია, ისლანდია) წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულბას ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაციია დაარსების შესახებ.

 

ხელშეკრულების პირველივე მუხლები ახდენდა სახელმწიფოების ერთგულების დეკლარირებას გაეროს წესდებისადმი. ამაში აღინიშნა რომ ნატო იქმნება იქმნება აგრესიისადმი კოლექტიური წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, რაც ყველანაირად შეესაბამება გაეროს წესდების სათანადო მუხლებს. ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ითვალისწინებს კონსულტაციებს იმ შემთხვევისათვის, თუ რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უშიშროებას საფრთხე დაემუქრება.

 

მე-5 მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულების ერთ ან რამდენიმე წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფოზე. ამასთან ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოები იმ მხარეს ამ მხარეებს, რომლებმაც თავდასხმა განიცადეს, სასწრაფოდ დაეხმარებიან ინდივიდუალურად ან ხლშეკრულების მონაწილე ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში ამგვარ დახმარებას შეიარაღებული ძალების გამოყენებაც მოჰყვება.

 

მეექვსე მუხლი განსაზღვრავს ჩრდილოანლანტიკური ხელშეკრულების მოქმედების არეალს: იგი მოიცავს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიებს, კუნძულებს "ჩრდილო ატლანტიკის რაიონში კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით", ხმელთაშუა ზღვას, აგრეთვე იმ რაიონებს სადაც იმყოფებოდა ხელმომწერ სახელმწიფოთა საოკუპაციო ჯარები.

 

მეათე მუხლის მიხედვით მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი თანხმობით ამ ხელშეუკრულებასთან მისაერთებლად მოიწვიონ ნებისმიერ სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს ამ ხელშეკრულების პრინციპების განხორციელებას და წვლილი შეაქვს ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. (ეს შეიძლება იყოს, ნებისმიერ ევროპული ქვეყანა, რომელიც პასუხობს ნატოს მოთხოვსნებს (ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, ძლიერი ჯარი, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, კორუფციის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მეცნიერების განვითარება და გარემოს დაცვა).

 

http://i009.radikal.ru/0712/79/c51c98b44c36.jpg

 

ნატო არის სამთავრობათაშორისი ორგანიცაზია, რომლის შიგნითაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. იგი არის დემოკრატიის, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ფასეულობებით გაერთიანებულ სახელმწიფოთა კავშირი, რომლსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ფასეულობათა დაცვა ნებისმიერი სახის ხელყოფისაგან. ნატოში ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთსულოვნად კონსენსუსის საფუძველზე წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით. ნატოს ყველა წევრ ქვეყანას აქვს თანაბარი უფლება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში (ანუ ერთი ხმის უფლება). განურჩევლად ქვეყნის სიდიდის, მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური განვითარების.

 

ნატოს ხელმძღვანელი პოლიტიკური ორგანოები

 

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა ნატოს საბჭო (შტაბბინა მდებარეობს ბრიუსელში), რომელიც განიხილავს ორგანიზაციის წინაშე მდგომ პოლიტიკურ პრობლემებს. საბჭო. ის მუშაობს სხვადასხვა დონეზე: სულ ცოტა კვირაში ერთჯერ ის წარმოადგენს ელჩების კრებას, სულ ცოტა წელიწადში ორჯერ ის კრებს ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს ან თავდაცვის მინისტრებს. ხოლო უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მისაღებად საბჭო შეიძლება მოწვეულ იქნას მთავრობათა ხელმძღვენელების დონეზეც. საჭიროების შემთხვევაში კი მოეწყობა რიგგარეშე ან საგანგებო სხდომები.

 

ნატოს გენერალური მდივანი არის წევრი სახელმწიფოების მიერ დანიშნული მაღალი რანგის საერთაშორისო თანამდებობის პირი. იგი წარმართავს კონსულტაციისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს ნატოში. გენერალური მდივანი არ არის უფლებამოსილი მიიღოს ერთპიროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მას შეუძლია იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით იმ ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია წევრ სახელმწიფოთა მთავრობის მიერ.

 

ნატოს საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თავმჯდომარეს სხდომაში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებიდან. თავმჯდომარე ოფიციალურად ხსნის და ხურავს სესიის სხდომას. სესიას თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი.

 

ამჟამად ნატოს გენერალური მდივანია იაპ დე ჰოოპ სხეფერი დაბადებული ამსტერდამში 1948 წლის 3 აპრილს. იგი არჩეულ იქნა ამ თანამდებობაზე 2004 წელს ნატოს წევრი ქვეყნების მიერ 4 წლის ვადით ანუ 2008 წლამდე.

 

http://i044.radikal.ru/0712/88/4e1a62bfcf59.jpg

 

საერთაშორისო სამდივნო

საერთაშორისო სამდივნო ეხმარება ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და დაქვემდებარებულ მათი მოვალეობის შესრულებაში. მისი შტატი შედგება წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისაფან, რომლებიც დაქირავებულნი არიან ნატოს მიერ ან დანიშნული შესაბამისი ეროვნული ხელისუფლების მიერ 3-4 წლის პერიოდით. საერთაშორისო სამდივნოს წევრები უშუალოდ ექვემდებარებიან გენერალურ მდივანს და აკისრიათ პასუხისმგებლობა იყვნენ ორგნანიზაციის ერთგულნი მათი დანიშვნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

სამხედრო სტრუქტურა

ნატოს სამხედრო სტრუქტურა ექვემდებარება სამხედრო კომიტეტს, რომელიც უმაღლესი რანგის ორგანოა, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქვეშ რჩება. კომიტეტი შეიმუშავებს ინსტრუქციებს ნატო-ს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობის საერთოდ განხორციელებაზე. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე შეირჩევა შტაბების უფროსთა მიერ და თანამდებპბაზე ინიშნება სამწლიანი ვადით.

 

სამხედრო სარდლობები

ნატოს ჰყავს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი მთავარსარდლობა პირველი ესაა მოკავშირეთა მთავარსარდლობა ევროპაში, რომლსი შტაბ-ბინაც განთავსებულია მონსში (ბელგია), მეორე - მოკავშირეთა მთავარსარდლობა ტრანსფორმაციის დარგში, შტაბ-ბინა ნორფოლკში (ვირჯინია, აშშ). მოკავშირეთა მთავარსარდალი ევროპაში მეთაურობს მოკავშირეთა ოპერაციის სარდლობას, რომელიც ხელმძღვანელობს მოკავშირეთა მიერ გადაცემულ ძალებს. ის პასუხისმგებელია ნატოს ყველა სახმელეთო ოპერაციაზე მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა და ამავდროულად არის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურიც.

 

შეიარაღებული ძალები

ნატოს არ გააჩნია საკუთარი შეიარაღებული ძალები მუდმივ საწყისზე. ყოველი წევრი სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში გამოჰყოფს განსაზღვრული რაოდენობის შეიარაღებულ ძალებს კონკრეტულ ღონისძიებაში (მაგ. კონფლიქტური ვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაცია და სხვა) მონაწილეობის მისაღებად. 2003 წლიდან კი ნატოს ჰყავს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, კარგად გაწვრთნილი სწრაფი რეაგირების ძალები (NFR) რომლებიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ძალების კომპონენტებს. ამ ზალების რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 25000-ს ისინი მუდმივ მზადყოფნაში არიან დედამიწის ნებისმიერ წერტილში განთავსდნენ 5 დღის ვადაში მიღებული ბრძანების შესაბამისად და 30 დღის განმავლობაში თავიანთი რესურსბით უზრუნვეყონ შესაბამისი ოპერაციებისა და დავალებების განხორციელება.

 

http://i040.radikal.ru/0712/0a/368f6bcb02ee.jpg

 

ნატოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული.

 

საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2004 წელს ნატოსგან მიიღო "ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა" (IPAP) და გადავიდა ალიანსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე. ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა (IPAP) შედგება ოთხი თავისგან და მოიცავს იმ რეფორმათა არეალს, რომლებიც უნდა შესრულდეს ნატოსთან სრული თავსებადობის მიღწევის მიზნით. IPAP არის დოკუმენტი, რომლის თანხმადაც საქართველომ უნდა მიაღწიოს გარკვეულ მაჩვენებლებს შემდეგ სფეროებში: უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამეცნიერო და გარემოს დაცვითი საკითხები და სხვა.

 

ნატოს მიერ საქართველოს IPAP-ით აღებული ვალდებულებების შესრულების დადებითი შეფასების შედეგად, 2006 წლის 18 სექტემბერს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ინტენსიურ დიალოგში (ID) ჩართვის შესახებ.

 

საქართველოს სხვადასხვა უწყებების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა პირველადი სადიკუსიო დოკუმენტი (Initial Discussion Paper), რომელშიც ასახულია რეფორმების ის მიმართულებები, რომელთა გატარებასაც საქართველო გეგმავს. პირველადი სადიკუსიო დოკუმენტი (IDP) მოიცავს შემდეგ თავს: პოლიტიკურ საკითხებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, რესურსების საკითხებს, ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებსა და იურიდიულ საკითხებს.

 

მიმდინარე წლის განმავლობაში ID ფარგლებში გაიმართა 5 კონსულტაცია ნატოს მხარესთან. რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ხელს უწყობს "გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე" (MAP) გადასვლას, რაც არის საბოლოო ეტაპი ნატოში სრული ინტეგრაციის მისაღწევად.

 

ნატოს მხრიდან საქართველოთი დაინტერესება არაა შემთხვევითი, საქართველოს უჭირავს გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა, ამას დამატებული ის, რომ საქართველო უნდა გახდეს (და ნაწილობრივ უკვე არის) მსოფლიოს ენერგეტიკული დერეფანი.

 

http://i036.radikal.ru/0712/1a/da2ce91c518b.jpg

 

დღესდღეობით ნატო აერთიანებს 26 ქვეყანას (ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, ისლანდია, იტალია, კანადა, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩეხეთის რესპუბლიკა) და ამაჟამად ძირითადად ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ძლიერდება...

 

http://i001.radikal.ru/0712/da/bac208242fb3.jpg

 

ნატო, როგორც სამხედრო კავშირი, მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ, ეფექტურ და სრულყოფილ სტრუქტურას წარმოადგენს. ალიანსის წარმატების გასაღები იმ პრინციპებსა და ფასეულობებშია, რომელთა საფუძველზეც ის აღმოცენდა. თავისი შემაკავებელი და დამცველი როლით ნატო არის მისი წევრების ეროვნული უსაფრთხოების გარანტია.

 

http://www.nato.int - ნატოს ოფიციალური ვებ გვერდი

http://www.natoinfo.ge - ნატოს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში

http://www.georgiafornato.ge

http://www.eu-nato.gov.ge

http://en.wikipedia.org/wiki/NATO

http://en.wikipedia.org/wiki/Jaap_de_Hoop_Scheffer

 

ვისაც რა ინფო გაქვთ თქვენც დადეთ...

 

პ.ს. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, გინდათ თუ არა საქართველო ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრად იხილოთ? და რატომ კი ან რატომ არა? ასევე, რაც მთავარია, პოსტეთ არგუმენტირებულად.

 

ეს ინფო მეზობელი ფორუმიდან გადმოვიტანე, იმედია ავტორი არ გამინაწყენდება, მე თითონ ძალიან დამაინტერესა ამ ინფორმაციამ და ამიტომაც მინდა, რომ ნახოს ჩვენმა მომხმარებელმა, მაინც დავკონრკეტდები: ინფორმაციის მომწოდებელია BuSa

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 69
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ტანტოსჰი ერტს კარგ რასაც ვხედავ და ალბად ყველა ქართველი ამას ხედავს, ისარის რომ ეს როსუეთის ზეწოლისგან თავის დაღწევის ერთადერტი გზააა დღესდღეისობით.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაიხსენეთ ერთა ლიგის შემთხვევა... არ შეგვიშვეს ერთა ლიგაში, რადგან ჩვენი მტრები - რუსები და თურქები იყვნენ... ნატოს შემთხვევაშიც ასე იქნება... უარით გამოგვისტუმრებენ :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაიხსენეთ ერთა ლიგის შემთხვევა... არ შეგვიშვეს ერთა ლიგაში, რადგან ჩვენი მტრები - რუსები და თურქები იყვნენ... ნატოს შემთხვევაშიც ასე იქნება... უარით გამოგვისტუმრებენ :D

 

 

 

არა აქ ცოტა სხვა სიტუაციაა ვფიქრობ (თურქეთი მხარს გვიჭერს თუ სწორად მახსოვს) ერთი რუსეთი ახურებს მაგრამ მაგას გადავაბიჯებთ ამჯერად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდეზღაც მაინც შევალთ ნატოში, ეს გარდაუვალი პროცესია

თუმცა რუსეთი ყველანაირად შეეცდება ხელი შეგვიშალოს ამაში

რასაც ეხლაც აკეთებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი გვემუქრება, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, არაფრის თავი არ აქვს ;)

თუ აღიარებს მსოფლიო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას და ცნობს მას დე-იურედ (ანუ იურიდიულად ) მაშინ რუსეთის იმპერიის დაშლის პროცესები დაიწყება ;) კოზირი გვაქვს ქართველებს ამ მხრივ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატო კაია... :(

 

მე როგორც ვიცი, ნატოს არ შეყავს თავისთან ის ქვეყნები, რომელბსაც ტერიტორიულ მთლიანობასთან აქვს პრობლემები და ეს მართალია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატო კაია... :(

 

მე როგორც ვიცი, ნატოს არ შეყავს თავისთან ის ქვეყნები, რომელბსაც ტერიტორიულ მთლიანობასთან აქვს პრობლემები და ეს მართალია?

 

 

არა არ არის სწორი!!!

საქართველო ზუსტად ამიტომ უმიზნებს ნატოს რომ დაეხმაროს მაგ პრობლემის მოგვარებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატოში შესვლით საქართველოს პერპექტივა ექნება უფრო დაცული იყვეს 26 ძლიერ ქვეყანასთან ერთადდა ჩემი აზრით იქიდან გამომდინარე რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას, მოგვეხმარება დავიბრუნოთ აფხაზეთი და კოდორი მშვიდობიანი გზით... მაგრამ ძირითადი საქმე ჩვენი გასაკეთებელია... და ომით დაბრუნებას თუ არ ვფიქრობთ მაშინ ისე უნდა განვავითაროით ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა რომ მიმზიდველი გახდეს მათთვის (აფხაზეთსა და კოდოროსთვის) რაც გაგვიიოლებს ქვეყნის გაერთიანებას...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი ცოტა არასწორად გესმის ეს ყოველივე.

ჯერ ერთი ნატო არ დაგეხმარება კომპლიქტის მოგვარებაში იმიტომ რომ მანდ დესტაპილიზაცია სიტუაციის და ძალით დაბრუნება შეუძლებელია.

ნატო უფრო მაშუალის ფუნქციის იქნება

1 - მთავარი რუსეთის ჩანაცვლებისთვისაა საჭირო.

2 - თავდაცვისთვის და არა ბრძოლისთვის

3 - ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია აქ ნატო არაფერ შუაში არ არი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს პოსტზე პასუხს ველოდები. (რუსეთთან დაკავშირებით რომ დავწერე)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონი შენ არ წაგიკითხავს ის რასაც გაუკეთე კომენტარი (ჩემს ზემოთ ნათქვამ აზრზე მაქვს საუბარი)

 

საქმე იმაშია "მოგვეხმარება დავიბრუნოთ აფხაზეთი და კოდორი მშვიდობიანი გზით" მეტ არაფერს ნიშნავს თუ არა რომ ნატო არ აპებს ომის წამოწყება და მგონი არც ჩვენ უნდა გვინდოდეს ომით დაბრუნება ჩვენი დაკარგული ტერიტორიების.

 

ბარემ დავაზუსტებ ნატოს პრინციპებს ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებით: ნატო როგორც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია იცავს ყველა მასში შემავალ ქვეყანას (ნატოს მეხუთე მუხლი შეგიძლია ნახო), - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არ მოგეხმარება შენს შიდა კონფლიკში შენვე ომს თუ წამოიწყებ, მაგრამ ვინმე (ტერორისტები, სხვა ქვეყანა) თუ დაგესხმევა თავს (დაარღვევს შენს სუვერენიტეტს) მაშინ "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" ლოზუნგი ამუშავდება.

 

რაც შეეხება "ნატო არაფერ შუაში არიო" - მე არ გეთანხმები და ეს ზემოთაც დავწერე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ძირითადი საქმე ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის აღსადგენად, თუმცა სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციები მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნატო და მასში გაერთიანებული ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა და აღიარება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, და ასევე დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ჭვენი სხვა ბევრი პრობლემისა, მათ შორის: ეკონომიკური, პეინტენციალური და სხვ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მართლა სულ დამავიწყდა. მონაწილეობას ვიღებ ალიანტეში, სადაც ნატოსთან დაკავშირებულ ყველა თემაზე მომიწევს პასუხის გაცემა :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაწილობრივ ერთი და იგივეს ვფიქრობთ და ვამბობთ მაგრამ არის რაღაც მაინც რაშიც არ გეთანხმები!!!

 

მაგალითად ბოლო პუნქტში რაც განიხილე, შენს მაგივრად თავს არავინ შეიზუხებს მაგის თქმა მინდა.

ნატოში შესვლისთვის ეკ. სტაბილურობა ისედაც საჭიროა ამიტომ ვერც მანდ ვხედავ ნატოს დიდ როლს.

რავიცი რავიცი შეიძლება სხვა ჰორიზონტიდან ვუყურებ ყოველივე ამას და იმიტო მაქ ეგეთი აზრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...