nesquik Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 ვინ არის ათეისტი, და ვის შეუძლია განმარტოს ეს ცნება? გავს თუ არა ათეისტობა უბრალო თვითკმაყოფილობას? და ათეისტებად იბადებიან, თუ ყალიბდებიან? რა როლს თამაშობს საზოგადოება რწმენაში? http://stamp.caucasus.net/sm/gogo-07.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 (edited) 1) იკრძალება რელიგიისა და ათეიზმის შეურაცხყოფა სიტყვიერი გაფრთხილება Edited November 10, 2009 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeferino Posted June 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2008 10 მითი ათეიზმის შესახებ 1. ათეისტებს სწამთ რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს - პირიქით, უფრო ხშირად სწორედ "მორწმუნეები" ფიქრობენ რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ იმქვეყნიურმა სიამოვნებებმა შეიძლება აანაზღაუროს, ათეისტებს კი სწამთ რომ იმქვეყნად არაფერი ელოდებათ, შესაბამისად უფრო მეტად უყვართ სიცოცხლე და ცხოვრებისგან, დღევანდელი დღიდან უფრო მეტის მიღებას ცდილობენ. 2. ათეიზმის კისერზეა ზოგადსაკაცობრიო დანაშაულები - ძალიან ბერვი ფიქრობს რომ ჰიტლერის, სტალინის და სხვათა მოქმედებები მათი ურწმუნოების შედეგი იყო, სინამდვილეში პრობლემა ფაშიზმი და კომუნიზმი იყო, საქმე იმაშია რომ დოგმატური რეჟიმები მეტად ახლოს იყო რელიგიასთან, ასეთი რეჟიმების დროს ხშირად ხდება პირადი კულტის აღზევება და ზოგიერთ პიროვნებას ზუსტად ისე ადიდებენ როგორც რომელიმე რელიგიურ გმირს. 3. ათეიზმი დოგმატურია - ებრაელები, მაჰმადიანები და ქრისტიანები თვლიან რომ მათი წერილები იმდენად კარგად არის მორგებული კაცობრიობის მოთხოვნებს, რომ ასეთი წერილები მხოლოდ უმაღლეს გონს შეეძლო შეედგინა, ათეისტი კი უბრალოდ ის პიროვნებაა, რომელმაც ცოტათი მეტი წაიკითხა და მიხვდა რომ ასეთი რწმენა არის აღსაშფოთებელი. მწერალმა სტეფან ჰენრი რობერტსმა (1907-71) ერთხელ თქვა: მეც და შენც ორვენი ათეისტები ვართ, უბრალოდ მე შენგან განსხვავებით ერთით ნაკლები ღმერთის მწამს, როცა შენ მიხვდები რატომ არ გწამს სხვა რელიგიების ღმერთების არსებობა, მაშინ მიხვდები რატომ არ მწამს შენი ღმერთის. 4. ათეისტები ფიქრობენ რომ "ყველაფერი თავისით გაჩნდა" - სინამდვილეში კი არავინ ამ ქვეყნად ჯერ-ჯერობით არ იცის საიდან გაჩნდა სამყარო, სინამდვილეში, გაჩენაზე და დასაწყისზეც საუბარიც კი მეტად საეჭვოა, იმიტომ რომ ამ ცნებებისთვის საჭიროა დროის განზომილება და ჩვენ ვსაუბრობთ თავად დროისა და სივრცის წარმომავლობაზე. ამ მითს ხშირად წავაწყდებით დარვინის თეორიის კრიტიკის დროს (საერთოდ ევოლუციის თეორიის კრიტიკის დროს) ეს ძირითადად გამოწვეულია იმით რომ ბევრს საერთოდ არასწორად ესმის დარვინის თეორია, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით ზუსტად როგორ გარდაიქმნა მარტივი ქიმიური პროცესები - ბიოლოგიურ პროცესად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ სამყაროში არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება ნამდვილად არ არის "შემთხვევითი" და დიდ ხნიანი ბუნებრივი გადარჩევისა და რიგ შემთხვევებში მუტაციის ბრალია. თავად დარვინმა ტერმინი "ბუნებრივი გადარჩევა" გამოიყენა მას მერე რაც გაიგო მეცხოველეობაში გავრცელებული "ხელოვნური გადარჩევის" პროცესის შესახებ. ორივე შემთხვევაში გადარჩევა აჩვენებს მყარ და ძლიერ ეფექტს არსებებზე! 5. ათეიზმს არ აქვს კავშირი მეცნიერებასთან - მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მეცნიერი ახერხებს თან მეცნიერი იყოს და თან ღმერთის სწამდეს, უეჭველია რომ მეცნიერული მოღვაწეობა უარყოფს და არა ამყარებს ღმერთის არსებობის შესაძლებლობას, ავიღოთ აშშ-ს მოსახლეობა მაგალითისთვის: საერთო მოსახლეობის 90% სწამს ღმერთის არსებობის, ხოლო ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრების 93% კი - არა! 6. ათეისტები ჯიუტები და ბრმები არიან - როცა მეცნიერებმა არ იციან რაიმე ან ვერ ხსნიან - ამას აღიარებენ, აი მორწმუნეების უმრავლესობა კი იბრალებს რომ შეუძლიათ ახსნან და იციან კოსმოსზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე იმაზე მეტი ვიდრე ყველა მეცნიერმა ერთად. როცა საუბარი მიდის კოსმოსზე, ბუნებაზე და ჩვენს ადგილზე მათთან მიმართებაში, ათეისტები იშველიებენ მაგალითებს და ფაქტებს მეცნიერებიდან, რაც სიჯიუტე კი არა - ინტელექტუალური გულახდილობაა. 7. ათეისტებს არ შეუძლიათ "სულიერების განცდა" - აბსოლიტურად არაფერი აკავებს არცერთ ათეისტს უყვარდეს, აღფრთოვანდეს, დააფასოს, შეიწყალოს, იყოს ბედნიერი... ათეისტები ხშირად ცდილობენ განიცადონ ეს გრძნობები, უბრალოდ ისინი ამ გრძნობებს არ აბრალიან და მიაწერენ უმაღლესს გონს, ეჭვგარეშეა რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ ბიბლიის კითხვით და ლოცვით - რას ამტკიცებს ეს? რას და იმას რომ დისციპლინას და ზოგიერთი კანონის დაცვას აქვს დამამშვიდებელი და პოზიტიური გავლენა ტვინზე. ბუდისტები, ინდუსები, მაჰმადიანებიც იგივეს გრძნობენ როცა თავისი წმინდანებისთვის ლოცულობენ. 8. ათეისტებს სჯერათ რომ არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრებისა და აღქმის მიღმა - პირიქით, ათეისტი თავისუფალია ადამიანის აღქმის საზღვრების დადგენისას, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არ ვიცით სამყაროს შესახებ, ვერც ბიბლია და ვერც ყურანი ვერ გვაძლევს უკეთესს ახსნას სამყაროსი, როდესაც მორწმუნეები შეზღუდულნი არიან ასეთ ფიქრებში, ათეისტს თავისუფლად შეუძლია დაუშვას სხვა სამყაროების, სხვა სიცოცხლეების არსებობა სხვადასხვა პლანეტებზე, განზომილებებში. 9. ათეისტები უარყოფენ ფაქტს რომ რელიგია სასარგებლოა საზოგადოებისთვის - მას ვინც ამას ამტკიცებს ხშირად ავიწყდება რომ ასეთი სარგებელი არ ამტკიცებს რელიგიის ამა თუ იმ დოქტრინის ჭეშმარიტებას რათქმაუნდა შეიძლება ვიკამათოთ რელიგიის სარგებელზე, რადგან ხშირად რელიგია იძლევა საკმაოდ "ცუდ" მიზეზებს მაშინ როდესაც არსებობს "კარგი" მიზეზები, ასე მაგალითად: რომელი სჯობს: დაეხმარო მათხოვარს იმიტომ რომ ის იტანჯება, თუ იმიტომ რომ უმაღლესმა გონმა გითხრა ასე და დაგაჯილდოებს ასეთი საქციელისთვის და დაგსჯის თუ ასე არ მოიქცევი. 10. ათეიზმში არ არსებობს მორალი - თუ ადამიანი თავისით ვერ ხვდება რა არის ბოროტება, მაშინ ამას ნამდვილად ვერ მიხვდება ბიბლიიდან და ყურანიდან, მორალი ადამიანებს გვიყალიბდება იმ გარემოდან და იმ მორალური ინტუიციიდან, რომლებიც წლების მანძილზე წყვეტდნენ რა იყო საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის. კაცობრიობამ განიცადა ნამდვილად დიდი მორალური პროგრესი ბოლო წლების მანძილზე და ეს ნამდვილად არ მომხდარა იმის გამო რომ ბიბლიას ან ყურანს უფრო დაკვირვებით ვკითხულობდით, ორივე წიგნში არის მონობის მაგალითები, მაშინ როცა ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი მონათმფლობელობას გაუმართლებლად თვლის. მოქმედებს ოქროს წესი - ის რაც კარგია ამ წერილებში შეიძლება შეფასდეს, როგორც ეთიკური სიბრძნე და არა უმაღლესი გონის მიერ ხელით მოწოდებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
intelligent duck Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ტვინგაყნულები? არა მაშინ საფრანგეთის ერთი მეოთხედიც ტვინგაყინულია და ნახევარი ფილოსოფოსებიც და მეცნიერებიც... და იავიიჰ... მორისონიც და ყუელააა... :boli: ჰოოდა ათეიზმში არაფერიაა ეგეთიი... :| Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ასე მგონია, ათეისტები ტვინგაყინულები არიან ყოველ სემთხვევაში, მე ვინც მინახავს ყველა ასეთიაარ გეთანხმები... ნამდვილი ათეისტები (და არა უბირი და რეგვენი ღვთისმგმობელები) არიან ძალიან განათლებულები, გონიერები და მორალური პრინციპების მქონეები... ბევრი იდიოტი, რომელიც თავს ათეისტს უწოდებს, სახელს უფუჭებს ათეისტებს მე არ ვარ ათეისტი, მაგრამ ბევრ ჭეშმარიტ ათეისტს ვიცნობ, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ზოგიერთი ჭეშმარიტი ათეისტი ბევრ მორწმუნეზე უფრო ზნეობრივი ადამიანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
intelligent duck Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ჰოოდა თან ათეისთი თავისთვის არიის და არაფერს ქადაგებს... არ სწამს და ვსო... ნუ თუ ათეიზმის უკან ამოფარებული იაღოველი არაა... და თან არ შეიძლება რელიგიური მიმდინარეობნის გამო ადამინის გონებრივი შესაძლებლობები შეაფასო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
HaMMerFaLL Posted June 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2008 "ა" არის უარყოფითი ნაწილაკი, "თეოს" ღმერთი...ანუ ათეიზმი ნიშნავს კერძოდ ღმერთის უარყოფას და სხვა არაფერს, ანუ შეიძლება ითქვას რომ ბუდისტები ათეისტები არიან, იმიტომ რომ არ ყავთ ღმერთი, არამედ ყავთ ღმერთთან მიახლოვებული ვიღაც სუმოისტი კვერცხი...ბოლო სიტყვებს რო ვწერდი მეხმა მხია ცხვირში :mamao:ხოდა, ის, რასაც უმეტესობა ათეისტობას ეძახის, არის არარელიგიურობა და ანტირელიგიურობა...არარელიგიურობა - როცა უბრალოდ არ გწამს არაფრის...ანტირელიგიურობა - როცა არაფრის არ გწამს და თან კატეგორიულად ამტკიცებ რომ რწმენა არის სისულელე და ასე შემდეგ (ანუ მე)ყველაფერი გასაგებია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frantic Posted June 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2008 ყველაზე კაია პოფიგიზმი... ნუ მარა რაცხის მჯერა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
HaMMerFaLL Posted June 19, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2008 ყველაზე კაია პოფიგიზმი... ნუ მარა რაცხის მჯერა...ეგ რა არის იქნებ ახსნა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted June 19, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2008 სჯერა მარა კიდია და არ ეშინია... აი ეგაა შჩ მეტი კორექტულობა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frantic Posted June 19, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2008 ანუ მკიდია: კრიშნა, იაღოვა, ბუდა, იოსე და თახრუჯი და მჯერა ვინცხა ერთის რომელმელიც არის რაცხა ზე ძალა მარა ხრენ ივო ზნაიტ რა არის, მაგას ცოტა ფილოსოფიური ჩაწვდომა უდნა, ძველკი ცივილიზაციების შესწავლსი დროს დავასკვენი ბევრი რამე... ხოოდა ეგაა რა იდეაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted June 19, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 19, 2008 ნუ მაიძულებ 1-2 დრე დაგასვენო :rolleyes: ხოიცი როგორ მიყვარხარ :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Frantic Posted June 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2008 და მაიმუნობა რაშუაშია? ანუ ავხსენი რას "ვჩალიჩობ", ლაშას ნათქვამი განვავრცე... დაამსვენეთ მოხდება რამე თუ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GOTH Posted June 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2008 აი ყველაზე ნაღდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted June 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2008 :jump: შემდეგში ასეთ პოსტებზე დაისჯები :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.