Jump to content
Planeta.Ge

როგორ გავანახევრებინოთ პატრულს გამოწერილი ჯარიმა?!


Recommended Posts

წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2009/11/blog-post_8205.html

 

ხომ გახსოვთ, ამ ხელისუფლებამ სისხლის სამართლებლივ დანაშაულზე საპროცესო გარიგება რომ დააკანონა, რა ფული იშოვა? ჰოდა, იგივე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაც მოხდება. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახალ კანონში პირდაპირაა გაწერილი, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი მისი გამოყენება, ვის შეეხება და კონკრეტულად რა შეღავათებს გულისხმობს.

 

დავიწყოთ იმით თუ რა დარღვევებისთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ესაა თითქმის ყველა დარღვევის ჩამონათვალი, რაც კი ჯარიმას ითვალისწინებს. მაგალითად, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დატაცება, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, მეტროპოლიტენში კარების გაღება-დაკეტვის შეფერხება, აქციზური მარკების გარეშე სიგარეტის ან ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია-გადაზიდვა, უკანონო თევზჭერა, ნადირობა, ნებართვის გარეშე მიტინგისა და მანიფესტაციის მოწყობა, წვრილმანი ხულიგნობა, ნარკოტიკების მოხმარება და ა.შ. მოკლედ, ყველა ის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. სასჯელი ამ დარღვევებზე ფულადი ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობაა, რომლის მაქსიმალური ვადაც, ახალი კანონით 30 დღიდან 90 დღემდე გაიზარდა. ადმინისტრაციულ დარღვევებზეც მაკონტროლებელი სხვადასხვა ორგანოებია, მაგალითად, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის უკანონო დატაცებაზე ადმინისტრაციული ორგანო უბნის ინსპექტორის სამსახურია, საგზაო წესების დარღვევაზე საპატრულო პოლიცია, უკანონო თევზჭერაზე, ნადირობაზე ან ხის მოჭრაზე, გარემოს დაცვის ინსპექცია და ა. შ.

 

ახლა კი იმის შესახებ, კონკრეტულად რას გულისხმობს ადმინისტრაციული შეთანხმება. თუ დამღრვევი დანაშაულს აღიარებს, ეს არის პირველი შემთხვევა ან მას მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს, მას უფორმდება ადმინისტრაციული შეთანხმება, რომლის შემდეგაც დადგენილი დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის ნახევარს იხდის, "ჩვენი რედაქცია პირველ რიგში, იმის გაკონტროლებას შეეცადა, ადმინისტრაციული შეთანხმება შეეხება მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციულ დაპატიმრებას თუ იმ დარღვევებსაც, რომლებზეც სასჯელი მხოლოდ ჯარიმაა? ამის გასარკვევად პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს დავუკავშირდით:

 

-ადმინისტრაციული შეთამნხმების გაფორმების უფლება საპატრულო პოლიციის ექნება?

 

-არა, ადგილზე პატრული ვერ გააფორმებს ადმინისტრაციულ შეთანხმებას. ის დააფიქსირებს დარღვევას, გამოწერს ჯარიმას ან შეუფარდებს სხვა ადმინისტრაციულ სასჯელს, მაგრამ იქნებიან გარკვეული თანამდებობის პირები, რომლებსაც ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმების უფლება ექნებათ.

 

-განმეორებით დარღვევაზე იქნება შესაძლებელი ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება?

 

-არა, ეს მხოლოდ პირველ შემთხვევაში იმუშავებს.

 

-ვინ არის ამ პროექტის ინიციატორი?

 

-ჩვენთან იურიდიულ კომიტეტში შექმნილი იყო კომისია, რომელსაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა. ეს პროექტი ამ კომისიამ მოამზადა, რომელიც შემდეგ გადაეგზავნა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა მოახდინა მისი ინიცირება.

 

-ახალ კი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გავხადოთ, რაზეა საუბარი, კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვანთ. მაგალითად, პიროვნება ელექტროენერგიის ან გაზის უკანონო დატაცებაში ამხილეს. ამ დარღვევაზე ჯარიმა, ასევე ახალი კოდექსით, 100 ლარის იქნება (ნაცვლად ჯარიმის სახით 50 ლარი გამოუწერონ). იგივე შეიძლება ითქვას ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზეც. მაგალითად, თუ ერთი ბოთლი ლუდი გაქვს დალეული და ,,გაგლეჯილი" მთვრალი არ ხარ, ამ შემთხვევაში პატრულს წინასწარვე უთხრათ, რომ ლუდი აქვს დალეული და პატიება ითხოვოთ. მართალია ჯარიმა მაინც გამოიწერება, მაგრამ თუ თქვენ საპატრულო პოლიციას მიმართავთ და ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმებას ითხოვთ, განცხადებას განიხილავენ და შესაძლოა, 150-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 75 ლარი გადაგახდევინონ.

 

რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, აქაც დაახლოებით იგივე პროცედურა მეორდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში დამრღვევს 90 დღე ციხეში გატარებაც აღარ მოუწევს. ამ დანასაულზე სასჯელი 200-ლარიანი ჯარიმა ან 90-დღიანი პატიმრობა ხდება, მაგრამ, თუ შეთანხმება გააფორმეს, ხულიგანს, რომელიც დანაშაულს აღიარებს და ამას დროებითი გაღიზიანებით ან ფაქტით ხსნის, მხოლოდ 200-ლარიანი ჯარიმის ნახევარს, ანუ 100 ლარს გადაახდევინებენ და სახლში გაუშვებენ.

 

ერთი მხრივ ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, მაგრამ არც მოსალოდნელი უარყოფითი მხარე უნდა გამოვრიცხოთ. ადვილი შესაძლებელია ეს ცვლილება კორუფციის წყაროდ იქცეს. ამ ეჭვის საფუძველს თუნდაც ის გვაძლევს, რომ ბოლო დროს თავად შსს-მ გააპიარა და გენერალურმა ინსპექციამ საკმაოდ ბევრი პატრული ამხილა ქრთამის აღებასა და სხვა უკანონო ქმედებებში. ანუ ადვილი შესაძლებელია ადმინისტრაციული შეთანხმების სანაცვლოდ დამრღვევი და შეთანხმების გამფორმებელი გარიგებაზე წავიდნენ. მაგალითად, თუ პიროვნება უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის დააკავეს, რაზეც ჯარიმა 10 ათასი ლარია, გააფორმებენ შეთანხმებას, დამრღვევი 10 ათასი ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 5000 ლარს გადაიხდის, 2000 ლარს ქრთამის სახით შეთანხმების გამფორმებელს მისცემს, საერთო ჯამში კი 1000 ათასი ლარის ნაცვლად 7000-იც რომ გადაიხადოს, 3000 ათასი პატარა შეღავათი არ არის. იგივე მაგალითი სიმრთვალეზე ან ელექტროენერგიის დატაცებაზეც შეგვეძლო მოგვეყვანა, მაგრამ ამ შემთხვევაში განახევრებულ ჯარიმასა და მთლიან ჯარიმას შორის სხვაობა 50-100 ლარია და ალბათ, შეთანხმების გამფორმებელი თანამდებობის პირები ასე არ დაწვრილმანდებიან, როცა ათასებზეც შეიძლება "გაქაჩვა". რაც შეეხება იმ დარღვევას, სადაც ჯარიმა ათასობით ლარს აღწევს, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარება, სავალუტო წესების დარღვევა და ა.შ. კორუფციამ და ნაცნობ-მეგობრობოთ გარიგებამ სწორედ აქ შეიძლება იჩინოს თავი.

 

მე დიდად არ მჯერა ამ ამბის

post-4878-1268256217_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dachi2006

 

არ დაარღვიო და აღარც განახევრებაზე დაგჭირდება ნერვიულობა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

არ დაარღვიო და აღარც განახევრებაზე დაგჭირდება ნერვიულობა

ყოველთვის "წესიერი" ვერ იქნები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ყოველთვის "წესიერი" ვერ იქნები!

newstudio

 

მართალი ხარ, სრულყოფილი ვერ იქნები, ანუ ყოველთვის უშეცდომოდ ვერავინ გაატარებს ავტომობილს, მაგრამ როგორც საქართველოში დადიან, ისე არცერთ ქვეყანაში არ მინახავს რომ არღვევდნენ. უამრავი შემთხვევებია დაფიქსირებული, როცა არა უნებლიედ (რაც შენ იხულისხმე), არამედ შეგნებულად ლიხაჩობენ, ან ნასვამ და განგრეულ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილს. ამიტომ, ასეთ დარღვევებს თუ მოერიდება ადმაიანი, არც ჯარიმების გადახდა მოუწევს და არც უდანაშაულო ხალხის დაღუპვის მიზეზი იქნება.

 

 

 

 

 

მარა, აი ეს მოდი ხუმრობაში გავუშვათ :) :

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...