Jump to content
Planeta.Ge

Heath Ledger / ჰიტ ლეჯერი


Recommended Posts

http://s43.radikal.ru/i101/1002/8f/3004a874402f.jpg

 

ნამდვილი სახელი: ჰიტ ენდრიუ ლეჯერი (Heath Andrew Ledger)

დაბადების თარიღი: 04 აპრილი 1979

დაბადების ადგილი: პერტი,ავსტრალია

პროფესია: მსახიობი

 

ბიოგრაფია:

ჰიტკლიფ ენდრიუ ლეჯერი 1979 წლის 4 აპრილს დაიბადა ქალაქ პერტში(დასავლეთი ავსტრალია). მისი დედა – სელი ლეჯერ ბელი, ფრანგული ენის მასწავლებელია, მისი წინაპრები შოტლანდიური კემბელების გვარის წარმომადგენლები იყვნენ; მამა – კიმ ლეჯერი, ავტომრბოლელი და მთის ინჟინერი პერტში ცნობილი ოჯახიდანაა. ჰიტს და მის დას კეტრინს მშობლებმა ემილია ბრონტეს რომანის 'Wuthering Heights' გმირების სახელები დაარქვეს. მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ჰიტი 10 წლის იყო, ბიჭი დედასთან დარჩა, მაგრამ მამასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა.

ბიჭებისთვის განკუთვნილ გილფორდის გრამატიკულ სკოლაში სწავლის დროს სწავლისას ჰიტკლიფი აქტიურად დადიოდა სპორტზე სკოლის ხოკეის გუნდში, ცეკვით იყო გატაცებული, და თან კიდევ სკოლის თეატრალურ სტუდიაში თამაშობდა. 15 წლის ასაკში ის სკოლის სამსახიობო გუნდის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა შეჯიბრებებში და ბოლოს და ბოლოს სამსახიობო პროფესიით წასულიყო არჩია. 17 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰიტი მეგობართან ერთად სიდნეიში გაემგზავრა, ქალაქში, სადაც მისი სიტვებით ყველა ოცნება სრულდება. 1996 წელს მან მიიღო ველოსიპედისტი–გეის როლი სატელევიზიო სერიალში ახალგაზრდა სპორტსმენებზე 'ოფლი', მისი ნამუშევარი შეამჩნიე, და 1997 წელს ლეჯერმა მონაწილეობა მიიღო ფილმში მოზარდების ცხოვრებაზე 'Blackrock'. ამ ნამუშევრების დახმარებით ის ავსტრალიაში საკმაოდ ცნობილი ხდება, და ის დაპატიჟეს აშშ–ში გადაღებებზე, კომპანია Fox სერიალში 'Roar'. 1999 წელს მსახიობმა კინოაგენტი შეიძინა ჰოლივუდში და ახალი როლები მიიღო: ჯერ შავ კომედიაში 'Two Hands', მალე კი ახალგაზრდულ კომადიაში '10 Things I Hate About You'. ამ სურათებში მონაწილეობის შემდეგ ჰიტ ლეჯერმა გადაწყვიტა უარი ეთქვა მოზარდების მომხბვლელი–კუმირის იმიჯზე და უფრო სერიოზული წინადადებების განხილვა დაიწყო. 2000 წელს მან ერთერთი ცენტრალური როლი მიიღო როლანდ ემერიხის ფილმში 'The Patriot', სადაც მან მელ გიფსონთან ერთად ითამაშა. ამ სურათის შემდეგ ჰიტ ლეჯერი დააჯილდოვა «Blockbuster Entertainment Award» საუკეთესო დებიუტანტის პრემიით და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მალე მან მონაწილეობა მიიღო რომანტიულ ფილმში 'A Knight's Tale',სადაც მთავარი როლი შეასრულა და რომელსაც უზარმაზარი წარმატება ჰქონდა მთელ მსოფლიოში, თვითონ ლეჯერი კი ნომინირებული იყო MTV პრემიაზე კინოწლის საუკეთესო კოცნისთვის. მსახიობი ხელს მოაწერს სტუდია Miramax და გააგრძელებს გადაღებებს ფილმში 'Monster's Ball', სადაც პატარა როლი შეასრულა, რომელმაც 2002 წელს 'ოსკარის' პრემია მიიღო საუკეთესო ოროგინალური სცენარისთვის. მომავალში ის მონაწილეობას მიიღებს რამოდენიმე ფილმში' Four Feathers, The', 'Ned Kelly', და 'The Order', სადაც შესრულებისთვის რთული და არაერთაზროვანი სახასიათო როლები ამოარჩია. 2005 წელს ჰიტ ლეჯერი თავისი სამსახიობო კარიერის მწვერვალზე აღმოჩნდა. ამ წელს მან ოთხ ფილმში მიიღო მონაწილეობა, თან ეს როლები სრულიად განსხვავდებოა ერთმანეთისგან, ეს იყო ფილმები: ტერი გილიამის 'The Brothers Grimm', სადაც ერთერთი თაღლითი–ძმის როლი შეასრულა; სურათში 'Lords of Dogtown' – გამუდმებით ნახევრად მთვრალისეფინგის ნივთების გამყიდვლის რილი; ყველაზე არაერთაზროვნად მიიღეს გომოსექსუალისტი–კოვბოის როლი ენს ლის ფილმში 'Brokeback Mountain', სადაც ლეჯერმა შეადგინა სამსახიობო დუეტი ჯეიკ ჯილენხოლთან. და კვლავ ფილმი მისი მონაწილეობით MTV პრემიით იყო აღნიშნული როგორც წლის საუკეთესო, თმცა ამ ჯერად ორი შეყვარებული კავბოის კოცნისთვის. 'Brokeback Mountain' 'ოსკარის' სამი პრემია დაიმსახურა და 'ოთხი ოქროს გლობუსი, ასევე მიიღო ვენეციური კინოფესტივალის პრიზი 'ოქროს ლომი'. ამ ფილმების შემდეგ მსახიობი 'ოსარზე' იყო ნომინირებული და ასევე ბევს სხვა კინოპრემიაზე. 2005 წლის ბოლოს კიდევ ერთი ფილმის პრემიერა შედგა ლეჯერის მონაწილეობით – რომანტიული კოსტუმირებული კომედიის 'კაზინოვა', სადაც მსახიობმა ცნობილი მაცდუნებელის ჯაკომო კაზანოვას როლი შეასრულა.

2006 წელს ლეჯერმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიურ რომანტიულ დრამაში 'კენდი', რომელმაც სამშობლოშიც და საერთაშორისო კინოფესტევალებზე აღიარება დაიმსახურა. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი 'I'm Not There' დამოუკიდებელი რეჟისორის ტოდ ხედსენის, ბიოგრაფიული დრამა, სადაც ჰიტ ლეჯერმა ითამაშა ცნობილი მომღერლის ბობ დილანის ერთერთი ექვსი იპოსტასიებიდან. 2007 წელს ასევე დასრულდა 'ბეტმანზე ფილმის გაგრძელების 'The Dark Knight' გადაღებები , სადაც ბოროტმოქმედი ჯოკერის როლი ჰიტ ლეჯერმა შეასრულა. ჰიტ ლეჯერი ცნობილი იყო თავისი მრავალრიცხოვანი რომანებით მსახიობებთან. 1997 წელს ის ლიზაზეინს ხვდებოდა(მსახიობი ბილი ზინის დას). 2000 წელს – მსახიობს ხიზერ გრემს. 2002–2004 წლებში ჰიტს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ნაომი უოთსთან, რომელიც გაიცნო ერთერთი ფილმის გადაღებებზე.

2004 წლის ზაფხულში კანადაში, 'კუზიანი მთის' გადაღებებზე, ლეჯერმა გაიცნო მსახიობი მიშელ უილიამსი, რომელთანაც ერთად სამი წელი იცხოვრა. 28 ოქტომბერს 2005 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი მატილდა როუზი. 2007 სექტემბერს წყვილმა განშორების შესახებ გამოაცხადა. სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობი ავსტრალიელ მოდელს და მსახიობს ჯემა უორდს ხვდებოდა. 22 იანვარს 2008 წელს 15:31 ლეჯერი გარდაცვლილი იპოვეს თავის ნიუ–იორკის ბინაში მანხეტენზე.

ექსპერტიზამ სიკვდილის ზუსტი მიზეზები ვერ დაადგინა, ამიტომაც საჭირო გახდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხების შემდეგ ლეჯერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დასახელდა – მწვავე ინტოქსიკაცია, რომელიც გამოიწვია ტკივილგამაყუჩებლების, საძილო საშალებების და ანტიდეპრესანტების მიღებამ.

მსახიობს დეპრესია ჰქონდა, რომელიც გამოიწვია მიშელ უილიამსთან დაშორებამ.

მსახიობის სხეული ავსტრალიაში გადააგზავნეს. 2008 წლის თებერვალს ის სამშობლოში დაასაფლავეს, ქალაქ პერტში.

ლეჯერთან დასამშვიდობებლად ათასამდე ადამიანი მოვიდა, მათ რიცხვში ყოფილი საცოლეც იყო მიშელ უილიამსი, ასევე კეით ბლანშეტი.

 

 

ფილოგრაფია

 

 

1992 Clowning Around

1997 Blackrock

1999 Two Hands

199 10 Things I Hate About You

2000 The Patriot

2001 Monster's Ball

2001 A Knight's Tale

2002 The Four Feathers

2003 The Order

2005 Casanova

2005 The Brothers Grimm

2005 Lords of Dogtown

2005 Brokeback Mountain

2006 Candy

2007 I'm Not There

2008 The Dark Knight

2009 The Imaginarium of Doctor Parnassus

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ეჰ ცოდვა ლეჯერი არადა რაკარგად ითამაშა ჯოკერი... ცუდია რო ვეღარ ითამაშებს :friends:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...
  • 3 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...