კონტენტზე გადახტომა


კუჭის წყლული


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
7 პასუხი თემაში

#1 Anima Libera    ნიკის ჩასმა

    Super Panteleimon

  • გლობალ მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9030 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Ganab Universe
რეპუტაცია: 194
საუკეთესო

დაწერილია 03 February 2010 - 01:22 PM

საკმაოდ პრობლემატური თემაა საქართველოში.



უტილიზატორ პრაშუ...
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ...


http://www.iPress.ge

#2 Guest_ჭანო_*

  • სტუმარი

დაწერილია 03 February 2010 - 06:56 PM

გამოხმაურების ნახვაJonathan Livingstonს ციტატა(დაპოსტვის დრო 3rd February 2010 - 01:22 PM):

საკმაოდ პრობლემატური თემაა საქართველოში.
სამჯერ მოვხვდი მაგის გამო საავადმყოფოში :)

მიზეზი ჭამის ცუდი მანერა, სკოლის პერიოდსი 8-ზე რომ გავიდოდო სახლიდან 4-6 საათზე მოვდიოდი და წაქცევამდე ვჭამდი,რადგან ქუჩაში ჭამა არ მიყვარდა და არც ეხლა მიყვარს.
+ სტრესი.

#3 utilizatori    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 261 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:რუსთავი
რეპუტაცია: 8
პოზიტიური

დაწერილია 04 February 2010 - 09:59 PM

კუჭის წყლული სწორი მკურნალობით დიდი ხანია აღარ არის პრობლემა

საქართველოშია რომ ოპერაციებს აკეთებენ თორემ საზღვარგარეთ "ერთი აბით" არჩენენ წყლულს :ravic:
ნუ პრინციპში პრეპარატების კომბინაციაა მაგრამ მაინც :D

კუჭის წყლული არასწორი ტერმინია
უფრო სწორია პეპტიკური წყული
რადგან წყლული შეიძლება იყოს თორმეტგოჯა ნაწლავში მარტო
ან მარტო კუჭში
ან ორივე ორგანოში

დაახლოებით ასე ვითარდება
გასტრიტი - > ეროზიული გასტრიტი - > და ბოლოს წყლული
რომელმაც შემდგომში მალიგნიზაცია შეიძლება განიცადოს და კიბოში გადაიზარდოს თუმცა ხშირად არ ხდება ასე.

80% შემთხვევაში Helicobacter pylori-სთან არის ასოცირებული ამიტომ როცა ამ ბაქტერიის არსებობა დასტურდება ანტიბიოტიკის ჩართვა ხდება საჭირო

გამომწვევი მიზეზები:

ძირითადი მიზეზია როცა ორგანიზმი ჰელიკო ბაქტერიას ვერ უმკლავდება რასაც წყლულამდე მივყავართ
ასევე გამომწვევია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ასპირინი, დიკლოფენაკი და სხვა ამ ჯგუფის პრეაპარატები
სიგარეტის წევა
ცხარე, მჟავე
ხშირი სმა
ზოგადად არასწორი კვება
ასევე ე.წ. ცოლინგე ედისონის სინდრომი, რომელიც პანკრეასის (კუჭუქვეშა ჯირკვალი) დაავადება რაც იწვევს გასტრინის გაძლიერებულ პროდუქციას და მჟავიანობის მომატებას კუჭში
ასევე სტრესი: ვითომ არაფერი მაგრამ უბრალო სტრესის ფონზე განვითარებული წყლული ძალიან ბევრი მინახავს მე პირადად. ძირითადი მექანიზმია სტრესის ფონზე კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ჰიპოქსია და შიმშილი და ამ ფონზე მისი ნეკროზი და წყლულების განვითარება.

დიაგნოზის დასმა მარტივად შეიძლება კონტრასტული რენტგენოგრაფიით, ბარიუმის ფაფით ან უფრო უპრიანია გასტროსკოპია.

სიმპტომები:

ტკივილი. საჭმლის მიღებიდან 3 საათში მაგრამ განსხვავება არის კუჭის წყლულმა საჭმლის მიღებისგან დამუკიდებლად იცის ტკივილი, მაშინ როცა თორმეტგოჯას წყლულმა საჭმლის მიღების შემდეგ იცის ტკივილი.
გულძმარვა (იზჟოგა)
ზოგჯერ გულისრევა და პირღებინება
მადის და წონის დაკარგვა
სისხლიანი ღებინება ყავის ნახარშის ფერი (coffee და არა ყავისფერი) გართულების შემთხვევაში (აქამდე არ უნდა მიიყვანო თავი)
მელენა - კუპრისფერი, შავი განავალი
თუ პერფორაცია მოხდა ტკივილი აუტანელია, მუცელი დაჭიმული და ფარისავით გამარგებულია და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.

გართულებები:

გასტროდუოდენური სისხლდენა რომელიც გამოვლინდება ან სისხლიანი პირღებინებით (ყავის ნახარშის მაგვარი პირნაღები მასები, ალსიფერი სისხლი პირიდნა ფილტევის ამბავია და არა კუჭის)
პერფორაცია - ანუ ე.წ. კუჭის გასკდომა საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას
მალიგნიზაცია - წყლულის სიმსივნური გადაგვარება
პენეტრაცაი - როცა წყლული ჩაიზრდება რომელიმე სხვა ორგანოში მაგალითად პანკრეასში და მასაც აზიანებს
პილორუსის სტენოზი - ვიწროვდება თორმეტგოჯა და კუჭის დამაკავშირებელი გასასვლელი პლორუსი და საკვები აღარ გადადის კუჭიდან ნაწლავში ასევე მოითხოვს ოპერაციას.

მკურნალობა ძირითადად მედიკამენტოზურია
ოპერაცია მხოლოდ გართულებების შემთხვევაში: პენეტრცაია, პერფორაცია, მალიგნიზაცია და ა.შ.

მედიკამენტური მკურნალობა
პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები - ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი და ყველანაირი პრაზოლები
H2 ანტაგონისტები - ზანტაკი, ქუამატელი, რანიტიდინის მაგვარნი და სხვა მრავალი
ალუმინის და მაგნიუმის სულაფატის სუსპენზიები - ალმაგელი, სიმალგელი და ასე შემდეგ
ასევე ჰელიკობაქტერია პილორის წინააღმდეგ ანტიბიოტიკოთერაპია
ყველაზე ეფექტურია ამოწსაცილი + მეტრონიდაზოლი და + რომელიმე პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი მაგალითად პანტოპრაზოლი როცა დადგენილია ჰელიკობაქტერია პილორის არსებობა

თუ არ არის ჰელიკობაქტერია საკმარიასისა ომეპრაზოლი (ორჯერ დღეში) ან პანტოპრაზოლი ერთხელ დღეში

ასევე აუცლიებელია დიეტა
ცხარე მჟავე და ეგეთების აკრძალვა
კარგია ჰერკულესი, წიწიბურა (გრეჩიხა)

მოკლედ დაახლოებით ეს არის კუჭის წყლულზე რაც შემიძლია ვთქვა :ravic:

გამოხმაურება რედაქტირებულია utilizatori: 04 February 2010 - 10:04 PM

პოლიტიკური მურთაზავრი

http://www.overclockers.ge/forum/

დადებული სურათი

#4 ლ ი ც ი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8898 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ნიუ-ვასიუკი
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 08 February 2010 - 09:40 AM

გამოხმაურების ნახვაJonathan Livingstonს ციტატა(დაპოსტვის დრო 3rd February 2010 - 01:22 PM):

კუჭის წყლული
გენიალური წამალია ომერპრაზოლი. რავი, მე მიშველა და...
მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად @Siknadmo

დადებული სურათი

ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი,
ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება,
რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი,
მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად.



დადებული სურათი

#5 Dark_Dante    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 07 July 2010 - 10:00 PM

მაქვს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და მაწუხებს ჰიპერტონია კარაბადინიდან რეცეპტის მიხედვით ვაკეთებ ნაყენს რომელშიც შედის შავბალახა შვიტა და თირკმლის ჩაი ჰიპერტონიის სამკურნალოდ დამეწყო კუჭის ტკივილები და ხომ არ მოქმედებს ეს ნაყენი წყლულზე ცუდად? გთხოვთ გამომეხმაურეთ

#6 linus    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 259 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 4
პოზიტიური

დაწერილია 07 July 2010 - 10:05 PM

Dark_Dante

გამოხმაურების ნახვაDark_Danteს ციტატა(დაპოსტვის დრო 07 July 2010 - 10:00 PM):

კარაბადინიდან რეცეპტის მიხედვით ვაკეთებ ნაყენს
დადებული სურათი

ვაკის ლეჩკომბინატში მიდი ვოვა შენგელიძესთან. მოგიგვარებს მაგ პრობლემას. ნუ გადადებ. შამანებთან სიარულს და სხვადასხვა ნაყენებს შეეშვი.
Vecchia Signora
დადებული სურათი
დადებული სურათი

#7 Patton    ნიკის ჩასმა

    Ranger

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 72 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 15 May 2012 - 01:47 PM

გამოხმაურების ნახვაutilizatoriს ციტატა(დაპოსტვის დრო 04 February 2010 - 09:59 PM):

გასტრიტი - > ეროზიული გასტრიტი - > და ბოლოს წყლული რომელმაც შემდგომში მალიგნიზაცია შეიძლება განიცადოს და კიბოში გადაიზარდოს თუმცა ხშირად არ ხდება ასე.

თანამედროვე კვლევებით წყლულის მალიგნიზაციის ალბათობა თითქმის გამოირიცხა, ადრე დიფერენციალური დიაგნოზის პრობლემა იყო კუჭის პირველად წყლულოვან კიბოს და წყლულს შორის.

#8 Mirika    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 14 March 2013 - 11:10 PM

გამოხმაურების ნახვალ ი ც ის ციტატა(დაპოსტვის დრო 08 February 2010 - 09:40 AM):

გენიალური წამალია ომერპრაზოლი. რავი, მე მიშველა და...
დიეტაზე რამდენი ხანი იყავი ?





2 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი