Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მაინტერესებს ბანკს რა ბეწრკეტები აქვს ვალის ამოსაღებათ, როცა მევალეს არ აქვს ქონება ჩადებული?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინტერესებს ბანკს რა ბეწრკეტები აქვს ვალის ამოსაღებათ, როცა მევალეს არ აქვს ქონება ჩადებული?!

ეგეთი ვალი არ არსებობს, ნებიმიერი კრედიტის დროს ფიზიკური თუ იურიდიული პირი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. ხოლო საერთოდ უქონელს არ მგონია კრედიტი მისცეს რომელიმე ბანკმა.

 

ნებისმიერი ბანკის ხელშეკრულებაში წერია ეს. მათ შორის მგონი განვადებაშიც. თუ არ წერია კიდევ სამოქალაქო კოდექსი მაინც არეგულირებს, ანუ იგულისხმება.

 

პლუს თავდები მისი მთელი ქონებით.

 

 

რეალურად ცოტა განსხვავდება სიტუაცია, აქ ექსპერტის მოხერხებაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. კრედიტი ეიძლება გაწელო, მაგრამ თავს საბოლოოდ მაინც ვერ დაიძვრენ, გამორიცხულია.

 

თუ რამე კონკრეტული გაინტერებთ მკითხეთ, ეგ შეჩვენებული კრედიტები მაინც მესმის :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

თუ ბინა აქვს ჩადებული და ბინა გაყიდა. და საერთოდ ყველაფერი გაყიდა.

 

????

 

პლუს თავდები მისი მთელი ქონებით.

 

ეს ნაღდად ეგრეა???? :resent: :resent: :resent:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

თუ ბინა აქვს ჩადებული და ბინა გაყიდა. და საერთოდ ყველაფერი გაყიდა.

 

????

ეს ნაღდად ეგრეა???? :resent: :resent: :resent:

თუ ბინა ჩადებულია ვერ გაყიდის იმ კრედიტის გადახდამდე რომლის უზრუვლესაყოფადაცაა ბინა ჩადებული. ან გაყიდის, მაგრამ ბინა ჩადებული რჩება - ანუ ბანკი ყველა ვარიანტში გაყიდის ბინას ვისი საკუთრებაც არ უნდა გახდეს.

 

თავდებს რაც შეეხება, საკრედიტო ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. ტუ მსესხებელს თავდები ყავს, ეს თავდები ისევე აგებს სესხზე პასუხს მთელი თავისი ქონებიტ, როგორც მსესხებელი.

 

:)) რა კარგია არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ბინა ჩადებულია ვერ გაყიდის იმ კრედიტის გადახდამდე რომლის უზრუვლესაყოფადაცაა ბინა ჩადებული. ან გაყიდის, მაგრამ ბინა ჩადებული რჩება - ანუ ბანკი ყველა ვარიანტში გაყიდის ბინას ვისი საკუთრებაც არ უნდა გახდეს.

 

თავდებს რაც შეეხება, საკრედიტო ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. ტუ მსესხებელს თავდები ყავს, ეს თავდები ისევე აგებს სესხზე პასუხს მთელი თავისი ქონებიტ, როგორც მსესხებელი.

 

:)) რა კარგია არა?

 

 

და ვთქვათ შევიზინეთ ბანკში ჩადებული სახლი მაინც გაიყიდება ბანკის მიერ

 

რეესტრში ან სადმე სად უდნა მოვიძიოთ ინფორმაცია რომ კონკრეტულად ეს სახლი რომელიც მინდა ვიყიდო

 

"უსაფრთხოა" და ერთ დღეს აღმასრულებელი არ გამოგაგდებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ვთქვათ შევიზინეთ ბანკში ჩადებული სახლი მაინც გაიყიდება ბანკის მიერ

 

რეესტრში ან სადმე სად უდნა მოვიძიოთ ინფორმაცია რომ კონკრეტულად ეს სახლი რომელიც მინდა ვიყიდო "უსაფრთხოა" და ერთ დღეს აღმასრულებელი არ გამოგაგდებს

ნებისმიერი უძრავი ქონების (სახლი, მიწა) იპოთეკით დატვირთვა (ბანკში ჩადება) ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე. ანუ სახლის ამონაწერში უეჭველი ჩანს ბინა დატვირთულია თუ არა იპოთეკით.

 

თუ დატვირთული ბინა შეიძინეთ და მსესხებელი ვალს ვერ იხდის, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს ბინის რეალიზაცია. თქვენ უფლება გაქვთ გადაიხადოთ ვალი და ბინა დაგრჩეთ.

 

:D

 

ამიტომაა, რომ იპოთეკით დატვირთულ ბინას არავინ ყიდულობს, ან ყიდულობს, თუ სესხის თანხა უმნიშვნელოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ბინა ჩადებულია ვერ გაყიდის იმ კრედიტის გადახდამდე რომლის უზრუვლესაყოფადაცაა ბინა ჩადებული. ან გაყიდის, მაგრამ ბინა ჩადებული რჩება - ანუ ბანკი ყველა ვარიანტში გაყიდის ბინას ვისი საკუთრებაც არ უნდა გახდეს.

 

თავდებს რაც შეეხება, საკრედიტო ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. ტუ მსესხებელს თავდები ყავს, ეს თავდები ისევე აგებს სესხზე პასუხს მთელი თავისი ქონებიტ, როგორც მსესხებელი.

 

:D რა კარგია არა?

 

უი ბინაზე ეგ აღარ გამხსენებია.

 

 

გადასარევია პირდაპირ.

 

ამიტომ არ უნდა ჩაუდგე არავის თავდებში! :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი ბინაზე ეგ აღარ გამხსენებია.

გადასარევია პირდაპირ.

 

ამიტომ არ უნდა ჩაუდგე არავის თავდებში! :(

არა, რატომ, ყველას არ უნდა ჩაუდგე თავდებში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

1 იანვრიდან აღსრულების ახალი სისტემა ამოქმედდა

 

ყველა ის მოვალე, რომელსაც სესხი ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე აქვს აღებული და რომელიც სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ვალს კანონით დადგენილ 7–დღიან ვადაში არ გადაიხდის, ქონებას გამოემშვიდობება. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოიძიებს და გაყიდის. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, აღსრულების ახალი სისტემა კრედიტორთა ინტერესის დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის დანერგვის მიზნით შემოიღეს და ის 2010 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, როდესაც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში „მოვალეთა რეესტრი“ ამოქმედდა.

 

რეესტრში არაკანონმორჩილი მოვალეები მოხვდებიან. რაც შეეხება კერძო საკუთრების არარსებობის შემთხვევას, ასეთი პირი „მოვალეთა რეესტრში“ მანამდე დარჩება, სანამ ვალს არ გადაიხდის. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღების და გაყიდვის უფლებასაც აძლევს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის ალექსანდრე ბარნაბიშვილის თქმით, „მოვალეთა რეესტრში“ მოხვედრის შემდეგ პირს საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება ეზღუდება.

 

„მას შემდეგ, რაც სასამართლო ან არბიტრაჟი მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული დავის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ის ძალაში შევა, იწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მიდის აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ ტერიტორიულ ორგანოში, სადაც მოვალე ცხოვრობს ან მის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობს. მას შემდეგ, რაც პირს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნება შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ვალდებულების შესასრულებლად 7–დღიანი ვადა ეძლევა, და თუ იგი ვალს ამ ვადაში არ გადაიხდის, ის „მოვალეთა რეესტრში“ მოხვდება. ამის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის სახელზე არსებულ ქონებას მოიძიებს, აღწერს და დააყადაღებს. ქონების მოძიებიდან 1 თვის განმავლობაში ექსპერტი მის საბაზრო ღირებულებას შეაფასებს. შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში კი აუქციონი ტარდება და ქონების იძულებით რეალიზაცია ხდება. ქონება პირველ აუქციონზე საბაზრო ღირებულების ნახევარი ფასით გადის. იძულებითი რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან პირველ რიგში არსებული დავალიანება დაიფარება. იმ შემთხვევაში თუ ნამეტი თანხა დარჩება, ის მოვალეს დაუბრუნდება“, – აცხადებს ბარნაბიშვილი.

 

მისი განმარტებით, აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეზღუდული არ არის, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წარდგენის ვადა და ის 10 წლითაა განსაზღვრული. თუ გარკვეული პერიოდის შემდე პირის სახელზე რაიმე სახის ქონება დარეგისტრირდება, მას ამ ქონების განკარგვის უფლება არ მიეცემა.

 

ამასთან, სააღსრულებო კანონში განსაზღვრულია იმ მატერიალური და არამატერიალური ქონების ჩამონათვალი, რაც ყადაღას არ ექვემდებარება. ასეთია პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთი, რომელიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის. არ შეიძლება დაყადაღდეს მოვალის ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის საჭირო 4 კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებების მარაგი. ხოლო როდესაც ასეთი მარაგი არ არსებობს, მათი შეძენისთვის საჭირო თანხას ყადაღა არ ედება. ყადაღა არ დაედება წვრილფეხა საქონელსაც.

 

არის თუ არა ესა თუ ის იურიდიული ან ფიზიკური პირი მოვალეთა რეესტრში, ამის გაგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ–გვერდის მეშვეობით შეიძლება. ამისთვის კი აღნიშნული პირის პირადი ნომერი ან საინდენტიფიკაციო კოდი უნდა იცოდეთ. ვალის მოცულობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია.

 

ალექსანდრე ბარნაბიშვილის განმარტებით, დღეისთვის „მოვალეთა რეესტრში“ არცერთი პირი არ ირიცხება და მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომელთა მიმართ აღსრულება 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.

 

„1 იანვრის შემდეგ ბევრი უქმე დღე იყო და კანონით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი აღსრულების 7–დღიანი ვადა ახალი გასულია. ასე რომ, იძულებითი აღსრულების პროცესის დასაწყებად მომართვების მიღებას ახლა ველოდებით“, – აცხადებს ბარნაბიშვილი.

 

პ.ს. დრაკონული კანონია!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...