Jump to content
Planeta.Ge

30 ნოემბერს ჩვენი სტუმარი თემურ იაკობაშვილი


Recommended Posts

"მოსკოვი შსკ-ს ფარგლებში მოლაპარაკებებს ითხოვს

 

სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'08 / 15:45

 

 

რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა განაცხადა, რომ თბილისთან არ ყოფილა მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკების ფორმატის თაობაზე.

 

პოპოვმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ: ”ჩვენ ჯერ ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე”.

 

”ბატონი იაკობაშვილი მოითხოვს მოლაპარაკების არსებული ფორმატის შეცვლას და ჩვენ მოვითხოვთ არსებული ფორმატის შენარჩუნებას,” - განაცხადა პოპოვმა.

 

მოსკოვს და ცხინვალს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში სურთ მოლაპარაკების განახლება.

 

თუმცა, თემურ იაკობაშვილმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადა პოპოვთან შეხვედრის შემდეგ: ”შსკ მოკვდა”.

 

მხარეებმა თითქოსდა თავდაპირველად მიაღწიეს შეთანხმებას 7 აგვისტოს ცხინვალში თემურ იაკობაშვილსა და სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს შორის შეხვედრის გამართვის თაობაზე, იური პოპოვის თანდასწრებით და ჩრდილოეთ ოსური მხარის მონაწილეობის გარეშე.

 

სამხრეთ ოსურმა მხარემ თავდაპირველად უარყო შეხვედრის ფორმატი, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მიიღებდა შეხვედრაში მონაწილეობას. თუმცა, 6 აგვისტოს ცხინვალმა ისევ შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ მხოლოდ შსკ-ს ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას.

 

მოგვიანებით 6 აგვისტოს თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთია ნამდვილადაა დაინტერესებული მოლაპარაკებების გამართვაში. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას თბილისსა და ცხინვალს შორის არა შსკ-ს ფორმატში, ამ ეტაპზე მაინც.

 

დღეს 15:00 საათზე იაკობაშვილის პრეს-სამსახურმა პრეს-რელიზი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცხინვალის შეხვედრა ჩაიშალა.

 

პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ იაკობაშვილი 7 აგვისტოს კონფლიქტის ზონის ქართულ ზონებს ეწვევა. სახელმწიფო მინისტრი იქ შესაძლოა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდეს, რომელსაც მოსკოვი და ცხინვალი თბილისის ”მარიონეტად” მიიჩნევენ."

http://www.civil.ge/geo/article.php?id=18947

 

ბატონო თემურ

იყო თუ არა ასე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ერთი მარტივი კითხვა,დაუშვა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეცდომა 2008 წლის 7 აგვისტოს?

 

პასუხების ვარიანტები: კი ან არა (განვრცობა საჭირო არ არის)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას საყურადღებოდ. ზუსტი თარიღის და დროის დასახელების შემდეგ :

1) წაიშლება ყველა ოფფ ტოპიკი

2) გამომდინარე იქიდან რომ სავარაუდოდ კონფერენცია 2-3 დღეში იქნება თემა დაიხურება კონფერენციის დაწყებამდე 1 საათით ადრე . გაიწმინდება ოფებისგან დარჩება მარტო შეკითხვები

3) სანამ სტუმარი ყველა დასმულ კითხვას არ გასცემს პასუხს მანამდე იკრძალება კითხვის დასმა ( წაიშლება ყველა კითხვა )

 

კონფერენციის მიმდინარეობას მკაცრად გააკონტროლებს ადმინისტრაცია და ყველა თემისათვის შეუსაბამო პოსტი წაიშლება .. უცენზურო ლექსიკის შემცველი პოსტის ავტორები დაისჯებიან ბანით ! ( 1-დან 5 დღემდე )

 

კონფერენცია ტარდება ახალი ფორმატის პირობებში.

http://planeta.ge/index.php?showtopic=12924

 

მაქსიმალურად ვეცდებით რომ ეს კონფერენცია ჩატარებული იყოს უმაღლეს დონეზე

Edited by SHARI
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლებაში გაქვთ რაიმე გეგმა ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად?

 

ჯავახეთში რუსეთი ალბათ მოგვიწყობს პროვოკაციას ახლო მომავალში და რა კეთდება ამ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად მაგ რეგიონში?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ,

 

შარშან, აგვისტოში თქვენ ხშირად ითავსებდით ხელისუფლების პრეს-სპიკერის ფუნქციას და საზოგადოებას ამა თუ იმ ინფორმაციას აწვდიდით ცხელ წერტილებში არსებული ვითარების შესახებ

შესაბამისად, მინდა გულწრფელად მიპასუხოთ:

 

რატომ გაიგო საქართველომ მხოლოდ 9 (!!!) აგვისტოს, რომ ჩვენ არა სეპარატისტებს, არამედ როკის გვირაბის გავლით შემოსულ რუს ოკუპანტებს ვეომებოდით?!

 

პ.ს. (თუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს 7-ში ან 8-ში იყო ცნობილი, გთხოვთ მიმითითოთ შესაბამისი წყარო, რომლითაც ასეთი ინფორმაცია გავრცელდა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაიმე შანსი გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების??

 

კი ბატონო, აფხაზებიც უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ რამეს რომ ეს უკმაყოფილება მათ დასაბრუნებლად გამოვიყენოთ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატ.თემურ,თუ შეიძლება კომენტარი გააკეთეთ პუტინის ამ განცხადებაზე?

 

Владимир Путин сразу предупредил, что очень хорошо понимает, что все сказанное выйдет за пределы этого зала. Более того, он на это и рассчитывает. После чего озвучил ошеломляющее заявление, что вопрос воссоединения Грузии – решаемый. И что нет тех вопросов, которые мы не можем решить. «Вот пусть он (Евгений Максимович – прим. автора) и займется этим вопросом». Последние слова были восприняты чуть ли не как назначение Примакова – до революции были такие чиновники по особым поручениям.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით ბატონო თემურ , მაინტერესებს თქვენი შეხედულება სახელმწიფოს ( ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საქართველოს ) კონფედერაციულ და ფდერაციულ მოწყობასთან დაკავშირებით და მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა იდეას საქართველოს ფედერაციულ ან კონფედერაციულ მოწყობასთან დაკავშირებით . მე პირადად იმედი მაქვს რომ თქვენი პასუხი იქნება უარყოფითი . ასევე მაინტერესებს საქართველოს ხელისუფლების შეხედულება ქვეყნის როგორც კონფედერაციულ ასევე ედერაციუმოწყობასთან დაკავშირებით .
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

უპ შეკითხვები დროზე დასვით და მანამდე წესებსაც გაეცანით რა ..

 

 

 

 

 

 

 

ყველას საყურადღებოდ. ზუსტი თარიღის და დროის დასახელების შემდეგ :

1) წაიშლება ყველა ოფფ ტოპიკი

2) გამომდინარე იქიდან რომ სავარაუდოდ კონფერენცია 2-3 დღეში იქნება თემა დაიხურება კონფერენციის დაწყებამდე 1 საათით ადრე . გაიწმინდება ოფებისგან დარჩება მარტო შეკითხვები

3) სანამ სტუმარი ყველა დასმულ კითხვას არ გასცემს პასუხს მანამდე იკრძალება კითხვის დასმა ( წაიშლება ყველა კითხვა )

 

კონფერენციის მიმდინარეობას მკაცრად გააკონტროლებს ადმინისტრაცია და ყველა თემისათვის შეუსაბამო პოსტი წაიშლება .. უცენზურო ლექსიკის შემცველი პოსტის ავტორები დაისჯებიან ბანით ! ( 1-დან 5 დღემდე )

 

კონფერენცია ტარდება ახალი ფორმატის პირობებში.

http://planeta.ge/index.php?showtopic=12924

 

მაქსიმალურად ვეცდებით რომ ეს კონფერენცია ჩატარებული იყოს უმაღლეს დონეზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატ.თემურ,საგარეო საქმეთა მინისტრმა ინგლისში განაცხადა,რომ ხელისუფლება აფინანსებს კერძო ტელევიზიებსო(რუსთავი,იმედი) და ეს როგრ უნდა გავიგოთ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) ბატონო თემურ, იზიარებთ თუ არა პარლამენტარებსი კრიტიკას თომას ჰამერბერგის მიმართ?????

 

რატომ ვერ ვიღებთ შესაბამის საერთაშორისო რეაგირებას გატაცებულ ბავშვებზე???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ მოგესალმებათ მეფე ქართველთა .... :)

თქვენი აზრით შეძლებდა თუ არა აღმაშენებელი ქვეყანა უკეთესად ემართა ,ვიდრე მიშას?

თ პერსონის ცვლილება ვერ მოაგვარებდა პრობლემებს ?

კითხვა თავისთავად მეტაფორულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ.. როდემდე უნდა იყოს ეს გატაცებები?? გვაქვს რამე მექანიზმი რომ ამ ''ბეზპრიძელს'' წინ აღვუდგეთ???
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას საყურადღებოდ. ზუსტი თარიღის და დროის დასახელების შემდეგ :

1) წაიშლება ყველა ოფფ ტოპიკი

2) გამომდინარე იქიდან რომ სავარაუდოდ კონფერენცია 2-3 დღეში იქნება თემა დაიხურება კონფერენციის დაწყებამდე 1 საათით ადრე . გაიწმინდება ოფებისგან დარჩება მარტო შეკითხვები

3) სანამ სტუმარი ყველა დასმულ კითხვას არ გასცემს პასუხს მანამდე იკრძალება კითხვის დასმა ( წაიშლება ყველა კითხვა )

 

კონფერენციის მიმდინარეობას მკაცრად გააკონტროლებს ადმინისტრაცია და ყველა თემისათვის შეუსაბამო პოსტი წაიშლება .. უცენზურო ლექსიკის შემცველი პოსტის ავტორები დაისჯებიან ბანით ! ( 1-დან 5 დღემდე )

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...