კონტენტზე გადახტომა


King Crimson


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
7 პასუხი თემაში

#1 zeppelina    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4085 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Kutaisi/Tbilisi
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 15 October 2009 - 01:45 AM

King Crimson



კარგა ხანია თემა არ შემიმატებია განყოფილებისთვის და ახლა ვუსმენდი ამ ლეგენდარულ ჯგუფს და გავიფიქრე გავხსნი თემას თქო. სიმღერების ლინკებსაც დაგიყრით და თუ ვინმე დაინტერესდებით, გაეცანით, მოუსმინეთ, მერწმუნეთ არ ინანებთ თუ როკი და ფსიქოდელია მოგწონთ! უბრალოდ გენიოსები იყვნენ! ჯგუფი ჩამოყალიბდა 1968-69 წლებში. გამოირჩეოულები იყვნენ თავიანთი ორიგინალური სტილით, იყენებდნენ მანამდე როკისთვის უცნობ საინტერესო ინსტრუმენტებს...


აჰა ვიკის სტატია:

კრიმსონი არის გავლენიანი ინგლისური მუსიკალური ჯგუფი, რომელიც 1969 წელს დააარსეს გიტარისტმა რობერტ ფრიპმა და დრამერმა მაიკლ ჯაილსმა. მათ მიერ შესრულებულ მუსიკას შეიძლება ეწოდოს პროგრესიული როკი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯაზის ელემენტებსაც შეიცავს.

ჯგუფის სახელწოდება ტექსტების ავტორს პიტერ სინფილდს ეკუთვნის - ეს არის დემონების პრინცის ერთ-ერთი სახელი. ფრიპის თქმით, ინგლისური "ბილზებუბი" არის არაბული "ბ'ილ საბაბის" ანალოგიური ფორმა, რომელიც ნიშნავს "ადამიანი მიზნით".

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ორიგინალური წევრებიდან დარჩა მხოლოდ რობერტ ფრიპი, კოლექტივი კვლავ არსებობს და განაგრძობს მოღვაწეობას. მიუხედავად ამისა, ფრიპი საკუთარ თავს არ თვლის ჯგუფის ლიდერად. მისთვის კინგ კრიმსონი არის საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება და ამაში იგი სიამოვნებით ეხმარება ნიჭიერ მუსიკოსებს.

დრამერმა მაიკლ ჯაილსმა და მისმა ძმამ და ბას გიტარისტმა პიტერმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც ისინი ეძებდნენ ადამიანს, რომელიც დაუკრავდა ორღანზე და იმღერებდა. მათ განცხადებას გამოეხმაურა ფრიპი, რომელიც გიტარისტიც იყო. ჩამოყალიბდა ტრიო ჯაილსი, ჯაილსი და ფრიპი. მათ ჩაწერეს ერთი ალბომი, წარუმატებელი "The Cheerful Insanity of Giles, Giles and Fripp".

წარუმატებლობის შემდეგ დადგა ჯგუფის რეფორმირებისა და ახალი მუსიკალური სტილების ძიების საკითხი. ფრიპი ჯაზური ჯგუფების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამან თავისი კვალი დატოვა მისი ახალი ჯგუფის სტილზე და გადაწყდა, რომ ისინი დაუკრავენ ექსპერიმენტულ მუსიკას, რომელიც ჯაზური იმპროვიზაციის მატარებელიც იქნება. მათ დაემატა იენ მაკდონალდი (კლავიშები და ჩასაბერი ინსტრუმენტები). ფრიპი ამასობაში დაინტერესებული იყო ჯგუფში ძველი ნაცნობის, გრეკ ლეიკის მოყვანით. ლეიკი, რომელიც სხვა ჯგუფებში უკრავდა, დაინტერესდა ახალი პროექტით და შეცვალა პიტერ ჯაილსი ბასზე. ეს იყო კინგ კრიმსონის პირველი შემადგენლობა, რომელიც 1968 წელს გამოჩნდა. სულ მალე მათ შეიძინეს მელოტრონი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩამოყალიბება მათმა საფირმო ჟღერადობამ.

1969 წელს მათ გამართეს ცნობილი კონცერტი ლონდონის ჰაირდ პარკში. ოქტომბერში გამოვიდა პირველი ალბომი In the Court of the Crimson King, რომელიც ითვლება პროგრესიული როკის ერთ-ერთ პირველ ნამუშევრად.

მასშტაბიანი ინგლისური და ამერიკული ტურების შემდეგ იენ მაკდონალდმა და მაიკლ ჯაილსმა დატოვეს ჯგუფი და სოლო კარიერა დაიწყეს. 1970 წელს გამოვიდა მათი ერთობლივი ალბომი McDonald and Giles. ამის შემდეგ მაკდონალდი გახდა ჯგუფის Foreigner ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1970-იან წლებში ჯგუფის შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა. სინფილდი, ფრიპი და ლეიკი მუშაობდნენ მორიგ ალბომზე და 1970 წლის მარტში გამოუშვეს სინგლი Cat Food/Groon. მათ აგრეთვე შეუერთდა მელ კოლინზი, რომელიც უკრავდა ხის ჩასაბერ ინსტრუმენტებზე. ახალ ალბომზე ასევე უკრავდა პიტერ ჯაილსიც (რამდენიმე სიმღერაში). აპრილში ლეიკმა დატოვა ჯგუფი და შექმნა საკუთარი - ემერსონი, ლეიკი და პალმერი. ვოკალური პარტიები კრიმსონში საკუთარ თავზე ახალმა წევრმა, გორდონ ჰასკელმა აიღო. იგი ასევე უკრავდა ბასზე, ჯგუფის მესამე ალბომზე Lizard. ენდი მაკკალოკი მცირე პერიოდის განმავლობაში დასარტყამებზე უკრავდა, ხოლო ჯონ ანდერსონმა, ჯგუფიდან Yes, შეასრულა ვოკალური პარტიები ერთ სიმღერაში. ჰასკელმა, რომელსაც სურდა ხალხური ჟანრის მუსიკაში დაბრუნება, დატოვა ჯგუფი (ისევე, როგორც მაკკალოკმა), Lizard-ის გამოცემამდე. ამ პერიოდში კინგ კრიმსონი ვოკალისტის, ბასისტისა და დრამერის გარეშე დარჩა.

ფრიპმა და სინფილდმა დაიწყეს ახალი მუსიკოსების შერჩევა. კანდიდატებს შორის ბრაიან ფერიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვოკალი არ უხდებოდა კრიმსონის სტილს, ფრიპიც და სინფილდიც დადებითად აფასებდნენ მის სასცენო გამოსვლებს და სწორედ მათ მოაპოვებინეს მის ჯგუფს Roxy Music კონტრაქტი ხმისჩამწერ ფირმასთან E.G. Records. სინფილდმა ასევე იმუშავა ფერის ჯგუფის პირველ ალბომზე. კრიმსონის ვოკალისტად აგრეთვე მოიაზრებოდა ელტონ ჯონიც, როგორც ეს ფრიპის დღიურში წერია.

ჯგუფს დაემატნენ იენ უოლესი (დასარტყამები) და ბოზ ბარელი (ვოკალი). წარმატებული აშშ ტურის შემდეგ გამოიცა საკონცერტო ალბომი Earthbound, რომელიც მრავალჯერ იქნა გაკრიტიკებული უხარისხო ჩანაწერის გამო. ამ ტურის შემდეგ კოლინსმა, უოლესმა და ბარელმა ასევე დატოვეს კინგ კრიმსონი და შექმნეს ჯგუფი Snape, გიტარისტთან ალექსის კორნერთან ერთად. მოგვიანებით ბარელი ბასისტად გადავიდა ჯგუფში Bad Company.

ფრიპმა კვლავ სცადა ახალი შემადგენლობის შერჩევა. ახალ შემადგენლობაში გარდა ფრიპისა შევიდნენ: ჯონ ვეტონი (ვოკალი, ბასი), ჯემი მუირი(პერკუსია), დევიდ კროსი (კლავიშები, ვიოლინო) და ბილ ბრუფორდი (დასარტყამები). ტექსტების ავტორად იქცა რიჩარდ პალმერ-ჯეიმსი.

1972 წლის რეპეტიციებისა და ტურის შემდეგ, 1973 წლის დასაწყისში გამოიცა ჯგუფის ერთ-ერთი ცნობილი დისკი Larks' Tongues in Aspic. ამ ალბომზე კინგ კრიმსონის ჟღერადობას დაემატა ახალი ელემენტებიც. სასათაურო კომპოზიციის რამდენიმე დამატებითი ნაწილი მოგვიანებით სხვა სტუდიური ალბომებზეც გამოიცა, ციკლის გაგრძელების სახით. ხანგრძლივი ტურის შემდეგ დაიწყო შემდეგი სტუდიური დისკის Starless and Bible Black ჩაწერა. იგი გამოვიდა 1974 წლის აინვარში და დადებითი შეფასებები მიიღო.

აშშ და ევროპული 1974 წლის ტურის პერიოდში დევიდ კროსმა დატოვა ჯგუფი და დარჩენილმა ტრიომ ჩაწერა წარმატებული დისკი Red. ალბომს, როგორც კიდევ ერთხელ თითქმის დაშლილი ჯგუფის ნამუშევარს, პრესაში მაღალი შეფასება მიეცა. ამ შემადგენლობით ჯგუფის ტური არასოდეს შემდგარა, რადგანაც ფრიპმა, რომელიც უკმაყოფილო იყო მუსიკალურ ბიზნესში მიმდინარე მოვლენებით, თავად გადაწყვიტა ასე. მიუხედავად ამისა, დაშლის შემდეგ გამოიცა მორიგი საკონცერტო ალბომი USA.

1981 წელს ფრიპმა საკუთარ მიზნების განხორციელება კიდევ ერთხელ სცადა. მას სურდა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც არ გამოვიდოდა კინგ კრიმსონის სახელით. მას შეუერთდა ბრუფორდი, ბასისტი ტონი ლევინი და შესანიშნავი გიტარისტი ედრიან ბელიუ. მცდელობამ გაამართლა და ბენდი გამოჩნდა, სახელით Discipline. 1981 წლის ოქტომბრისათვის მათი სახელი კვლავ კინგ კრიმსონი იყო. მათ გამოსცეს სამი წარმატებული ალბომი, რომელსაც ზოგიერთი ტრილოგიას უწოდებს - Discipline (1981), Beat და Three of a Perfect Pair (1984).

ამ პერიოდის კინგ კრიმსონი უფრო ახლოს იდგა ახალი ტალღის/ემბიენტის ჟანრთან. ეს უშუალოდ დაკავშირებული იყო ბელიუსა და ფრიპის სხვადასხვა შესაბამის ჟანრების პროექტებში მონაწილეობასთან. ალბომის Three of a Perfect Pair შემდეგ ფრიპმა კვლავ დაშალა ჯგუფი და ჩამოაყალიბა ხმისჩამწერი კომპანია Discipline Global Mobile.

1994 წელს ჯგუფი აღდგა სექსტეტის სახით, ტრეი განთან (ბას გიტარა) და პეტ მასტელოტოსთან (დასარტყამები) ერთად. ამ ორმაგმა ტრიომ გამოსცა EP დისკი VROOOM (1994), რასაც მოჰყვა სტუდიური ალბომი THRAK (1995) და ანავგარდული THRaKaTTaK (1996). კრიმსონის ამ ვარიანტს გააჩნდა ერთდროულად Discipline-ის და Red-ის განწყობაც. ამავე დროს, იგი იყო ალტერნატიული როკის იდეალური პასუხი - ამ ჟანრის მცირე ელემენტების გამოყენებით. მაგრამ კრიმსონის ეს პროექტი შეჩერდა.

1990-იანი წლების ბოლოს Discipline Global Mobile-ის ფრთის ქვეშ გამოჩნდნენ კინგ კრიმსონის ალტერნატიული პროექტებიც - ProjeKct One, ProjeKct Two, ProjeKct Three, და ProjeKct Four. ეს კოლექტივები ასრულებდნენ არაჩვეულებრივ იმპროვიზაციებს და ჰქონდათ მაღალი შეფასება. 1998 წელს ასევე დაარსდა კინგ კრიმსონის კოლექციონერების კლუბი, რომელიც დღემდე ოფიციალურად უშვებს ჯგუფების ბუტლეგებს.

პროექტების შემდეგ ბრუფორდი და ლევინი დაუბრუნდნენ მუშაობას სხვა მუსიკოსებთან (ლევინი, როგორც ყოველთვის - პიტერ გებრიელთან). ბელიუ, ფრიპი, განი და მასტელოტო მუშაობდნენ შემდეგ დისკზე, რომელიც გამოვიდა 2000 წელს, სახელწოდებით The ConstruKction of Light. ამას მოჰყვა Heaven and Earth, ProjeKct X-ის ალბომი. ამავე პერიოდში ჯგუფი მოგზაურობდა, უკრავდა კოლექტივის Tool 2001 წლის კონცერტების წინ.

2002 წელს გამოვიდა კინგ კრიმსონის EP დისკი Happy With What You Have to Be Happy With - მომავალი ალბომისათვის მცირე შემზადება. 2003 წელს გამოვიდა თავად ალბომი, The Power to Believe, რასაც მოჰყვა მასშტაბური და წარმატებული საკონცერტო ტური. ამის შემდეგ ტრეი განმა დატოვა კრიმსონი და მას ოფიციალურად ჩაენაცვლა ტონი ლევინი, რომელიც, როგორც ეტყობა, იქნება ბას გიტარისტის ამპლუაში შემდეგ სტუდიურ დისკზე და საკონცერტო ტურზე. ჯგუფი ასევე დატოვა მასტელოტომ.

2006 წელს ProjeKct Six, რომელიც ფრიპისგან და ბელიუსგან შედგებოდა, გამოდიოდა კონცერტებით აშშ და იაპონიაში.2006 წლის ბოლოს ისინი გამოდიოდნენ ჯგუფი Porcupine Tree კონცერტების წინ.

2008 წელს ახალმა კინგ კრიმსონმა ოფიციალურად დაიწყო რეპეტიციები.

2000-იან წლებში ასევე გაერთიანდნენ ჯგუფის ყოფილი წევრები, სახელით 21st Century Schizoid Band. ისინი ასრულებდნენ კინგ კრიმსონის ძველ მასალას. ბოზ ბარელი, კრიმსონის ერთ-ერთი ძველი წევრი, გარდაიცვალა 2006 წლის 21 სექტემბერს. ხუთი თვის შემდეგ კიბომ იმსხვერპლა იან უოლესი, ჯგუფის კიდევ ერთი ყოფილი წევრი.

სტუდიური ალბომები

* In the Court of the Crimson King (1969)
* In the Wake of Poseidon (1970)
* Lizard (1970)
* Islands (1971)
* Larks' Tongues in Aspic (1973)
* Starless and Bible Black (1974)
* Red (1974)
* Discipline (1981)
* Beat (1982)
* Three of a Perfect Pair (1984)
* THRAK (1995)
* The ConstruKction of Light (2000)
* Happy with What You Have to Be Happy With (2002)
* The Power to Believe (2003)




#2 zeppelina    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4085 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Kutaisi/Tbilisi
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 15 October 2009 - 01:55 AM

MP3 Downloads

იმენნო უშედევრესი სიმღერააა! განუმეორებელია!

ესეც!









Origin England
Genres Progressive rock, jazz fusion, experimental rock
Years active 1969–1974
1981–1984
1994–present
Labels Island, Atlantic, E.G., Virgin, Warner Bros., Discipline, Caroline
Associated acts Giles, Giles, and Fripp, ProjeKcts, Fripp & Eno, The League Of Gentlemen, 21st Century Schizoid Band, McDonald and Giles, The League Of Crafty Guitarists
Website DGM Live
Members
Robert Fripp
Adrian Belew
Tony Levin
Pat Mastelotto
Gavin Harrison

#3 zeppelina    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4085 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Kutaisi/Tbilisi
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 15 October 2009 - 02:13 AM

Epitaph

King Crimson - Epitaph

The wall on which the prophets wrote
Is cracking at the seams.
Upon the instruments of death
The sunlight brightly gleams.
When every man is torn apart
With nightmares and with dreams,
Will no one lay the laurel wreath
As silence drowns the screams.

Between the iron gates of fate,
The seeds of time were sown,
And watered by the deeds of those
Who know and who are known;
Knowledge is a deadly friend
When no one sets the rules.
The fate of all mankind I see
Is in the hands of fools.

Confusion will be my epitaph.
As I crawl a cracked and broken path
If we make it we can all sit back
And laugh.
But I fear tomorrow Ill be crying,
Yes I fear tomorrow Ill be crying.

#4 rocka rolla    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 5 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 30 January 2011 - 04:07 AM

რაღა უნდა დაამატო,
ძალიან მაგარი ჯგუფია !!!!!


ბრავო თემის ავტორს :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp: :clapp:

გამოხმაურება რედაქტირებულია rocka rolla: 30 January 2011 - 04:08 AM


#5 hendrixzappa    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 10 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tb
  • Interests:liverpool fc
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 February 2011 - 02:12 AM

ძალიან მაგარი როკ ბენდია.. ბარავო ავტორ !!

#6 Huckleberry Finn    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 7 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 17 October 2012 - 04:41 PM

ეჰ
ფრიპი და სსილვიანი :ლოვე:

პ.ს ფრიპისნაირი არისტოკრატი როკერი არ არსებობს :დ


გამოხმაურება რედაქტირებულია Huckleberry Finn: 17 October 2012 - 04:43 PM


#7 comus    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 21 June 2013 - 04:15 PM

მეგობრებო იყიდება კინგ კრიმზონის პროექტების სერია ProjeKct - One, Two, Three, Four. ოთხი დისკი. სურათები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ http://mymarket.ge/p...duct_id=4441824
ასევე სხვა რაღაცეები შეგიძლიათ იხილოთ აქ http://mymarket.ge/m...&user_id=258442

#8 comus    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 18 July 2013 - 12:06 PM

KING CRIMSON - ProjeKct Two. Live in Northampton. 1998. CD http://www.mymarket....duct_id=4419409





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი