Jump to content

Registration Terms

წესები

1ზოგადი პრინციპები

 

1.1.Planeta.ge არის თავისუფალი ფორუმი ,რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ონლაინ დისკუსიებისათვის . საიტზე ფუნქციონირებს რამდენიმე კატეგორია და განყოფილება ,რათა დააკმაყოფილოს ყველა ასაკისა თუ გემოვნების მომხმარებელი. რეგისტრაცია თავისუფალია.

1.2.საიტზე არაა რაიმე სახის უკანონო შეზღუდვა .არსებობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და აქ არსებული წესების დაცვის ვალდებულება.

1.3.საიტი არის კერძო მფლობელობაში და მის სტრატეგიასა და ტაქტიკას განსაზღვრავს ადმინისტრაცია,რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის აზრი,თუმცა იტოვებს უფლებას საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის მან მიიღოს.

1.4.თითოეულ კატეგორიას(განყოფილებას) შეიძლება ჰქონდეს თავისი დამატებითი წესები, რომელიც არის აპინული .

1.5.შესაძლებელია ცალკეულ თემას ქონდეს თავისი განაწესი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია და მისი ნდობით აღჭურვილი პირები.

2. შეზღუდვები

2.1 ეროვნული,რელიგიური რასობრივი ან სხვა სახის შეურაცხყოფა, ქსენოფობია;

2.2 ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა;

2.3 ძალადობის პროპაგანდა;

2.4 მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება...;

2.5 პორნოგრაფიული მასალის გავრცელება;

2.6 აკრძალულია სპამი და უკლებლივ ყველანაირი სახის რეკლამა!(მხოლოდ შესაბამის განყოფილებებში წესების დაცვით);

2.7 იკრძალება ნიკნეიმის გადაცემა სხვა პირისთვის, ან ერთი ნიკნეიმის კოლექტიური გამოყენება რამდენიმე პირის მიერ;

2.8 ნიკნეიმის ან მომხმარებლის სახელის მიზანმიმართული დამახინჯება ;

2.9 იკრძალება მონაწილის ნიკნეიმში უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება;

2.10 იკრძალება ისეთი ნიკნეიმების რეგისტრაცია, რომლებიც ფალსიფიცირების მიზნით იქმნება და ვიზუალურად ძალიან ჰგავს ფორუმის სხვა მონაწილეების ნიკნეიმებს...;

2.11 თანაფორუმელის პირადული საკითხების ფორუმზე გარჩევა მისი პირადი ნებართვის გარეშე ;

2.12 ეგრეთწოდებული კაჩაობა, კონფლიქტი;

2.13 უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები , პოსტები (უტაქტო სურათი და ა.შ) ,

2.14ტროლინგი;

2.15 ფლუდი;

2.16ოვერქვოთინგი(ციტირების სიჭარბე);

2.17 მრავალნიკიანობა;

2.18 მართლწერის შეცდომებისა და ჟარგონული სიტყვების დიდი რაოდენობა...,უაზრო სიმბოლოების გამოყენება ,

2.19ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების საჯაროდ განხილვა ( გამოიყენეთ ,შესაბამისი თემა "პრეტენზიების ოთახი ა ნ PM)!);

2.20იკრძალება მონაწილის პროფესიული საქმიანობის განხილვა, თუ ის აღნიშნულის წინააღმდეგია.;

2.21 მონაწილის კონფიდენციალურობის დარღვევა თუ ის ამის წინააღმდეგია ;

2.22 სხვა ფორუმების შეგნებული ანტიპიარი. მათი ადმინისტრაციების და მოდერაციის მიმართ მიზანმიმართული აგრესია ;

3. სტატუსები

3.1.მოქმედებს შემდეგი სტატუსები:

ა)მემბერი;

ბ)ვიპმემბერი;

გ)მოდერატორი;

დ)ვიპმოდერატორი(საპატიო პლანეტელი) ;

ე)განყოფილების ადმინისტრატორი

ვ)გლობალმოდერატორი

ზ)მოდერომბუდსმენი

თ)ადმინისტრატორი

3.2 ფუნქციათა განსაზღვრა:

“Member “ იუზერი ხდება რეგისტრაციისთანავე .სარგებლობს მომხმარებლის ყველა უფლებით და ასრულებს ვალდებულებებს

“Vip member” ენიჭება ადმინისტრატორთა გადაწყვეტილებით ,სარგებლობს იმუნიტეტით, რამდენიმე სპეცფუნქციით , მონაწილეობას იღებს ადმინისტრაციის განყოფილების საქმიანობაში

მოდერატორი ინიშნება ან ირჩევა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კურირებს კონკრეტულ სფეროს .არის ადმინისტრაციის წევრი სათათბირო ხმის უფლებით და აქვს მოდერირების უფლება თავის სამუშაო არეალის შესაბამისად.

ვიპმოდერატორი(საპატიო პლანეტელი) აქვს მოდერატორის ანალოგიური ფუნქცია ,მაგრამ სარგებლობს იმუნიტეტით ტავისი განყოფილების გარეთ თუ გახსნილი აქვს თემა მოდერატორს არ აქვს უფლება დაუკეტოს თემა ,მაგრამ ვიპმოდერატორი ექვემდებარება წესებს ,რაც განსაზვრულია სხვა განყოფილებებში.

განყოფილების ადმინისტრატორს აქვს მოდერატორის ანალოგიური ფუნქცია, მაგრამ შეუძლია გლბალმოდერატთან და ადმინისტრატორებთან შეთანხმებით დანიშნოს ან მოხსნას ქვეგანყოფილების მოდერატორი.

გლობალმოდერატორი ინიშნება ან ირჩევა ცალკე განსაზღვრული წესებით.არის ადმინისტრაციის წევრი.კოორდინირებას უწევს ფორუმის საქმიანობას, მოდერთა თუ სხვა სტატუსიანთა მოქმედებებს , განყოფილებატა მუშაობას, სარგებლობს მოდერაციით ყველა განყოფილებაში,მაგრამ განყოფლების სპეციფიკის გათვალისწინებით.არის მოდერთა გუნდის ხელმძღვანელი.ადმინისტრაციის არყოფნის შემთხვევაში მათი დავლებით შეიძლება იყოს ფორუმის მთავარი აღამსრულებელი პირი

მოდერომბუდსმენი ინიშნება ადმინისტრატორთა გადაწყვეტილებით . არის „პრეტენზიების ოტახის“ მოდერატორი. ამ ინსტიტუტის შესახებ იხილეთ ქვევით.

ადმინისტრატორი არის ფორუმის მფლობელი ან განმკარგულებელი , ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მას ეკუთვნის ყველა საკითხში გადამწყვეტი ხმა.

4 მოდერირება

4.1 მოდერატორის ფუნქციაა კონკრეტული განყოფილების მართვა, მისი მოწყობა ,თემების და სიტუაციის კონტროლი.იუზერთა სასჯელის განსაზღვრა ,ბანის დადება-გაუქმება;

 

4.2 მოდერატორი უნდა ხელმძღვანელობდეს ფორუმის საერთო წესებით;

 

4.3 მოდერატორი სხვა განყოფილებაში სარგებლობს რიგითი იუზერის უფლებებით. მას არ აქვს უფლება საჯაროდ განიხილოს თავისი კოლეგის გადაწყვეტილება და თუ ადგილობრივმა მოდერატორმა გადააჭარბა უფლებამოსილებას სარგებლობს წესებით გათვალისწინებული ნორმებით.

4.4ამავდროულად ადგილობრივ მოდერს არ აქვს უფლება დაამციროს კოლეგა. თუ ის არღვევს წესს, ეს უნდა გასაჩივრდეს გლობალ მოდერთან ან მოდერომბუდსმენთან;

 

4.5 მოდერატორი ღებულობს მონაწილეობას ფორუმის ზოგადი სტრატეგიის განსაზღვრაში.მართალია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია ,მაგრამ მათი მოსაზრებები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული.მოდერს აქვს უფლება ადმინისტრაციაში განიხილოს სხვა კოლეგის შეცდომები,ზოგადად პრობლემები და ა.შ;

ადმინისტრაცის განყოფილებაში უტაქტობასთან დაკავშირებით მუშაობს სპეცწესები (დაქვეითება ,მოხსნა) განისაზღვრება ცალკე დებულებით

 

4.6 კატეგორიულად იკრძალება მოდერის მხრიდან უცენზურო ლექსიკა, იუზერის პირდაპირი თუ ირიბი შეურაცხყოფა ,განსაკუთრებული შეზღუდვებია ადმინისტრაციის , გლობალ მოდერის , მოდერის,ვიპ მემბერის, ვიპმოდერის ,კატეგორიიის ადმინისტრატორის უდიერად მოხსენიებისთვის.ფორუმის შესახებ კამათი მხოლოდ "პრეტენზიების ოთახში" ან ადმინისტრაციაში;

 

მოდერი ვალდებულია წესების შესაბამისად დაასაბუთოს განმარტების სახით თავისი გადაწყვეტილებანი (თემის დაკეტვა,გადატანა და ა.შ) პირველივე მოთხოვნისთანავე ან სასურველია ოპერატიულად ,თემაშივე ;

 

4.7 მოდერის მოქმედების გასაჩივრების გზებია-ა) პრეტენზიების ოთახი, ბ) ადმინისტრაციის განყოფილება.

 

ა)პრეტენზიების ოთახში განიხილება იუზერთა უფლებების დარღვევა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა.

ბ) ადმინისტრაციის განყოფილებაში მოდერის ზოგადი მოქმედებები და ნაკლოვანებები;

 

4.8 გლობალ მოდერი უფლებამოსილია

ა) გააუქმოს ან დაადოს ბანი ნებისმიერ განყოფილებაში,თუ მოდერი არ იმყოფება ადგილზე ან ვერ შეამჩნია დარღვევა,

ბ)რეკომენდაცია გაუწიოს მოდერობის კანდიდატებს დაქვეითებაზე ან წახალისებაზე;

 

4.9 მოდერომბუდსმენი განიხილავს იუზერთა უფლებების დარღვევის ფაქტებს. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება არც ადმინისტრაციის მხრიდან.

 

4.10 წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაანთავისუფლოს მოდერი .

 

4.11 ბანის გაუქმება შეუძლია მარტო გლობალ მოდერს და მოდერომბუდსმენს(წესების შესაბამისად)

4.12მოდერს აქვს ამ ფუნქციის გამოყენების უფლება თავის გაცემულ ვორნზე.....საგანგებო სიტუაციაში.

5 წესების შეცვლა

5.1 ადმინისტრაცია იტოვებს უფლება ცვლილებები შეიტანოს წესებსი ,რაზეც წინასწარ წარადგენს ცვლილებათა პროექტს და შემდგომში იუზერთა მოსაზრებების გათვალისწინებით ამტკიცებს.

დამატებითი

5.2 იკრძალება თანაფორუმელის რეიტინგის მიზანმიმართული დაგდება ან აწევა. ფასდება მისი პოსტი და არა პირადი რეპუტაცია .მოდერაცია ვალდებულია მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება ფორუმელს , ხოლო შემდეგ გამოიყენოს სანქციები .

×
×
  • შექმენი...