Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'www.tzona.org'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 3 results

  1. მთავრობის 100 დღე ანგარიში ხალხს სოფლის მეურნეობა 1 თებერვლიდან – 1 აგვისტომდე განხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებსდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. · ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა, მოხდა ადგილებზე მონაცემთა ხელმეორედ გადამოწმება და ინფორმაციის შედარება საჯარო რეესტრის მონაცემებთან. · აღნიშნულ საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით მცირემიწიანი ფერმერებისათვის შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს. · განისაზღვრა პროექტით მოსარგებლე მცირემიწიანი ფერმერის კატეგორია- ისვისაც საკუთრებაში აქვს ან ფაქტობრივად ფლობს0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენმათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს: · 0.25 ჰექტარზე ნაკლები ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა; · 0.25-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც აქვთ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ნიადაგის ხვნა – 140 ლარისღირებულებით; ხნულის დადისკვა/გაფხვიერება- 70 ლარის ღირებულებით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი – 300 ლარისღირებულებით; · ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ფართობის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისაგან; 1.25-დან 5–ჰა–მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან; მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელების ღირებულებაა სულ 184 034 000 ლარი. პროექტის განხორციელება დაიწყება 2013 წლის თებერვლიდან. · სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამუშავებული პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, აგრეთვე რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში დამუშავების პროცესშია სამი სახეობის საკრედიტო პროდუქტი: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისათვის; 2. საშუ ალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უ ზრუ ნველყოფა; 3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება. · მცირე ფერმერებიმიიღებენ უპროცენტო სასაქონლო კრედიტს (განვადებას) საწარმოო სეზონის დასაწყისში და სეზონის დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე. · მსხვილი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით მათი უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 7%-8%, განსხვავებით ადრინდელი 32% და უფრო მაღალი პროცენტისგან. · დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვ.) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით დაფინანსდება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის თებერვლის ბოლოდან. დღევანდელი მონაცემებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებულია და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა. საქარტველოს მთავრობა
  2. ეს უმძიმესი 40 წუთი იყო და ახლა ყველას ნერვები გვაქვს დაჭიმული, მაგრამ ერთი წუთით ნინო შუბლაძის ადგილას წარმოიდგინეთ თავი, რომელიც იქ იყო, თვალებში უყურებდა ამ ჩათლახს და, დარწმუნებული ვარ, ეკლებზე იჯდა, რადგან აქეთ ჟურნალისტური ეთიკა ექაჩებოდა, იქეთ ქართველობა… მე მისი მესმის ადამიანურად და თანავუგრძნობ… მაგრამ რამდენიმე კითხვა მაინც უნდა დაესვა, მაგალითად, ეს: “თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი მხოლოდ სამშვიდობოებისა და რუსეთის სხვა მოქალაქეების დახოცვის, ქართული ჯარის ცხინვალში შესვლის შემდეგ ჩაერია კონფლიქტში. მაშინ რას მივაწეროთ თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსული ბობდამშენების სამიზნეები უკვე 8 აგვისტოს თბილისიდან 20 კილომეტრში, 9 აგვისტოს კი კონფლიქტის ხაზიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ფოთში მდებარეობდნენ?” ლაშა ბერულავა
  3. ალბათ ყველას გვახსოვს პუტინის ეს პასუხი 2012 წლის მარტში ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის და საქართველოს მომავალზე, რა აზრის არის ოპოზიციაზე(მაშინ ოცნება იყო ოპოზიციაში) და სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მომავალზე. ხო და მოდით ეხლა ვნახოთ, პუტინის ეს პასუხი რეალურად შეესაბამებოდა თუ არა დღეს უკვე რეალობად ქცეულ სიტუაციას? 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”. 1. 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ომი დაიწყო საქართველომ“-ბიძინა ივანიშვილი იყო და რჩება კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთადერთ ლიდერად. 2. არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით მიღებული იქნა ამნისტია, რომელიც შეეხოთ აგრეთვე საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეებს, მათ მიენიჭათ პოლიტპატიმართა სტატუსი.-ამნისტია განხორციელდა ისე რომ არ ჩატარებულა დამატებითი გამოძიება ამ პირთა საქმეზე. 3. ბიძინა ივანიშვილი მოგვიწოდებს, რომ გავუგოთ რუსეთს და რეალური თვალით შევხედოთ მის მოთხოვნებს საქართველოს მიმართებაში. 4. მიუხედავად პაატა ზაქარეიშვილის არაერთგზის გაჟღერებული პოზიციისა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსის შესახებ-იგი დანიშნული იქნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში. 5. პაატა ზაქარეიშვილის პირველივე განცხადება აფხაზ სეპარატისტებთან მიმართებაში იყო ის, რომ: ქართველებმა არ უნდა იცოდნენ პირველებმა თუ რას შესთავაზებს იგი აფხაზებს. 6. ჩრდილო კავკასიაში, მიემგზავრებიან ე.წ. ქართველი ექსპერტები, ნანა დევდარიანი, შოთა აფხაიძე, გულბაათ რცხილაძე, გიორგი გვიმრაძე, დემურ გიოხელიძე, გიორგი კანაშვილი. აქედან შოთა აფხაიძე ვლადიკავკაზში საჯაროდ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ოსებს მოუწყო გენოციდი. ამ ნათქვამს არ მოჰყვა დელეგაციაში შემავალი სხვა წევრების უარყოფითი რეაქცია. 7. აქტიურად მიდის მსჯელობა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის შესახებ 8. ზურაბ აბაშიძე ინიშნება რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს მხრიდან. 9. ამ დროიდან მიდის აქტიურად საუბარი „საქართველოს კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ უაზრობაზე და დღის წესრიგში დგას მისი შემსუბუქების საკითხი. 10. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ ირჩევენ პიროვნებას, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება „ნატო“-ს პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას. 11. საქართველოს სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი ჩადის მოსკოვში და „კრემლში აღმართავს ქართულ დროშას“ 12. ამის საპასუხოდ საქართველოში ჩამოდიან ონიშენკოს დესპანები – ხოლო თავად ონიშენკო დასცინის ქართულ პროდუქციას. 13. ხდება „საქართველოს კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ შემსუბუქება. 14. ენერგეტიკის მინისტრი – რომელიც ადრე აფიშირებდა (და არა მარტო ის) რომ ენგურჰესი ნაცმოძრაობამ მიჰყიდა რუსებს, აკეთებს აღმოჩენას რომ ენგურჰესი არ არის გაყიდული. 15. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კვლავ ახალ აღმოჩენას აკეთებს და საჯაროდ აცხადებს-თურმე ზამთარში ჩვენ ელექტროენერგია რუსეთისგან ვიღებდით (  ეს არის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი) 16. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მესაზღვრეები იწყებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციას და ავლებენ მავთულხლართებს. 17. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მესაზღვრეები გადმოდიან დაახლოებით 300 მეტრით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ახდენენ ოკუპირებული რეგიონის კიდევ უფრო გაფართოებას დაახლოებით ორი ათეული კვადრატული კილომეტრით. 18. საქართველოს პრემიერ მინისტრს არ სჯერა რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა შეთანხმებულია პუტინთან, და ის ოკუპანტების ამ მოქმედებაში ადანაშულებს ოკუპანტი ქვეყნის რიგით გენარალს. 19. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ სჯერა რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარის ნაწილები მოქმედებენ ოკუპანტი ქვეყნის მთავარსარდლის ბრძანებით. 20. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს უშიშროების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით. 21. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ მიდის სხდომაზე იმ საბაბით რომ უახლოესი 2 დღის მანძილზე ისეთი არაფერი მომხდარა, რომ საჭირო ყოფილიყო უშიშროების საბჭოს მოწვევა. 22. საქართველოს მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს რომ საზღვრებს ოკუპანტი ქვეყანა ადგენს. 23. საქართველოს პრემიერ-მინისტს არ სჯერა, რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ან ამ ქვეყნების სრული ოკუპაცია. 24. საქართველოში ვრცელდება ეგრეთ წოდებული „ავღანელი თალიბების“ ვიდეოები, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს წინააღმდეგ მუქარით, რომელსაც თან ერთვის ტერორისტული აქტი ავღანეთში სადაც 7 ქართველი ვაჟკაცი იღუპება. 25. საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით იწვევს სასწრაფოდ უშიშროების სხდომას, რომელსაც კვლავ არ ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბაბით, რომ მას ამაზე მეტად საჭირბოროტო საკითხები აქვს მოსაგვარებელი. 26. რუსეთის მთავრობის რუპორი, დუგინი, ღიად აცხადებს რომ საქართველოს ადგილი მხოლოდ ევრაზიულ კავშირშია. 27. ავღანეთიდან ასვენებენ ქართველ ვაჟკაცებს, მათ ხვდებიან საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები, არ ხვდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ღამის 3 საათზე აქვს შეხვედრები საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. 28. საქართველოს შსს აცხადებს რომ მათ აღკვეთეს ტერორისტული აქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. 29. ეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები, აქედან ერთ-ერთი იყო დაპატიმრებული, რომელიც უცნაურ ვითარებაში გაექცათ ქართველ სამართალდამცავებს. 30. საქართველოს სასამართლო „ტერორისმის ბრალდებით დაკავებულებს“ 50 დღიან სასჯელს აკუთვნებს, ბრალდებით „ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შეძენა შენახვა“-ეხსნებათ ბრალდება ტერორისტული აქტის მომზადებაზე 31. რუსეთის პრეზიდენტი ღიად საუბრობს საქართველოს და რუსეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომლობაზე. 32. რუსეთის მთავრობა ითხოვს საქართველომ გადასცეს „ტერორისტული აქტის მომზადებისთვის“ დაკავებული ორივე პიროვნება. გაგრძელება იქნება, და ამ ყველაფრის ფონზე, უკვე აშკარად მიდის საქართველოს მთავრობის კრიტიკა როგორც ამერიკიდან ასევე ევროპის ქვეყნებიდან.
×
×
  • შექმენი...