Search the Community
Showing results for tags 'www.iveroni.com.ge'.
-
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე საუბრობს. ოქრუაშვილი აბობს, რომ ჟვანია არ მოუკლავთ და ამ საქმის დეტალებს უახლოეს მომავალში პროკურატურა გაახმაურებს. მისივე განცხადებით, ჟვანიას საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელს უკვე ესაუბრა და ჩვენებასაც უახლოეს დღეებში მისცემს. "ეს არ იყო მკვლელობა, მე დღეს დამატებით ამ საქმეზე ვერაფერს გეტყვით. მე მომიწევს ამ თემაზე ჩვნების მიცემა, თუმცა დღეს თავს შევიკავებ. ძალიან შორს არ იქნება ის დრო, როდესაც გამოაცხადებენ ამ საქმეს გახსნილად. რაც შეეხება ბუტა რობაქიძეს, ეს საქმე არის ჩემთვის შავი ლაქა 3 წლიანი მმართველობის პერიოდში. მე მესმის ჩემი მორალური პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაცეები უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. რობაქიძის საქმე მიკავშირდება მე იმიტომ, რომ მაშინ ვიყავი შს მინისტრი", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
- 9 replies
-
- ჟვანია არ მოუკლავთ
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
აბსოლიტური სიბრიყვეა რაც იქ არის დაწერილი ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაღაც კამპანიის ნაწილი და ვიღაცის შეკვეთა. აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვახტანგ კაპანაძემ გადაცემა "აქცენტებში "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიის შეფასებისას გააკეთა. "საერთოდ მოსახლეობასთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი. სახლში შესვლა ქართველს ეკრძალება და ამას ახორციელებს ავღანელი. ზოგჯერ უწევთ ქართველებს დასახლებული პუნქტის ჩხრეკაც, მაგრამ ისინი არცერთ შემთხვევაში ავღანური პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გარეშე არ მოქმედებენ. სახლებში შესვლა ქართველებს ეკრძალებათ, – ამას მხოლოდ ავღანელები აკეთებენ. სტატიაში საინტერესო დეტალია, – ქართველებმა ინგლისურიც არ იციანო. უბრალოდ წარმოვიდგინე, რა საინტერესო იქნებოდა ქართველის და ადგილობრივის საუბარი ინგლისურ ენაზე შექსპირის შესახებ. ან ვის მოუვიდა თავში ისეთი საინტერესო მაგალითების მოყვანა, თითქოს ქართველები ართმევენ ავღანელებს ნივთებს, ან რა აქვთ იმ გაჭირვებულებს, რომ ისიც წაართვა, ან რატომ იკადრებს ქართველი ამას და რომც იკადროს რომელიმემ, მთელი პერიმეტრი თვალთვალის ქვეშაა! ამავე დროს, მათთან ერთად ნებისმიერ შემთხვევაში არიან თარჯიმანიც და შეიარაღებული ძალების წარმომადგენელიც. მე საპირისპირო შემთხვევები ვიცი, მაგალითად, როგორ ითვისებენ ადგილობრივი ბავშვები ქართულ ენას, ასევე ადგილობრივი უხუცესების შეკრებაზე ქართულ სიტყვებს ხმარობენ ხოლმე, ცდილობენ, პატივისცემა გამოხატონ გურჯების მიმართ, რომლებიც ადგილობრივ ადათებს პატივს სცემენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. გადასროლის წინ ჯგუფის მეთაურები საგანგებოდ მოწვეული ექსპერტების დახმარებით სწავლობენ ადგილობრივ ადათებს და ქცევის წესებს. ნუთუ ვერავინ მოძებნეს უფრო კომპეტენტური თალიბებში, რომ თუ ამბობდა მსგავს რამეს, უფრო "კომპეტენტური" ტყუილი მოეფიქრებინა?! მისივე თქმით, აღნიშნული სტატია ემსახურება მხოლოდ ბოღმის გადმონთხევას და იქვე დასძინა, რომ "გადავაყლაპებდი იმ გაზეთს ამის დამწერს". შეგახსენებთ, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" გუშინ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ავღანეთში ქართულ მისიას ეხებოდა და ქართველი ჯარისკაცები გააკრიტიკა. "ავღანეთში საქართველოს კონტინგენტი 1570 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. მათი ბაზები განლაგებულია ავღანეთის ყველაზე საშიშ, ჰელმანდის პროვინციაში. ეს არის ადგილი სადაც ყველაზე მეტი თავდასხმა ხდება. ბოლო პერიოდში ეს საქართველოს სამხედრო ბაზაზე მეორე თავდასხმაა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა", - წერს სტატიის ავტორი. ჟურნალისტი ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრა, მათი განცხადებით მათ უჭირთ ქართველ სამხედროებთან ურთიერთობა, რადგან ქართველები არ ფლობენ კარგად ინგლისურ ენას და მოსახლეობასთან რუსულად საუბრობენ. მოსახლეობა საუბრობს რომ მათ ქართველი ჯარისკაცები ხშირად ამოწმებენ უსაფრთხოების მიზნით, რაც ასევე ხდება ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი.
-
საქართველო- სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მცდელობა, რომელიც საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაზეა გათვლილი და შემდეგ ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება, არაკანონიერია - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხდვითაც რუსი მესაზღვრეები საქართელო-სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე ახალ სადემარკაციო ზოლს ავლებენ, რის შედეგადაც საზღვარი 300 მეტრით გადმოიწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
-
- რუსეთის პასუხი
- www.iveroni.com.ge
-
(and 1 more)
Tagged with: