Search the Community
Showing results for tags 'torrent'.
-
ამ თემაში მინდა გაცნობოთ ყველაფერი ტორენტ სისტემის შესახებ, ტორენტის პლიუსები და გამოყენების წესები რა არის საერთოდ ტორენტი? ტორენტი არის P2P (Peer to Peer) სისტემა, რომელიც აძლევს მომხმარებლებს საშუალებას დაუკავშირდნენ ერთმანეთს პირდაპირი გზით და გაცვალონ ფაილი(ები) ან მისი ნაწილები ერთმანეთში. ამ გაცვლაში გეხმარებათ მთავარი სერვერ (tracker) , რომელიც აღრიცხავს მონაცემებს და ცდილობს, რომ ფაილების გაცემა - გადაწერა იყოს თანაბარი და მომხმარებლების "ეგოისტმა" ნაწილმა მხოლოდ ფაილის გადაწერით არ დაიკმაყოფილოს თავი. ე.წ ტრეკერი უბრალოდ უზრუნველყოფს სწრაფ კავშირს Peer-ებს შორის და არანაერი შეხება არ აქვს ამა თუ იმ ფაილთან. უპირატესობები: ვინც იცით საერთოდ რა არის P2P სისტემა, გეცოდინებათ, რომ ხდება ფაილების გაცვლა სხვადასხვა პროგრამების დახმარებით. ანუ თქვენ გადმოიწერთ რაიმე ფაილს - შემდეგ თქვენგან გადაწერენ და ა.შ ამას არავინ აკონტროლებს... ანუ თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ ფაილი და შEმდეგ გამორთოთ საერთოდ პროგრამა ისე, რომ სხვას აღარ გადააწერინოთ tracker-ზე ეს არ გამოგივათ.... ფაილის გადმოწერა ნიშნავს მის შემდგომ გაცემას (Seed)-ს და თუ თქვენ არ დაასიდირებთ ფაილს აუცილებლად მიიღებთ გაფრთხილებას, და განმეორების შემთხევაში IP ბანს მთავარი უპირატესობა ამ სისტემის არის ის, რომ არ გჭირდებათ ფაილის 100 % გადმოწერა თქვენ შეგიძლიათ გასცეთ ფაილის ის ნაწილი, რომელიც უკევ გადმოწერილი გაქვთ. სხვა P2P სისტემებში კი აუცილებელია ფაილი სრულად გადმოწეროთ, რათა დაიწყოთ მისი შემდგომი გაცემა. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ იცით რასაც იწერთ, ხედავთ ფაილის აღწერას, სურათს ე.წ "სქრინშოთს" და ფაილის გადმოწერისას იცით უკვე რასთან გაქვთ საქმე. ე.ი ადამიანს, რომელიც გასცემს ფაილს ქვია Seeder და მომხმარებელს ვინც იწერს - Leecher .... რაც უფრო მეტი Seeder ყავს ამა თუ იმ ფაილს - მით უფრო სწრაფად გადმოიწერთ. ამ სისტემამ სსქართველოში ჯერ ვერ მოიკიდა სრულყოფილად ფეხი, ეს განაპირობა ბევრმა ხელისშემშლელმა ფაქტმა... მაგალითად: სულ ცოტა ხანია რაც შემოვიდა სწრაფი ინტერნეტი. მანამდე კი - თითქმის შეუძლებელი იყო ფაილის ატვირთვა დაბალი სიჩქარის გამო... არ იყო მასიურად ახსნილი როგორ მოვიხმაროთ ტორენტი და ჩვენი ინტერნეტის 80 % მომხმარებელმა არც კი იცის ტორენტის არსებობის შესახებ. ეს სტატიაც თავისთავად ემსახურება მიზანს, რომ რაც სეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს რა არის ტორენტი და რითი ჯობია მისი გამოყენება სხვა სისტემებს მოდით ეხლა პუნქტებად ჩამოვწერ უპირატესობებს 1) სწრაფი კავშირი 2) ფაილის ნაწილ-ნაწილ (ნაჭრებად) გადმოწერა 3) გადმოწერა არ არის დამოკიდებული საიტის სისწრაფესთან (თუ თქვენ დაწყებული გაქვთ გადმოწერა, საიტი სულ რომ გაითიშოს მაინც გააგრძელებთ, უბრალოდ არ აღირიცხება რეიტინგი*) 4)შეგიძლიათ გასცეთ ფაილის ის ნაწილი, რომლიც გადმოწერილი გაქვთ 5) შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილები საიტზე მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ინტერნეტ შეერთება გაქვთ ეს არის ძირითადი პუნქტები, თუმცა არსებობს ბევრი სხვა მიზეზი რის გამოც მე ავირჩიე ტორენტთან თანამშრომლობა. ეხლა მოდით განვიხილოთ ტრეკერი და მისი ფუნქცია ტრეკერი არის ჩვეულებრივი საიტი და მას ყავს ადმინისტრაციისგან შერჩეული staff.. (მოდერატორები, ადმინისტრატორები) დარეგისტირებისას თქვენ ავტომატურად ხდებით ყველაზე დაბალი კლასის მომხმარებელი ანუ User ბევრი seed-ით შეგიძლაით მიაღწიოთ ბევრ სხვა კლასს და გექნებათ გაცილებით მეტი შესაძლებლობები ვიდრე უბრალო მომხმარებელს კლასები შემდეგნაერად გამოიყურება მომხმარებელი - საიტის ჩვეულებრივი მომხმარებელი (შეუძლია ფაილების გადმოწერა, გაცემა, კომენტარების გაკეთება ა.შ) ძლიერი მომხმარებელი - (ყველაფერი რაც ჩვეულებრივ მომხმარებელს + შეუძლია ფაილების მოთხოვნა და უფრო სწრაფი გადმოწერა) VIP - ეს არის ელიტური კლასი და მათ შეუძლიათ თითქმის ყველაფერი გარდა ადმინისტრატიული მოვალეობებისა Uploader- ეს არის საიტის საციცოცხლო ძალა. ეს მომხმარებლები ტვირთავენ ტრეკერზე ფაილებს და ახარებენ მომხმარებლებს სხვადასხვა ახალი "რელიზებით" რელიზერი - იგივე რაც აპლოუდერი, ოღონდ რელიზერი მუშაობს უშუალოდ რელიზებზე... ანუ ე.წ 0 დღიან ფაილებზე... მოდერატორი - დანიშნულია ადმინისტრაციის მიერ და ფლობს მოდერატორის უფლებებს. ადმინისტრატორი - საიტის ადმინისტრატორი, მას შეუძლია მოდერატორების დანიშვნა - მოხსნა და ადევნებს თვალყურს საიტზე ყველაფერს სის. ოპერატორი - საიტის მფლობელი ეს რაც შეეხება კლასებს : ეხლა განვიხილოთ უმთავრესი რამ საიტზე რეიტინგი (Ratio) : ratio არის თქვენი რეიტინგი საიტზე. იგი ითვლება შემდეგნაერად: თქვენი ატვირთული გაყოფილი თქვენს გადმოწერილზე.. ვთქვათ თQვენ ატვირთეთ 10 გბ და გადმოწერეთ 20 გბ - თQვენი რეიტინგი იქნება 0.50. მინიმალური რეიტინგი საიტზე სწორედ ეს არის. ამ რეიტინგის ქვევით თQვენ მიიღებთ გაფრთხილებას და თუ არ აიმაღლებთ რეიტინგს - ბანს!! ანუ აზრი ის არის, რომ თქვენ უნდა გასცეთ იმის ნახევარი მაინც რაც გადმოწერეთ. არსებობს რეიტინგის მომატების სხვა გზებიც... ეს არის ბონუს ქულები... ვთქვათ თQვენ არ გაქვთ სწრაფი ინტერნეტი და ამის გამო ვერ ახერხებთ ფაილების გაცემას.... უბრალოდ seed-ით თQვენ იღებთ ბონუს ქულებს რაც შემდგომში შეგიძლიათ გაცვალოთ GB-ებში. საიტზე მოქმედებს დაახლოებით იგივე წესები, რაც ფორუმზე... არ შეიძლება გინება, ფლუდი და.აშ . ეხლა ტექნიკური მხარე: ტორენტის სრულყოფილად მოხმარებისთვის აუციელებელი გქონდეთ გახსნილი პორტი ის პორტი რომელიც თQვენ კლიენტში გექნებათ მითითებული. დახურული პორტით გაგიჭირდებათ Peer-ებთან მიერთება და ეს რა თქმაუნდა იმოქმედებს თქვენს სიჩქარეზე... პორტის გახსნასთან დაკავშირებით ჯობია დარეკოთ თქვენს პროვაიდერთან. ამაზე ცოტა ვრცლად შემდგომში დავწერ ტორრენტ კლიენტები: Utorrent: http://utorrent.com Bitcomet: http://bitcomet.com ორივე კლიენტის მოხმარება უმარტივესია როცა გადმოწერა გსუწრთ ჯერ იწერთ ტორენტ ფაილს საიტიდან, ხსნით რომელიმე კლიენტში და კლიენტი იწეყებს ძირითადი ფაილის გადმოწერას. ტორენტის გადმოწერის ვიდეო გაკვეთილი: http://lexo.torrents.ge/howto ტორენტის ატვირთვა http://lexo.torrents.ge/howto უფრო დეტალურად: http://torrents.ge/forums.php?action=viewf...&forumid=29 გაიცანით ტორენტი უფრო ახლოს და გპირდებით არ ინანებთ. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ დაწერეთ ამ თემაში და სიამოვნებით გიპასუხებთ.... ვეცდები უფრო განვავრცო ეს თემა, რომ ყველასათვის გასაგები იყოს. წარმატებები. სტატიის მომზადება ფორმულირება: TXLASHO.
- 29 replies
-
- ინტერნეტ სამყარო
- ტორენტი
-
(and 2 more)
Tagged with: