გუშინწინ თუ იმის წინ აღარ მახსოვს ზუსტად ვნახე სიზმარი რომელიც რამდენიმე წლის წინ ნანახი სიზმრის ზუსტი გაგრძელება იყო. სიზმარი იმ მომენტიდან დაიწყო რომელზეც გაწყდა წინაზე. ეხლა რომ არ მენახა ალბათ ვერც ვერასდროს გავიხსენებდი იმ სიზმარს. 100 % ვარ დარწმუნებული რომ იმ სიზმრის გაგრძელებაა და დე ჟა ვიუს მსგავსი არაფერია. ისე ძალიან უცნაურ სიზმრებს ვნახულობ და ნეტა რაშია საქმე... არასდროს ვაქცევ ყურადღებას სიზმრებს ამიტომ დიდად დაკვირვებული არ ვარ.