ამაყი ვარ,შენი შვილი,რომ ვარ, წამითაც კი არ ვინატრებ სხვას, გულით ციცქნა ქართველები დავატარებთ ბოღმას, სანამ შენი მიწაწყალი სხვას საჯიჯგნად აქვს; მაგრამ,ვიცი ის დროც მალე მოვა, გმირთა სული კვლავ შეისხავს ფრთას, დღეს თუ არა,ღმერთი მაინც ხვალე, ჩვენსას,არ შეარჩენს აშარსა და ავს. წინაპართა თითქოს მესმის შფოთვა: "მწარე ხვედრი არ გვანებებს თავს, საფლავებშიც ვერ ვისვენებთ,როცა ჩვენი მიწა საძოვარად გაუხდია სხვას". ჩემო ღმერთო,მალე ისე შეარხიე ზეცა, ნისლები,რომ გადაჰყარო საქართველოს ცას, რომ დამშვიდდეს წინაპართა სული, ჩვენს სამშობლოს სულ,რომ მცველად ჰყავს.