"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში დამატებით ბრალდებებს წაუყენებენ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გაზეთ "პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დაახლოებით ვიცი, რომ მერაბიშვილს კიდევ რამდენიმე ბრალდება უნდა წაუყენონ. უკვე წაუყენეს კიდევ ერთი ბრალდება 26 მაისთან დაკავშირებით. ტელევიზიით ვადევნებდი თვალს, რა ხდებოდა 26 მაისს, ვიცი შემდგომი მოვლენებიც და ამიტომაც მჯერა, რომ პროკურატურას იმაზე მეტი სამხილი აქვს, ვიდრე საჭიროა. გირგვლიანის თემაც იქნება. ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე საქმე აქვთ პროკურატურაში. მე არაფერი გამიკვირდება. პრემიერ-მინისტრი ვარ და არ შეიძლება წინასწარ განცხადებების კეთება. უდანაშაულობის პრეზუმფციამ უნდა იმუშაოს და სასამართლომ გადაწყვიტოს ყველაფერი, მაგრამ მე ამ საზოგადოებაში ვცხოვრობ. კითხვები რომ ბევრი არსებობს მერაბიშვილთან და ყოფილ ხელისუფლებასთან, თქვენც კარგად მოგეხსენებათ,`- აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში. ბიძინა ივანიშვილმა ასევე არ გამორიცხა ნინო ბურჯანაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებაც. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თანამდებობის მიუხედავად. მოკლე, შინაარსი: მაგას კიდო მიუმატებდ "შევტენით" საქმეს და რაც, მთავარია სასამართლო იზამს რაც , მე მინდა