ნასამ პლანეტა მერკურის ღრმულს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. ფოტოზე აღბეჭდილია პლანეტა მერკურის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ღრმული, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. ღრმულს გააჩნია ბრტყელი, მოსწორებული ფსკერი. ის შემოსაზღვრულია მცირე ზომის დაქანებითა და წრიულად განლაგებული მაღლობებით. NASA-ს ოფიციალური გვერდი მკითხველს შოთა რუსთაველის შესახებ მცირე ინფორმაციასაც აწვდის: „რუსთაველი ქართველი პოეტი იყო, რომელიც 1172–1216 წლებში ცხოვრობდა. ის ცნობილია ეპიკური ქართული პოემით „ვეფხისტყაოსანი“. მისი სახელი მინიჭებული აქვს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიას, უმაღლეს ჯილდოს, რომელიც ქართველ ხელოვანებსა და მწერლებს გადაეცემათ", - აღნიშნულია NASA-ს ოფიციალურ გვერდზე.