საქართველო მონაწილეობას მიიღებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბრის პრესკონფერენციაზე განაცხადა. "რუსეთთან თუ ურთიერთობის დალაგება გვინდა და ამ დროს ოლიმპიადაზე უარს ვამბობთ. ძველი საბერძნეთი გავიხსენე, როდესაც პასუხი გავეცი ამ კითხვას, ომები ჩერდებოდა და წყდებოდა ოლიმპიადების დროს და ჩვენ რა გვჭირს ისეთი, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა ვერ მივიღოთ და ჩვენი სპორტსმენები დავსაჯოთ?" - განაცხადა პრემიერმინისტრმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა აპირებს სტრატეგიის შექმნას, რათა "რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და მეგობრული ურთიერთობა აღვადგინოთ".ტაბულა მოკლედ აღარ იცის ბიძინემ კიდევ საიდან გამოქანდეს და მუხლებზე დაეცეს ოკუპანტი ქვეყნის წინაშე ეგება ხეირი თუ ვერ მივიღე კარგ გუნებაზე მაინც დავაყენოოო....