საპარლამენტო უმცირესპბის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პირადი ცხოვრებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების შემკვეთის გამოვლენა, დასახელება და დასჯა მოითხოვა, ამავე დროს, დაინტერესდა, იცოდა თუ არა ეკა ბესელიამ, ვინ უკვეთავდა კადრებს ბედუკაძეს. "მე მაინტერესებს ვინ იყო ამ ყველაფრის უკან, ვინ გეგემავდა ამ ყველაფერს. რატომ გაათავისუფლეთ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან? საპროცესო გარიგებაც კი არ შედგა. მთავრი პროკურორის თავდებით გათავისუფლდა ბედუკაძე. არ გაინტერესებთ ვინ აძლევდა მას დაკვეთებს ამ ვიდეოკადრების გადაღებასთან დაკავშირებით? ვინ მონაწილეობდა იცით ამ ყველაფრის დაგაგემვაში?", - განაცხადა დებატებში ეკა ბესელიასთან გიორგი ვაშაძემ, რასაც ბესელიას რეპლიკა მოჰყვა: "თქვენი პრეზიდენტი! ჩემთვის არავითარი მტკიცებულება აღარ არის საჭირო, პრეზიდენტმა იცოდა ყველაფერი. ამოიღეთ მერაბიშვილის, სააკაშვილის, ბოკერიას და ადეიშვილის ჩანაწერები, ფოტოგრაფები, რომ დაიჭირეს. მე ვთვლი, რომ თქვენ უბრალოდ არგუმენტების მოსმენის გეშინიათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.